მობილური აპლიკაციის დამზადება თანამედროვე ციფრულ სამყაროში ერთერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა ბიზნესის მრავალმხრივი განვითარებისთვის. დღეს ყველა მიმართულების საქმიანობაშია აუცილებელი, რომ თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის გამოიყენოთ არა მხოლოდ ტრადიციული მარკეტინგი, არამედ ციფრული მარკეტინგის ყველა შესაძლო რესურსი. ანდროიდ თუ IOS სისტემის App-ი დღეს თანაბარმნიშვნელოვნად წარმატების მომტანი შეიძლება იყოს სხვადასხვა მიმართულების ბიზნესში. იქნება ეს ტაქსის აპლიკაციის შექმნა თუ ინტერნეტ მაღაზიის აპლიკაციის აწყობა.
და მაინც… რა სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს ტელეფონის აპლიკაციის გაკეთება თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის? ჩვენ მოგიმზადეთ ძალიან საინტერესო სტატია მისი ბენეფიტების შესახებ.
თუ ოდესმე გიფიქრიათ “ჩემი ბიზნესისთვის მობილური აპლიკაციის დამზადება აუცილებელია თუ არა?”, თქვენ სწორ ადგილას ხართ. თქვენი ბიზნესისთვის მობილური აპლიკაციის დამზადება/შექმნა სერიოზული გადაწყვეტილებაა, ასე რომ კარგად უნდა გესმოდეთ ბიზნესისთვის მობილური აპლიკაციის დამზადების მნიშვნელობა და თქვენი ბიზნესის შიგნით მისი არსებობის დადებითი მხარეები. ეს სახელმძღვანელო ნათელს ხდის იმ ფაქტს, თუ რატომ სჭირდება თქვენს ბიზნესს მობილული აპლიკაცია.
2019 წლისთვის დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა მოსახლეობის უმეტესობას უკვე ჰქონდა სმარტოფონი, როგორიცაა, მაგალითად, Android-ი, iPhone-ი ან iPad-ი. მსგავსი სტატისტიკა წარმოგვიდგენს მომხმარებლებთან კომუნიკაციის დასამყარებლად ახალ გზას, რაც დაახლოებით 10 წლის წინ მოსახლეობისთვის განუხორციელებელი ოცნება იყო.
დიდ ბრიტანეტში, მოზარდთა 78%-ი, ინტერნეტში შესვლის მიზნით, იყენებს მობილურ მოწყობილობებს. 2017 წელს მობილური ტელეფონის გამოყენება მოზრდილებისთვის გახდა ყველაზე პოპულარული ხერხი ინტერნეტში შესასვლელად და ინფორმაციაზე წვდომის მისაღებად. მომხმარებელთა 43%-ი, ინტერნეტში შესვლის მიზნით, იყენებდა ე.წ. “ტრადიციულ” დესკტოპებსა და კომპიუტერს, ხოლო მობილური აპლიკაციების გამოყენების პროცენტულობა დღითიდღე იზრდება.
მობილური აპლიკაციის შემუშავებას შეუძლია შემოგთავაზოთ ღირებული მარკეტინგული შესაძლებლობები და დაგეხმაროთ მოიზიდოთ მეტი მომხმარებელი, ისევე როგორც სხვა მრავალი უპირატესობა, რაც გაძლევთ საშუალებას თქვენს კონკურენტებს წინ გაუსწროთ.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თქვენი ბიზნესისთვის აუცილებელია მობილური აპლიკაციების გამოყენება, არის კლიენტებთან და მომხმარებლებთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება და გაუმჯობესება. უამრავ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებით მობილური აპლიკაციის შემუშავებამ საშუალება მისცა კლიენტებსა და ბიზნესებს შორის მკაფიო და პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება. მომხმარებლებისგან შეგროვებული ინფორმაცია ნებისმიერი ბიზნესისთვის შეუფასებელია.
აუცილებელია, მომხმარებლებმა შეძლონ სწორი კომუნიკაციის დამყარება. კლიენტებს ასევე სურთ მიიღონ კითხვებზე პასუხი, რომელიც ძირითადად ეხება თქვენს მომსახურებას ან მათ შეკვეთას. ან უბრალოდ უნდათ გიჩივლონ. მობილური აპლიკაციის დიზაინი და განვითარება, ორივე პროცესს ყველასთვის უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს ხდის; იმ იდეით, რომ, რაც უფრო სწრაფად მიიღებს მომხმარებელი პასუხს, მით უფრო ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ცუდი უკუკავშირი მიიღოთ.
მობილური აპლიკაციის გამოყენება თქვენი ბრენდის ცნობადობას ზრდის და შესაბამისად უფრო მეტია შანსი იმისა, რომ იყოთ ბრენდინგის ერთგული და შეგეძლოთ გამოიკვლიოთ, თუ როგორ შეიძლება მისი წარდგენა სრულიად განსხვავებულ ციფრულ პლატფორმაზე; შესაძლოა, სრულიად ახალი და ინოვაციური გზითაც კი. ის ასევე შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ახალი სარეკლამო პლატფორმა, რომელიც საურობს ისეთ საკითხებზე, რაც შეიძლება მომხმარებლების ინტერესი გამოიწვიოს, რათა ბრენდს მეტი ცნობადობა და ექსპოზიცია შესძინოს.
