fbpx

შენი ბიზნესი ინტერნეტში

5 სტრესული ფაქტორი ციფრულ მარკეტინგში – გამკლავების გზები

შემოგვიერთდი ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის ამოცანები.

დღეს ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს ციფრული მარკეტინგი, აღიქვამენ მარტივ და მრავალფეროვან სფეროდ. შევთანხმდეთ რომ ეს სფერო ნამდვილად მიმზიდველი და საინტერესოა, თუმცა სიტყვა „მარტივის“ მისადაგება არც ისე რეალური. ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობა შეიძლება წარმოუდგენლად სტრესული იყოს, ეს გარდაუვალია!

ქვემოთ მოგიყვებით ციფრული მარკეტინგის სტრესის ხუთ ყველაზე დიდ მიზეზზე და გაგიმხელთ რამდენიმე რჩევას მათთან ეფექტური გამკლავებისთვის.

1. დაბალი ბიუჯეტი

სტრესი

ბიუჯეტის არქონა ან ძალიან დაბალი ბიუჯეტის ქონა ციფრული მარკეტინგის სფეროში დამატებით სტრესს წარმოადგენს.

ბევრჯერ დაბალ ბიუჯეტს ახლავს ზედმეტი მოლოდინებიც კი.

ეს მოლოდინები შეიძლება იყოს, დაახლოებით 10000 ახალი პოტენციალის გენერირება YouTube-ზე ვიდეოს გადაღებით და თან ვიდეოს პოპულარიზაცია სარეკლამო ბიუჯეტის გარეშე.

იგივე სიტუაცია შეიძლება იყოს Facebook ან Instagram კამპანიებზე.

 

როგორ გავუმკლავდეთ?

ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გამოყოს დიდი ბიუჯეტი ბიზნესის მარკეტინგისთვის. თუმცა, როგორც ციფრული მარკეტინგის წარმომადგენლები, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ორივე მოთამაშესთან, დიდთან და პატარასთან მუშაობისთვის.

პირველ რიგში, მოლოდინები აუცილებლად რეალისტური უნდა გავხადოთ, თქვენ უნდა შეუქმნათ დამკვეთს ის მოლოდინები, რაც რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს იქნება X თანხის დახარჯვის შემდგომ.

ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ მომავალს, ეს ვიცით.

რა თქმა უნდა, ძალიან რთულია წინასწარი შედეგის განსაზღვრა. ეს უკანასკნელი რომ შესაძლებელი იყოს სტრესიც ნაკლები იქნებოდა. სწორედ ამიტომ უნდა მივმართოთ სხვა ხერხებს, მაგალითად კონკრეტული ბიუჯეტის ფარგლებში შეგვიძლია მარტივად გავზომოთ მოსალოდნელი შედეგის დიაპაზონი და ამით ავიცილოთ თავიდან იმედგაცრუებით გამოწვეული სტრესი.

იფიქრეთ წარსულ გამოცდილებაზე, რომელ კამპანიას ჰქონდა ამ ბიუჯეტში გარკვეული შედეგი და რა სახის. ეცადეთ ყველაფერი დეტალურად აღწეროთ. რა დროში ხდება გარკვეული შედეგის მიღწევა და რა თანხაა ამისთვის საჭირო.

შემდეგ მოამზადეთ ანგარიში, რომელშიც განმარტავთ, რა მუშაობს, რა პირობებში და არ დაგავიწყდეთ პროგნოზი იმისა, თუ რას უნდა ელოდეს თქვენი უფროსი ან დამკვეთი X ბიუჯეტის დახარჯვის შემდგომ.

 

2. Google Updates

სტრესი

Google შეიძლება ითქვას რომ ჩვენი საუკეთესო მეგობარია ციფრულ მარკეტინგში. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ თვალყური ვადევნოთ კომპანიის მიერ  განხორციელებულ ყველა განახლებას და ფეხი ავუწყოთ მას.

წინასწარ ვცდილობთ მოვემზადოთ, სანამ განახლებები და ალგორითმის ცვლილებები მოხდება. თუმცა მიუხედავად წინასწარი გათვლებისა, სტრესი ამ მიმართულებითაც გარდაუვალია.

