“პირადში მოგწერთ” რატომ გვწერენ პირადში?

            რატომ გვწერენ „მოგწერთ პირადში“, „პირადი ნახეთ“, ფასი პირადში მოგწერეთ“ და ა.შ…

            ინტერნეტში ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი აზრია, ზოგი მეტწილად მართალია, ზოგიც საერთოდ აზზრს მოკლებული, ახლა კი გეტყვით რატომ გწერთ პირადში ფასს და არა იქვე კომენტარში.

            სანამ თემაზე გადავიდოდით გეტყვით, რომ არის შემდეგი სახის მოსაზრებები მაგალითად: „პირადში იმიტო წერენ, რომ პროფილის ფოტოებს ნახულობენ და იმის მიხედვით წყვეტენ რა ფასი უნდა უთხრან მომხმარებელს“. არ ვამბობ, რომ მსგავსი საქციელი არ შეიძლება არსებობდეს, შესაძლოა მრავალი კომპანია და გაყიდვების თანამშრომელი იყენებდეს მსგავს მიდგომას, რაც ჩემი პირადი მოსაზრებით არ არის სწორი საქციელი.

            ახლა კი დავუბრუნდეთ თემას, თუ რატომ ვწერთ პირადში ჩვენ და სხვა წესიერი კომპანიები. J

            ერთ-ერთი მიზეზი არის ფასის ხშირი ცვალებადობა, მაგალითად ფასები დამოკიდებულია ვალუტის კურსსზე, ან პროდუქციის ვარიაციებიდან გამომდინარე ყველა მომხმარებელს ინდივიდუალური ვარიაცია ესაჭიროება, რის გამოც არ იწერება ფასი, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის უკმაყოფილება. ასევე დროის შემდეგ პოსტი რჩება ხოლო ფასები იცვლება, რაც იწვევს მომხმარებლისთვის თავგზის არევას, რადგან ფასი ნახა იყო გაცილებით დაბალი, მივიდა საყიდლად და დახვდა გაზრდილი.

            შემდეგი მიზეზი რა თქმა უნდა მეტი კომენტარის დაგროვებაა, კომენტარების დიდი რაოდენობა ნიშნავს გვერდის მეტ ქტიურებას.

            რამდენადაც გასაბრაზებელი არ უნდა იყოს ეს ფაქტი, საერთო ჯამში მომხმარებელსაც და კომპანიასაც ურჩევნია ფასი პირადში უთხრან.

ავტორი: ვანო ჭულუხაძე


 [I1]C