ბიზნესისთვის მობილური აპლიკაციის შემუშავება საშუალებას გაძლევთ მოიზიდოთ ახალი მომხმარებლები. როგორც სრულიად ახალი პლატფორმა, მობილური აპლიკაციის შემუშავება ასევე შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებელთა ახალი დემოგრაფიული მონაცემების თქვენამდე მიღწევა, რაც მობილურ აპლიკაციებს უფრო პოპულარულს ხდის, ვიდრე ვებ ბრაუზერებს.
პერსონალური აპლიკაციის განვითარება ასევე გვაძლევს საშუალებას შეტყობინებები და ინფორმაცია გაიგზავნოს მომხმარებლებთან. თუ ეს ინფორმაცია მათთვის სასარგებლო და შესაბამისია, საშუალება მოგეცემათ მოიზიდოთ სანდო მომხმარებლები, რომლებმაც იციან აპლიკაციის გამოყენების ფასი.
დავუშვათ, რომ თქვენი კომპანია უზრუნველყოფს სანდო პროგრამას ან განიხილავს მის დანერგვას, როგორც გაყიდვის წახალისების ერთ-ერთ საშუალებას. ამ შემთხვევაში, მობილური აპლიკაციის საშუალებით, ციფრული სქემის გამოყენება არის საკმაოდ ეფექტური ხერხი მომხმარებელთა საზოგადოების შესაქმნელად. მას შემდეგ, რაც მომხმარებლები დაჯილდოვდებიან თავიანთი ხარჯებისთვის, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ მათ კვლავ უნდოდეთ თქვენთან დაბრუნება. ამის გასაკეთებლად, მობილური აპლიკაციის გამოყენება უფრო მარტივს და სწრაფს ხდის ამ პროცესს.
მობილური აპლიკაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დადებითი მხარე არის ის, რომ სინამდვილეში კონკურენტებისგან მეტად გამორჩეული ხართ. თანამედროვე სამყაროში, აპლიკაციებისა და მათი ბიზნესისთვის გამოყენება სულ უფრო აქტუალური ხდება. მიუხედავად ამისა, აპლიკაციების ბიზნესისთვის გამოყენების შესაძლებლობა ყველასთვის არც ისე ცნობილია, რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ კონკურენტს გაუსწროთ.
თქვენ ალბათ მჭიდრო კომუნიკაციისა და ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობთ თქვენს მომხმარებლებთან. შესაძლოა, მარტივი ვებგვერდი დაამზადოთ ან თქვენი მომხმარებლებისთვის უზრუნველყოთ კარგი მომსახურება (მაგალითად, ონლაინ მაღაზია, დაჯავშნის სისტემა და ა. შ.) McKenna-ს კონსულტაციაში ჩვენ ვქმნით ვებ და მობილურ აპლიკაციებს, რაც გვაძლევს საშუალებას კლიენტებს შორის დავიკავოთ შესანიშნავი პოზიცია. ერთ-ერთი სტატისტიკის თანახმად, მომხმარებელთა 60%-ი, გადახდის განხორციელების მიზნით, იყენებს მობილურ აპლიკაციას, ვიდრე ვებსაიტს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პროდუქტი და მომსახურება ხელმისაწვდომი გახდება თქვენი კლიენტებისთვის iOS (Android/iPad) ან Android აპლიკაციის საშუალებით, მაშინ ნებისმიერ ახალ დამრღვევ ფაქტორს, რომელიც შემოდის თქვენს ბაზარზე, ასევე დაჭირდება შესაბამისი ძალისხმევის გამოყენება. ამრიგად, თქვენ ზრდით შესვლის ბარიერს და იცავთ თქვენს კონკურენტულ პოზიციას ბაზარზე.
თქვენი ბიზნესისთვის მობილური აპლიკაციის დამზადება/შექმნა საშუალებას მოგცემთ მიაწოდოთ თქვენი მომსახურება ახალი და კონკურენტუნარიანი გზებით. მაგალითად, ჩვენ დავამზადეთ Product Finder აპლიკაცია ჩვენი ერთ-ერთი გლობალური PLC კლიენტებისთვის. ეს აპლიკაცია თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სწრაფად გადახედონ მათი კონკურენტების პროდუქტს და იპოვონ მათი ალტერნატიული პროდუქტი, რომელიც შეესაბამება დასკანერებული პროდუქტის სპეციფიკაციას. აპლიკაციის მსგავსი ფუნქცია საშუალებას აძლევს თქვენს კლიენტებს, მცირე ძალისხმევის გამოყენების საშუალებით, კონკურენტს გაუსწორდეს და წაართვას ბიზნესი.
თქვენს აპლიკაციას ასევე შეუძლია მოგცეთ კონკურენტული უპირატესობა ამ სფეროში. თქვენი აპლიკაცია ისეთ ადგილებშიც კი იმუშავებს, სადაც ინტერნეტის კავშირთან წვდომა შეუძლებელი იქნება. ე.წ. “AuthenticatelS”-ი უზრუნველყოფს წამყვან ვებ-პორტალს კვების ქსელების სერტიფიცირებისთვის.
მათ მომხმარებლებს სურდათ ინფორმაცია შეეტანათ სისტემაში, რათა სოფელში მცხოვრებმა ადამიანებმა, ინტერნეტთან წვდომის გარეშეც კი, შეძლონ სასურველი ინფორმაციის მიღება. მობილური აპლიკაციების დამზადებამ შეძლო გაეფართოებინა თავისი სერვისი და მიეწოდებინა ღირებულებები თავისი მომხმარებლებისთვის. მომხმარებლის მიერ დაგროვილი გამოცდილება, სავარაუდოდ, ბიზნესისთვის არის მობილური აპლიკაციის დამზადების მთავარი მიზანი.
შესაბამისად, თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი მომხმარებლების რიცხვი, სერიოზულად უნდა მიუდგეთ ბიზნესში მობილური აპლიკაციების გამოყენების სიხშირეს, რაც თქვენს მომხმარებლებთან ურთიერთობის დამყარების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული. თქვენს მომხმარებლებს უფრო მოსწონთ უბრალოება, ასევე როგორც ნაცნობი და მარტივი აპლიკაციის გამოცდილების მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არსებობს მრავალი კულტურა, გამოიყოფა რამდენიმე განსხვავებული შეხედულება და საქმის კეთების სხვადასხვა ხერხი; მობილური ტელეფონები, როგორც ჩანს ყველაზე აქტუალური საკითხია ამ შემთხვევაში. სტივ ჯობსი გვიამბობს საინტერესო ამბავს ერთ ინდოელ ბიჭზე, რომელსაც აქამდე არასოდეს ჰქონია შეხება კომპიუტერთან, თუმცა, ამის შემდეგ, ინტენსიურად დაიწყო iPad-ის გამოყენება. მსგავსი შედეგი მივიღეთ ჩვენი მომხმარებლებისგან, რომლებმაც პირველად გამოიყენეს მობილური აპლიკაციები. მობილური აპლიკაციები ხელმისაწვდომია 30-ზე მეტ ქვეყანაში და ითარგმნება შესაბამის ენაზე. McKenna-ს კონსულტაციაში ჩვენ ასევე გთავაზობთ მთარგმნელობითი პორტალის სერვისებს, რათა ჩვენს მომხმარებლებს, მთელ მსოფლიოში, შეეძლოთ შეენარჩუნებინათ აპლიკაციის ტექსტი.
ერთ-ერთი სფერო, რომელშიც არსებობს გარკვეული რეგიონალური განსხვავება არის Android-ისა და Apple-ის მობილური მოწყობილობების გამოყენება. მაგალითად, დიდ ბრიტანეტში გამოყენებული მობილური მოწყობილობების 53%-ი არის Android-ი, ხოლო დანარჩენი 46%-ი კი iOS-ი. გლობალურად, საშუალოდ, ადამიანთა მოსახლეობის 86.1%-ი გამოიყენებს Android-ის მობილურ მოწყობილობებს, ხოლო 13.9%-ი გამოიყენებს iOS-ს. აშშ-ში ყველაზე მეტად დომინირებს Apple-ის სმარტფონები, ყველა მოწყობილობის 64%-ი არის IPhone-ი და iPad-ი. განვითარებადი ქვეყნები უფრო ხშირად გამოიყენებენ Android-ის მოწყობილობებს მისი დაბალი ფასის გამო. ზოგადად, ჩვენი კლიენტების უმეტესობა გამოიყენებს, როგორც iOS-ის, ასევე Android-ის აპლიკაციებს.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, მობილური აპლიკაციების გამოყენების მრავალი დადებითი მხარე არსებობს. სხვა ბიზნესების სანახავად, რომლებმაც ისარგებლეს McKenna-ს კონსულტაციის მიერ შემუშავებული მობილური აპლიკაციებით, გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ მოცემული სწავლების სხვადასხვა შემთხვევა:
თანამედროვე სამყაროში, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება, მობილური აპლიკაციების გამოყენების სარგებელი სულ უფრო აშკარა ხდება. ამიტომ, თქვენ ის კიარ უნდა იკითხოთ “ბიზნესისთვის მობილური აპლიკაციების გამოყენება აუცილებელია თუ არა?”, არამედ “როგორ შევქმნა აპლიკაცია ჩემი ბიზნესისთვის?”.
McKenna-ს კონსულტაციას აქვს მიღებული დიდი გამოცდილება მობილური აპლიკაციების შემუშავებაში.
გაქვს შეკითხვები?
სამუშაო საათები
ორშ-პარ: 10:00-19:00 საათი
შაბ-კვირ: 11:00-18:00 საათი
© 2024 IMC.GE - ყველა საავტორო უფლება დაცულია!