საიტის დამზადება

რატომ გვჭირდება საიტის დამზადება – 7 მიზეზი

ბევრი მცირე ბიზნესი, განსაკუთრებით ახალი მცირე ბიზნესი, სუსტად ოპერირებს. ისინი ყურადღებას ძირითადად ამახვილებენ საჭიროებებსა და გადაუდებელ საკითხებზე, მხოლოდ მაშინ ხარჯავენ ფულს, როცა ამის საჭიროება აქვთ. ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ თვლის ზოგი მეწარმე, რომ მცირე ბიზნესისთვის საიტის დამზადება არის ძვირი სიამოვნება. და მის გარეშეც შეძლებენ ცხოვრებას.

მათ შეიძლება სჯეროდეთ, რომ ფეისბუქის გვერდი საკმარისია ონლაინ საქმიანობისთვის, თუნდაც მათი ტელეფონის ნომერი გამოიმუშავებს საკმარის ზარებს, ან რომ ტრადიციული ფოსტა მათ დაეხმარება პროდუქციის გაყიდვაში.

თუმცა, სიმართლე ისაა, რომ მცირე ბიზნესისთვის საიტის დამზადება საუკეთესო გზაა საწარმოს წარმოსაჩენად!

პროფესიონალური ვებსაიტი არ არის ძვირადღირებული ფუფუნება ან შეუსაბამო მცდელობა. ეს არის ხელმისაწვდომი, ფუნდამენტური ინსტრუმენტი, რომელიც ყველა კომპანიას სჭირდება.

7 მიზეზი თუ რატომ გვჭირდება საიტის დამზადება

თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, რომ საიტის დამზადება საჭიროა თქვენი ბიზნესისთვის, გაითვალისწინეთ ეს შვიდი მიზეზი, თუ რატომ გვჭირდება მცირე ბიზნესისთვის ვებ-საიტის დამზადება:

  1. მოქმედებს, როგორც წამყვანი თქვენი მარკეტინგისთვის.
  2. ხელს უწყობს და ყიდის თქვენს პროდუქტებს/მომსახურებებს.
  3. გაკავშირებთ ახალ მომხმარებლებს (და ინახავს არსებულ მომხმარებლებს).
  4. ადგილობრივ ბიზნესს ეხმარება კონკურენციას გაუწიოს დიდ ბრენდებს.
  5. ქმნის სანდოობას.
  6. საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ თქვენი ონლაინ ხვედრი.
  7. მარტივი და ხელმისაწვდომია სამართავად.

მოდით გავეცნოთ, თუ რატომ არის თითოეული ეს მიზეზი მნიშვნელოვანი თქვენი წარმატების მისაღწევად და როგორ მოუტანს თქვენს მცირე ბიზნესს სარგებელს საიტის დამზადება.

დავიწყოთ!

1.გამოიყენეთ ვებსაიტი, როგორც წამყვანი თქვენი მარკეტინგისთვის

თქვენი მარკეტინგული მცდელობები იწყება და მთავრდება თქვენი ვებ-გვერდით.

ეს ის ადგილია, სადაც თავმოყრილი გაქვთ თქვენი ბიზნესის ყველა ინფორმაცია და მარკეტინგული მესიჯები. ეს არის შესაძლებლობა პოტენციური მომხმარებლებისთვის, რომ გაეცნონ თქვენს ბიზნესს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ყველა სხვა მარკეტინგულმა ძალისხმევამ უნდა მიიყვანოს დაინტერესებული მომხმარებლები.

სანამ თუნდაც ერთ სავიზიტო ბარათს დაბეჭდავთ ან პირველ თეთრებს დახარჯავთ რეკლამაში, საჭიროა საიტის დამზადება.

აქ მოცემულია რამდენიმე გზა საიტის გამოყენებისა, როგორც წინამძღოლის თქვენი ყველა სარეკლამო ძალისხმევისთვის.

აკონტროლეთ თქვენი ციფრული ბრენდი

როდესაც საკუთარი ვებსაიტი გექნებათ, გაცილებით მეტ კონტროლს შეძლებთ. ის არა მხოლოდ თქვენი სახლია ინტერნეტში, არამედ გაძლევთ პლატფორმას პოტენციურ მომხმარებლებს გააცნოთ თქვენი ბიზნესი: რას აკეთებთ, რატომ აკეთებთ ამას და ვინ ხართ.

