fbpx

შენი ბიზნესი ინტერნეტში

რა არის ელექტრონული ბიზნესი?

შემოგვიერთდი ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის ამოცანები.

ელექტრონული ბიზნესი (E-Business) არის ინტერნეტის დახმარებით ბიზნეს პროცესების მართვა. ელექტრონული ბიზნესის პროცესები მოიცავს საქონლისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვას, კლიენტების მომსახურებას, გადახდების დამუშავებას, წარმოების მართვას, ბიზნეს პარტნიორებთან თანამშრომლობას, ინფორმაციის გაზიარებას, თანამშრომლების სერვისების ავტომატურ წარმართვას, დაქირავებას და ა. შ.   

ელექტრონული ბიზნესი ასევე შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა ფუნქციებსა და სერვისებს. ეს კი მოიცავს ე. წ. ინტრანეტების და ექსტრანეტების განვითარებასა და ელექტრონული მომსახურების მოწოდებას ინტერნეტის საშუალებით. დღესდღეობით, როდესაც კორპორაციები განუწყვეტლივ განიხილავენ თავიანთ ბიზნესს, კონკრეტულად ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და მუდმივად ცვალებადი შესაძლებლობების თვალსაზრისით, რეკლამებზე თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევის ჩატარების დახმარებით, ისინი აწარმოებენ ელექტრონულ ბიზნესს სხვა კორპორაციებისგან ნაწილებისა და მარაგის შესაძენად.

 ბოლო ათწლეულების განმავლობაში ელექტრონული ბიზნესის განვითარებამ ახალი მოთხოვნილებების ზრდა გამოიწვია. მომხმარებელთა აზრით, მათ სურთ გაუწიონ თანამშრომლობა ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც შეუძლიათ შესთავაზონ თვითმომსახურების ვარიანტები ტრანზაქციების განსახორციელებლად; მომხმარებლები არიან პერსონალიზებული გამოცდილების მიღების მოლოდინში; და მათ სურთ დაამყარონ სწრაფი, უსაფრთხო ურთიერთობა ერთმანეთთან. ხოლო, რაც რეგულაციებს ეხება, დანერგილია ახალი კანონები და საუკეთესო პრაქტიკა ელექტრონული მონაცემების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

ვინაიდან ელექტრონული ვაჭრობა უფრო მოთხოვნადი გახდა, კომპანიებმა მიიღეს უსაფრთხოების მკაცრი წესები, მათ შორის, დაშიფვრა და ციფრული სერტიფიკატები, ჰაკერებისგან, თაღლითობისა და ქურდობისგან თავდასაცავად. ცალკეული პირებისთვის და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომია ბრაუზერის უსაფრთხოება და ციფრული სერთიფიკატები, რომლის დახმარებითაც, კიბერუსაფრთხოება საკმაოდ აქტიური და განვითარებული გახდა  ელექტრონულ ბიზნესში. მიუხედავად იმისა, რომ ამან არ შეანელა ელექტრონული ბიზნესის განვითარება, ინტერნეტში ბიზნეს ტრანზაქციების უსაფრთხოება რჩება აქტუალურ საკითხად, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე საწარმოსთვის. 

ელექტრონული ბიზნესის მოდელი

IBM იყო ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც პირველად გამოიყენა ტერმინი “ელექტრონული ბიზნესი”,  როდესაც 1997 წლის ოქტომბერში მან წამოიწყო თემატური კამპანია იმ გაუგებრობის მოსაგვარებლად, რაც ბევრ მომხმარებელს ჰქონდა ინტერნეტზე დაფუძნებული ბიზნესის შესახებ. კომპანიამ დახარჯა დაახლოებით 500 მილიონი აშშ დოლარი სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიაზე, რათა ეჩვენებინა ელექტრონული ბიზნესის მოდელის ღირებულება და დაემტკიცებინა, რომ IBM-ს ჰქონდა „ნიჭი, მომსახურეობრივი შეთავაზებები და პროდუქტები, რათა მომხმარებლებს დაეხმარონ სწორი ბიზნესის აწყობაში. “- ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე. 1994 წელთან შედარებით, 2000 წლისთვის IBM-ის ელექტრონული ბიზნესის შემოსავალი გაიზარდა 88 მილიარდ დოლარამდე, შემდეგ კი მათი შემოსავალი თითქმის სამჯერ უფრო გაიზარდა.

