IMC

seo-optimizacia

SEO ოპტიმიზაცია

მთავარი - SEO ოპტიმიზაცია

 SEO ოპტიმიზაცია, იგივე საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია – ეს არის “ბუნებრივი” საშუალება ვებ-გვერდის ხილვადობის გასაზრდელად ისეთ საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google, Bing, Yandex და ა.შ. ეს „ჯადოსნური“ გარდაქმნა დაეხმარება თქვენს საიტს საძიებო სისტემის ძიების გვერდზე წამყვანი პოზიციების მოპოვებაში.

მომსახურების მისაღებად დაგვიკაგვშირდით ნომერზე: +995 593 26 26 12

 კომპანია “IMC აიემსი” გთავაზობთ სერვისს – seo ოპტიმიზაცია. ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიების დახმარებით თქვენს ვებ საიტსა და მასზე განთავსებულ კონტენტს მიეცემა საძიებო სისტემის პირველ გვერდსა და წამყვან პოზიციებზე გაომჩენის შესაძლებლობა. საძიებო სისტემებიდან შემოსული ორგანული ტრეფიკი უდიდეს ბენეფიტს მოგიტანთ მომდევნო წლების განმავლობაში

 “Search Engine Optimization” საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია.

ეს არის თქვენი ვებსაიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემის (მაგ: Google) ალგორითმის შესაბამისად, რათა ძებნისას მოწინავე პოზიციებზე გამოჩნდეს. SEO ყურადღებას ამახვილებს ორგანული (უფასო) ძიების შედეგების რეიტინგის გაუმჯობესებაზე. თუ ვებსაიტი გაქვთ და გსურთ მეტი ტრაფიკის მიღება, ეს თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის ნაწილი უნდა იყოს.

SEO ოპტიმიზაცია - ზრდა

როგორ მუშაობს საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია?

 ისეთი საძიებო სისტემები, როგორიცაა Google, Yandex, Bing და სხვა, იყენებენ ბოტებს, რომლებიც „დაცოცავენ“ ინტერნეტში, საიტებიდან საიტებზე გადაადგილდებიან, ამ გვერდების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ინდექსირებისთვის. შემდეგ, მრავალმხრივი ალგორითმით ანალიზდება ვებგევრდში განთავსებული ინფორმაცია და სხვადასხვა ფაქტორისა თუ სიგნალების გათვალისწინებით წყდება, რომელი საიტი რომელ პოზიციაზე განთავსდეს ძიების შედეგებში.

 ძიების რანკის ფაქტორები შეიძლება ჩაითვალოს მომხმარებლის გამოცდილების ასპექტებზე მინდობილად. სხვადასხვა საძიებო სისტემას აქვს მნიშვნელოვანი ფაქტორების სხვადასხვა თანმიმდევრობა და ღირებულება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემა არის Google, შემოგთავაზებთ მის ძირითად SEO ოპტიმიზაციის ფაქტორებს. შესაძლოა, თანმიმდევრობა ყოველთვის ასეთი არ იყოს, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორები

 

რატომ არის SEO ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანი მარკეტინგისთვის?

 SEO ოპტიმიზაცია არის ციფრული მარკეტინგის ფუნდამენტური ნაწილი, რადგან ადამიანები ყოველწლიურად ტრილიონობით ძიებას ახორციელებენ. ხშირად მათ კომერციული მიზანი აქვთ, იპოვონ ინფორმაცია პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ. ბევრ შემთხვევაში ძებნა ბრენდის ციფრული ტრაფიკის ძირითადი წყაროა და ავსებს სხვა მარკეტინგულ არხებს. ძიების შედეგებში კონკურენტებზე უფრო მეტ ხილვადობას და მაღალ რეიტინგს, შეუძლია არსებითი გავლენა იქონიოს თქვენს წარმატებაზე.

 ამასთან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვითარდება ძიების შედეგები, რათა მომხმარებლებს მიეცეთ უფრო მეტი პირდაპირი პასუხი და ინფორმაცია, რაც უფრო მეტ მომხმარებელს შეინარჩუნებს შედეგების გვერდზე, სხვა ვებსაიტებზე გადაყვანის ნაცვლად.

 ასევე გაითვალისწინეთ, რომ ძიების შედეგებში ისეთი მახასიათებლების გამოჩენა, როგორიცაა მდიდარი შედეგები და ცოდნის პანელები, შეიძლება გაზარდონ ხილვადობა და მომხმარებლებს მიაწოდონ მეტი ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ პირდაპირ შედეგებში.

რატომ მჭირდება SEO ოპტიმიზაცია?

 რაც უფრო მეტი ადამიანი ნახულობს თქვენს ვებ საიტს საძიებო სისტემაში შესაბამისი ტერმინებით ძებნისას, მით უფრო იზრდება თქვენს საიტზე გადმომსვლელთა და მომხმარებელთა რაოდენობა. ამისთვის საჭიროა, თქვენი ვებ საიტი და მასზე განთავსებული კონტენტი აკმაყოფილებდეს იმ ფაქტორებს, რომლებსაც საძიებო სისტემის (მაგ. Google) ალგორითმი ითვალისწინებს ძიების შედეგების რანკირებისას. 

