fbpx

შენი ბიზნესი ინტერნეტში

ციფრული მარკეტერი – რა შედის მის მოვალეობებში?

შემოგვიერთდი ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის ამოცანები.

ციფრული მარკეტინგის ინდუსტრია ზოგჯერ არ ემთხვევა ძირითად მარკეტინგულ სტრატეგიებსა და უნარებს. თუ თქვენ განიხილავთ ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში შესვლას, საჭირო უნარების გაანალიზება და იმის გააზრება, თუ რას აკეთებს ციფრული მარკეტერი და რა შედის მათ მოვალეობებში, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმისთვის, რომ დაიწყოთ მუშაობა.

ციფრული მარკეტერი – განმარტება

დღესდღეობით, ციფრული მარკეტერი პასუხისმგებელია ციფრული არხების გამოყენებაზე, ლიდების გენერირებისა და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე. ციფრული არხები მოიცავს:

ამის გარდა, ციფრული მარკეტერი ასევე იყენებს ანალიტიკას სისუსტეების დასადგენად და ამ არხებზე მუშაობის გაუმჯობესების გზების მოსაძებნად. ამ როლის შესრულების დროს, თქვენ პასუხისმგებელნი ხართ კომპანიის ციფრული სტრატეგიის ყველა ასპექტზე. 

მცირე კომპანიებს ჰყავთ ერთი გენერალური სპეციალისტი ან მენეჯერი, მაშინ როდესაც,  კორპორაციებს შეუძლიათ დააკისრონ სხვადასხვა სახის მოვალეობა ან ვალდებულება მთელ გუნდს ან თუნდაც რამდენიმე დეპარტამენტს.

ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა გასათვალისწინებელი ასპექტი

ციფრულ მარკეტინგში გაქვთ უფლება აირჩიოთ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც თქვენთვის უფრო საინტერესო და მიზანშეწონილი იქნება, გახდეთ საუკეტესო და ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი თუ ფოკუსირება მოახდინოთ ერთ ან მაქსიმუმ ორ უნარზე. მაგალითად, შეგიძლიათ იყოთ ძლიერი და კრეატიული ადამიანი, რომელსაც ასევე ესმის, თუ რას ნიშნავს კოდირება, ან ტექნოლოგი, ვინც აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონტენტის შექმნა სოციალური მედიისთვის.

ეს არის სწორად ის ადგილი და სფერო, სადაც გამოცდილება ან კარგი სტაჟირება ბევრ რამეზე მეტყველებს. „სერთიფიკატები ახალ, უფრო მაღალ დონეზე ავიდა“, განაგრძობს ჯასტინ ემიგი. არსებობს მრავალი ონლაინ სერთიფიკატი, რომლის მიღებაც შეგიძლიათ თქვენდამი ნდოობის გასაძლიერებლად, ისევე, როგორც საკუთარი ონლაინ სივრცისა და სოციალური მედიის გვერდების შესაქმნელად. ეს კი საუკეთესო გზაა ახალი მიმდევრებისა და გამომწერების ყურადღების მისაქცევად, თუ, რა თქმა უნდა გსურთ შექმნათ კარიერა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

ციფრული მარკეტერი – უნარები და გამოცდილების სფეროები:

