fbpx

შენი ბიზნესი ინტერნეტში

ვებ დიზაინი – რატომ არის მნიშვნელოვანი?

შემოგვიერთდი ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის ამოცანები.

რა დროსაც არ უნდა ვუთმობდეთ კონტენტის დათვალიერებას, ადამიანების 66% ამჯობინებდა ვიზუალურად ლამაზად შემუშავებულ და დახვეწილ, ვიდრე დაუხვეწავ და უშნო სივრცეში ამის კეთებას. ვებ დიზაინი თქვენი ონლაინ მარკეტინგის მნიშვნელოვანი ნაწილია. თქვენი ბიზნესისთვის უკეთესი ვებსაიტის შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ ვებ დიზაინის მნიშვნელობა.

ჩვენი სერვისი: საიტის დამზადება

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვებ დიზაინი და მოგაწვდით დიზაინის ელემენტებს თქვენი ვებსაიტისთვის. თუ თქვენი ვებ გვერდის შექმნა გჭირდებათ დაგვიკავშირდით ახალავე +995 593 26 26 12-ზე, რათა შევათანხმოთ დასამზადებელი საიტის დეტალები და სტრატეგია.

რატომ არის ვებ დიზაინი მნიშვნელოვანი?

თქვენი ვებ საიტის დიზაინის შემუშავებისას, შეიძლება გაგიკვირდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ვებ დიზაინი. რა გავლენას ახდენს ეს თქვენს აუდიტორიასა და ბიზნესზე? მოდით განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ის მნიშვნელოვანია.

1. ვებ დიზაინი ქმნის პირველ შთაბეჭდილებას

 როდესაც აუდიტორია სტუმრობს თქვენს ვებსაიტს, ეს მათ პირველ შთაბეჭდილებას უქმნის თქვენი ბიზნესის შესახებ. ისინი თქვენს ბიზნესს რამდენიმე წამში შეაფასებენ. ამ რამდენიმე წამში დადებითი გავლენა უნდა მოახდინოთ თქვენს აუდიტორიაზე.

 თუ თქვენი ვებსაიტი არამიმზიდველი ან მოძველებულია, თქვენს აუდიტორიას მყისიერად ექმნება ნეგატიური შთაბეჭდილება თქვენს ბიზნესზე. ისინი არ აღიქვამენ ვებსაიტს მიმზიდველად, რის გამოც ისინი გადიან თქვენი ვებ გვერდიდან. თქვენ დაკარგავთ პოტენციურ მომხმარებლებს, რადგან ისინი თქვენი საიტიდან კონკურენტ ვებ გვერდზე გადავლენ.

 ვებ დიზაინი მნიშვნელოვანია, რადგან ის გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს თქვენი აუდიტორია თქვენს ბრენდს. თქვენზე შექმნილ შთაბეჭდილებას შეუძლია დატოვოს მომხმარებელი ვებ გვერდზე და გაეცნონ თქვენს ბიზნესს, ან დაატოვებინოს თქვენი საიტი და გაუშვას კონკურენტთან. კარგი ვებ დიზაინი კი დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ პოტენციური მომხმარებლები თქვენს ვებ საიტზე.

2. ის ეხმარება თქვენს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) სტრატეგიას

veb-dizaini-html-kodis-foto

ვებ დიზაინის მრავალი ელემენტი და პრაქტიკაახდენს გავლენას თქვენს საიტზე შინაარსის გამოქვეყნებაზე, რაც, თავის მხრივ, მოქმედებს საძიებო სისტემის ბოტების მოძრაობაზე ლინკებს შორის და ვებ საიტის ინდექსაციაზე. ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რისი გათვალისწინების გარეშეც მომავალში დიდი ბრძოლა მოგიწევთ საძიებო სისტემაში წამყვანი პოზიციების დაკავებისთვის.