  არსებობს რამდენიმე სახის ელექტრონული ბიზნესის მოდელი. ბიზნესის (B2C) მოდელის თანახმად, გამყიდველები პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს ონლაინ რეჟიმში, ხოლო მყიდველი ყიდულობს მათ ინტერნეტის საშუალებით. ბიზნესის (B2B) მოდელის თანახმად, კომპანიები იყენებენ ინტერნეტს ერთმანეთთაბ ტრანზაქციების განსახორციელებლად. B2C ტრანზაქციებისგან განსხვავებით, B2B ტრანზაქციები ჩვეულებრივად მოიცავს მრავალჯერადი ონლაინ ტრანზაქციას. ბიზნესის (C2B)  მოდელი განსაზღვრავს ელექტრონული ბიზნესის ტიპს, სადაც მომხმარებლები გამოთქვამენ საჭიროებას სხვადასხვა სახის საქონელსა და მომსახურებაზე.

საპირისპირო ონლაინ აუქციონები არის C2B ელექტრონული ბიზნესის მოდელების მაგალითები, ისევე როგორც ავიაბილეთების ვებსაიტები, როგორიცაა Priceline. (C2C) ელექტრონული ბიზნესის მოდელის თანახმად, მომხმარებლები არიან როგორც მყიდველები, ასევე გამყიდველები მესამე პარტიის მიერ ხელშეწყობილი ონლაინ ბაზრების საშუალებით, როგორიცაა eBay. ეს C2C ელექტრონული ბიზნესის მოდელები გამოიმუშავებენ შემოსავალს პერსონალური რეკლამის საკომისიოების, წევრობისა და გამომწერების დარიცხვისა და ტრანზაქციის საკომისიოს დახმარებით.

ელექტრონული ბიზნესის მაგალითები

ელექტრონული ბიზნესის მაგალითები მოიცავს, როგორც ძველ კომპანიებს, რომლებმაც წარმატებით განავითარეს და წარმართეს საკუთარი თავი ციფრული ეპოქისკენ, ასევე ახალ, უფრო დახვეწილ და თანამედროვე ციფრულ ორგანიზაციებს. ბოლოდროინდელი ორგანიზაციებია ისინი, რომლებიც საკონსულტაციო ფირმა Gartner-მა განსაზღვრა და აღწერა, როგორც „საოპერაციო მოდელები და შესაძლებლობები [რომლებიც] დაფუძნებულია ინტერნეტის ეპოქის ინფორმაციისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე“.

ელექტრონული ბიზნესის ყველაზე თვალსაჩინო და პოპულარული მაგალითია პლატფორმა “Amazon”- უმსხვილესი ელექტრონული კომერციული ბაზარი და ინტერნეტ კომპანია, რომელიც, გამოიყენა თავისი ელექტრონული ბიზნესის მრავალი ჩამოყალიბებული ინდუსტრიის დასარღვევად. Uber და Lyft, ორივე უზრუნველყოფენ ადამიანების უსაფრთხო მგზავრობასა და მანქანით გადაადგილებას.

 Uber Eats, Uber-ის საკვების შეკვეთისა და მიწოდების ერთ-ერთი პლატფორმა, რომელიც 2014 წელს დაიწყო მუშაობა, არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაფართოვდეს და გაიზარდოს ელექტრონული ბიზნესი ციფრულ ეპოქაში. მოგზაურობის საიტები, როგორიცაა Expedia, Travelocity და TripAdvisor, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ გამოიკვლიონ, დაგეგმონ და დაჯავშნონ თავიანთი მოგზაურობები პერსონალიზებული კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ფასი, მომხმარებელთა რეიტინგები, ადგილმდებარეობა და სხვა.