 ვებ საიტების ვიზიტორთა 55%-ზე მეტი სწორედ საძიებო სისტემებიდან შემომავალი ორგანული ვიზიტორები არიან. ამიტომ ყველასთვის ცხადია, რამდენად მნიშვნელოვანია ორგანული „უფასო“ ვიზიტორებიდან რაც შეიძლება მეტის შემოყვანა ჩვენს საიტზე.

 ალბათ იფიქრებთ, როგორაა უფასო, თუკი ფულს ვიხდი ამ მომსახურებაში?!  პასუხი მარტივია – SEO ოპტიმიზაცია არის პროცედურა, რომლის განხორციელების შემდეგ თქვენ მრავალი წლის განმავლობაში იღებთ მომხმარებლებს დამატებითი ხარჯების გარეშე. და ეს ის მომხმარებლები არიან, რომლებსაც ზუსტად თქვენ სჭირდებით. 

 დაფიქრდით, რა დროს იყენებთ საძიებო სისტემას ძირითადად? ალბათ მაშინ, როცა რაღაც გჭირდებათ, რაღაცას ეძებთ, იქნება ეს ინფორმაცია, სერვისი, პროდუქტი თუ სხვა. საძიებო სისტემა კი პირველ რიგში მაქსიმალურად შესაფერის შედეგებს გთავაზობთ. ეს სწორედ საძიებო სიტემის ალგორითმისა და სწორი SEO ოპტიმიზაციის დამსახურებაა.

რატომ სჭირდება Google-ს ჩვენი დარანკვა?

 Google არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძლავრი საძიებო სისტემა. თუმცა მას ჰყავს კონკურენტების, როგორებიცაა: Bing, Yandex, YahooBaidu და სხვა. მართალია, Google ყველა მაჩვენებლით პირველია, თუმცა ის ამ პოზიციის შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებს. მისი პირველი საზრუნავი თავისი მომხმარებლებია, რადგან ყოველი მათგანი შემოსავლის წყაროა.

 ნებისმიერი ჩვენგანი, რომელიც Google-ს თუნდაც უფასო სერვისებს ვიყენებთ, ვუხდით გუგლს ამ მომსახურებაში. ჩვენი უპირველესი გადასახადი ის ინფორმაციაა, რომელსაც ვაძლევთ ამ გიგანტურ კომპანიას ყოველდღიური საქმიანობისას. ხოლო ამ ინფორმაციის საფუძველზე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილზე ვიღებთ ჩვენზე მორგებულ რეკლამებს. 

 გუგლისთვის პრიორიტეტულია, მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი დარჩეს მისი მომსახურებით, რათა მათ კონკურენტებით არ ჩაანაცვლონ. ამიტომ ვებ გვერდი, რომელიც პირველ პოზიციებს დაიკავებს ძებნის შედეგებში, მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს იმ ტერმინებს, რომელსაც მომხმარებელი საძიებო სისტემაში ჩაწერს. უნდა შეიცავდეს ისეთ კონტენტს, რომელიც მომხმარებელს კმაყოფილს დატოვებს და სხვაგან წასვლის სურვილს არ გაუჩენს. ამგვარად, მომხმარებელიც კმაყოფილი რჩება, Google-ც და თქვენც. სწორედ ამ პრინციპებით მოქმედებს SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია.

SEO ოპტიმიზაცია – მნიშვნელოვანი ფაქტორები

 საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შედეგები მთლიანად დამოკიდებულია იმ ალგორითმზე, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ვებ გვერდის პოზიციონირებას საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე. ალგორითმი მოიცავს დაახლოებით 250-ზე მეტ სხვადასხვა „რენკინგ ფაქტორს“, თუმცა არის გამორჩეული ფაქტორებიც, რომელთა გათვალისწინება ყველა SEO სტრატეგიაში გამოსაყენებელია.

