fbpx

შენი ბიზნესი ინტერნეტში

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან

rogor-davicvat-tavi-pishingisgan

შემოგვიერთდი ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის ამოცანები.

სტატიაში – როგორ დავიცვათ თავი სოციალური მედიის ფიშინგისგან, ყველაზე გავრცელებული სოციალური მედიის ფიშინგის მაგალითები.

ფიშინგი დიდი ხანია არსებობს და მიუხედავად თაღლითობის ტიპების შესახებ დიდი ცოდნისა, ის მაინც აგრძელებს ადამიანებისთვის ფულის გამოძალვას ან პირადი ინფორმაციის გამჟღავნებასა და მოტყუებას.

კიბერკრიმინალები მუდმივად ადაპტირებენ და ასწორებენ თავიანთ თაღლითობებს, მიმდინარე რეალობის შესაბამისად, რათა მიაღწიონ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას.

აღსანიშნავია, რომ სოციალური მედიის ფიშინგმა მათ ახალი მომგებიანი თავდასხმის მეთოდი შესთავაზა.

მსოფლიოში 3 მილიარდზე მეტი სოციალური ქსელის მომხმარებელია და ეს მასიური გლობალური აუდიტორია თაღლითებს, თავდასხმებისთვის მდიდარ სანადირო სივრცეს აძლევს.

RiskIQ-ის ბოლო მოხსენებამ აჩვენა სოციალური მედიის ფიშინგის შეტევების 100%-იანი ზრდა სოციალური მედიის ყველა პლატფორმაზე და მოსალოდნელია, რომ ეს გაიზრდება მხოლოდ ახალი ქსელებისა და მომხმარებლების გამრავლებით.

ელ. ფოსტაზე დაფუძნებული ტრადიციული ფიშინგი აგრძელებს ხალხის მოტყუების მომგებიან გზას, მაგრამ სოციალური მედიის ფიშინგი კრიმინალებს საშუალებას აძლევს შეერიონ მასებს, მშვიდად და მეთოდურად გამოიკვლიონ თავიანთი პოტენციური მსხვერპლი და შემდეგ განახორციელონ მიზანმიმართული თავდასხმები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება.

ისინი ასევე სწრაფად სარგებლობენ უფრო მოდუნებული და სანდო ონლაინ სივრცით.

ბევრი ამ თაღლითობის ასეთი წარმატებული მიზეზი არის ის, რომ მომხმარებლები ნაკლებად ეჭვობენ სოციალურ მედიაში არსებულ ბმულებზე, ვიდრე სხვა პლატფორმებზე.

ყველაზე გავრცელებული სოციალური მედიის ფიშინგის მაგალითები

მომხმარებელთა მომსახურების ყალბი ანგარიშები – სოციალურმა მედიამ შეცვალა მომხმარებელთა ურთიერთქმედება ბრენდებთან და ისინი მიდრეკილნი არიან უშუალოდ კომპანიის სოციალური მედიის არხებზე მომხმარებელთა მხარდაჭერისკენ.

თაღლითებმა სწრაფად ისარგებლეს ამ ონლაინ სიტუაციით, რათა გაეშვათ ყალბი ანგარიშები, რომლებიც ასახავს მთავარ ბრენდებს.

კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური მედიის ანგარიშების 19%, რომლებიც წარმოადგენდნენ საუკეთესო ბრენდებს, ყალბი იყო.

ყალბი კომენტარები პოპულარულ პოსტებზე – ტენდენციური ახალი ამბები ან პოპულარული პოსტი გამოიმუშავებს უამრავ მოწონებას და კომენტარს.

თაღლითები მარტივად სარგებლობენ ამ დიდი აუდიტორიით, ისინი ამატებენ თავიანთ კომენტარებს ასეთი პოსტის კომენტარების ველში, ყურადღების მიმქცევი სათაურებით და სახიფათო ლინკებით, რომელიც ერთი შეხედვით მიმზიდველად გამოიყურება.

როგორც კი მომხმარებლები გახსნიან ამ ბმულებს, ისინი გადამისამართდებიან ფიშინგის ვებსაიტზე ან მათი კომპიუტერი დავირუსდება მავნე პროგრამით.

ყალბი ონლაინ ფასდაკლებები – ძნელია გაუძლო ცდუნებას, როდესაც სოციალურ მედიაში გხვდება ზედმეტად კარგი შეთავაზება, ფასდაკლება ან რაიმე მსგავსი, თუმცა ეს შეთავაზება ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდება ჰაკერების სატყუარა.

თაღლითები ხშირად ქმნიან ყალბ გვერდს დიდი ბრენდების მსგავსი სახელებით, შემდეგ კი თითქოს რეალურ აქციას ან საჩუქრებს სთავაზობენ, როგორც რეალური ბრენდები.

ეს თაღლითური გვერდები ხშირად იქმნება სპეციალურად მომხმარებლის მონაცემების მოსაპოვებლად და საჭიროებს პერსონალური ინფორმაციის შეყვანას.

