ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სარეკლამო სივრცეს სწორედ, რომ “ფეისბუქი” წარმოადგენს. სწორად წარმოებული სარეკლამო კამპანია და ფეისბუქ გვერდის მართვა კი მოგცემთ საშუალებას საჭირო სამიზნე მარტივად მოძებნოთ და ზუსტად მას შესთავაზოთ თქვენი პროდუქტი/სერვისი, ვისაც ნამვდილად სჭირდება.
ეს პოპულალური სოციალური ქსელი საშუალებას აძლევს ყველა ტიპის ბიზნესს დაუკავშირდნენ მიზნობრივ აუდიტორიას, შექმნას მიმდევრების ბაზა და პოტენციურ მომხმარებელს პირდაპირ “კედელზე” გაუზიარონ მათთვის საინტერესო მომსახურება თუ პროდუქცია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “ფეისბუქი” ერთ-ერთი საუკეთესო სარეკლამო სივრცეა და ამის გარდა იგი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში მათ შორის საქართველოშიც, სწორედ ეს გიწყობთ ხელს გაზარდოთ ბრენდის ცნობიერება, ( იხ: რა არის ბრედნი? )თანამედროვე ალგორითმული სისტემა კი ხელს უწყობს რეკლამის მაქსიმალურად იმ საჭირო აუდიტორიის მოძებნის და ინფორმაციის მიწოდებას მაგალითად: შეგიძლია სამიზნე აუდიტორიის გაფილტვრა, თუ აწარმოებ ისეთ პროდუქციას, რომელიც მხოლოდ მამაკაცს დააინტერესდება, უბრალოდ შეგიძლია ის აჩვენო მამაკაცებს ან თუნდაც იმ ინტერესის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც შესაძლოა თქვენი პროდუქცია დააინეტერესდეს – ფილტრი საშუალებას იძლევა დაზოგოთ ფინანსური რესურსი.
Facebook ბიზნეს გვერდით შექმნით, თქვენს ბრენდს საშუალებას აძლევთ იურითიერთოს სხვა ბრენდებთან, ასევე იგი მნიშვნელივანია საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისთვის, რადგან ისეთი სისტემები, როგორიცაა: Google, Bing, Yandex და ა.შ. კარგად ახდენს ოპტიმიზირებას და ხელს შეგიწყობთ მოიძიოთ მეტი ორგანული ტრეფიკი.
ინტერნეტ მარკეტინგული კომპანია “აიემსი” გთავაზობთ ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირების სერვისს თქვენი ბიზნესისთვის. ჩვენი სერვისი, ფეისბუქ გვერდის მართვა-ადმინისტრირება მოიცავს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა:
გთავაზობთ როგორც ყოველთვიურ პაკეტებს, ისე მორგებულ ინდივიდუალურ სოციალური მედიის მართვის პაკეტს .
თუკი თქვენი ბიზნესის ფეისბუქ გვერდის მართვას ჩვენ კომპანიას მოანდობთ, აღარ მოგიწევთ ისეთ კითხვებზე ფიქრი, როგორიცაა:
Facebook უკვე რამდენიმე წელია ნაბიჯ-ნაბიჯ აუმჯობესებს სარეკლამო შესაძლებლობებს. დღეს Facebook Ads არის პიონერი ფასიანი სოციალური რეკლამების სფეროში და მრავალი ბიზნესის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ცენტრალური ნაწილი გახდა.
Facebook გამოირჩევა გლობალური ჭეშმარიტად ფართო აუდიტორიით. ყოველთვიურად 1,55 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი – მთელი მსოფლიოს მოსახლეობის მეხუთედზე მეტი, და აქ არ ითვლება არააქტიური ან იშვიათად გამოყენებული ანგარიშები. Facebook-ს კონკურენტი არ ყავს, როდესაც საქმე ეხება აუდიტორიის უზარმაზარ რაოდენობას. ამასთან, მიუხედავად ასეთი დიდი აუდიტორიისა, Facebook-ის ნამდვილი სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ იძლევა შესაძლებლობას აუდიტორიის განცალკევებისა, რომლითაც რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ Facebook-ის მომხმარებლების სამიზნე აუდიტორიად შერჩევა.Facebook-ის ურთიერთმსგავსი აუდიტორიები რეკლამას აყენებს გრანულირებულ დონეზე ადამიანები თავიანთი ცხოვრების თითქმის ყველა წარმოსადგენ დეტალს აზიარებენ ფეისბუქზე. პარტნიორების შეხვედრიდან და ქორწინებიდან დაწყებული ბავშვების დაბადებით დამთავრებული. ან ახალი კარიერული ნაბიჯების აღნიშვნით, ფეისბუქის მომხმარებლები ყოველდღიურად აზიარებენ ცხოვრებისეულ მიღწევებს სოციალურ ქსელებში.
