fbpx

შენი ბიზნესი ინტერნეტში

სოციალური მედიის გამოყენების 2022 წლის სტატისტიკა ციფრული მარკეტერებისთვის

შემოგვიერთდი ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის ამოცანები.

დღესდღეობით, ადამიანების უმეტესობა გატაცებულია სოციალური მედიით. გთხოვთ, თვალი ადევნოთ სოციალური მედიის გამოყენების სტატისტიკას-რიცხვები ნამდვილად გაგაოცებთ!

წარმატებული ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თქვენი ჩართულობა სოციალურ მედიაში.

იმ შემთხვევაში, თუ სოციალური მედიის მარკეტინგის ღირებულების დასამტკიცებლად მომხმარებლების ზუსტი რიცხვი გჭირდებათ, თქვენ სწორ ადგილას მოხვდით. ამჟამად მსოფლიოში ფიქსირდება სოციალური მედიის 4,55 მილიარდი აქტიური მომხმარებელი, თუმცა ეს რიცხვი გასულ წელთან შედარებით 9,9%-ით მეტია.

ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 400 მილიონი ახალი მომხმარებელი დარეგისტრირდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ სოციალურ მედია პლატფორმაზე.

დღესდღეობით, მსოფლიოში საუკეთესო სოციალური მედია პლატფორმებია Facebook, YouTube, WhatsApp და Instagram.

ამ პოსტის კითხვისას, იპოვით მეტ მიზეზს, თუ რატომ სჭირდება ბიზნესს სოციალურ მედიასთან თანამშრომლობა.

რამდენი ადამიანი იყენებს სოციალურ მედიას ყოველთვიურად?

2021 წლის მონაცემების თანახმად, აშშ-ის მოსახლეობის 84% იყენებს მინიმუმ ერთ სოციალურ მედია პლატფორმას.

დღესდღეობით, სოციალური მედიის მომხმარებელთა აქტიური რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 57,6%-ს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნახევარზე მეტი ადამიანი, თვეში ერთხელ, რეგულარულად იყენებს მინიმუმ ერთ სოციალურ ქსელს.

ტოპ შვიდ სოციალურ ქსელს ყოველთვიურად 1 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

Facebook-ი, ყველაზე ხშირად გამოყენებული სოციალური ქსელების სიაში ლიდერობს, შემდეგ კი მოდის YouTube-ი, შემდეგ კი WhatsApp-ი, Instagram-ი და Facebook Messenger-ი.

მოდით, უფრო ახლოს შევხედოთ რიცხვებს.

2021 წლის ყოველთვიური მომხმარებლების საშუალო რაოდენობა

ამ სტატიაში მოცემულია 2021 წლის სოციალური მედიის ტოპ 15 აპლიკაცია, რომელსაც ყოველთვიურად იყენებენ მომხმარებლები:

  1. Facebook – 2.89 მილიარდი
  2.  YouTube – 2.29 მილიარდი
  3.  WhatsApp – 2.00 მილიარდი
  4.  Instagram – 1.39 მილიარდი
  5. Facebook Messenger – 1.30 მილიარდი
  6.  WeChat– 1.25 მილიარდი
  7.  TikTok – 1 მილიარდი
  8. LinkedIn– 800 მილიონი
  9. QQ – 591 მილიონი
  10. Sina Weibo – 566 მილიონი
  11.  Telegram – 550 მილიონი
  12.  Snapchat – 538 მილიონი
  13. Kuaishou – 506 მილიონი
  14. Twitter – 463 მილიონი
  15.  Pinterest – 454 მილიონი

ხოლო, შეერთებულ შტატებში, ყველაზე პოპულარული და ხშირად გამოყენებული სოციალური მედიის პლატფორმები მოიცავს შემდეგს:

  1. YouTube – 81%
  2. Facebook – 69%
  3. Instagram – 40%
  4. Pinterest – 31%
  5. LinkedIn – 28%
  6. Snapchat – 25%
  7. Twitter – 23%
  8. WhatsApp – 23%
  9. TikTok – 21%
  10. Reddit – 18%
  11. Nextdoor – 13%

პლატფორმის სპეციფიკური სტატისტიკა

იხილეთ 2021 წლის სოციალური მედიის ინდუსტრიის ლიდერების სია და მათი შესრულების სტატისტიკა:

1. Facebook

სოციალურ ქსელებს შორის Facebook-ი ყველაზე პოპულარულია სხვადასხვა მიზეზის გამო. სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს აშშ-ის ზრდასრულთა 69%-მა ერთხელ მაინც გამოიყენა Facebook-ი.