  • ვებ-საიტის სისწრაფე – საიტის სწრაფად მუშაობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც Google დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს იმიტომ, რომ თუკი საიტი ნელია, ის მომხმარებლისთვის არაკომფორტულია, ასეთი საიტები კი Google-სთვის ღირებული ვერ იქნება.
  • მობილურთან თავსებადობა – გამომდინარე იქიდან, რომ მობილურის გამოყენება ინტერნეტ სივრცეში სამოძრაოდ და სერვისების მისაღებად ყოველდღიურად იზრდება, საძიებო სისტემებისთვისაც აუცილებელ პირობად ჩამოყალიბდა, რომ საიტს ჰქონდეს მობილური ვერსია.
  • კონტენტის ხარისხი – მნიშვნელოვანია, ვებ-საიტიმ რომელზეც გსურთ SEO ოპტიმიზაცია, ქმნიდეს და მომხმარებელს აწვდიდეს ხარისხიან შინაარსს. რაც უფრო ხარისხიანია თქვენი კონტენტი, მით მეტი მომხმარებელი ჩაერთვება თქვენს შეთავაზებებში, ეს კი დარანკვას შეუწყობს ხელს.
  • საიტის ავტორიტეტი – საზოგადოებაში მისი პოპულარობა და ვებ სივრცეში მისი ხსენების სიხშირე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია, თქვენს ვებგვერდსა და მასზე განთავსებულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე ავტორიტეტული საიტები საუბრობდნენ და ამისამართებდნენ მომხმარებლებს თქვენს ლინკებზე.
  • ტექნიკურად გამართული საიტი – ბევრი ახსნა არ უნდა სჭირდებოდეს იმას, რომ საიტი თავიდან ბოლომდე გამართულად უნდა მუშაობდეს და არ აბნევდეს და აფრთხობდეს მასზე შემოსულ მომხმარებლებს თუ საძიებო სისტემის ბოტებს.
  • საკვანძო სიტყვების რელევანტურობა – საკვანძო სიტვების (Keywords) ვებ-გვერდზე გამოყენება აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს იმ საძიებო ტერმინებს, რომლებიც მომხმარებელთა ძიების ჩვევით ყალიბდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. საძიებო სიტყვების კვლევა, ასევე ერთერთი მნიშვნელოვანი და შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორიც აღმოჩნდეს, რათა წარმატებული გამოდგეს თქვენი საიტის SEO ოპტიმიზაცია
  • სხვა კიდევ მრავალი ფაქტორი – გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებისა, საძიებო სისტემების ალგორითმი დაახლოებით 250 ფაქტორს ითვალისწინებს იმის განსაზღვრისთვის, თუ რომელ პოზიციაზე მოხვდეს თქენი ვებგვერდი.

უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ვებსაიტი

გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი SEO რეიტინგის პირველი ფაქტორი უკავშირდება სწორი სახის URL-ს. კერძოდ, ეს არის URL მისამართი, რომელზეც Google-ის ბოტებს მარტივად შეუძლიათ წვდომა და დათვალიერება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Google-ს უნდა შეეძლოს URL-ის მონახულება და გვერდის შინაარსის დათვალიერება, რათა გაიგოს, რას წარმოადგენს ეს გვერდი. რობოტების დასახმარებლად დაგჭირდებათ:

  • ვებ საიტი, რომელიც დამზადებულია კარგად კოდირებულ პლატფორმაზე (მაგ. WordPress)
  • Robots.txt ფაილი, რომელიც ეუბნება Google-ს, სად შეუძლია და სად არ შეუძლია, ნახოს თქვენი ინფორმაცია.
  • საიტის რუკა, სადაც ჩამოთვლილია თქვენი ყველა გვერდი.

გუგლის ალგორითმი

ძიების შედეგების რეიტინგი განისაზღვრება Google- ის ალგორითმით. Google- ის ალგორითმი საიდუმლოდ რჩება. მიუხედავად ამისა, SEO- ს მრავალწლიანმა გამოცდილებამ საკმაოდ კარგი წარმოდგენა შექმნა მნიშვნელოვანი რეიტინგის ფაქტორების შესახებ. ჩვენი აზრით, Google– ის ალგორითმის ფაქტორები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად:

არის კიდევ ერთი გვერდითი ფაქტორი. თქვენი კონკურენცია ამავე მიმართულების საიტებთან. ზოგიერთ მიმართულებაში ბევრად რთულია რანკირება.  ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს და ამას შეისწავლა ჭირდება. ბაზრის კონკურენტუნარიანობა ასევე დიდ გავლენას ახდენს თქვენი რანკირების შანსებზე.

გვერდის სიჩქარე (მობილური გვერდის სიჩქარის ჩათვლით)

 გვერდის სიჩქარე წლების განმავლობაში ითვლება SEO რეიტინგის ერთ-ერთი წამყვან ფაქტორად. Google-ს სურს, გააუმჯობესოს მომხმარებლების გამოცდილება ინტერნეტში, და სწრაფად დატვირთული ვებ გვერდები სწორედ ამას გააკეთებენ.

 გამომდინარე იქიდან, რომ მობილურის მოხმარება დღდითიდღე იზრდება, აუცილებელია, თქვენი ვებ საიტი სწრაფი იყოს არა მხოლოდ კომპიუტერის, არამედ მობილურის ვერსიაზეც. სწრაფად ჩატვირთული ვებ საიტი კომფორტულია მომხმარებლისთვის, ამიტომ Google-ც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ფაქტორს.

