fbpx

შენი ბიზნესი ინტერნეტში

კონტენტ მენეჯმენტი თუ კოპირაითინგი

კონტენტ-მენეჯერი-თუ-კოპირაითერი

შემოგვიერთდი ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის ამოცანები.

თუ შენ ეძებ სამუშაოს, რომელიც წერის უნარს მოითხოვს, მაშინ შენთვის ზღვაში უამრავი თევზია. ინტერნეტისთვის სტატიის შექმნა ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საქმეა მსოფლიოში. სანამ დაიწყებ, უნდა გაერკვე თუ რა სტილი გიხდება ყველაზე მეტად. კონტენტ მენეჯმენტი თუ კოპირაითინგი? რომელია შენი და რა განსხვავებაა მათ შორის? ამ პოსტში, ჩვენ გარკვეულწილად გავშლით წერის ამ ორივე სტილს, გამომდინარე აქედან, თქვენ გაერკვევით, თუ რას აპირებთ. მისი წაკითხვის შემდეგ, თქვენ გაერკვევით, რა შესაძლებლობები გაქვთ კონტენტის მენეჯმენტის კარიერაში, თქვენი უპირატესობებისა და გამოცდილების საფუძველზე/ ეს შეიძლება იყოს ერთერთი ან ორივე ერთად.

მოდით გავარკვიოთ!

რა არის კონტენტ მენეჯმენტი?

კონტენტ მენეჯმენტი ჩვეულებრივ გულისხმობს გრძელი ფორმის შინაარსის მარკეტინგს. როგორც კონტენტ მენეჯერი, თქვენ აწარმოებთ წერილობით შინაარსს (შეგიძლიათ ის შეურიოთ მულტიმედიასაც), რომლის შინაარსი არის საინფორმაციო, გასართობი და/ან საგანმანათლებლო. თუმცა მთავარი მიზანი ყოველთვის არის ღირებული ინფორმაციის გაზიარება, რომელიც თქვენს მკითხველს შეუძლია გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში.

ყოველთვის, როდესაც წერთ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, თუ როგორ გამოადგება თქვენი კონტენტი ხალხს. ამიტომ, შეიტყვეთ ვინ არის თქვენი აუდიტორია და რა თემები იქნება მათთვის საინტერესო. კონტენტ მენეჯმენტი გულისხმობს სპეციფიკური, გრძელვადიანი შინაარსის შექმნას, რომლის მიზანია მკითხველისთვის სიახლის სწავლება ან აუდიტორიის გართობა (მაგ. იუმორისტული შინაარსი). თუ კომპანიისთვის წერთ, თქვენი კონტენტი მაინც მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილილ დეტალს.გმაომდინარე აქედან, თქვენი თავი კონტენტ მენეჯერად შეგიძლიათ, მიიჩნიოთ. თითოეულ კომპანიას აქვს საკუთარი სარედაქციო პრინციპები (როგორიცაა ხმის ტემბრი, სტილი, განლაგება, საინტერესო თემები), ამიტომ ამ დეტალებს მუშაობისას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

რა შეგიძლიათ მოგვაწოდოთ, როგორც კონტენტ მენეჯერმა?

  • სტატიები ბლოგზე (სახელმძღვანელოები, მეგზურები, სიები, რედაქტორები, ინტერვიუები, შემთხვევების შესწავლა, სტატისტიკა, მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი)
  • გაზეთებისა და ჟურნალების სტატიები
  • წიგნები და ელექტრონული წიგნები
  • საინფორმაციო ბუკლეტები
  • პოდკასტები / ვლოგები / სატელევიზიო რეპორტები
  • დოკუმენტაცია
  • სოციალური მედიის პოსტები

რა არის კოპირაითინგი?

კოპირაითინგს, მეორე მხრივ, აქვს ძალიან პირდაპირი და კონკრეტული მიზანი, ეს არის – გაყიდვა. ჩვეულებრივ, ის უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მისი ანალოგი. ზოგჯერ კოპირაითინგი გულისხმობს ნაწარმოების უმარტივესი და მოკლე შინაარსის შედგენას, რადგან ხალხი იმდენად არ სურს დიდი დრო დახარჯოს რეკლამირებისთვის.