გარდა საიტზე განთავსებული კონტენტის ღირებულებისა, ვებ დიზაინის ცალკეული დეტალებიც საკმაო გავლენას ახდენენ საძიებო სისტემებში წამყვანი პოზიციების დაკავებასა და იქიდან უფასო ტრეფიკის მიღებაზე. ვებ დიზაინი შეიძლება გაუგებარი იყოს თუკი არ იცით როგორ მუშაობს ის, ხოლო მისი სიმარტივისთვის აუცილებელია SEO მეგობრული კოდების გაწერა.

ვებ საიტის სათანადო პრაქტიკის (და შემდგომი საძიებო სისტემის ხილვადობის) უზრუნველსაყოფად საუკეთესო გზაა ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელმაც ზუსტად იცის რას აკეთებს. კომპანია IMC აიემსის გამოცდილი გუნდის მიერ შექმნილი ვებ გვერდები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს პორტფოლიოში. ხოლო რამდენად კმაყოფილი მომხმარებლები გვყავს, მათგანვე შეძლებთ, მოისმინოთ.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი კომპანია ასევე გთავაზობთ SEO ოპტიმიზაციას, რათა თქვენი პროდუქცია და შეთავაზებები საძიებო სისტემების (მაგ. Google) წამყვან პოზიციებზე გამოჩნდეს.

3. ვებ დიზაინი შთაბეჭდილებას ახდენს მომხმარებლის მომსახურებაზე

თქვენი საიტის გადახედვით ხალხს შეუძლია, შეაფასოს, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ მათდამი. თქვენი ვებ დიზაინი ეხმარება მათ იმის გარკვევაში, თუ როგორ უყურებთ თქვენს აუდიტორიას. თუ ვებ საიტის დიზაინში ძალისხმევას არ ჩადებთ, აუდიტორია თქვენს იმედს დაკარგავს და საკუთარ საქმესაც არ მოგანდობთ.

ვებსაიტი ჰგავს მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელს. თუ თქვენი ვებსაიტი არის ნათელი, თანამედროვე და მიმზიდველი, აუდიტორიას უფრო მოეწონება თქვენი ვებ გვერდი. თქვენ შექმნით შთაბეჭდილებას, რომ გახსნილი ხართ და მიესალმებით ახალ ხალხს, რომლებიც ვებ საიტს სტუმრობენ.

მეორეს მხრივ, მოძველებული და არამიმზიდველი საიტი თქვენს ბიზნესს ცივად და არამეგობრულად წარმოაჩენს. ხალხს არ სურს ისეთ ბიზნესთან საქმიანობა, რომელიც მათ იმდენად არ აფასებს, რომ კარგ შთაბეჭდილებასაც არ ახდენს.

იფიქრეთ ვებ დიზაინზე, როგორც თქვენი ბიზნესის ციფრულ სახეზე. როდესაც ვინმე თქვენს ფიზიკურ სივრცეში შედის, ხომ ნამდვილად გსურთ, კარგი გარემო დაახვედროთ? განახლებული და თანამედროვე ვებსაიტი ასევე დადებითად მოქმედებს ახალ ვიზიტორებზე.

4. ვებ დიზაინი ქმნის ნდობას თქვენს აუდიტორიაში

 ხალხი არ ენდობა ცუდად შემუშავებულ ვებსაიტებს. თუ ხედავენ ცუდ დიზაინს ან მოძველებულ ინფორმაციას, ისინი არ ენდობიან თქვენს საიტს. მათ შესაძლოა თქვენი ბრენდიც არ მოეწონოთ, თუკი ვებ დიზაინი არ იქნება ახლებური და დახვეწილი.

 იფიქრეთ იმ ადამიანზე, რომელსაც სურს საბითუმო შეკვეთის დამზადება მწარმოებელ კომპანიაში. დამკვეთები უზარმაზარ თანხას ხარჯავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი ვებსაიტის დიზაინი არ იწვევს ნდობას, ისინი იპოვიან სხვას, რათა შეასრულონ თავიანთი შეკვეთა.

 მეორეს მხრივ პროფესიონალური საიტი იწვევ ნდობა აუდიტორიაში. მათში თქვენი ბიზნესიც ნდობას მოიპოვებს და მომავალშიც ხშირად მოგინახულებენ.