ყალბი ტენდენციური ვიდეოები – ჰაკერები დახელოვნებულნი არიან ადამიანის მანიპულირების საკითხში, თაღლითობის დასაწყებად.

ისინი ხშირად იყენებენ ტენდენციურ თემებს, როგორიცაა ეროვნული კატასტროფები ან სენსაციური ისტორიები, რათა ხალხი გადაიყვანონონ ვიდეო ლინკებზე.

ბმულზე გადასვლისას მომხმარებლებს ეუბნებიან, რომ უნდა ჩამოტვირთონ დანამატი, სანამ შეძლებენ ვიდეოს ნახვას.

როგორ დავიცვათ თავი ფიშინგისგან

იმისათვის, რომ დაიცვათ თავი სოციალურ მედიაში ფიშინგისგან, რამდენიმე ნაბიჯი უნდა გაიაროთ:

არასოდეს დაადასტუროთ მეგობრობის თხოვნა იმ პირისგან, რომელსაც არ იცნობთ – სოციალური მედიის პლატფორმები მიზნად ისახავს მეგობრებთან კონტაქტის შენარჩუნებას,  კავშირების დამყარებას ბრენდებთან და ა.შ. ასეთი სოციალური მედიის პლატფორმები მრავლად გამოიყენება ამიტომ, მომხმარებლებმა ყოველთვის სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, როდესაც იღებენ მეგობრობის მოთხოვნას ვინმესგან, ისეთი პირისგან ვისაც არ იცნობენ.

არასოდეს გადახვიდთ ბმულებზე, რომლებიც ითხოვენ პერსონალურ მონაცემებს – რეპუტაციის მქონე სოციალური მედიის პლატფორმები არასოდეს სთხოვენ მომხმარებლებს გადავიდნენ ბმულზე, პირადი დეტალების განახლებისთვის.

ეს ბმულები თითქმის ყოველთვის შეიქმნება მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპარად ან მავნე პროგრამის გავრცელებისთვის.

თუ არ ხართ დარწმუნებული, მოთხოვნა კანონიერია თუ არა, გადადით პირდაპირ თქვენი სოციალური მედიის ქსელის მხარდაჭერის გვერდებზე და გადაამოწმეთ დეტალები.

გამოიყენეთ უნიკალური შესვლის პაროლები თითოეული ანგარიშისთვის – როდესაც ფიშინგი ამდენად გავრცელებულია სოციალურ მედიაში, ყოველთვის უმჯობესია გამოიყენოთ მომხმარებლის უნიკალური სახელი და პაროლი თითოეული საიტისთვის, რათა ფიშინგის სამწუხარო შემთხვევაში, თავდამსხმელებს არ ჰქონდეთ წვდომა თქვენს სხვა ონლაინ ანგარიშებზე.

დამატებითი უსაფრთხოებისთვის, გააქტიურეთ მრავალფაქტორიანი ავტორიზაცია, რათა მიიღოთ კოდი თქვენს ტელეფონზე / ელფოსტის მისამართზე, როცა ვინმე შეეცდება თქვენს ანგარიშში შესვლას.

შეიყვანეთ მხოლოდ პერსონალური ინფორმაცია უსაფრთხო ვებსაიტზე – დაცულ საიტზე URL ყოველთვის დაიწყება „https“-ით. “s” ნიშნავს უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს, რომ ყველა კომუნიკაცია თქვენს ბრაუზერსა და ვებსაიტს შორის, რომელსაც თქვენ სტუმრობთ, დაშიფრულია.

აუცილებლად უნდა განიხილოთ ლინკები და პროფილი საიდანაც მოგდით უცხო შეტყობინება რათა დარწმუნდეთ, რომ საქმე არ გაქვთ ყალბ გვერდებთან.

დააინსტალირეთ ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფა – ანტივირუსული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია დაგეხმარებათ თქვენს კომპიუტერზე არსებული საფრთხეების აღმოჩენაში და დაბლოკავს არაავტორიზებული მომხმარებლების წვდომას.

ოპერაციული სისტემების განახლების შენარჩუნება – მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ, თქვენი პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარულად განახლება, რათა ჰაკერებმა არ მიიღონ წვდომა თქვებს ძველ სისტემებზე, დაუცველობის გამო.

გამოიყენეთ გაუმჯობესებული კონფიდენციალურობის პარამეტრები – რეგულარულად შეამოწმეთ და შეცვალეთ თქვენი კონფიდენციალურობის პარამეტრები, რათა შეზღუდოთ ის, რისი ნახვაც ადამიანებს შეუძლიათ და ვერ ხედავენ თქვენს პროფილზე.

მეტი საინტერესო სიახლისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს.

თუ გსურთ მარკეტინგული სააგენტოს მომსახურებით სარგებლობა დაგვიკავშირდით:

  • +995 593 26 26 12
  • +995 571 85 07 43
  • info@imc.ge
Skip to content