ნაცვლად იმისა, სხვისი იმედი გქონდეს, რომ ხალხს უთხრა შენი ბიზნესის შესახებ, შენ უნდა ჩამოაყალიბო ინფორმაცია და განათავსო ვებსაიტზე.

თქვენი ბრენდის შექმნისა და კომუნიკაციის თვალსაზრისით, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

განათავსეთ თქვენი ყველა მნიშვნელოვანი ბიზნეს ინფორმაცია ერთ ადგილზე

აქციეთ საიტის დამზადება თქვენი ბიზნესის წარმატების რესურსად. მასზე მომხმარებლებმა უნდა შეძლონ, მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ. დაამატეთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა:

  • თქვენი მისამართი
  • ტელეფონის ნომერი
  • საკონტაქტო ფორმა ან საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართი
  • მენიუ ან სერვისების სია
  • ფასები
  • სპეციალური აქციები
  • ღონისძიებები

შექმენით თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის საბოლოო დანიშნულების ადგილი

როდესაც მცირე ბიზნესის საიტის დამზადება დასრულდება, თქვენი ყველა სხვა მარკეტინგული მესიჯებისთვის საბოლოო წერტილი გექნებათ.

რადიო რეკლამას აწარმოებთ? დაასრულეთ მესიჯი სიტყვებით, რომ მიიღონ მეტი ინფორმაცია თქვენს ვებ-გვერდზე. შექმენით ფლაერები ღონისძიებისთვის? დაიტანეთ ზედ თქვენი ვებსაიტის მისამართი, რომ ხალხმა შეძლოს თქვენი საიტის მონახულება, მეტის შესატყობად თქვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.

ვებსაიტი თქვენი ბრენდის კარიბჭეა.

თქვენ ფლობთ მას, აკონტროლებთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ყველა სხვა მარკეტინგული ძალისხმევის მხარდასაჭერად.

რედაქტორის შენიშვნა: გნებავთ ვებსაიტი, მაგრამ ვერ გადაწყვიტეთ ვის დაამზადებინოთ? კომპანია IMC აიემსის ამ სფეროში მუშაობის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვსს. ჩვენი პროფესიონალი გუნდის ძალისხმევით, მისაღებ ფასად, დროულად გექნებათ ლამაზი და ეფექტური ვებსაიტი.

2.საიტის დამზადება ხელს შეუწყობს და გაყიდის თქვენს პროდუქტებს/მომსახურებებს.

თქვენმა ვებსაიტმა ადგილობრივი ბიზნესისთვის შეიძლება იმოქმედოს როგორც ციფრულმა ბროშურა. თქვენი განახლებული შეთავაზებებით იქცეს პირდაპირი გაყიდვების ინსტრუმენტად.

ეს არის 24-საათიანი გაყიდვების სივრცე, რომელსაც შეუძლია გაყიდვების განხორციელება მაშინაც კი, როდესაც თქვენი ბიზნესი ტექნიკურად დახურულია.

ამასთან, თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ ინფორმაცია რეალურ დროში – ახალი ბეჭდვითი მასალების შეძენის ან დალოდების გარეშე.

გარდა მარტივი პროდუქტის სიის ან მენიუს დამატებისა, განათავსეთ მეტი (მაგალითად, ბლოგი)თქვენს საიტზე. ეს დაგეხმარებათ ხალხის მოზიდვაში და მეტის გაყიდვაში. გამოიყენეთ ვებსაიტი ადგილობრივი ბიზნესისთვის, როგორც გაყიდვების მხარდაჭერის სისტემა, სხვადასხვა ელემენტის დამატებით.

ელექტრონული კომერცია

როდესაც თქვენს ვებსაიტს აქვს ელექტრონული კომერციის კომპონენტი, თქვენ შეგიძლიათ რეალურად აკეთოთ ბიზნესი თქვენი საიტიდან. მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს თქვენს ვებსაიტს და პირდაპირ შეიძინოს თქვენი ბრენდის პროდუქცია. იგი მოქმედებს როგორც მარკეტინგის, ასევე გაყიდვების ინსტრუმენტი.