 მნიშვნელოვანია, თქვენს აუდიტორიასთან ნდობა განამტკიცოთ, რათა ისინი თქვენს საიტზე დარჩნენ. როდესაც სტუმრები დიდ დროს ატარებენ თქვენს საიტზე, თქვენს ბიზნესსაც მეტი შესაძლებლობა ექმნება ეს პოტენციური მომხმარებლები რეალურ მომხმარებლებად აქციოს.

veb-dizaini-competitive

5. თქვენი კონკურენტები ამას აკეთებენ

 თუ გინდათ, გაიგოთ, თუ რატომ არის ვებ დიზაინი მნიშვნელოვანი, აქ არის საკმაოდ დიდი მიზეზი: თქვენი კონკურენტები უკვე იყენებენ მას. თუ გსურთ, მათ კონკურენცია გაუწიოთ, თქვენი საიტისთვისაც უნდა გამოიყენოთ კარგი ვებ დიზაინი.

 გსურთ თქვენი ვებსაიტი გამორჩეული იყოს კონკურენტებისგან? თუ თქვენ გაქვთ ძველი, ვადაგასული და უხარისხო ვებსაიტი, თქვენს კონკურენტს უპირატესობა მოეცემა თქვენთან. მათი კარგად შემუშავებული ვებსაიტი უკეთესად გამოდგება, ვიდრე თქვენი. ეს ნიშნავს, რომ დაკარგავთ პოტენციურ მომხმარებლებს კონკურენტების სასარგებლოდ. ისინი უფრო მეტ ხალხს მიიზიდავენ თავიანთ გვერდზე, რადგან მათი საიტი უფრო მიმზიდველია.

 ვებ დიზაინი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ თქვენი ბიზნესი გამოარჩიო კონკურენტებისგან. როდესაც კოკნურენციაში ხარ, ზოგადად იგივე მომსახურება და მსგავსი ფასები გაქვს. თქვენ გჭირდებათ ის ერთი რამ, რაც თქვენს ბიზნესს გამოარჩევს დანარჩენებისგან.

6. ვებ დიზაინი ქმნის თანმიმდევრულობას

 როდესაც თქვენი ბიზნესისთვის ახალი პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას ცდილობთ, ამას ბრენდის ასაშენებლად აკეთებთ. გსურთ თქვენი აუდიტორია გაეცნოს თქვენს ბრენდს, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანი თქვენზე გააკეთოს. ონლაინ ვებ დიზაინი მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს თქვენი გვერდის შესაბამისობის შექმნას.

 თქვენ უნდა გქონდეთ იგივე შრიფტები, სტილი და განლაგებები თქვენი ვებ საიტის ყველა გვერდზე. თუ ყველა გვერდზე განსხვავებული დიზაინი გაქვთ, ეს თქვენს საიტს არაპროფესიონალურად გამოაჩენს. ეს ასევე ართულებს ბრენდის ამოცნობას, რადგან თქვენმა აუდიტორიამ არ იცის რომელი ფერები ასოცირდება თქვენს ბრენდთან.

 თუ თქვენი ვებსაიტი არ არის თანმიმდევრული, ხალხი წავა თქვენგან იქ, სადაც უფრო პროფესიონალური გარემო დახვდება. თანმიმდევრულობის შექმნით, თქვენ უფრო მეტხანს ინარჩუნებთ პოტენციურ მომხმარებლებს გვერდზე და გააცნობთ მათ თქვენს ბიზნესს. თქვენ მიიღებთ მეტ მომხმარებელს და კონვერტაციას, როდესაც თქვენს საიტს ამ ძირითადი ელემენტების გათვალისწინებით მოარგებთ.

ხარისხიანი ვებ დიზაინი – 7 ელემენტი

 ახლა, როდესაც თქვენ იცით ვებ დიზაინის მნიშვნელობა, დროა დავიწყოთ ელემენტების დათვალიერება, რომლებიც ქმნიან მას ხარისხიან. აქ მოცემულია შვიდი ძირითადი ელემენტი, რომელთა ჩართვაც დაგჭირდებათ თქვენს ვებ დიზაინში.

