fbpx

შენი ბიზნესი ინტერნეტში

Facebook-ის რეკლამები vs. Instagram-ის რეკლამები: 6 მნიშვნელოვანი რჩევა ბიუჯეტის ასამაღლებლად

შემოგვიერთდი ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის ამოცანები.

ამ სტატიაში იხილავთ 6 მნიშვნელოვან რჩევას იმაზე, თუ რომელ სოციალურ მედიაში უნდა გამოყოთ სარეკლამო ბიუჯეტი, Facebook-ზე თუ Instagram-ზე.

კომპანიაში, რომელიც ცნობილია, როგორც Facebook-ი, სარეკლამო ვარიანტები Facebook-სა და Instagram-ზე მოსალოდნელია, უახლოეს მომავალშიც კი, დარჩეს ისეთი, როგორც წინა წლებში.

იმედოვნებენ, რომ ადამიანებისგან გამოყოფილი ყურადღება შესაძლოა წაახალისოს კომპანია თავისი ნაკლოვანებებისა და დაბრკოლებების აღმოფხვრაში.

ამასთან ერთად, მომხმარებლის ჩართულობა Facebook-სა და Instagram-ზე მარკეტინგული ბიუჯეტის ინვესტიციას აუმჯობესებს.

მათი ინტეგრირებული რეკლამის მართვის პლატფორმების დახმარებით, საკმაოდ მარტივია Facebook-ის კამპანიის გაფართოება.
სინამდვილეში, სარეკლამო კომპანიის უმეტესობა შეუმოწმებლად აკეთებს ამას, რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება დადებითი შედეგი გამოყოს.

თუმცა, ბიუჯეტის ეფექტური განაწილებისა და დახვეწილი სტრატეგიის მისაღებად, რეკომენდებულია ორ პორტალთან მიახლოება.
ამიტომ, აუცილებელია გაითვალისწინოთ 6 მნიშვნელოვანი რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ და როდის უნდა განათავსოთ რეკლამა Facebook-სა და Instagram-ზე:

  1. აუდიტორიის ჩართულობა
  2. რეკლამის ფორმატი
  3. აუდიტორიის მიერ განხილვის ეტაპი
  4. კონტენტის შენარჩუნება
  5. ორგანული ძალისხმევა პლატფორმის ფარგლებში
  6. კამპანიის მართვის რესურსები

1.გაზარდეთ აუდიტორიის ჩართულობა 25%-მდე

2021 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, Facebook-ის მომხმარებელთა 75%-ი ასევე იყო Instagram-ის სოციალური მედია პლატფორმის ერთრთგული მომხმარებელი.

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენმა პროფილმა მიაღწია მომხმარებლების შესანიშნავ რაოდენობას, გამოიყენეთ ე.წ. “Audience Size Estimator”-ანუ, აუდიტორიის რაოდენობის შემფასებელი საშუალება.

იმ შემთხვევაში, თუ განსხვავება 10%-ს შეადგენს, არ არის რეკომენდებული Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამის გაშვება.

ერთ პლატფორმაზე მომხმარებელთა უმრავლესობამ შეიძლება უკვე შეეჯახა მსგავს დაბრკოლებას მეორე პლატფორმაზე ყოფნის დროს, შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო გაამართლებს.

2.ისარგებლეთ თითოეული პლატფორმის რეკლამის სხვადასხვა ფორმატით

Instagram-ი უზრუნველყოფს რეკლამის ფორმატების განვითარებასა და ელექტრონული კომერციის ზოგიერთი ფუნქციის ამუშავებას.

მიუხედავად ამისა, Instagram-ი უფრო ზოგადი ინსპირაციისა და ვიზუალური იდეების დათვალიერების სოციალური მედიის ერთ-ერთი საშუალებაა.

ამავდროულად, Facebook-ს არ აქვს ისეთი მაღალი ზემოქმედების უნარი, როგორც Instagram-ს.

იმ შემთხვევაში, თუ ვიზუალური მხარე უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს თქვენს მომხმარებლებზე, გირჩევთ მიმართოთ Instagram-ის სოციალურ პლატფორმას.

იმ შემთხვევაში, თუ ხანმოკლე ვიდეო გამოიყენება მომხმარებლების მეტი ჩართულობის მიზნით, ისევ Instagram-ს გირჩევთ.

Facebook-ი უკეთესად ფოკუსირდება ნებისმიერ სტრატეგიაზე, განსაკუთრებით ელექტრონულ კომერციასა და კონვერტაციაზე.

Instagram-ის მომხმარებლებს ურჩევნიათ ამ პლატფორმაზე დარჩნენ და მისი ერთგულები იყონ.

თუმცა, თუ თქვენი ვიზუალური მხარე უფრო ფუნქციონალურია და პლატფორმაზე არსებული აქტივობების (კომენტარის წერა, გაზიარებები) მამოძრავებელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პლატფორმის გარე ტრაფიკის ვიზიტები, განიხილეთ ორივე პლატფორმაზე რეკლამის გაშვება.

3. გაითვალისწინეთ აუდიტორიის განზრახვები და მიზნები

როგორც უკვე ავღნიშნეთ, Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლები, ხშირ შემთხვევაში, მიდრეკილნი არიან საპირისპირო მიმართულებებისკენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მათ მიზნებს და სურვილებს ეხება.

მიუხედავად ამისა, Instagram-ი  ცდილობს წაახალისოს თავისი მომხმარებლები, რაც იწვევს სოციალურ მედიაზე მომხმარებლების მიერ დათვალიერების სიხშირესა და მაღალ ჩართულობას.