შექმენით ელექტრონული კომერციის საიტი შემდეგი ელემენტების გამოყენებით, რომ მომხმარებლებმა შეძლონ პროდუქციის შეძენა თქვენი საიტიდან:

  • გადახდის სისტემა
  • ინვენტარის მართვა
  • მიწოდების სერვისი
  • საიტის უსაფრთხოება (SSL სერთიფიკატი)
  • ძიების ფუნქცია
  • ინტეგრაცია CRM-თან
  • კუპონის ინსტრუმენტები
  • ჯვარედინი გაყიდვების და ჭარბი გაყიდვების მახასიათებლები
  • რეპორტინგი და ანალიტიკა
  • მომხმარებელთა შეფასებები
  • საკონტაქტო გვერდი
  • ხშირად დასმული კითხვები (F.A.Q.)

ძვირი სიამოვნება ნამდვილად არა ვებსაიტზე ამ ელემენტების დამატება. ასევე ამარტივებს ელექტრონული კომერციული პლატფორმიდან სარგებელის მიღებას.

კალენდრის ონლაინ დაჯავშნა

თუ თქვენ არ გაქვთ გასაყიდი პროდუქტი და ხართ მომსახურებაზე დაფუძნებული ბიზნესი, ვებსაიტი ასევე დაეხმარება მომხმარებელს შემდეგი ნაბიჯით გადადგან თქვენთან ბიზნესის დასაწყებად. თქვენთან შეხვედრის დასაგეგმად, მაგიდის დასაჯავშნად და ა.შ.

მაგალითად, სპა-სალონს შეუძლია მასაჟის საიტის დამზადება, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს დანიშნოს შეხვედრა.

მომხმარებელს უყვარს მოხერხებულობა და მათ სძულთ ტელეფონის ზუმერის მოსმენა, როდესაც დაჯავშნას ცდილობენ. მცირე ბიზნესისთვის სათანადო საიტის დამზადება აადვილებს დაგეგმვის პროცესს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი მომხმარებლებისთვის.

შეგიძლიათ ისეთი საიტის დამზადება, რომელცისიის შედგენაში დაგეხმარებათ

ვებსაიტი გეხმარებათ არა მხოლოდ გაყიდვების განხორციელებაში, არამედ იმ სიების შედგენაში, რომლებიც გაყიდვებს ზრდას იწვევს.

opt-in ფუნქციის შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს ვებ-გვერდის სტუმრებს შეუერთდნენ თქვენს სიას, შეგიძლიათ შექმნათ მონაცემთა ბაზა, რომელთაც საინტერესო შეთავაზებებს გაუკეთებთ. (ამ საკითხზე საუბარს კიდევ გავაგრძელებთ.)

პორტფელი (პორტფოლიო)

ბევრ მომხმარებელს სურს შეაგროვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ბიზნესის შესახებ, სანამ მათთან ურთუერთობას გადაწყვეტს (განსაკუთრებით ძვირადღირებულ ან დეტალიზებულ პროექტებში).

შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ვებსაიტი, მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად. განათავსეთ საიტზე პორტფელი, რომელიც მოიცავს თქვენი განვლილი საქმიანობის და წარსული პროექტების ფოტოებს.

მაგალითად, სამშენებლო კომპანიას შეუძლია ვებსაიტის გამოყენება ვიდეოს გამოსაქვეყნებლად მათი პროექტის შესახებ. შესაძლებელია ვიდეოების გადაღება ციფრული კამერით და სწრაფადვე ატვირთვა საიტზე, რაც შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ აჩვენოთ მომხმარებელს, თუ რას შეუძლია ბიზნესს.

გვერდის თქვენს შესახებ

ინფორმაციის მოსაპოვებლად, სანამ თქვენთან საქმიანობას გადაწყვეტენ, ბევრი მომხმარებელი ეძებს გაიგოს უფრო მეტი რას წარმოადგენს თქვენი ბიზნესი და ვინ დგას მის უკან.

ამ საკითხში საიტის დამზადება დაგეხმარებათ. ეს იქნება გვერდი, რომელშიც წარმოდგენილია თქვენი ბიზნესი, ბრენდის ფასეულობები, უნიკალური სარეალიზაციო წინადადებები და მიზნის განცხადებები.

აქტიური ბლოგი

ბლოგი კიდევ ერთი გზაა, რათა მომხმარებლებმა და კლიენტებმა გაგიცნონ თქვენ (და თქვენი პროდუქტები/მომსახურება).