ამასთანავე, Schindler Group, შვეიცარიაში დაფუძნებული ლიფტების კომპანია, რომელიც დაარსდა 1874 წელს, არის მაგალითი იმისა, თუ როგორ აერთიანებს ძველი კომპანია ელექტრონულ ბიზნესს თავის ორგანიზაციაში, რადგან ის იყენებს IoT-ისა და სხვა ციფრულ სერვისებს, პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად. 

ელექტრონული ბიზნესის უპირატესობები/დადებითი თვისებები

ელექტრონულმა ბიზნესმა მკვეთრად შეცვალა კორპორაციების – ისევე როგორც არაკომერციული ორგანიზაციების, სამთავრობო სააგენტოების და სხვა მსგავსი ინსტიტუტების ფუნქციონირება, რაც მათ საშუალებას აძლევს გაზარდონ პროდუქტიულობა, შეამცირონ ხარჯები და უფრო სწრაფად განვითარდნენ. მაგალითად, ელექტრონული ინვოისის შედგენა, ავტომატური ანგარიშის წარდგენა და ციფრული გადასახადის სისტემები მცირდება იმ დროს, როდესაც მუშები საკუთარ თავს წირავენ ამ ამოცანებისა და პრობლემების გადაჭრას. დროის დაზოგვის შედეგად, ბიზნესს შეუძლია შეამციროს თანამშრომლების რაოდენობა ან პირიქით თანამშრომლებს დაავალოს უფრო ღირებული ამოცანების შესრულება.

გარდა ამისა, ასეთი ციფრული სისტემები ამცირებს დროს ინვოისის შედგენასა და გადახდაში, რითაც აუმჯობესებს ფულადი სახსრების მოძრაობას ბიზნესისთვის. ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემები, როგორიცაა მაგალითად, ელექტრონული ფოსტა, ვიდეო კონფერენცია და ონლაინ თანამშრომლობის სპეციალური პლატფორმები, რომლებიც აერთიანებს სოციალური მედიის დინამიკას და ასევე ზრდის პროდუქტიულობას კითხვების დასმისა და პასუხის გაცემის შემთხვევაში.

ის ფაქტი, რომ თანამშრომლებსა და გარე ბიზნეს პარტნიორებს შორის შესაძლოა დამყარდეს მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა, ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს და რეალობას.  გაზრდილი სიჩქარე ასევე იწვევს გადაწყვეტილების უფრო სწრაფ მიღებას, რაც კომპანიებს უფრო წარმატებულს ხდის და პასუხობს დაინტერესებული მხარეების საჭიროებებსა და მთლიანობაში ბაზრის მოთხოვნებს. ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემები ასევე ზოგავს ფულს, ამავდროულად, მხარს უჭერს უფრო ღია, კოლაბორაციულ კულტურას, უფრო მოსახერხებელს ხდის თანამშრომლების ნებისმიერ პოზიციაზე, ნებისმიერ განყოფილებაში იდეების შეტანას.

სხვა ციფრული საშუალებები ელექტრონულ ბიზნესში

ციფრულ სისტემებს, რომლებიც აძლიერებენ ელექტრონულ ბიზნესს, ასევე შეუძლიათ გააფართოვონ ორგანიზაციის წვდომა ე. წ. “brick-and-mortar” კედლებს მიღმაც კი. ე. წ. “cloud-based” ბიზნეს აპლიკაციები მუშებს საშუალებას აძლევს შეასრულონ თავიანთი სამუშაო სახლიდან გაუსვლელად. ანალოგიურად, “cloud-based” აპლიკაციები და ინტერნეტის 24/7 მომსახურება საშუალებას გვაძლევს, ბიზნეს ტრანზაქციები გაგრძელდეს მთელი საათის განმავლობაში და მთელ მსოფლიოში, რაც ინდივიდუალურ პრაქტიკანტებსა და მცირე ბიზნესსაც კი აძლევს შესაძლებლობას გახდნენ გლობალური საწარმოო ორგანიზაციები.