  • ვიდეო: ზოგჯერ ძალიან ძნელია ხალხის ყურადღების მიქცევა ინტერნეტის დახმარებით. სტატისტიკის თანახმად, ვიდეო ზრდის ადამიანების ჩართულობას. არ არის საჭირო გახდეთ ან იყოთ ვიდეო პროდიუსერი, მაგრამ ამის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილეთ ვიდეოს შექმნის საფუძვლებს. იმის გასაგებად და გასააზრებლად, თუ როგორ უნდა დაწეროთ სცენარი ან ტექსტი, საჭიროა გამოიყენოთ ისეთი პლატფორმები და აპლიკაციები, რომლებიც კლიენტების მიმზიდველობას გაზრდის. 
  • SEO და SEM: ადამიანები, ვინც ონლაინ იძიებენ ინფორმაციას, ხშირად ციფრულ რეკლამებსაც მართავენ. თქვენ უნდა გესმოდეთ თუ რა არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) და საძიებო სისტემების მარკეტინგი (SEM), რათა იმუშაოთ ამ სფეროში. თქვენ არ უნდა ინერვიულოთ უკანა ნაწილის ტექნიკურ საკითხებზე. ეს უფრო SEO-ს მნიშვნელობისა და ინდუსტრიაში გამოყენებული საუკეთესო პრაქტიკის გაგების შესახებ არის. იმის გაგება, თუ როგორ მოქმედებს და მუშაობს SEO და SEM თქვენს ონლაინ მცდელობებზე, საშუალებას მოგცემთ ითანამშრომლოთ ციფრულ გუნდთან ერთად.
  • კონტენტ მარკეტინგი: კონტენტი გამოიყენება მომხმარებლების მოსაზიდად, იქნება ეს ვებსაიტი, ვიდეო, სოციალური მედია თუ ბლოგი. ამას შეიძლება მოჰყვეს ნებისმიერი რამ, რასთანაც ხალხს აქვს წვდომა ინტერნეტში, იქნება ეს თეთრი ქაღალდები, შემთხვევების შესწავლა, ბუკლეტები თუ სხვა. 
    კონტენტის ასპექტების გააზრება, იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება, როგორ არის უფრო ეფექტური და როგორ გამოიყენება იგი, მოგცემთ უფლებას მიიღოთ წვდომა უახლეს ინფორმაციასთან, რომელიც საჭიროა ციფრული მარკეტინგის ნებისმიერი თანამდებობისთვის. თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ, თუ როგორ გამოიყენოთ კონტენტი, რათა დაეხმაროთ ბიზნესს მიზნების მიღწევაში. იმისდა მიხედვით, თუ რა დონის და რა სირთულის სამუშაოს ეძებთ, თქვენ ასევე უნდა გესმოდეთ თუ რას ნიშნავს კონტენტის სტრატეგია და ანალიზი.
  • მონაცემები და ანალიტიკა: Google Analytics ორიენტირებულია ციფრული მარკეტინგის მრავალ ასპექტზე. თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ანგარიშებს, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ შეისწავლოთ, თუ როგორ გამოიყენოთ მოძიებული ინფორმაცია. კამპანიების მონიტორინგი და მომხმარებელთა ქცევაზე დაფუძნებული დასკვნების გამოყენება საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები, რომლებიც გაზრდის კონვერტაციებსა და ტრაფიკს. მონაცემთა შეგროვება და გამოყენება ასევე აუცილებელია, რადგან დღევანდელი ბიზნესის მიერ შეგროვებული მონაცემები ოქროს მაღაროს ჰგავს, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული ინოვაციური გზებით ახალი მომხმარებლების შესანარჩუნებლად.
  • კრეატიული აზროვნება: ციფრული მარკეტინგის წარმატება დამოკიდებულია თქვენი მომხმარებლის შეძენილ გამოცდილებაზე. კრეატიული აზროვნება გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, რადგან ის ასწავლის კომპანიებს, თუ როგორ უნდა ჩართონ და მოიზიდონ მომხმარებლები, მაგრამ ამის გარდა, ის უზრუნველყოფს, რომ მათი ონლაინ გამოცდილება იყოს მარტივი და ეფექტური. ეს შეიძლება მოიცავდეს ონლაინ სავაჭრო საიტების გამოყენებას, ინფორმაციაზე წვდომას და სხვა საკითხებს, რაც შეიძლება თქვენმა კომპანიამ შესთავაზოს მომხმარებლებს.

თქვენ უნდა შეგეძლოთ თქვენთვის წარმოდგენილი იდეების მიღმა დანახვა და იმ პოტენციურ საკითხებზე ფოკუსირება. თქვენ უნდა შეგეძლოთ შესთავაზოთ ადამიანებს ინსტინქტებზე დაფუძნებული გაუმჯობესება და უზრუნველყოთ თქვენი იდეების განხორციელება:

 

  • ტექნიკური ცოდნა: ტექნოლოგია არის ციფრული სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა, ასე რომ თქვენ უნდა გააანალიზოთ, თუ რა არის უახლესი ტექნოლოგია და როგორ გამოიყენება იგი. თქვენ სწრაფად უნდა მოერგოთ ინდუსტრიის ახალ ცვლილებებს და იცოდეთ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენი ციფრული მარკეტინგის გეგმები მუდამ განახლებული იყოს. ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ასეთი, ძალიან მარტივი და მოსახერხებელი უნდა იყოს თქვენთვის. არ აქვს მნიშვნელობა სად გსურთ დაიწყოთ (ან დაასრულოთ) თქვენი კარიერა, საჭიროა გარკვეული ცოდნა ვებ კოდირებისა და კონტენტის მენეჯმენტის (CMS) სისტემების შესახებ.
  • ჩართულობა: საჭიროა გაიგოთ და გაიაზროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კლიენტების ჩართულობა. თქვენ უნდა დაარწმუნოთ ისინი, რათა გამართოთ და შექმნათ ინოვაციური კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას. თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ, რა შეიძლება აიძულოს დღევანდელი მომხმარებლები აიღონ პასუხისმგებლობა და შეისყიდონ თქვენი პროდუქტი. 

თქვენი სოციალური მედიის გვერდებზე ხალხის მიმდევრობა არ არის საკმარისი. თქვენ უნდა დაარწმუნოთ თქვენი გუნდის წევრები, დეპარტამენტები და ლიდერები, რომ ინვესტიციის გაკეთება თქვენი მხრიდან იქნება სწორი არჩევანი. საუკეთესო გზა ხალხის შესანარჩუნებლად არის ყველა ასპექტის გაგება და გააზრება, როგორც SEO, ასევე კონტენტისა და ახალი ტექნოლოგიების.