2021 წლის მონაცემები ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდა თაობაზე.

Facebook მომხმარებელთა 53% ეკუთვნის 18-34 წლის ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო 31,5% ეკუთვნის 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფს და 22,7% ეკუთვნის 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფს.

მრავალი ბიზნესი ასევე სარგებლობს Facebook-ის სოციალური მედია ქსელის გამოყენებით. 200 მილიონზე მეტი ბიზნეს კომპანია იყენებს Facebook-ს მომხმარებლებთან ურთიერთობის დასამყარებლად.

ეს გასაკვირი სულაც არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ Facebook-ის საშუალო მომხმარებელი თვეში დაახლოებით 12 რეკლამით არის დაინტერესებული.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ გაზარდოთ ჩართულობა თქვენს ბიზნესში, აუცილებლად მიმართეთ Facebook-ს.

2. YouTube

Google არის წამყვანი საძიებო სისტემა, თუმცა YouTube-ი მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემად და ვებგვერდად ითვლება.

ხალხს უყვარს YouTube-ის ყურება. შეერთებულ შტატებში YouTube-ის მომხმარებელთა 62% ყოველდღიურად სტუმრობს YouTube-ის სოციალურ ქსელს. ყოველდღიურად, 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი უყურებს 1 მილიარდი საათის ხანგრძლივობის ვიდეოს ჯამში.

სტატისტიკის თანახმად, ყოველ წუთში YouTube ვიდეოების შემქმნელები დაახლოებით 500 საათის ხანგრძლივობის კონტენტს ტვირთავენ.

3. Instagram

დღესდღეობით, Instagram-ს დაახლოებით 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

ადამიანებს, Instagram-ის დახმარებით, ასევე შეუძლიათ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება. 200 მილიონზე მეტ ბიზნესს ყოველდღიურად სტუმრობენ Instagram-ის მომხმარებლები. ახლა კი თავად ხედავთ, რატომ მიმართავს მრავალი კომპანია Instagram-ს.

Instagram-ის თანახმად, მისი მომხმარებლების 90% მიჰყვება ბრენდს და 87% კი მოქმედებს.

ასევე საინტერესოა სტატისტიკა იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებენ ადამიანები პროდუქტის ყიდვის დროს.

გარდა ამისა, Instagram-ის მომხმარებელთა 86% სავარაუდოდ ამოწმებს პროდუქტს, ხოლო მყიდველების 50% სტუმრობს ვებსაიტს Instagram Stories-ში პროდუქტის ნახვის შემდეგ.

4. LinkedIn

LinkedIn ერთ-ერთი პოპულარული სოციალური ქსელია მთელ მსოფლიოში. LinkedIn-ს 200-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 800 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. LinkedIn არის მარკეტინგისა და საქმიანი კავშირების დასამყარებლად კარგი და პროფესიონალური გზა, რადგან საიტს საკმაოდ დიდი წვდომა აქვს.

ციფრული ნდობის შესახებ გამოკითხვის დროს, ამერიკელმა მომხმარებლებმა შეაფასეს LinkedIn-ი, როგორც პლატფორმა, რომელიც იცავს მათ კონფიდენციალურობასა და მონაცემებს.

“Statista-ს” მონაცემების თანახმად, LinkedIn-ის მომხმარებელთა 59,2% ეკუთვნის 25-34 წლის ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო 56,6% მამაკაცების კატეგორიას მიეკუთვნება.

LinkedIn-ი ასევე კარგია B2B ბიზნესისთვის. LinkedIn-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ის იყო პირველი წამყვანი პლატფორმა.