 ვებ საიტის სიჩქარე შეგიძლიათ შეამოწმოთ უფასო ხელსაწყოს დახმარებით – PageSpeed Insights

 ხოლო მობილურთან მეგობრულობა შეამოწმეთ – Mobile-Friendly Test-ით

SEO ოპტიმიზაცია და მობილურთან მეგობრულობა

 როგორც ზემოთ ვახსენეთ, მობილური მოწყობილობების გამოყენების სიხშირე ყოველდღიურად იზრდება, ამიტომ თქვენი ვებ საიტი აუცილებლად უნდა იყოს მობილური მოწყობილობების მიმართ მეგობრული. საიტის დამზადება მოიცავს ყველა მოწყობილობაზე, მათ შორის მობილურზე მორგებული ვებ საიტის შექმნას. 

 ვებ საიტს Google-ი პირველ რიგში მობილურთან მეგობრულობის გათვალისწინებით აინდექსირებს, ამიტომ თუ თქვენი საიტი არ არის „რესპონსივი“, ანუ ყველა მოწყობილობას შესაბამის ზომებში არ ერგება, ამით თქვენ დიდი რისკის ქვეშ აყენებთ SEO ოპტიმიზაციას. 

 გასათვალისწინებელი დეტალები:

  • გქონდეთ ვებ საიტი, რომელიც ყველა მოწყობილობას იდეალურად ერგება ავტომატურად ზომის შეცვლით.
  • გამოიყენეთ დიდი შრიფტები მცირე ეკრანზე ადვილად წასაკითხად.
  • ჩართეთ ხელმისაწვდომი მენიუები, რათა თქვენს საიტზე გადაადგილება გამარტივდეს.

დომენის ასაკი, URL და ავტორიტეტი

 იცოდით, რომ საიტების თითქმის 60%, რომლებიც Google-ის შედეგების ათ საუკეთესოშია, სამი წლის ან მეტისაა? Ahrefs-ის ორი მილიონ საიტიანი კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ ერთ წელზე ნაკლები ასაკის საიტების ძალიან მცირე ნაწილი აღწევს ამ შედეგს.

age-of-page-days

 ზოგიერთ შემთხვევაში, დომენის სახელს აქვს მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ Google-მა დაადასტურა ზუსტი შესატყვისი დომენები (ისინი, სადაც სამიზნე საკვანძო სიტყვა არის URL-ში), ეს ჯარიმა ზოგადად ეკუთვნის ვიწრო შინაარსის სპამიან საიტებს.

 Moz-ის კვლევამ აჩვენა, რომ ზუსტი შესატყვისი დომენებს, რომლებიც მიჩნეულია რელევანტურ, ღირებულ და მაღალხარისხიანად, ირანკებიან ამის გამო. ამასთან, თუ უკვე ჩამოყალიბებული ვებსაიტი გაქვთ, არ გჭირდებათ თქვენი ბიზნესისთვის ზუსტი შესატყვისი დომენის ძებნა.

 თქვენი დომენის არჩევის საუკეთესო გზა? ფოკუსირდით URL-ზე, რომელიც ასახავს თქვენს ბიზნესს და მასზე ოპტიმიზირდით.

 როცა საქმე ეხება საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას, ავტორიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მოგვიანებით ნახავთ, ეს, ძირითადად, გამორჩეული კონტენტისა და off-page SEO სიგნალების (მაგ. სოციალურ ქსელებში გაზიარება) კომბინაციაა. თუ თქვნ ქმნით კონტენტს, რომელზეც ბევრი ადამიანი თუ ბიზნესი საუბრობს ინტერნეტში, მაშინ თქვენ დიდი წარმატება გელით SEO ოპტიმიზაციაში.

 შეგიძლიათ შეამოწმოთ დომენის ავტორიტეტი ან გვერდის ავტორიტეტი Open Site Explorer-ით. უბრალოდ ჩასვით თქვენი URL საიტზე საძიებო ველში და მიიღებთ მონაცემებს, რომელიც აჩვენებს დომენის ავტორიტეტს, გვერდის ავტორიტეტს, მოპოვებულ და დაკარგულ ბექლინკებს.

კონტენტის SEO ოპტიმიზაცია

 ზემოთ ორიოდე სიტყვით ვახსენეთ, რომ აუცილებელია საძიებო სისტემიდან გადმოსულ მომხმარებელს თქვენს ვებ გვერდზე დახვდეს ღირებული კონტენტი. თუმცა, მერწმუნეთ, ორი სიტყვა არ კმარა იმის ასახსნელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონტენტის ოპმიზაცია წარმატების მისაღწევად. აქაც ბევრი ქვეფაქტორია გასათვალისწინებელი, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს ვებ ფგვერდის პოზიციონირებას საძიებო სისტემაში. 

 მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის თუ რამდენად საინტერესო და ინფორმაციული კონტენტი გაქვთ განთავსებული, არამედ ის თუ როგორ გადმოსცემთ და მიაწვდით მას მომხმარებლებს. თუმცა იქამდე გუგლმა უნდა ჩათვალოს თქვენი კონტენტი ღირებულად, რათა შემდეგ მომხმარებლამდე მიიტანოს.