ამის გარდა, Facebook-ის სოციალური მედია პლატფორმა მხარს უჭერს ე.წ. ქვედა “funnel” ქცევას, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ, დარეგისტრირდნენ და შეასრულონ მრავალი სხვა ტრანზაქციასთან დაკავშირებული ქმედება.

განიხილეთ Instagram-ის გამოყენება, როგორც პრიორიტეტული სოციალური პლატფორმა, ხოლო Facebook-ის გამოყენება მეორეხარისხოვანი მცდელობებისთვის, იმ შემთხვევაში თუ Instagram-მა ვერ გაამართლა.

თუ ეს შესაძლებელი იქნება, გამოიყენეთ თქვენი ძალისხმევა ორივე პლატფორმაზე სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივებით, რათა თითოეული პლატფორმა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და მაქსიმალურად მორგებული იყოს მომხმარებლის განზრახვებსა და მიზნებზე.

მეორე მხრივ, ე.წ. შუა “funnel” სტრატეგიის განვითარება და გამოყენება საკმარისი და სრულიად ეფექტური იქნება ორივე სოციალური მედია პლატფორმის კეთილდღეობისთვის.

4.მოარგეთ კონტენტი Facebook-ისა და Instagram-ის სოციალურ მედია პლატფორმებს

Instagram-ი არის ერთ-ერთი სოციალური მედია პლატფორმა, რომელიც ძირითადად ყურადღებას ვიზუალურ მხარეს უთმობს. მიუხედავად ვიზუალური კუთხისა, Facebook-ი არის ერთ-ერთი საუკეთესო სოციალური მედია პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ამბებისა და ინფორმაციის გაზიარებას, რაც სარეკლამო განყოფილებისთვის მეტად გამოსადეგარია.

ეს კი მოიცავს არა მხოლოდ ტექსტს, არამედ ვიზუალურ მხარესაც.

თუ ტექსტის ზომიერი რაოდენობის ჩასმა გესაჭიროებათ, ორივე პლატფორმა, შეიძლება სრულიად ეფექტური და გამოსაყენებადი აღმოჩნდეს.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ორზე მეტი წინადადების ჩასმა გესაჭიროებათ, გირჩევთ მიმართოთ Facebook-ის სოციალურ მედია პლატფორმას.

5.ხელი შეუწყეთ ერთობლივი ქმედების განვითარებას თქვენი ორგანული ძალისხმევის დახმარებით

არ აქვს მნიშვნელობა, Facebook-ზე იქნება თუ Instagram-ზე, თქვენი რეკლამა ყოველთვის ასოცირდება თქვენს პროფილთან-და თქვენს ორგანულ წყაროსთან. იმ შემთხვევაში, თუ ორგანული წყარო არ არის საკმარისად აქტიური, აუცილებლად განიხილეთ ორგანული აქტივობების გაზრდა.

ფასიანი რეკლამები მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას დაუკავშირდნენ და თავად იხილონ თქვენი პროფილი.

კარგად დამზადებული და საინტერესო რეკლამის წყალობით, ნებისმიერს, ვინც ჯერ არ იცნობს თქვენს ბიზნესს, ექნება შესაძლებლობა მეტი გაიგოს და მეტი ინფორმაცია მიიღოს.

მომხმარებლებმა შესაძლოა ცუდი გამოცდილება მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩინეს, რომ თქვენი პროფილი ნაკლებად აქტიურია.

იმ შემთხვევაში, თუ Instagram-ისა და Facebook-ის სოციალურ მედია პლატფორმებზე თქვენს ყოფნას დიდი სარგებელი არ მოაქვს, განიხილეთ რეკლამის დამატება ისეთ პლატფორმებზე, რომელზეც ფიქრობთ, რომ დიდ ზეგავლენას მოახდენთ.

6.თითოეული პლატფორმის ოპტიმიზაციის მიზნით ეცადეთ სწორად გაანაწილოთ რესურსები

მიუხედავად იმისა, რომ Facebook-სა და Instagram-ს შორის მრავალი დაყენების საშუალება არსებობს, საუკეთესო შესრულებისა და შედეგის მისაღებად, საჭიროა თითოეულ პლატფორმაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინოთ.

ამას კი სჭირდება სპეციალიზებულ რესურსებზე წვდომის მიღება და თითოეულ პლატფორმაზე ინფორმაციის ქონა. მოერიდეთ რესურსების ზედმეტ გაფლანგვას და ფოკუსირება მოახდინეთ Facebook-ისა და Instagram-ის სოციალური პლატფორმების კეთილდღეობაზე.

ოპტიმიზაციის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, დამატებითი ყურადღება უნდა დაეთმოს ე.წ. დივიდენდებს, რაც ცუდ შედეგს გამოყოფს იმ შემთხვევაში, თუ ორივე პლატფორმაზე ერთსა და იმავე გუნდს მოუწევს მუშაობის ორჯერ შესრულება.

კომპანია “Meta”-ს განვითარებასთან ერთად გაჩნდება სხვა მრავალი შესაძლებლობები და სარეკლამო ფორმატები. თვალყური ადევნეთ და გაითვალისწინეთ 6 მნიშვნელოვანი რჩევა, რათა სწორი არჩევანი გააკეთოთ Facebook-სა და Instagram-ს შორის.

იხილეთ ჩვენი სხვა სერვისები:

 

 

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

Skip to content