შეგიძლიათ გააზიაროთ სტატიების ფართო სპექტრი, რომელიც აჩვენებს თქვენს გამოცდილებას თქვენს ინდუსტრიაში. თუ როგორ შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი პროდუქტები და / ან იდეები, რომლებიც დგას თქვენი პროდუქტებისა და მომსახურებების უკან.

გარდა ამისა, ახალი, ყოველდღიური შინაარსის მქონე ბლოგის საშუალებით შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ძიების რეიტინგი.

3.გაკავშირებთ ახალ მომხმარებლებს (და ინახავს არსებულ მომხმარებლებს).

ადამიანები ხშირად მიმართავენ ინტერნეტს, როდესაც პრობლემებს აწყდებიან. როცა ვებსაიტი გაქვთ თქვენი მცირე ბიზნესისთვის, თქვენ იქ ხართ, როდესაც მომხმარებლები ეძებენ თავიანთი პრობლემის გადაჭრის გზას.

თქვენი ბიზნესისთვის საიტის დამზადება დაეხმარება ახალ მომხმარებლებს თქვენს პოვნაში

როდესაც ხალხს რაღაცის პოვნა სურთ, უმეტეს შემთხვევაში, მას ეძებენ Google-ში. თანამედროვე ენაზე საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ Google მხოლოდ “საძიებო სისტემაა”. ისინი უფრო დაემსგავსნენ მსოფლიოს ინფორმაციის მეკარიბჭეებს. ერთი ნაწილია ენციკლოპედია, ერთი ნაწილი – რუკების სერვისი, ერთი ნაწილი მიმართულებაა და 10 ნაწილი დანარჩენი.

რაკი ხალხის მაძიებლობა ასეთი მრავალფეროვანია, (წაიკითხეთ: აუცილებელი) მნიშვნელოვანია, თქვენი საიტი იძებნებოდეს Google-ს საძიებო სისტემაში

თქვენი ბიზნესისთვის საიტის არსებობის გარეშე, ეს გაგიჭირდებათ.

ბიზნესისთვის საიტის დამზადება დაგეხმარებათ მომხმარებლებთან მუდმივ კავშირში, მათ ინფორმირებას და მომსახურებაში

ნუ დაივიწყებთ უკვე არსებულ, რთულად მოპოვებულ მომხმარებლებს.

როდესაც გაქვთ ვებსაიტი, ეს აძლევს თქვენს მომხმარებლებს საშუალებას დაგიკავშირდნენ 24/7-ზე.

თქვენ არასოდეს იცით, როდის დასჭირდება ვინმეს თქვენი მომსახურებები და ვებსაიტის გარეშე, თქვენ დაკარგავთ პოტენციურ საქმიანობას იმ ადამიანებთან, ვინც უკვე გიცნობთ (და მხარს გიჭერთ).

4.ადგილობრივ ბიზნესს ეხმარება კონკურენციას გაუწიოს დიდ ბრენდებს.

ერთი არასწორი წარმოდგენა ვებსაიტების შესახებ არის ის, რომ ისინი მხოლოდ ეროვნული კომპანიებისთვისაა. ან მსოფლიოს კორპორაციებისთვისა, რომლებსაც მთელ მსოფლიოში ყავთ აუდიტორია. სინამდვილეში, ვებსაიტები ისეთივე სასარგებლოა, თუ უფრო მეტად არა, მცირე ბიზნესისთვის.

ისინი შესაძლებლობას აძლევენ ადგილობრივ ბიზნესს დაუკავშირდნენ ადგილობრივ მომხმარებლებს.

საძიებო სისტემები პრიორიტეტს ანიჭებენ ადგილობრივ ძიებას და ხშირად შედეგებს ადგენენ ადგილმდებარეობის მიხედვით, რაც ადგილობრივი ბიზნესისთვის სასარგებლოა.

ადგილობრივი ძებნით, თუ ეძებთ “ფეხსაცმლის მაღაზიებს ჩემთან ახლოს”, Google არ შემოგთავაზებთ ნიუ იორკის ბრენდულ შედეგს (თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ნიუ იორკში არ ცხოვრობთ). ის გამოიყენებს ადგილობრივ ძებნას, რომ ნახოთ ფეხსაცმლის ახლომდებარე მაღაზიების სია.