ტექნიკური SEO ოპტიმზაცია

 უკვე ვთქვით, რომ სწორი კოდირება მნიშვნელოვანი ფაქტორია SEO საძიებო სისტემის ოპტიმიზაციასა და უკეთეს რანკირებაში. შეიძლება ეს ცოტა შემაშინებელია, თუკი ნაკლებად ერკვევით ტექნიკურ საკითხებში.

 აქ მოცემულია რამდენიმე ასპექტი, რომლის კონტროლიც შეგიძლიათ მაშინაც კი, თუ არ ხართ ვებ დეველოპერი:

  • გვერდის სათაურში დატანილი უნდა იყოს ის ქივორდები (საკვანძო სიტყვები), რომლითაც გუგლი განსაზღვრავს, რომელი გვერდია უფრო რელევანტური კონკრეტულ საძიებო ტერმინთან.
  • დაასათაურეთ ტექსტი იერარქიის გამოსაჩენად h1, h2 ან h3-ის და ა.შ მეშვეობით.
  • დაწერეთ მეტა აღწერა, რომელიც იზიდავს მკითველს და თან შეიცავს საკვანძ სიტყვებს.
  • მეტა აღწერა უნდა იყოს გამჭვირვალე და მოკლე (160 სიმბოლომდე)
  • გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები სურათის alt თეგებში, რათა აჩვენოთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სურათები ძირითადი შინაარსისთვის
  • ALT თეგების დახმარებით თქვენ უსინათლო მკითხველებსაც უფრო საინტერესო კონტენტს სთავაზობთ.
  • გამოიყენეთ schema markup-ი, რათა Google-ს უთხრათ, რა სახის კონტენტს აწარმოებთ.

 

მომხმარებლის გამოცდილება (RankBrain)

საკმაო ხანია, Google იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ვებ-გვერდების უკეთ შესასწავლად. ის ამ სიგნალს RankBrain-ს უწოდებს. ეს მოიცავს სხვა სიგნალებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თქვენი საძიებო სისტემის რეიტინგზე. ისინი მოიცავს:

  • Click-through rate: იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც ძებნის შემდეგ თქვენს ვებ გვერდზე გადმოვიდნენ.
  • Bounce rate (განსაკუთრებით pogo-ს გადაჭარბება): ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თქვენს გვერდზე გადმოვიდნენ და სწრაფად დაბრუნდნენ ძიების შედეგებზე.
  • გატარებული დრო: რამდენ ხანს დარჩნენ სტუმრები თქვენს საიტზე შემოსვლის შემდეგ

SEO-optimizaciis-signalebi

 თუ ხალხი შემოდის თქვენს საიტზე, არ მოსწონს ის და სწრაფადვე ბრუნდება უკან, ეს Google-ს აფიქრებინებს, რომ თქვენი ვებ გვერდი ამ ადგილს „არ იმსახურებს“. თუ ასე ბევრი ხალხი იქცევა, თქვენს საიტს გაუჭირდება წამყვანი პოზიციების დაკავება საძიებო სისტემის შედეგების გვერდზე.

SEO ოპტიმიზაცია და ლინკები

როგორც დასაწყისში ვთქვით, ინტერნეტ ქსელი აგებულია ლინკებზე (ბმულებზე). ასე რომ, ბუნებრივია, ბმულები გადამწყვეტი SEO ოპტიმიზაციის რეიტინგის სიგნალია. არსებობს სამი სახის ბმული, რომელზეც უნდა იფიქროთ:

  • Inbound ლინკები – შემომავალი ბმულები
  • Outbound ლინკები – გამავალი ბმულები
  • Internal ლინკები – შიდა ბმულები

Inbound ლინკები

 Inbound, იგივე შემომავალი ლინკები არის ბმულები, რომელიც სხვა ვებ საიტებიდან არის გადმომისამართებული ჩვენს ვებ გვერდზე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია იქიდან გამომდინარე, რომ საძიებო სისტემის ბოტებს არ შეუძლიათ იმ ტექსტის აღქმა, რომელშიც თქვენი საიტის შესახებ საუბრობენ სხვა ავტორიტეტულ საიტებზე. 

 ავტორიტეტული საიტების თქვენს შესახებ საუბარი კი გუგლს ეუბნება, რომ თქვენ რაღაც იმდენად საინტერესოს ქმნით, რომ სხვა მნიშვნელოვანი პირები თუ ბიზნესები საუბრობენ თქვენზე. რაც, ცხადია, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენს SEO ოპტიმიზაციაში.

Outbound ლინკები

Outbound, იგივე გამავალი ლინკები არის ბმულები, რომლებიც გადამისამართებულია სხვა საიტებიკენ. ამ შემთხვევაში თქვენ ლინკს სვამთ ტექსტის იმ მონაკვეთში, სადაც საუბრობთ, მაგალითად Facebook-ის, Amazon-ის ან სხვა კომპანიის შესახებ. Outbound ლინკების გამოყენებით გუგლს ეუბნებით, რომ თქვენ საუბრობთ არა მხოლოდ საინტერესო საკითხზე, არამედ საინტერესო და ავტორიტეტულ ვებ საიტზე თუ კომპანიაზე.