კოპირაითინგის კონტენტის მიზანი ძირითადად არისს დამიზნება და სროლა.

როდესაც ბრენდის კოპორაითერად მუშაობთ, თქვენმა ნაწარმოებმა უნდა მოიზიდოს მომხმარებლები და მოუწოდოს მათ იმოქმედონ(იყიდონ, იქირაონ და ა.შ.) თქვენი კომპანიის პროდუქტებზე ან მომსახურებებზე.

რა შეგიძლიათ შექმნათ როგორც კოპირაითერმა?

  • რეკლამები
  • შინაარსი ვებ-გვერდისთვის (მაგალითად, პროდუქტის ან მომსახურების პრეზენტაციის გვერდი)
  • სკრიპტები სარეკლამო რგოლებისთვის (მაგალითად, ტელევიზია და რადიო)
  • სკრიპტები ვიდეო კონტენტისთვის
  • სლოგანები და დევიზები
  • პროდუქტის აღწერილობა
  • პრეს რელიზები
  • სარეკლამო სტატიების ნიმუში (შიდა ან გარე)
  • ფიზიკური ნივთების შინაარსი (საფოსტო ბარათები, ბილბორდები, კატალოგები, ბროშურები ან გაყიდვების წერილები)
  • სოციალური მედიის შეტყობინებები აქტივობის მოსამატებლად

განსხვავება კონტენტ მენეჯმენტსა და კოპირაითინგს შორის

თქვენ ალბათ ძრითადი აზრი გამოიტანეთ ზემოთ წაკითხულიდან და გაარკვიეთ ამ ორს შორის განსხვავება. თუმცა მოდით თავი მოვუყაროთ ყველა იმ საჭირო დეტალს, რომლებიც დაგჭირდებათ რომელიმე მათგანის წერისას.

აქ მოცემულია კონტენტ მენეჯმენტისა და კოპირაითინგის შედარება, ყველაფრის გათვალისწინებით:

კონტენტ მენეჯმენტი

 კოპირაითინგი

 ინფორმაციას და განათლებას იძლევა  ყიდის
 მარადმწვანე  დროზე მგრძნობიარე
 გრძელვადიანი შედეგები  დაუყოვნებელი შედეგები
 გრძელი ფორმის შინაარსი  მოკლე ფორმის შინაარსი
 მიზნად ისახავს ინფორმაციას  დარწმუნების მიზანს წარმოადგენს
 მოიცავსSEO-ს საბაზისო ცოდნას  SEO ცოდნა არ არის საჭირო
 შემოაქვს ორგანული ტრაფიკი  მოაქვს გაყიდვები და ლიდერობს
აშენებს აუდიტორიას მართავს მყისიერ მოქმედებას 

მოდით დავაზუსტოთ:

✍️ კონტნეტ მენეჯერის როლი არის შექმნას გრძელვადიანი ბიზნესი, რომელიც დროთა განმავლობაში მოიზიდავს ხალხს, რომლებიც ერთგულები ხდებიან თქვენი ბრენდისა და მომსახურებების. ჩვეულებრივ, თუ კონტენტ მენეჯმენტი თქვენი არჩევანია, შედეგს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ნახავთ, თუ კვირაში რამდენჯერმე განაგრძობთ გამოქვეყნებას.

მას შემდეგ კი რაც შედეგი თვალსაჩინო გახდება, თქვენ უკვე გეყოლებათ აუდიტორია, რომელსაც ეყვარება თქვენი ნაშრომი და ენდობიან თქვენს რჩევებს. თქვენ კვლავ შეგეძლებათ თქვენი შეთავაზებების რეკლამირება, თუმცა შედარებით პასიურად. თქვენი აუდიტორია თანდათან იქცევა მომხმარებლებად და თქვენი შემოსავალიც ზრდას დაიწყებს. 