თვალის დახამხამებაში შეიძლებოდა მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს, რამაც ჩვენი ან ჩვენი დამკვეთის ვებ-საიტი დააზარალოს. ასე რომ, დიახ, გუგლი, საკმაოდ დიდი სტრესის მატარებელია ჩვენს საქმიანობაში.

 

როგორ გავუმკლავდეთ?

Google-ის სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმოქმედო ისე, როგორც ამას google აკეთებს.

Google აკვირდება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მომხმარებლის ქცევა/აქტივობა, კიბერ შეცდომები, სპამი და ვებ ხარვეზები.

თუ უფრო მეტად დაკვირვებით შეხედავთ ამ საკითხებს, შედარებით ადრე მიხვდები, როდის მოხდება ცვლილებები და რა სახის.

გამოიწერეთ საუკეთესო SEO ბლოგერები. წაიკითხეთ მათი ბლოგები, რადგან სტატიები დაწერილია ექსპერტების მიერ, რომელთაგან ზოგიერთს აქვს დიდი კავშირი Google-თან. მათთან ერთად უფრო მარტივია წინასწარი პროგნოზების გაკეთება.

გადადგით ნაბიჯი წინ და მიჰყევით SEO ექსპერტებს, ეს საუკეთესო ნაბიჯია წინასწარი პროგნოზების გასაკეთებლად.

 

3. ერთ პასუხისმგებლობაზე მეტი

სტრესი

მიუხედავად იმისა მუშაობთ სახლში, სააგენტოში, თუ ფლობთ საკუთარ ბიზნესს, შეიძლება თამამად ვისაუბროთ იმ ფაქტზე, რომ თქვენ აკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე გევალებათ ან უნდა აკეთებდეთ.

შიდა მარკეტოლოგები, ზოგადად, ცდილობენ გააკეთონ ეს ყველაფერი მოქმედებენ, როგორც SEO, UX დიზაინერი, სოციალური მედიის სპეციალისტი, PPC ექსპერტი და კონტენტ მარკეტოლოგი.

სააგენტოში თანამშრომლებს აქვთ უნიკალური სპეციალობა, რაზეც ისინი ყურადღებას ამახვილებენ, მაგრამ ხშირად ეხმარებიან სხვა განყოფილებებს.

ბიზნესის მფლობელებმა, კარგად იციან, როგორია 50 სხვადასხვა საქმის დაბალანსება.

 

როგორ გავუმკლავდეთ?

პირველ რიგში, თვალი ადევნეთ განახლებებს. ყურადღება მიაქციეთ ყველა სიალხეს ზოგადად მარკეტინგის სფეროში.

დაალაგეთ პრიორიტეტები და იფიქრეთ იმაზე თუ როგორ გააკეთებთ თქვენს მთავარ საქმეს, სწრაფად და ხარისხიანად. სწორედ ამ უკანასკნელის შემდეგ შეგიძლიათ იფიქროთ, თუ როგორ დაეხმაროთ სხვა განყოფილებებს.

მაგალითად თუ თქვენ წარმოადგენს სოციალური მედიის მარკეტინგს, მაშინ მთლიანად ჩაეფალით ამ სივრცეში. გამოიწერეთ და უყურეთ პოდკასტებს მხოლოდ ამ მიმართულებით, უსმინეთ ექსპერტებს და მაქსიმალურად შეისრუტეთ სიახლეები.

 

4. სტრატეგიის შემუშავების ნაკლებობა

სტრესი

ყოველთვის არის ზეწოლა, რომ შედეგი დაჩქარებით მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული მარკეტინგი საუკეთესო შედეგს დროსთან ერთად მუშაობით გვაძლვეს, ხშირად ვცდილობთ ხოლმე რომ პროცესები დავაჩქაროთ.

სწორედ ამიტომ იხარჯება ამდენი ბიუჯეტი, რადგან ჩვენ უპირველეს ყოვლისა ვცდილობთ მივიღოთ შედეგები და დავივიწყოთ  სტრატეგიის შემუშავება, რაც მიგვიყვანს ამ შედეგებამდე.