 ცხადია, გუგლი ამასაც აქცევს ყურადღებას

Internal ლინკები

 Internal, იგივე შიდა ლინკები არის თქვენი საიტის ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე გადამისამართებული ბმულები. ეს დეტალი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, მათი გამოყენებით საძიებო სისტემის ბოტებს უადვილებთ თქვენს საიტზე მოძრაობა, უხსნით გზას ყველა გვერდისკენ და უცვენებთ თქვენი საიტის მთლიან სტრუქტურას.

 გვერდი, რომელსაც შიდა შემავალი ლინკი არ აქვს, შესაძლოა გამორჩეს ბოტს და ვერ დაინდექსირდეს საძიებო სისტემაში.

SEO ოპტიმიზაცია და სოციალური სიგნალები

 როდესაც ხალხი თქვენს კონტენტს სოციალურ ქსელში აზიარებს, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ თქვენი კონტენტი ღირებულია. Cognitive SEO-ს კვლევამ აჩვენა ცხადი კავშირი სოციალურ ქსელში გაზიარებასა და SEO რანკინგს შორის.

social-network-activity

 Google სოციალურ ქსელებში გაზიარებების რაოდენობას ოფიციალურ დარანკვის ფაქტორად არ აღიარებს. ლინკები Twitter ან Facebook-დან არ არის ისეთი ღირებული, როგორიც სხვა ავტორიტეტული საიტებიდან.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ საერთო ჯამში გაზიარებების რაოდენობა SEO ოპტიმიზაციაზე არ მოქმედებს. ცხადია მას აქვს გავლენა:

  • მეტ გაზიარებას სოციალურ ქსელში, შემოყავს მეტი მომხმარებელი გვერდზე.
  • მეტი გაზიარება სოციალურ ქსელებში ქმნის მეტ შანსს, გამოიმუშაოთ ბექლინკები.

 

ადგილობრივი (ლოკალური) SEO ოპტიმიზაცია

 თქვენი ბიზნესის ინტერნეტ სივრცეში კარგად წარმოსაჩენად მხოლოდ ვებ საიტი არ კმარა. თუ გაქვთ ფიზიკური სივრცე, მაგ. ოფისი, მაღაზია, თონე, რესტორანი თუ სხვა, აუცილებლად უნდა დაარეგისტრიროთ ის Google My Business-ში.

 ადგილობრივი SEO ოპტიმიზაცია გახდის ხელმისაწვდომს თქვენს ბიზნესს მაშინაც კი, როცა მომხმარებელი რაიმე ადგილს რუკაზე ეძებს. ასე თქვენ გაუმარტივებთ მომხმარებელს თქვენთან მოსასვლელ გზას, რაც კიდევ ერთი კომფორტის შექმნის საშუალებაა.

 გარდა ამისა, ამ ანგარიშზე თქვენ შეგიძლიათ დაიტანოთ თქვენი ინტერიერისა თუ ექსტერიერის სურათები, რაც მეტ ინტერესს გაუჩენს მომხმარებელს ძებნისას და გაზრდის შანსს, რომ მათ სწორედ თქვენ შეგარჩიონ.

google-my-business-magaliti-lokaluri

 აქვე თქვენ შეგიძლიათ, შეიტანოთ ისეთი მნიშვნელოვანი დეტალები თქვენს შესახებ, როგორიცაა: სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი. ამასთან ერთად შესაძლებლობა გაქვთ, აკონტროლოთ ამ კონკრეტული ბიზნეს ანგარიშიდან შემოსული ხალხის აქტივობა.

როგორ დაგეხმარებათ კომპანია IMC?

გამოცდილი, კვალიფიციური და კრეატიული გუნდი დაალაგებს ყველა იმ დეტალს და ფაქტორს თქვენს საიტზე, რაც გახდის SEO ოპტიმიზაციას წარმატებულს.  შეისწავლის და ვებსაიტზე მოარგებს ყველა იმ შესაძლო დეტალს, რომელიც მოგანიჭბთ უპირატესობას საძიებო სისტემაში. ჩვენი მარკეტინგული სტრატეგიები აწევს საიტის რანკს და გახდის კონკურენტუნარიანს არსებულ ბაზარზე.

ჰოლისტიკური SEO ოპტიმიზაცია

თქვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს საუკეთესო ვებსაიტის შექმნა და ხანგრძლივად შენარჩუნება. ნუ ეცდებით Google-ის მოტყუებას, არამედ გამოიყენეთ მდგრადი, გრძელვადიანი სტრატეგია. რანკირება ავტომატურად მოხდება, თუ თქვენი ვებსაიტი მაღალი ხარისხისაა. Google- ს სურს, თავისი მომხმარებლები საჭირო ადგილას მიიყვანოს. ამისთვის კრებს მსოფლიოს ყველა ონლაინ ინფორმაციას, და ხდის მას ყველასთვის ხელმისაწვდომს და სასარგებლოს.