5. Pinterest

Pinterest-ი არ არის მხოლოდ ქორწილის დაგეგმვის ან რეცეპტების იდეების ერთ-ერთი საშუალება.

459 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს Pinterest-ს მოტივაციის ასამაღლებლად და Pinterest-ის ყოველკვირეული მომხმარებელთა 80%-მა აღმოაჩინა ახალი ბრენდი და პროდუქტი.

Pinterest-ი საკმაოდ კარგად მუშაობს. წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ კომპანიის 2021 წლის Q3 შემოსავალი წლიდან წლამდე გაიზარდა 43%-ით.

თუმცა, Pinterest-ის მომხმარებლებს აქვთ პლატფორმის გამოყენების სხვადასხვა მიზანი და მიზეზი. Pinterest-ი ამცირებს კონკურენციას. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მისი მომხმარებელთა 55% შედის აპლიკაციაში უშუალოდ კონკრეტული პროდუქტის მოსაძებნად.

6. TikTok

ყოველთვიურად, 1 მილიარდი აქტიური მომხმარებლით, რომლის ასაკს შეადგენს 18-34 წელი, ვერ ვუარყოფთ იმ ფაქტს, რომ TikTok-ი დღესდღეობით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ბიზნესში.

ჰეშთეგებზე დაყრდნობით, ტოპ კატეგორიები მოიცავს გართობას, ცეკვას, ფიტნესს/სპორტს, სახლის რემონტს/ხელნაკეთ ნივთებს, სილამაზესა და მოდას. ბრენდები, რომლებიც ქმნიან კონტენტს, რომელიც შეესაბამება ერთ-ერთ ამ კატეგორიას, სავარაუდოდ გაზრდის მათ ხილვადობას TikTok-ის აუდიტორიასთან.

რამდენად მნიშვნელოვანია TikTok-ი ელექტრონული კომერციისთვის? Adweek & Morning Consult-ის გამოკითხვის თანახმად, ზრდასრულთა 15%-მა და GenZ TikTok-ის მომხმარებელთა 36%-მა, TikTok-ზე ნანახი კონტენტის საფუძველზე, შეიძინა სხვადასხვა სახის პროდუქტი.

ჩვენი რეკომენდაციაა დაიწყოთ TikTok კონტენტი, მათი პლატფორმის მონაცემების საფუძველზე რჩევების გათვალისწინებით.

  • ვიდეო, რომელიც მთლიან ეკრანზე არის განთავსებული (9:16 თანაფარდობა), შთაბეჭდილების 60%-იან ზრდას იწვევს.
  • ვიდეო გათიშლი ტიტრებით ან ტექსტით, იწვევს შთაბეჭდილების 55,7%-იან ზრდას.
  • ვიდეო შემაჯამებელი/საბოლოო ბარათის ინფორმაციით იწვევს შთაბეჭდილების 47,3%-იან ზრდას.

7. Snapchat

Snapchat-ის პოტენციალი სარეკლამო აუდიტორიაა და მომხმარებელთა 538 მილიონიანი ბაზა მას დიდ პლატფორმად აქცევს-განსაკუთრებით ბრენდების მარკეტინგი 13-24 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც შეადგენენ Snapchat-ის მომხმარებელთა ბაზის 58%-ზე მეტს.

Snapchat-ის მონაცემების თანახმად, პლატფორმას ყოველდღიურად 306 მილიონი ადამიანი იყენებს. თითო ადამიანი კი დღეში საშუალოდ 30 წუთს ხარჯავს. 2019 წლის მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველდღიურად 210 მილიონზე მეტი ე.წ. “snap” იქმნებოდა.

Snapchat-ის რეკლამა ყოველდღიურად უფრო იზრდება. 2021 წელს Snapchat-ის შემოსავალმა 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

დასკვნა

2022 წელს გადასვლისას, ჩვენ განვიხილავთ სოციალური მედიის ახალ ტენდენციებსა და ფუნქციებს.

სტატისტიკა არ იტყუება: სოციალური მედიის გამოყენება ძალიან პოპულარულია.

იხილეთ ჩვენი სხვა სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

Skip to content