ციფრული მარკეტინგის საერთო პოზიციები 

თუ გსურთ შეისწავლოთ სხვადასხვა თანამდებობის მრავალრიცხოვანი სახეობა, რომელიც ხელმისაწვდომია ციფრულ მარკეტინგში, არსებობს მრავალი კარიერული გზა, რომელიც შეგიძლიათ აირჩიოთ, მათ შორის:

  • SEO: ამ თანამდებობაზე, თქვენ, როგორც SEO-ს ექსპერტს, გექნებათ შესაძლებლობა გამოიყენოთ საჭირო უნარები, რათა დახმარება გაუწიოთ კომპანიის შინაარსის განვიტარებასა და გაუმჯობესებას. თქვენ მიერ ჩადებული შრომა გამოყენებული იქნება კონტენტის შემქმნელების შესანარჩუნებლად, რაც საჭიროა Google-ისა და სოციალურ მედიაში მუშაობის გასაუმჯობესებლად.
  • კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტი:  ამ თანამდებობაზე, თქვენ იქნებით კონტენტის შემქმნელი, რომელიც შეიმუშავებს გეგმას და ტრატეგიას, რათა უზრუნველყოთ ტრაფიკის გაზრდა და ასევე Google-ის რეიტინგები. თქვენ შექმნით გეგმას, რომლის მიხედვითაც ზუსტად გეცოდინებათ, თუ რა მასალა უნდა ამოიღოთ ვიდეოებიდან, რათა განავითაროთ და გააუმჯობესოთ ბლოგისა და სოციალური მედიის მართვა. თქვენ შეიძლება შეატყობინოთ SEO მენეჯერს ან იმუშაოთ მარკეტინგის განყოფილებაში SEO გუნდის ქივორდების გამოყენებით თქვენი შინაარსის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
  • სოციალური მედიის მენეჯერი: სოციალური მედიის მენეჯერი ყურადღებას ამახვილებს სოციალურ მედიაზე, რომელიც შექმნის ეფექტური პოსტების ნაკრებს და აკონტროლებს ან, ზოგიერთ შემთხვევაში, თავად ქმნის პოსტებს. ისევ და ისევ, ქროსოვერის შემთხვევაში თქვენ შესაძლოა იმუშაოთ კონტენტ მარკეტინგის სპეციალისტთან, SEO-ს პროფესიონალებთან და სხვა ციფრულ მარკეტერებთან, რაც არის მთლიანი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ერთ-ერთი განუწყვეტელი ნაწილი.
  • მარკეტინგის ავტომატიზაციის კოორდინატორი: ეს თანამდებობა ხაზს უსვამს მარკეტინგული კამპანიის ეფექტებსა და შედეგებს. ეს ასევე არის უფრო ტექნოლოგიაზე ორიენტირებული თანამდებობა, რომელშიც თქვენ იპოვით საუკეთესო პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც დაგეხმარებათ მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ქცევების აღმოჩენაში.
  • ციფრული მარკეტინგის მენეჯერი: ამ თანამდებობაზე, თქვენ ვალდებული ხართ ყურადღება მიაქციოთ, როგორც მთლიანი შინაარსის სტრატეგიის შემუშავებას, ასევე მარკეტინგულ კამპანიებს. ახალი მომხმარებლების მოზიდვის მიზნით, თქვენი სამუშაო უნდა მოიცავდეს ბრენდის ცნობადობის გაზრდას ტრაფიკის მართვისას. თქვენი ციფრული მარკეტინგის ძალისხმევის ოპტიმიზაციის მიზნით,  პასუხისმგებელი გახდებით ახალი ტექნოლოგიების დაცვაზე. ასევე საჭირო იქნება თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის ანალიზის ჩატარება, რათა თქვენი კამპანიის შედეგებს თვალყური ადევნოთ.

ლიდერობა ციფრულ მარკეტინგში

ციფრული მარკეტინგი მუდმივ ცვლილებებზე აკეთებს აქცენტს და მოითხოვს წინდახედულ გააზრებასა და გაანალიზებას. თქვენ მუდმივად უნდა იბრძოლოთ ინდუსტრიის უახლესი ცვლილებების გამო. თქვენ ასევე უნდა შეგეძლოთ გაუწიოთ თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებსაც.

 ბრენდინგისთვის მადლიერების გამოხატვა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოგიწევთ შექმნათ ონლაინ სივრცე, რომელიც ასახავს და აღწერს თქვენს ბრენდს. ანალიტიკური აზროვნება გეხმარებათ შეისწავლოთ მონაცემები და ამოიღოთ თქვენთვის საჭირო და სასურველი ინფორმაცია, რომელიც შეინარჩუნებს თქვენს სტრატეგიებს. ერთი სიტყვით, რადგან ციფრული მარკეტინგი დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადი არის, თქვენ უნდა განაახლოთ თქვენი მოსაზრებები და იდეები, და ასევე კარგი ურთიერთობა დაამყაროთ სხვა კომპანიებთან.

იხილეთ ჩვენი სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

Skip to content