გარდა ამისა, Google-ს, რა თქმა უნდა, ფულის გამომუშავება სურს. ამის მისაღწევად, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ხალხი განაგრძობს Google-ის გამოყენებას. ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ ხალხს აჩვენონ ის შედეგები, რასაც ეძებენ. ასე რომ, თუ თქვენი ვებსაიტი საუკეთესოა თქვენს ბაზარზე, Google-იც  პირველ ადგილზე გამოაჩენს მას.

Google- ში მუდმივი რეიტინგისთვის საჭიროა გრძელბადიანი SEO სტრატეგია. ხედვა, რომელიც ორიენტირებულია თქვენი ვებსაიტის ყველა ასპექტზე და მის მარკეტინგზე. ტექნიკური მხარე, მომხმარებელთა გამოცდილება სტატიის შინაარსი თქვენს ვებგვერდზე – ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა იყოს. საძიებო სისტემაში რეიტინგის შესანარჩუნებლად უნდა შეიმუშაოთ გრძელვადიანი SEO მიდგომა.

 ჰოლისტიკური SEO მოითხოვს:

  • საიტის სიმსუბუქე, ჩატვირთვის სისწრაფის გასაზრდელად
  • სათაურების შემუშავება და გამოყოფა
  • სურათების ოპტიმიზაცია
  • საიტის კოდის სტრუქტურა და მინიმალიზაცია
  • საკვანძო სიტყვები და სიტყვათა ღრუბელი
  • Google, Yandex და Bing სისტემის ხელსაწყოების გამოყენება

 ჰოლისტიკურ SEO-ში დიდი მნიშვნელობა ენიჭება On-page და Off-page ფაქტორები:

გვერდის (On-page) SEO ფაქტორები

თქვენი ვებ-გვერდის რეიტინგი ნაწილობრივ განისაზღვრება (On-page) ფაქტორებით. გვერდის SEO ფაქტორები არის ყველაფერი ის, რითაც შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ უშუალოდ თქვენი ვებსაიტიდან. ეს ფაქტორები მოიცავს ტექნიკურ ასპექტებს (მაგ: თქვენი კოდის ხარისხი და საიტის სიჩქარე) და შინაარსთან დაკავშირებულ ასპექტებს, როგორიცაა ვებ-გვერდის სტრუქტურა ან სტატიის ხარისხი თქვენს ვებ-გვერდზე. ეს ყველაფერი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა SEO ფაქტორების შესახებ.

გარე (Off-page) SEO ფაქტორები

გვერდისსშიდა SEO ფაქტორების გარდა, არსებობს გარე ფაქტორებიც. ეს ფაქტორები მოიცავს სხვა ვებსაიტების ბმულებს. ასევე სოციალური მედიის ყურადღებას და სხვა მარკეტინგულ საქმიანობას თქვენი ვებ-გვერდის გარეთ. ეს გარეფაქტორები საკმაოდ მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნენლოვანი გარე ფაქტორია თქვენი საიტისკენ მიმავალი ბმულების რაოდენობა და ხარისხი. რაც უფრო ხარისხიანი და ავტორიტეტული საიტებიდან მოდის ეს ბმულები, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი პოზიცია Google– ში.

ჩვენ გვაქვს საუკეთესო სერვისი SEO ოპტიმიზაცია თქვენი საიტისთვის

 

იხილეთ ჩვენი სხვა სერვისები:

იხილეთ საინტერესო სტატიები ჩვენს ბლოგზე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

 

საკონტაქტო ფორმა

 

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს კონტენტისა და რეკლამის პერსონალიზებისთვის, სოციალური მედიის ფუნქციების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტრაფიკის გასაანალიზებლად. View more
Cookies settings
გასაგებია
სამომხმარებლო წესები და პირობები
Privacy & Cookies policy
Cookie name Active

ვინ ვართ ჩვენ

შემოთავაზებული ტექსტი: ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი: http://localhost/imc.

კომენტარები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ სტუმარი დატოვებს კომენტარს საიტზე, ჩვენ შევაგროვებთ ფორმაში მითითებულ მონაცემებს, აგრეთვე IP-მისამართს და ბრაუზერის user-agent-ის მონაცემებს, სპამის გამოვლენის მიზნით. ანონიმიზირებული სტრიქონი, რომელიც იქმნება თქვენი ელფოსტის მისამართიდან (ე.წ. „ჰეში“), შესაძლოა გადაეცეს სერვისს Gravatar, რათა მოხდეს იმის გარკვევა, იყენებთ თუ არა თქვენ მას. Gravatar-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია აქ: https://automattic.com/privacy/ . კომენტარის გამოქვეყნების შემდგომ თქვენი პროფილის გამოსახულება საჯაროდ გამოჩნდება თქვენი კომენტარის კონტექსტში.