1. მყარი ნავიგაცია

 როდესაც მომხმარებლები შედიან თქვენს საიტზე, მათ სურთ მიიღონ ინფორმაცია სწრაფად და მარტივად. თუ გსურთ საიტზე მათი შენარჩუნება, უნდა შექმნათ ნავიგაცია, რომელიც თქვენი აუდიტორიისთვის მარტივი იქნება.

 ვიზიტორთა ყურადღების ხანგრძლივობა მოკლეა. თუ გსურთ შეინარჩუნოთ ისინი თქვენს გვერდზე, მათ დახმარება სწრაფად უნდა გაუწიოთ. სწორად შემუშავებული ნავიგაცია დაეხმარება მათ სწორი ინფორმაციის მიღებაში.

 თქვენი ნავიგაცია უნდა იყოს მარტივი და არ უნდა საჭიროებდეს განმარტებას. შეიტანეთ ფართო სათაურები, რომლებიც მოიცავს უამრავ ქვეთავს, ასე თქვენს აუდიტორიას შეეძლება ადვილად მოძებნოს საჭირო ინფორმაცია. თქვენთვის ეს არის ყველაზე მარტივი გზა, რომ დაეხმაროთ აუდიტორიას ინფორმაციის სწრაფად პოვნაში.

2. რესპონსივ დიზაინი

 მობილური მოწყობილობების გამოყენების ზრდასთან ერთად, რესპონსივ დიზაინი უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე. თქვენს აუდიტორიას ექნება წვდომა თქვენს საიტზე უამრავი მოწყობილობიდან, სმარტფონებიდან, ტაბლეტებიდან და კომპიუტერიდან. თუ გსურთ, რომ ეს მომხმარებლები დარჩნენ თქვენს საიტზე, დარწმუნდით, რომ თითოეულ ადამიანს აქვს დადებითი გამოცდილება ყოველ მოწყობილობაზე.

რესპონსივ ვებ დიზაინი უზრუნველყოფს, რომ აუდიტორიას ჰქონდეს კარგი გამოცდილება თქვენს საიტზე, მიუხედავად იმისა, თუ რა მოწყობილობას იყენებს. თქვენი ვებსაიტი უნდა მოერგოს ყოველ მოწყობილობას, რათა შესაბამისი იყოს ყველა ზომის ეკრანზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი საიტის ჩართულობისა და დაინტერესების გაზრდის მხრივ.

 მორგებული დიზაინი უფრო დიდხანს ინარჩუნებს თქვენს გვერდზე შემოსულ მომხმარებელს. თუ გსურთ გქონდეთ ვებსაიტის წარმატებული დიზაინი, უნდა შექმნათ ყველა მოწყობილობაზე მოგებული ვებ დიზაინი.

3. ბრენდ ბუქი

 როგორც ადრე აღვნიშნეთ, ვებ დიზაინი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის ქმნის თანმიმდევრულობას მთელ თქვენს ვებ გვერდზე. თანმიმდევრულობა ეხმარება თქვენს აუდიტორიას ამოიცნოს ბრენდი და ზრდის მათ ჩართულობას ვებსაიტზე. ბრენდ ბუქი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ბრენდის მუდმივი სურათი თქვენს ვებ გვერდზე.

 თქვენს ბრენდ ბუქში გამოიხატება ის, თუ როგორ გსურთ თქვენი ვებ გვერდი გამოიყურებოდეს. თქვენ წყვეტთ ფერს, ფორმატს, ტიპოგრაფიას და ა.შ. თქვენი საიტის თითოეული გვერდისთვის. ეს უზრუნველყოფს, რომ ყოველთვის, როცა ვინმე თქვენს საიტზე დაამატებს ელემენტს, იგი შესაბამისობაში იქნება სხვა გვერდებთან.