 

როგორ გავუმკლავდეთ?

განსაზღვრეთ თქვენი მიზნები, იფიქრეთ რა გჭირდებათ და შემდეგ განსაზღვრეთ სტრატეგია, რომელიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ.

ახალი პროექტი ან კამპანია ასე უნდა გამოიყურებოდეს:

განსაზღვრეთ აუდიტორია: ვისთვის არის ეს კამპანია? დაინტერესებული მხარეები.

განსაზღვრეთ მიზანი: რა შედეგი უნდა გამოიღოს ამ კამპანიამ? რა არის ძირითადი და მეორადი მიზნები?

განსაზღვრეთ ბიუჯეტი: რამდენის დახარჯვის საშუალება გაქვთ ამ კამპანიაში? როგორ ფიქრობთ, რამდენი დაგჭირდებათ მიზნის მისაღწევად?

განსაზღვრეთ სტრატეგია: რა არის საუკეთესო გზა მიზნის მისაღწევად? რა სახის მარკეტინგი დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში? გჭირდებათ რეკლამები? რა სახის კონტენტი გჭირდებათ?

განახორციელეთ სტრატეგია!

განსაზღვრეთ შედეგები: იყო თუ არა რაიმე შედეგი? მიიღეთ რაიმე სარგებელი? რამდენად ახლოს ან რამდენად მიუახლოვდით მიზანს?

ისევ გააკეთეთ და განაგრძეთ იგივე, ყოველი ახალი მიზნის მისაღწევად.

 

5. გრამატიკული შეცდომები

სტრესი

სამუშაოების სია გროვდება და ჩვენ უნდა გამოვაქვეყონოთ ყველა მათგანი ერთმანეთის მიყოლებით. ვცდილობთ ტექსტები ან შინაარსი განსხვავებული და დალაგებული იყოს. პოსტის განთავსებიდან ძალიან მალე, დაახლოებით 24,5 წამში თქვენი ტელეფონი ირთვება facebook-ის შეტყობინებით, რომელშიც მითითებულია ბრენდი და სათაურის სქრინშოტი, რომელიც გვეუბნება: „როგორ მოვახერხოთ ტექნიკური SEO დაბალ ბიუჯეტით“.  სოციალური მედიის პოსტების შესწორებები და რეკლამის სათაურში შეცდომები საკმაოდ ხშირია, ამიტომ ნუ მოიწყენ შენ არ ხარ ერთადერთი.

 

ოგორ გავუმკლავდეთ?

ეანელე!

გპირდებით, გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება თქვენი ნაშრომის ხელახლა წაკითხვას, სანამ გამოაქვეყნებთ ან სთხოვთ კოლეგას მისი გადამოწმება, ვიდრე ბოდიშის მოხდის პოსტის გამოქვეყნებას, ელექტრონული ფოსტის საინფორმაციო ბიულეტენის გაგზავნას და კამპანიის განახლებას.

ნუ იამაყებ იმით, რომ იდეალურად ხარ. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და შეცდომები ხდება, მაგრამ ნაკლები შეცდომა მოხდება, თუ დამატებით წუთს დაუთმობთ და ხელახლა შეამოწმებთ თქვენს ნამუშევარს გამოქვეყნებამდე.

 

დასკვნა

შენიშნეთ, რომ ამ სტატიაში მოცემული რჩევების უმეტესობა „როგორ მოვიქცეთ“ არის ორგანიზაციის გაუმჯობესების გზები ან უფრო მკაფიო მოლოდინების დასახვა?

ციფრულ მარკეტინგში მუშაობა შეიძლება წარმოუდგენლად სტრესული იყოს, ასე რომ თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ ამოიღოთ ან შეამციროთ ის ნაწილები, რომლებიც გაფერხებენ.

 

იხილეთ ჩვენი სერვისები:

ასევე წაიკითხეთ ჩვენი ბლოგის სხვა საინტერესო სტატიები:

Skip to content