რა არის ადგილობრივი ძებნა?

ადგილობრივი ძებნა გულისხმობს Google-ის ძიების ალგორითმის ფაქტორებს, რომლებიც შექმნილია მომხმარებლისთვის ახლომდებარე შედეგების საჩვენებლად. იგი ითვალისწინებს შესაბამისობას, მანძილს და სანდოობას შედეგების მიწოდებისას.

იმის ნაცვლად, რომ აჩვენოს ყველაზე დიდი გავლენის მქონე ვებსაიტები (დიდი ბრენდის მსგავსი), ის აჩვენებს შესაბამის ადგილობრივ ბიზნესებს, რომლებიც დაკავშირებულია ძიებასთან.

ეს პროცესი ეხმარება მცირე ბიზნესის გამორჩევას, რადგან ადგილობრივი ძიებისას “ფეხსაცმლის მაღაზიები” არ აჩვენებს მხოლოდ დიდ, ნაციონალურ ბრენდებს. ის ასევე აჩვენებს ადგილობრივ ბიზნესებს, რომლებიც მაძიებელთან ახლოს არიან.

გამოაჩინეთ თქვენი ვებსაიტი ადგილობრივი ძებნისას

გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ თქვენი მცირე ბიზნესი გამოჩნდეს ადგილობრივ ძიებაში, მათ შორის:

  1. შექმენით Google My Business გვერდი და დაამატეთ თქვენი ვებსაიტი.
  2. დარწმუნდით, რომ თქვენი ს.მ.ტ. (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) განთავსებულია მთელს ინტერნეტში.
  3. დაამატეთ თქვენი ბიზნესის მისამართი თქვენს საიტის Footer-ში.

ეს საკმაოდ ცხადია – ონლაინ ყოფნას დიდი სარგებელი მოაქვს მცირე ბიზნესისთვისაც, რომლებიც ადგილობრივ საქმიანობას ახორციელებენ. არ აქვს მნიშვნელობა სად მდებარეობთ, თქვენ შეგიძლიათ ეფექტური საიტის დამზადება, რომელიც მომხმარებლებს მოიზიდავს.

5.საიტის დამზადება ქმნის სანდოობას.

მცირე ბიზნესის ვებსაიტი თქვენს ბრენდს ლეგიტიმურად, სერიოზულად და სარწმუნოდ გამოაჩენს. ამის გარეშე მომხმარებლები ვერ გიპოვნიან, მით უმეტეს, ვერ დაიწყებენ თქვენს ნდობას.

საძიებო სისტემებში (ან ამ საკითხზე საერთოდ ინტერნეტში) ბიზნესის არ გამოჩენა, სანდოობის დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა.

საიტის არ ქონა წარმოაჩენს თქვენს ბიზნესს, ძველმოდურად, მიუღწევლად და არასანდოდ.

მაშინაც კი, თუ ფანტასტიური ხართ სიტყვიერ მარკეტინგში, შეიძლება გამოგრჩეთ უამრავი რეფერალი. ბედნიერი მომხმარებლები სწრაფად უზიარებენ სხვებს, რას ფიქრობენ თქვენს ბიზნესზე. მაგრამ შევხედოთ მათ მეგობრებს, რომლებსაც ჯერ არ გამოუცდიათ თქვენი მომსახურება? ისინი ინტერნეტში იწყებენ ძებნას. როდესაც მათ თქვენს შესახებ არ იციან, თქვენ ხელიდან უშვებთ ახალ მომხმარებელს.

ვებსაიტები ბიზნესს ასევე უფრო ლეგიტიმურ სახეს აძლევენ. სტუმრებს შეუძლიათ შეამოწმონ და გააცნობიერონ, თუ რა სახის ბიზნესს მართავთ და, იმედია, თქვენი მომხმარებლები გახდებიან. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა სახის ელემენტები, რაც თქვენს ბრენდს კიდევ უფრო სანდო სახეს მისცემს.

საიტის ელემენტები, რომლებიც ქმნიან თქვენს სანდოობას

ორიგინალი ფოტოები: იმის ნაცვლად, რომ გადაავსოთ თქვენი ინტერნეტში მობნეული ფოტოებით, გადაიღეთ ორიგინალი ფოტოები თქვენი ბიზნესის, პერსონალის, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ.