ასე თქვენ დაეხმარებით თქვენს გუნდს თანმიმდევრულობის შექმნაში. მათ შეუძლიათ მიყვნენ თქვენს ბრენდ ბუქს ნებისმიერ დროს, როდესაც ისინი დაამატებენ ელემენტს თქვენს საიტზე. ეს აადვილებს თქვენს საიტზე მუშაობას და მასში ელემენტების დამატებას.

როდესაც თქვენ გაქვთ თანმიმდევრული დიზაინი თქვენს ვებ საიტზე, ქმნით უფრო შეკრულ საიტს. თქვენი აუდიტორია უფრო დიდხანს ჩაერთვება თქვენს საიტზე და ბრენდსაც აღიარებს. ეს დაგეხმარებათ მეტი კონვერტაციის მიღებაში.

4. მიზანმიმართული ვიზუალი

 კომპანიები სწრაფად აერთიანებენ ვიზუალურ ელემენტებს, რადგან ისინი ვებ გვერდზე ჩართულობას აუმჯობესებენ. სინამდვილეში, მომხმარებლები ვიდეოს 10 ჯერ მეტად ეხმაურებიან, ვიდრე ტექსტს. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალური ელემენტები შესანიშნავია ტექსტის დასაშლელად და გასაშლელად, ზოგიერთ ბიზნესი სურათებით გამოდის ასპარეზზე. მათი საიტები გადაჭედილია ფოტოებით და ვიდეოებით. ეს საიტს წარმოჩენს ძალზე დატვირთულა და არეულად.

შეიძლება იფიქროთ, რომ შესანიშნავია ფოტოების და ვიდეოების ინტეგრირება და სიმრავლე, ჩართულობის გაზრდის მიზნით, მაგრამ ძალიან ბევრითაც არ უნდა გადაამეტოთ. ბევრი სურათი ართულებს გვერდზე კითხვას. თუ გსურთ წარმატების მიღწევა თქვენს საიტზე, უნდა შექმნათ ბალანსი თქვენს გვერდზე არსებულ სურათებსა და ტექსტებს შორის. არ დაამატოთ ვიზუალური ელემენტები იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზარდოთ ჩართულობა.

 გამოიყენეთ ვიზუალური ელემენტები მიზანმიმართულად. თუ გაქვთ ტექსტის ბლოკი, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი თქვენი სერვისები, ამ ტექსტის ქვემოთ დაურთეთ ვიდეო, რომელიც შემდგომ განმარტავს თქვენს მომსახურებებს. ეს კვლავ აძლევს თქვენს აუდიტორიას საინტერესო ურთიერთობისკენ ბიძგს და განაგრძობს მათ ჩართვას. 

 როდესაც იცით, რატომ არის ვებ დიზაინი მნიშვნელოვანი, თქვენ უფრო ტაქტიან გადაწყვეტილებას იღებთ თქვენი საიტის შესახებ. თქვენი ოცნების ვებსაიტის შექმნისას, მნიშვნელოვანია, რომ არ გადატვირთოთ საიტი ძალიან ბევრი ვიზუალური ელემენტით.

5. კარგი ასლი

 აუდიტორია სტუმრობს თქვენს ვებ გვერდს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს საიტზე ინფორმაციის ჩასმისას, დაწეროთ ხარისხიანი ასლი.

კარგი ასლი აუდიტორიას უფრო დიდხანს შეინარჩუნებს თქვენს ვებ გვერდზე. ისინი წაიკითხავენ ყველა ინფორმაციას თქვენზე და გაეცნობიან თქვენს ბიზნესს. წერის სტილი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი ვებსაიტის სტილს თანმიმდევრულობისთვის.

ისევე, როგორც საერთო ვებ დიზაინს, თქვენს საიტზე არსებულ შინაარსსაც აქვს მნიშვნელობა, ამიტომ აუცილებელია, აუდიტორიას მიაწოდოთ მათთვის საჭირო ღირებული ინფორმაცია.

6. Call-to-action (CTA) ღილაკები

მას შემდეგ, რაც თქვენს საიტზე შემოდის პოტენციური მომხმარებელი, სასურველია, რეალურ მომხმარებლად გარდაქმნათ. ამის მთავარი ელემენტია თქვენი call-to-action (CTA) (მოქმედებისკენ მიმართული ღილაკი). ვებ დიზაინი ცალსახად მნიშვნელოვანია აუდიტორიაზე ზემოქმედებისგან.

კარგად შემუშავებული CTA ღილაკი თქვენს აუდიტორიას შემდეგ ნაბიჯზე გადასვლისკენ მოუწოდებს. ეს ღილაკები ჯდება თქვენს დიზაინში, მაგრამ გვერდზე გამოირჩევა. აუდიტორიის ყურადღება სწორედ ამ ღილაკისკენ არის მიმართული.

თუ გექნებოდათ შავი, თეთრი, ნაცრისფერი და ყვითელი ფერის სქემა, ამ გვერდზე სხვა ფერებთან შედარებით, ყვითელი CTA ღილაკი გამოირჩეოდა გვერდზე. ის კვლავ ჯდება სქემაში, მაგრამ ხალხი ავტომატურად ყურადღებას ნათელი ყვითელი ღილაკისკენ მიიპყრობს.

თქვენი ვებ საიტის დიზაინში CTA ღილაკების ინტეგრირებით თქვენ ხელს შეუწყობთ უკეთესი შედეგების მიღებას თქვენს გვერდზე.

7. გვერდის სიჩქარე

შეიძლება გქონდეთ ვებსაიტის გასაოცარი დიზაინი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ აუდიტორია მას ვერასდროს ნახავს. გვერდის სიჩქარე ვებ დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს უზრუნველყოფს თქვენი გვერდის სწრაფად ჩატვირთვას, რაც თქვენს აუდიტორიას საშუალებას მისცემს, სწრაფად ნახოს ინფორმაცია.

 აუდიტორიას ეზიზღება ვებ გვერდების ნელი ჩატვირთვა. თუ თქვენი გვერდის ჩატვირთვას ძალიან დიდი დრო დასჭირდება, თქვენი აუდიტორია დაკარგავს ინტერესს. ისინი დაბრუნდებიან ძიების შედეგებს და თქვენს ნაცვლად შეარჩევენ კონკურენტის გვერდს.

თქვენი გვერდის სიჩქარის შემოწმება შეგიძლიათ Google PageSpeed Insights-ის გამოყენებით. ეს ინსტრუმენტი საშუალებას გაძლევთ ნახოთ რამდენად სწრაფად იტვირთება თქვენი საიტი და სად შეგიძლიათ გაუმჯობესება. ეს გაუმჯობესებები თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ.

სხვა ვარიანტში უნდა დაეყრდნოთ ციფრული მარკეტინგის კომპანიის სერვისებს გვერდის სიჩქარის მოსამატებლად. ეს საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ გვერდის სწრაფი ჩატვირთვით, თქვენი ბიზნესის წარმართვაზე ორიენტირებისას.

IMC აიემსი დაგეხმარებათ თქვენი ოცნების ვებ საიტის შექმნაში

 თქვენი ვებ საიტის დიზაინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ონლაინ მარკეტინგული კამპანიის წარმატებაში. თუ გსურთ თქვენი ბიზნესისთვის საუკეთესო შედეგების მიღწევა, ჩადეთ ინვესტიცია ვებ საიტის დიზაინში, რომელიც ხალხს უბიძგებს თქვენი ბიზნესის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას. კომპანია IMC აიემსის რამდენიმე წლიანი გამოცდილება თქვენს მიზნებამდე მიგიყვანთ.

ჩვენი გუნდი ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას თქვენი კომპანიის წარმატებისკენ მიმართავს. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ვებ დიზაინი და მასთან ერთად ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა არხების გამოყენება. 

 ჩვენი უპირველესი მიზანი ყოველთვის დამკვეთის ინტერესების მაქსიმალური დაცვაა, რაც არსებულ მომხმარებლებს ყოველთვის კმაყოფილს ტოვებს. 

იხილეთ ჩვენი სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

Skip to content