ისინი ასევე ეძებენ და მოიხმარენ კონტენტს, რომელიც შეესაბამება პირადი ინტერესების, შეხედულებების, იდეოლოგიების და ღირებულებების უზარმაზარ სპექტრს. ხოლო რეკლამის განმთავსებლებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, მოაწესრიგონ სარეკლამო შეტყობინებები აუდიტორიისთვის ისე, როგორც აქამდე შეუძლებლად, ან წარმოუდგენლადაც კი მიაჩნდათ. ამ ფუნქციების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროგრამაა რეკლამის განმთავსებლებისთვის შესაძლებლობა, შექმნან ეგრედ წოდებული ”მსგავსი აუდიტორია”.
რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ საკუთარი მონაცემთა ბაზებიდან ატვირთონ მომხმარებლების ინფორმაცია Facebook-ზე, რომელიც შემდეგ იყენებს ფილტრაციას საკუთარი მონაცემებისა და მესამე მხარის მონაცემთა ბროკერების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, იმ მომხმარებლების შესარჩევად, რომელთა ინფორმაციასაც ატვირთავს რეკლამის განმთავსებელი. ეს ქმნის მომხმარებელთა “გასაოცარ” აუდიტორიას, რაც საშუალებას აძლევს რეკლამერებს ეფექტურად გააორმაგონ თავიანთი რეკლამების პოტენციური შესაძლებლობები ისეთი ახალი მომხმარებლების შერჩევით, რომლებიც გამოხატავენ იგივე ინტერესებსა და სამომხმარებლო ქცევას, როგორსაც მათი არსებული მომხმარებლები.
ფასიანი სოციალური რეკლამის ბევრი ახალბედა სვამს ერთსა და იმავე კითხვას, კერძოდ, “მუშაობს Facebook რეკლამა?” პასუხი კი ერთია – დიახ, ასეა და თანაც საოცრად კარგად. ამასთან, ნაცვლად ფეისბუქის განხილვისა, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი პოტენციური ბილბორდი, რეკლამის განმთავსებლებმა მას უნდა შეხედონ, როგორც მომხმარებლებთან დაახლოების იმაზე მეტად იდეალურ საშუალებას, ვიდრე ოდესმე ეგონათ.
შედარებით მშრალი, ტექსტზე დაფუძნებული PPC ნათესავებისგან განსხვავებით, Facebook რეკლამები ძალზე ვიზუალურია. საუკეთესო Facebook რეკლამები ერწყმის მომხმარებელთა ვიდეოებს, სურათებსა და სხვა ვიზუალურ შინაარსს, რაც რეკლამერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ არა მხოლოდ ვიზუალური რეკლამების დამაჯერებელი თვისებები, არამედ შეიტანონ მასში ის სასურველი შეტყობინებები, რაც მაღალხარისხიან რეკლამას მიმზიდველს გახდის.
ვიზუალურად ძლიერი Facebook რეკლამა Uber-ისგან
მსგავსად Google-სა, რომელიც მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებს ტექსტზე დაფუძნებული PPC რეკლამების ფორმატირებაზე, Facebook მუდმივად აფასებს, თუ როგორ შეუძლია რეკლამის განმთავსებლებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის მარკეტინგული პლატფორმა და მომხმარებლების დამაკმაყოფილებელი და საინტერესო ონლაინ გამოცდილება. წარსულში, Facebook-ი ავალდებულებდა, რომ მის პლატფორმაზე განთავსებულ რეკლამებში დატანილიყო ტექსტი, რომელიც დაიკავებდა მთლიანი სარეკლამო არეალის 20%-ს, თუმცა ეს შეზღუდვა შემდეგ შემსუბუქდა. ამასთან, სარეკლამო მმართველობაში ამ მნიშვნელოვანი ცვლილების მიუხედავად, Facebook რჩება არსებითად ვიზუალურ პლატფორმად – გაყიდვის მთავარ პუნქტად მრავალი რეკლამის განმთავსებლისთვის.