მაშასადამე, შედეგები ერთი ღამით არ მოდის. თქვენ უნდა მოაბნიოთ თესლი და დაელოდოთ ცოტა ხანს. თუმცა მას შემდეგ, რაც მოიმკი ნაყოფს, თქვენი ბრენდის წარმატება დიდხანს გაგრძელდება.

???? მეორე მხრივ, კოპირაითინგი გულისხმობს მოკლე დროში რაიმეს გაყიდვას, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ ერთჯერადი მყიდველი, რეგულარულ მომხმარებლად გადაიქცევა. თქვენ უბრალოდ მიიღებთ იმ მყიდველს, რომელიც კონკრეტული სარეკლამო კამპანიის შედეგად მოიზიდეთ.

თუ ჩავთვლით, რომ უკვე გაქვთ ბიზნესი, კოპირაითნგი ხელს შეუწყობს თქვენს ინდივიდუალურ პროექტებს. თუ ბიზნესი არ გაქვთ (ან ახლახანს იწყებთ), მაგრამ გჭირდებათ რაღაცის პოპულარიზაცია, კოპირაითნგი არ შექმნის აუდიტორიას, რომელსაც თქვენი ბრენდის ინტერესი აქვს.

ახალი ადამიანების უმეტესობა, რომლებიც თქვენს კამპანიას დაინახავს, მას გამოეხმაურება და დაინტერესდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში. თუკი მათ ის კონკრეტული სერვისი აინტერესებთ, რომელსაც იმ მომენტში სთავაზობთ და არა თქვენი ბიზნესის ღირებულებები.

მაგრამ კოპირაითინგი არ გამორიცხავს აუდიტორიის ყოლას. თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ ერთგული საზოგადოება თქვენი ბრენდის გარშემო და კვლავ დაგჭირდეთ კოპირაითნგი თქვენი პროდუქციის პოპულარიზაციისა და გაყიდვისთვის.

მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ:

  • აშენებთ სანდო ბრენდს კონტენტ მენეჯმენტით
  • აგრძელებთ თქვენი საზოგადოების ჩართვას კონტენტ მენეჯმენტის საშუალებით
  • წარმოაჩენთ და ყიდით თქვენს პროდუქტებს ან მომსახურებას კარგი კოპირაითინგით

ამიტომ კონტენტ მენეჯმენტი და კოპირაითინგი ორი აუცილებელი მეთოდია თქვენი ბიზნესის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მშენებლობისა და შენარჩუნებისთვის. თუ ორივეს კეთება შეგიძლიათ, მით უკეთესი თქვენი კომპანიისთვის, რადგან ორივეს ერთად გამოყენების შემთხვევაში ბევრს მიაღწევთ!

დასკვნა: კონტენტ მენეჯმენტი თუ კოპირაითინგი

მიუხედავად იმისა, რომ კონტენტ მენეჯმენტი და კოპირაითინგი საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან – წერის სტილით, ჩართული უნარებით, მიზნით, ფორმატით – მაინც შეგიძლიათ აკეთოთ ორივე მცირე ვარჯიშით და გამოცდილებით.

ორივე ტექნიკა ითვლება მომგებიანად ბრენდის შექმნისა და შენარჩუნებისთვის, რადგან შინაარსი, რომელიც აერთიანებს მათ, უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესისთვის უფრო ეფექტურ შედეგებს.

ნათქვამია, გააპრიალეთ თქვენი ნაწერები და იშოვნეთ ფული. ეს აუცილებლად დაფასდება, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მიმართულებით წახვალთ.

თუ გაინტერესებთ, ბლოგის პოსტი, რომელსაც ახლა კითხულობთ, კონტენტის მენეჯმენტის მაგალითია.

თქვენ რომელი სახის შინაარსის მარკეტინგს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები სოციალურ ქსელებში:

იხილეთ ჩვენი სერვისები:

ასევე იხილეთ ჩვენი ბლოგის სხვა საინტერესო სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

Skip to content