რა არის ინტერნეტ მარკეტინგი

ტერმინი ინტერნეტ მარკეტინგი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გვხვდება, საქართველოში ამ ტერმინს რამდენიმე წელია რაც აქტიურად ვიყენებთ. ტრადიციული მარკეტინგისგან განსხვავებით ინტერნეტ მარკეტინგი ბევრად უფრო ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს, მაგალითად თუ რომელიმე წამყვან ტელევიზიაზე რეკლამა 5000 ლარიდან იწყება, იგივე აუდიტორიის მოკრება შეგვიძლია ინტერნეტის დახმარებით მიზერული თანხით.

გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რა უპირატესობა აქვს ინტერნეტ რეკლამას მაგალითად სატელევიზიო რეკლამასთან შედარებით, დიახ გაგცემთ პასუხს – აღარ შევეხები დანახარჯებს, ეს ისედაც ნათელია! ტელევიზიას უყურებს სხვადასხვა კატეგორიის, შეხედულებების, ინტერესების ადამიანები, გარდა ამისა სხვადასხვა რეგიონიდან და არ შემიძლია გავფილტრო ისინი, როგორც თუნდაც Youtube-ზე ანდაც Facebook-ზე რეკლამის შემთხვევაში, აქ მე ზუსტად ვირჩევ იმ აუდიტორიას, რომელსაც სჭირდება ჩემი პროდუქტი/მომსახურება.

და მაინც რა განსხვავებაა ინტერნეტ მარკეტინგსა და ტრადიციულს შორის

  1. • ინტერნეტ მარკეტინგი მოითხოვს ნაკლებ დანახარჯებს
  2. • ინტერნეტ მარკეტინგის შემთხვევაში შემიძლია რეკლამა მივაწოდო მას ვისაც ეს სჭირდება
  3. • შემიძლია სრულად ვაკონტროლო რეკლამა, გავიგო მოსწონს თუ არა მომხმარებელს ჩემი რეკლამა/პროდუქტი/მომსახურება
  4. • ტრადიციული მარკეტინგის დროს მომხმარებელთან ხებოდა მონოლოგი ხოლო ინტერნეტ მარკეტინგმა მოგვცა საშუალება დიალოგი გავმართოთ მათთან

ინტერნეტ მარკეტინგის არხები

წლების განმავლობაში ტრადიციული მარკეტინგი სარეკლამოდ იყენებდა ტელევიზიას, რადიოს, გაზეთს და ასე შემდეგ.. დღეს თანამედროვე მარკეტინგი იყენებს ბევრად უფრო მართვად მართვად სისტემებს, ვიდრე ეს იყო წლების წინ ტრადიციულ მარკეტინგში

  • SEO / SEM
  • კონტენტ მარკეტინგი
  • ვიდეო მარკეტინგი
  • E-MAIL მარკეტინგი
  • სოციალური მედია მარკეტინგი (Facebook, Instagram, LinkedIn, Twitter, Pinterest, Tumblr, G+, და ა.შ)
  • საძიებო სისტემის მარკეტინგი
  • Landing Page – გამყიდველი გვერდი