ბიზნესი და მარკეტერები, რომლებიც იყენებენ Facebook Ads-ს, ხშირად აღფრთოვანებულნი არიან მისი სამიზნე ვარიანტების სიმკვეთრით. ისევე, როგორც მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ლამაზი, საინტერესო რეკლამების შესაქმნელად. ამასთან, Facebook Ads-ის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც მუდმივად აკვირვებს ახალბედებს, არის ინვესტიციის დაბრუნების ის პოტენციალი, რომელსაც Facebook-ზე რეკლამირება გვთავაზობს. ასევე ის, თუ რამდენად ფართოდ შეუძლიათ გამოიყენონ მცირე ბიუჯეტი საზრიანი რეკლამის შექმნით.Facebook-ის ხელმისაწვდომი ბიუჯეტი = პოტენციურად მაღალი ROI
მიუხედავად იმისა, რომ Facebook სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა მასშტაბები, შეტყობინებები და საერთო კამპანიის მიზნები, Facebook Ads საოცრად ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით მათი პოტენციური გავლენისა და იმ სიმკვეთრის გათვალისწინებით, რომლითაც რეკლამერებს შეუძლიათ იდეალური სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა. ეს მაღალკონკურენტული ფასები Facebook Ads-ს ძალიან მიმზიდველ წინადადებად აქცევს მცირე ბიზნესის და შეზღუდული რესურსის მქონე კომპანიებისთვის – არა მხოლოდ დიდი ბრენდებისთვის ფართო მარკეტინგული ბიუჯეტით. პლატფორმის მიერ შემოთავაზებულ მნიშვნელოვან პოტენციურ შემოსავლებთან ერთად, Facebook Ads ერთ-ერთი საუკეთესო ონლაინ სარეკლამო გადაწყვეტილებაა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია.
Facebook Ads სოციალურ ქსელებში რეკლამირების შესანიშნავი მაგალითია. მსოფლიოში არსებულ სოციალურ ქსელებს შორის ყველაზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობით, Facebook გახდა მეტად კონკურენტუნარიანი და პოტენციურად მომგებიანი ელემენტი მრავალი ბიზნესის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიაში.
Facebook რეკლამების ძირითადი სახეობები
მართალია, ფეისბუქზე რეკლამირება შეიძლება ჩაითვალოს AdWords-ს მსგავსი, იმაში, რომ ორივე პლატფორმის გამოყენებით რეკლამის განმთავსებლები არსებითად ხელს უწყობენ თავიანთ ბიზნესს ინტერნეტით, თუმცა მსგავსება აქვე მთავრდება. განსხვავებით ფასიანი ძებნისგან, რომელიც ბიზნესს ეხმარება ახალი მომხმარებლების პოვნაში საკვანძო სიტყვების საშუალებით, ფასიანი სოციალური რეკლამები ეხმარებიან მომხმარებლებს ბიზნესის პოვნაში, რაც მათთვის საინტერესოა და შეესაბამება მათ ჩვევებსა და მონაცემებს ინტერნეტში.
როდესაც საქმე Google AdWords– სა და Facebook Ads- ს შორის არსებულ მთავარ სხვაობას ეხება, შეგიძლიათ ასე იფიქროთ: AdWords დაგეხმარებათ ახალი მომხმარებლების პოვნაში, ხოლო Facebook დაეხმარება ახალ მომხმარებლებს თქვენს მოძებნაში. ახლა, როდესაც Google AdWords და Facebook Ads (ან ფასიანი ძებნა და ფასიანი სოც. რეკალმა) ელემენტარული განსხვავება ვნახეთ, მოდით განვიხილოთ თითოეული პლატფორმის ძლიერი მხარეები და როგორ შეგვიძლია ონლაინ მარკეტინგის ამ საშუალებების ეფექტურად გამოყენება.
თუ გჭირდებათ Facebook ფეისბუქ გვერდის მართვა, დაგვიკავშირდით: 593 26 26 12
მეტი საინტერესო სტატიისთვის, გაეცანით ჩვენს ბლოგს
გაქვს შეკითხვები?
სამუშაო საათები
ორშ-პარ: 10:00-19:00 საათი
შაბ-კვირ: 11:00-18:00 საათი
© 2024 IMC.GE - ყველა საავტორო უფლება დაცულია!