მედია

შემოთავაზებული ტექსტი: თუ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი და ატვირთეთ ფოტო საიტზე, ჯობია თავიდან აიცილოთ EXIF-მონაცემებით ფოტოს ატვირთვა, ვინაიდან ისინი შეიცავენ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ნებისმიერს შეუძლია ამ ინფორმაციის ამოღება ფოტოდან.

ქუქი-ფაილები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ დატოვებთ კომენტარს ჩვენს საიტზე, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი სახელის, ელფოსტისა და ვებ-გვერდის მისამართის შენახვის შესაძლებლობა ქუქი-ფაილში. ეს კეთდება თქვენი კომფორტისათვის, რათა ხელახლა არ მოგიწიოთ იგივე მონაცემებსი შეტანა მორიგი კომენტარის დატოვებისას. ეს ქუქი-ფაილები ერთი წელი ინახება. თუ თქვენ სტუმრობთ ჩვენს შესვლის გვერდს, ჩვენ დავაყენებთ დროებით cookie-ს, რათა დადგინდეს თქვენი ბრაუზერი იღებს თუ არა cookies. ეს ქუქი-ფაილი არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და თქვენი ბრაუზერის დახურვისას გაუქმდება. პირად ანგარიშში შევლისას, ჩვენ ასევე ვაგზავნით რამოდენიმე ქუქი-ფაილს თქვენს კომპიუტერში, ეკრანის პარამეტრების ინფორმაციით. შესვლის ქუქი-ფაილი ორი დღე ინახება, ეკრანის პარამეტრების — 1 წელი. თუ აირჩევთ პარამეტრს „დამიმახსოვრე“, შესვლის პარამეტრები შენახული იქნება ორი კვირის განმავლობაში. ანგარიშიდან გამოსვლისას ქუქი-ფაილი წაიშლება. სტატიის ჩასწორების, ან გამოქვეყნებისას ბრაუზერში შენახული იქნება დამატებითი ქუქი-ფაილი, ის არ შეიცავს პირად მონაცემებს, არამედ მხოლოდ ჩასწორებული ჩანაწერის ID-ის და ვადა გასდის 1 დღეში.

სხვა საიტების ჩადგმადი შიგთავსი

შემოთავაზებული ტექსტი: სტატიები ამ საიტზე შესაძლოა შეიცავდნენ ჩადგმად შიგთავსს (მაგალითად ვიდეო, გამოსახულება, სტატია და ა.შ.). მსგავსი სახის შიგთავსი ისევე იქცევა, თითქოს მომხმარებელი გადავიდა სხვა საიტზე. ეს საიტები შესაძლოა აგროვებენ მონაცემებს თქვენს შესახებ, იყენებენ ქუქი-ფაილებს, ამატებენ დამატებითი თვალთვალის ხერხებს მესამე მხარისაგან და თვალყურს ადევნებენ თქვენს ურთიერთქმედებას შიგთავსთან, მათ შორის ურთიერთქმედებას იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორიზებული ხართ საიტზე და გაქვთ ანგარიში.

ვის ვუზიარებთ მოანცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ პაროლის გადაყენებას მოითხოვთ, თქვენი IP მისამართი დაემატება ელფოსტაში.

რამდენად დიდხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ თქვენ დაწერთ კომენტარს, მაშინ კომენტარიც და მისი მეტა-მონაცემები შეინახება უსასრულოდ დიდი ხნით. ეს ხდება იმისათვის, რომ ავტომატურად მოხდეს შემდგომი კომენტარების ავტომატური გამოქვეყნება, ნაცვლად ხელით მისი მოწონებისა. ჩვენს საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ჩვენ ვინახავთ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც მათ მიუთითეს პროფილში. ყველა მომხმარებელს შეუძლია ნახოს, ჩაასწოროს, ან წაშალოს მისი ინფორმაცია ნებისმიერ დროს (მომხმარებლის სახელის გარდა). ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ასევე შეუძლია დაინახოს ეს ინფორმაცია და შეცვალოს.

რა უფლებები გაქვთ პირად ინფორმაციაზე

შემოთავაზებული ტექსტი: საიტზე პირადი ანგარიშის არსებობისას, ან თუ თქვენ დატოვეთ კომენტარი, შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი ინფორმაციის ფაილის ექსპორტი, რომელიც ჩვენ შევინახეთ, მათ შორის თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ მონაცემების წაშლა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ ადმინისტრირების მიზნებისათვის, კანონის თანახმად, ან უსაფრთხოების მიზნით.

Where your data is sent

შემოთავაზებული ტექსტი: მომხმარებლების კომენტარები შესაძლოა ავტომატურად შემოწმდეს სპამის გამოვლენის სერვისით.
Save settings
Cookies settings