Before-after ფოტოები: გამოიყენეთ ფოტოები თქვენი სამუშაოს ღირებულებისა და ხარისხის საჩვენებლად. გამოიყენეთ მანამ-შემდეგ ფოტოები, თუ რისი მიღწევა შეგიძლიათ თქვენი სერვისების საშუალებით.

სარეკომენდაციო წერილები: შეაგროვეთ მომხმარებლების მიმოხილვები და შეფასებები და განათავსეთ ისინი რეფერენტის ფოტოებთან ერთად.

მომხმარებლების ლოგოები: თუ საქმიანობთ B2B სფეროში, მიეცით მომხმარებლებს საშუალება ნახონ სხვა მაღალი დონის მომხმარებლები, რომლებთანაც მუშაობთ. ჩართეთ მომხმარებლების ლოგოები, რომლებთანაც მუშაობდით ან დაეხმარეთ.

ასოციაციის ლოგოები: ასევე შეიტანეთ ავტორიტეტული, სანდო კომპანიების ან ასოციაციების ლოგოები, რომლებთანაც ასოცირდებით. აჩვენეთ ინდუსტრიული ორგანიზაციების ლოგოები, რომლებთანაც თქვენ პარტნიორობთ ან რომელთა წევრი ხართ.

SSL სერთიფიკატი და უსაფრთხოების ლოგოები: დაამატეთ SSL სერთიფიკატი თქვენს საიტს უსაფრთხოების დამატებითი ფონის შესატანად თქვენს საიტზე. იმისთვის, რომ მომხმარებლებმა უსაფრთხოდ გაგიზიარონ პირადი და ფინანსური დეტალები. ასევე, აჩვენეთ უსაფრთხო პროგრამის ლოგოები, რომლებსაც იყენებთ თქვენს საიტზე ინფორმაციის დასაცავად. მომხმარებლები უნდა ენდონ თქვენს საიტს, რადგან მათ შეყავთ სენსიტიური დეტალები.

აქტიური სოციალური მედიის პროფილების დაკავშირება: შეიტანეთ ბმულები თქვენს აქტიურ სოციალურ პროფილებზე, რათა აუდიტორიამ შეძლოს თქვენი სხვა პლატფორმების მონახულება. ეს დაგაგროვებინებთ მეტ მტკიცებულებას, რომ თქვენ ხართ სანდო, აქტიური და ჩართული კომპანია.

ინფორმაციული ბლოგი: იმისათვის, რომ მომხმარებლები ენდონ თქვენს კომპანიას, აჩვენეთ მათ, რაც იცით, ინფორმაციული ბლოგის შეტყობინებების დაწერით. თქვენი ცოდნის გაზიარება ეხმარება თქვენს მომხმარებლებს, აძლევს მათ ვებსაიტის მონახულების საფუძველს და ასევე მათ ხედვაში, როგორც თქვენი ინდუსტრიის ავტორიტეტის.

წესები და პირობები: თქვენი საიტის ბოლოში შეიტანეთ ბმული პირობების, პასუხისმგებლობის უარყოფისა და კონფიდენციალურობის დებულების გვერდზე. ეს გვერდები მოქმედებს როგორც შეთანხმება თქვენს ბრენდსა და საიტის ვიზიტორებს შორის და საშუალებას გაძლევთ აუდიტორიას უთხრათ რას აკეთებთ მათი ინფორმაციით და როგორ უნდა გამოიყენონ ისინი თქვენს საიტზე.

ვებსაიტის ელემენტები, რომლებიც არღვევს სანდოობას

მეორე მხრივ, თქვენს საიტზე შეიძლება გამოჩნდეს ისეთი რამ, რაც სწრაფად შეამცირებს თქვენს სანდოობას. დარწმუნდით, რომ თავიდან აიცილებთ ასეთ ელემენტებს თქვენს საიტზე.

  • მოძველებული ინფორმაცია
  • არასწორი ინფორმაცია
  • საიტზე არსებული შეცდომები
  • ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები
  • ძველი, ვადაგასული განლაგება

იმუშავეთ თქვენი მცირე ბიზნესის ვებსაიტის განახლებასა და სწორად მუშაობაზე, რათა თავიდან აიცილოთ ნდობის დაკარგვა თქვენს მომხმარებლებში, თქვენს საიტზე ნავიგაციის დროს.