ციფრულმა სისტემებმა და განსაკუთრებით ახალმა ტექნოლოგიებმა, როგორიცაა მანქანათმცოდნეობა და ხელოვნური ინტელექტი, ასევე გააუმჯობესეს ელექტრონული ბიზნესის მრავალი ამოცანის სიმარტივე, სიჩქარე და ეფექტურობა, როგორიცაა ინფორმაციის არქივირება, შენახული მონაცემების ძიება, ფინანსური ტრანზაქციების ჩაწერა და მომხმარებლებთან დაკავშირება პერსონალიზებული შეტყობინებების დახმარებით. თუმცა, რაც მთავარია, მოწინავე ელექტრონული კომერციის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების ზრდამ გამოიწვია ორგანიზაციების ახალი შესაძლებლობების მიღება და შექმნა ახალი ხერხები და სტრატეგიები საქონლისა და სერვისების გასაყიდად. ელექტრონული კომერციის პროგრამულმა უზრუნველყოფამ საშუალება მისცა ორგანიზაციებს შეექმნათ სრულიად ახალი ბიზნეს მოდელები, როგორიცაა eBay-ის შესაძლებლობები C2C ბიზნეს მოდელის და B2C ბიზნეს მოდელის გაყიდვებისა და ასეთი სოციალური ქსელების გაუმჯობესება, როგორიცაა მაგალითად, Facebook-ი. ელექტრონული კომერციის პლატფორმა “Shopify”, საქონლის გაყიდვის მიზნად, ადამიანებს სთავაზობს შექმნან ონლაინ მაღაზიები, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფრასტრუქტურისა და ელექტრონული კომერციის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებას.

ელექტრონული ბიზნესის სახეობები

დღესდღეობით ორგანიზაციების უმეტესობას აქვს ელექტრონული ბიზნესის გარკვეული შესაძლებლობები, რათა მხარი დაუჭიროს მათ ძირითად კომპეტენციებსა და ფუნქციებს. თუმცა, საწარმოში არსებული ელექტრონული ბიზნესის რაოდენობა მუდმივად იცვლება. ზოგიერთ ორგანიზაციას აქვს შეზღუდული ელექტრონული ბიზნესის შესაძლებლობები: პატარა ბიზნესი, რომელიც აწარმოებს გადახდებს მობილური გადახდების სერვისის გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად, Square, მაგრამ არ იყენებს სხვა ციფრულ სერვისებს. სპექტრის მეორე მხარეს არიან ის კომპანიები, რომელთა ბიზნეს მოდელი მოიცავს ელექტრონულ და ციფრულ სერვისებს. ელექტრონული ბიზნესის ერთ-ერთი მაგალითი არის Rocket Mortgage-მობილურებისთვის მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი პროდუქტი, რომელიც მომარაგებულია Quicken Loans-ის მიერ. 

 მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიმართავენ და იყენებენ ციფრულ სერვისებს მთელი რიგი ფუნქციებისა და შესაძლებლობების მხარდასაჭერად, ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც შეიძლება კლასიფიცირებული გახდეს, როგორც ელექტრონული კომერციის სუბიექტი ან სრულად მხარდაჭერილი ელექტრონული ბიზნესი, როგორც წესი, კლასიფიცირდება ტრადიციული ტერმინებით. ბიზნესი და ციფრული სერვისები კვლავ ახასიათებენ ელექტრონულ ბიზნესს, როგორც B2B, B2C, C2C და C2B ბიზნეს მოდელებს. ზოგიერთი გვთავაზობს ელექტრონული ბიზნესის დამატებით მოდელებს, როგორიცაა მაგალითად, “business-to-government” და “business-to-employee” მოდელები. 

ელექტრონული ბიზნესის გამოწვევები

ელექტრონულ ბიზნესთან დაკავშირებული გამოწვევების სირთულის დონე და ტიპები განსხვავდება სხვა ორგანიზაციებისგან, რაც დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, მაგალითად, იყენებს თუ არა მომხმარებელი ციფრულ სერვისებს ელექტრონული ბიზნესის გასააქტიურებლად და აქვთ თუ არა მომხმარებლებს მემკვიდრეობითი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა? თუმცა, არსებობს რამდენიმე საერთო გამოწვევა. ეს გამოწვევებია:

  • ელექტრონული ბიზნესის სერვისების უსაფრთხოება კიბერშეტევებისგან
  • სერვისების სწრაფი გავრცელება, რათა მომხმარებლების მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს
  • ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, რათა ბაზრის ცვლილებები მუდამ იყოს კონტროლის ქვეშ
  • მუშების მოძიება, რომლებსაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ და ყველანაირი დაბრკოლების გარეშე მიითვისონ ის საჭირო უნარ-ჩვევები, რომლებიც მუდმივად იცვლება და ვითარდება და
  • ელექტრონული ბიზნესის შესაძლებლობების მითვისება, რომელიც, თავის ელექტრონული ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის აქტრიურად არის ჩართული.

გარდა ამისა, ბევრ კომპანიას უჭირს მიაღწიოს რაიმე სახის პროგრესს, რაც გამოწვეულია ელექტრონული ბიზნესის იზოლირებული შემთხვევების გამო, რადგან მათი ორგანიზაციები ითვალისწინებენ ელექტრონული ბიზნესის სერვისების ინტეგრირებასა და მათი თავების ციფრული ოპერაციებისკენ გარდასახვას, სადაც სხვადასხვა ელექტრონული ბიზნესის ელემენტების შერწყმა და გადამუშავება ხდება. 

ელექტრონული ბიზნესი vs. ელექტრონული კომერცია

 ელექტრონული კომერცია და ელექტრონული ბიზნესი ჰგავს ერთმანეთს, თუმცა რაღაც მხრივ არასინონიმურები არიან, რადგან ელექტრონული კომერცია გულისხმობს პროდუქტების ონლაინ ყიდვას და გაყიდვას, ხოლო ელექტრონული ბიზნესი განსაზღვრავს ბიზნეს პროცესების უფრო ფართო სპექტრს ისეთი ასპექტების მიხედვით, როგორიცაა მიწოდების მართვა, ელექტრონული შეკვეთების დამუშავება და მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს კომპანიას უფრო ეფექტურად იმუშაოს და შეასრულოს თავისი მოვალეობები. თუმცა, ელექტრონული კომერცია უნდა განიხილებოდეს, როგორც ელექტრონული ბიზნესის ქვეჯგუფი. ელექტრონული ბიზნესის პროცესები შეიძლება განხორციელდეს შიდა კომპანიის ქსელის დახმარებით ან გადაეცეს პროვაიდერებს, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ტრანზაქციის ამ კონკრეტულ სფეროში. ამის საპირისპიროდ, ელექტრონული კომერციის განმარტება ბევრად უფრო მკაფიოა და ძირითადად აღწერს პროცესების ნებისმიერ ნაწილს, რომლის დახმარებითაც ხდება ონლაინ შეკვეთები. ელექტრონული კომერციის ტრანზაქციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი არის მომხმარებლის მიერ პროდუქტის შეკვეთა ონლაინ, ხოლო ამ ნივთის აღების საშულება ეძლევათ მხოლოდ “brick-and-mortar” მაღაზიაში მოსვლით.

იხილეთ ჩვენი სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

Skip to content