შენი ბიზნესი ინტერნეტში

ჩვენ შესახებ

კომპანია IMC (აიემსი) უკვე რამდენიმე წელია ინტერნეტ მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობსჩვენი გუნდის გაერთიანების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისას აუცილებელია, ფეხი აუწყო მუდმივ განვითარებას, სწორედ ამიტომ, ჩვენ არსებულ პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, არ ვერიდებით ახალ გამოწვევებს და ვეძებთ ახალ, უკეთეს გზებს, მაქსიმალური შედეგების მისაღწევად!

 გარდა ცოდნისა და გამოცდილებისა, ციფრული მარკეტინგის სფეროში მუშაობისას უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი ფაქტორია პასუხისმგებლიანობა და საიმედოობა, რათა დამკვეთს ჰქონდეს ნდობა შემსრულებლის მიმართ. კომპანიის საიმედოობაზე კი მეტყველებს ის უამრავი შესრულებული და მიმდინარე პროექტი, რომელიც არაერთ მცირე, საშუალო თუ მსხვილ ბიზნესთან გვაკავშირებს! 

ჩვენი პროექტების, გაწეული და მიმდინარე საქმიანობების შესახებ შეგიძლიათ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ ჩვენი პორტფოლიოდან და იმ კომპანიებისგან, რომლებთანაც გვითანამშრომლია.

 წლების განმავლობაში ჩვენს გუნდს დაუგროვდა საკმაოდ დიდი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა:

საიტების დამზადება

დახვეწილი, მოქნილი და მიმზიდველი დიზაინი. ფუნქციურად გამართული ძრავი და საძიებო სისტემებთან ოპტიმიზირებული საიტი.  ჩვენი სერვისი მოიცავს როგორც დამზადებას, ისე შემდგომი მომსახურებების გაწევას.

SEO ოპტიმიზაცია

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია. ეს არის მიღებული სარგებელი, რომელისთვისაც დამატებითი ხარჯების გაწევა არ მოგიწევთ. საძიებო სისტემაზე ოპტიმიზირებული ვებ გვერდი ხდება უფრო რეიტინგული და ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც საძიებო სისტემაში (მაგ. როგორიცაა Google) ეძებენ სასურველ პროდუქტს თუ მომსახურებას. სწორად გამართული, ოპტიმიზირებული ვებ გვერდების შექმნის საკმაო გამოცდილება კომპანია IMC-ს წლების განმავლობაში დაუგროვდა.

Google Ads (AdWords): გუგლის რეკლამა

 კომპანია IMC აიემსი გთავაზობთ Google Ads (AdWords) რეკლამის სრულფასოვან მომსახურებას. ჩვენი გუნდის გამოცდილი და კვალიფიციური წევრები დაგიგეგმავენ და მართავენ ისეთ სტრატეგიებს, რომლებიც მყისიერად გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას თქვენს ვებ-გვერდზე. შეიტანეთ თქვენს ინტერნეტ მარკეტინგულ სტრატეგიაში Google Ads-ის PPC (Pay-Per-Click) რეკლამები და გადაიხადეთ თანხა მხოლოდ იმ დაწკაპუნებებში, რომლებსაც მომხმარებლები თქვენამდე მოსასვლელად გამოიყენებენ.

FACEBOOK გვერდის მართვა

 ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სარეკლამო სივრცეს სწორედ, რომ “ფეისბუქი” წარმოადგენს. სწორად წარმოებული სარეკლამო კამპანია და ფეისბუქ გვერდის მართვა კი მოგცემთ საშუალებას საჭირო სამიზნე მარტივად მოძებნოთ და ზუსტად მას შესთავაზოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი, ვისაც ნამვდილად სჭირდება.

 ეს პოპულალური სოციალური ქსელი საშუალებას აძლევს ყველა ტიპის ბიზნესს დაუკავშირდნენ მიზნობრივ აუდიტორიას, შექმნას მიმდევრების ბაზა და პოტენციურ მომხმარებელს პირდაპირ “კედელზე” გაუზიარონ მათთვის საინტერესო მომსახურება თუ პროდუქცია.

ლოგოს დამზადება

თქვენი ბრენდის სახე პირველ რიგში მისი ლოგოა. შესაბამისად ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად ჩვენი გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი იმუშავებს. ბრენდის საქმიანობასთან და მიზნებთან სრულიად შესაბამისობაში მოყვანილი ლოგოს დამზადება – ეს არის ის, რაც შესანიშნავად გამოგვდის.

გრაფიკული დიზაინი

კომპანია IMC აიემსი გთავაზობთ სერვისებს გრაფიკული დიზაინის სხვადასხვა მიმართულებაში:

 ჩვენთან შესაძლებელია როგორც ბრენდის იდენტურობის წარმოსაჩენად აუცილებელი გრაფიკული ელემენტების დიზაინის შექმნა, ისე მარკეტინგული სტრატეგიებისთვის საჭირო სხვადასხვა სახის აქტვიების შემუშავება. ჩვენ გთავაზობთ როგორც ლოგოს დამზადებას და ბრენდბუქის დიზაინის შედგენას, ისე სარეკლამო ბანერების, სავიზიტო ბარათების, ბროშურებისა თუ სხვა სახის გრაფიკული ნამუშევრების შედგენას.

ავტომატიზირებული ჩათ სისტემები

ჭკვიანი, ავტომატიზირებული ბოტი, რომელიც დაგიზოგავთ დამატებით ხარჯებს და დროს თქვენი საქმიანობის სოციალურ მედიაში წარმართვისთვის. მას შეუძლია როგორც კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლებისთვის, ასევე მომხმარებელთა ბაზის შექმნა და დახარისხება ინტერესთა თუ სხვა კატეგორიების მიხედვით. ბოტის შექმნა და შემდგომი მართვა ჩვენი კომპანიის ერთერთი საქმიანობის სფეროა და ის წარმატებით მუშაობს.

ბრენდბუქი

თანამედროვე ბრენდის საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბრენდბუქის, იგივე სახელმძღვანელოს შექმნა. ხოლო მის ვიზუალიზაციზე ჩვენი გუნდი ზრუნავს.

Email მარკეტინგი

ეს არის Email მომხმარებლების ბაზა, რომელსაც შემდგომი საქმიანობის განმავლობაში შეგიძლიათ პირადი შეტყობინებების სახით მიაწოდოთ თქვენი პროდუქცია თუ მომსახურება. ჩვენი გუნდი ამ მიმართულებითაც ძალიან წარმატებით საქმიანობს.

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისები წარმოადგენს ბიზნესის თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისა და ჰარმონიზაციის გზას. სწორედ ამ სერვისების დახმარებით თქვენ მიიღებთ გაცილებით მეტ ადამიანთან წვდომას, რაც საბოლოოდ მოგცემთ შემოსავლის გზას.

ეს არის ჩვენი გუნდის მუშაობის მიზანი, რაც საბოლოოდ გამოიღებს შედეგს.

გაეცანით ჩვენს ქუქის პოლიტიკას 

Skip to content