6.საიტის დამზადება საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ თქვენი ონლაინ სარგებელი.

როდესაც საკუთარ ვებსაიტს მართავთ, თქვენ აკონტროლებთ როგორც თქვენს მიერ წარმოებულ შინაარსს, ასევე თქვენს მიერ შენარჩუნებულ პლატფორმას. ეს საკუთრება ორ მნიშვნელოვან სარგებელს გაძლევთ.

თქვენ აკონტროლებთ თქვენს პლატფორმას

ვებსაიტის შექმნის ნაცვლად, ზოგიერთი მცირე ბიზნესი ქმნის გვერდს სხვა პლატფორმაზე, როგორიცაა Facebook, Medium ან YouTube. მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ მიიღონ იგივე სარგებელი ვებ-ხილვადობის მხრივ, საკუთარი პლატფორმის შემუშავების გარეშე. მაგრამ ეს შეიძლება დიდი შეცდომა იყოს.

როდესაც თქვენ აშენებთ თქვენს ბრენდს მესამე მხარის პლატფორმაზე, იკეტებით მათ პლატფორმაში. ისინი ფლობენ თქვენს პლატფორმას, თქვენ არა.

ასე რომ, თუ ისინი შეცვლიან მითითებებს, გაითიშებიან ან გადაწყვეტენ, რომ სხვა რაიმე მიზეზის გამო არ სურთ, რომ მათ პლატფორმაზე იყოთ – მათ შეუძლიათ გაგთიშონ. თქვენი პლატფორმა შეიძლება გაითიშოს, თქვენგან დამოუკიდებლად.

თქვენი მცირე ბიზნესისთვის საიტის დამზადება გაქცევთ თქვენ მაკონტროლებლად. არცერთი ბრენდი არ აკონტროლებს თქვენს სიუჟეტს ან თქვენს პლატფორმას.

7.მარტივი და ხელმისაწვდომია სამართავად.

მცირე ბიზნესის მრავალი მფლობელი ეყრდნობა მესამე მხარის პლატფორმების გამოყენებას. ან უბრალოდ თავს არიდებს საკუთარი ვებსაიტის შექმნას, რადგან მათი აზრით ეს რთული ან ძვირია. თუმცა, ვფიქრობ, ზემოთ საკმარისი მიზეზები გამვიხილეთ იმის საჩვენებლად, რამდენად მნიშვნელოვანია საიტის დამზადება.

სავარაუდოდ, თქვენც დარწმუნდით მის აუცილებლობაში. ამიტომ, კიდევ მცირე ინფორმაციას დავამატებ.

დაამატეთ პროდუქტები და შინაარსი

თქვენი ვებსაიტის გული შინაარსია. მას შემდეგ, რაც ვებსაიტი გექნებათ, დაიწყეთ შინაარსის დამატება, რაც თქვენს მომხმარებლებს მოიზიდავს, ემსახურება, მიაწვდის სასარგებლო და გასართობ ინფორმაციას. შექმენით სავიზიტო გვერდი, ბლოგის ჩანაწერები და პროდუქტის აღწერილობები. დაამატეთ ფოტოები, რომლებიც მომხმარებლებს ეხმარება თქვენი ბრენდის, აგრეთვე თქვენი პროდუქტებისა და მომსახურების გაცნობაში.

გადაწყვიტეთ ვებ საიტის დამზადება?

ახლა, როცა იცით, რატომ გვჭირდება მცირე ბიზნესის საიტის დამზადება და როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები თქვენი საიტის ფუნქციონირებისკენ, დაიწყეთ ახლავე. დაიწყეთ თქვენი ბიზნესის სწორი გზით პოპულარიზაცია. გახსენით თქვენი მცირე ბიზნესის ვებსაიტი დღეს. ჩვენი კომპანია სრულ მომსახურებას გაგიწევთ და დაგეხმარებათ თქვენთვის საჭირო საიტის დამზადებაში. ასევე, ჩვენი სერვისებია: SEO ოპტიმიზაცია, ლოგოს დამზადება, ბრენდბუქის შექმნა, ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება.

იხილეთ ჩვენი ბლოგის საინტერესო სტატიები: