SEO ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში

საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია

სერვისი: SEO ოპტიმიზაცია, იგივე საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია – ეს არის “ბუნებრივი” საშუალება ვებ-გვერდის სიტემაში ხილვადობის გასაზრდელად ისეთ საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google, Bing, Yandex და ა.შ. SEO ოპტიმიზაციით თქვენ იხილავთ თქვენს საიტს საძიებო სისტემის ვებ გვერდზე წამყვან პოზიციებზე.

SEO არის “Search Engine Optimization” (საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია).

ეს არის თქვენი ვებსაიტის მორგება საძიებო სისტემაზე (მაგ: Google), რათა ძებნისას პირველ პოზიციებზე გამოჩნდეს. SEO ყურადღებას ამახვილებს ორგანული (უფასო) ძიების შედეგების რეიტინგის გაუმჯობესებაზე. თუ ვებსაიტი გაქვთ და გსურთ მეტი ტრაფიკის მიღება, ეს თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის ნაწილი უნდა იყოს.

თუ გინდათ SEO ოპტიმიზაციის შესწავლა, ნახეთ ჩვენი ბლოგის სხვბა სტატიები: რა არის სეო ოპტიმიზაცია

ასევე იხილეთ ჩვენი ბლოგის სხვა საინტერესო სტატიები:

როგორ დაგეხმარებათ კომპანია IMC?

გამოცდილი და კრეატიული გუნდი დაალაგებს ყველა იმ დეტალს და ფაქტორს თქვენს საიტზე, რაც გახდის მას SEO ოპტიმიზირებულს. ანუ აწევს მის რანკს და გახდის კონკურენტუნარიანს არსებულ ბაზარზე.  შეისწავლის და ვებსაიტზე მოარგებს იმ ყველა შესაძლო დეტალს, რომელიც მოგანიჭბთ უპირატესობას საძიებო სისტემაში.

ჰოლისტიკური SEO ოპტიმიზაცია

თქვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს საუკეთესო ვებსაიტის შექმნა და ხანგრძლივად შენარჩუნება. ნუ ეცდებით Google-ის მოტყუებას, არამედ გამოიყენეთ მდგრადი, გრძელვადიანი სტრატეგია. რანკირება ავტომატურად მოხდება, თუ თქვენი ვებსაიტი მაღალი ხარისხისაა. Google- ს სურს, თავისი მომხმარებლები საჭირო ადგილას მიიყვანოს. ამისთვის კრებს მსოფლიოს ყველა ონლაინ ინფორმაციას, და ხდის მას ყველასთვის ხელმისაწვდომს და სასარგებლოს.

გარდა ამისა, Google-ს, რა თქმა უნდა, ფულის გამომუშავება სურს. ამის მისაღწევად, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ხალხი განაგრძობს Google-ის გამოყენებას. ეს ნიშნავს, რომ მათ მოუწევთ ხალხს აჩვენონ ის შედეგები, რასაც ეძებენ. ასე რომ, თუ თქვენი ვებსაიტი საუკეთესოა თქვენს ბაზარზე, Google-იც  პირველ ადგილზე გამოაჩენს მას.

Google- ში მუდმივი რეიტინგისთვის საჭიროა გრძელბადიანი SEO სტრატეგია. ხედვა, რომელიც ორიენტირებულია თქვენი ვებსაიტის ყველა ასპექტზე და მის მარკეტინგზე. ტექნიკური მხარე, მომხმარებელთა გამოცდილება სტატიის შინაარსი თქვენს ვებგვერდზე – ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა იყოს. საძიებო სისტემაში რეიტინგის შესანარჩუნებლად უნდა შეიმუშაოთ გრძელვადიანი SEO მიდგომა.

 ჰოლისტიკური SEO მოითხოვს:
საიტის სიმსუბუქე, ჩატვირთვის სისწრაფის გასაზრდელად
სათაურების შემუშავება და გამოყოფა
სურათების ოპტიმიზაცია
საიტის კოდის სტრუქტურა და მინიმალიზაცია
საკვანძო სიტყვები და სიტყვათა ღრუბელი
Google, Yandex და Bing სისტემის ხელსაწყოების გამოყენება

 ჰოლისტიკურ SEO-ში დიდი მნიშვნელობა ენიჭება On-page და Off-page ფაქტორები:

გვერდის (On-page) SEO ფაქტორები

თქვენი ვებ-გვერდის რეიტინგი ნაწილობრივ განისაზღვრება (On-page) ფაქტორებით. გვერდის SEO ფაქტორები არის ყველაფერი ის, რითაც შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ უშუალოდ თქვენი ვებსაიტიდან. ეს ფაქტორები მოიცავს ტექნიკურ ასპექტებს (მაგ: თქვენი კოდის ხარისხი და საიტის სიჩქარე) და შინაარსთან დაკავშირებულ ასპექტებს, როგორიცაა ვებ-გვერდის სტრუქტურა ან სტატიის ხარისხი თქვენს ვებ-გვერდზე. ეს ყველაფერი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა SEO ფაქტორების შესახებ.

გარე (Off-page) SEO ფაქტორები

გვერდისსშიდა SEO ფაქტორების გარდა, არსებობს გარე ფაქტორებიც. ეს ფაქტორები მოიცავს სხვა ვებსაიტების ბმულებს. ასევე სოციალური მედიის ყურადღებას და სხვა მარკეტინგულ საქმიანობას თქვენი ვებ-გვერდის გარეთ. ეს გარეფაქტორები საკმაოდ მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნენლოვანი გარე ფაქტორია თქვენი საიტისკენ მიმავალი ბმულების რაოდენობა და ხარისხი. რაც უფრო ხარისხიანი და ავტორიტეტული საიტებიდან მოდის ეს ბმულები, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი პოზიცია Google– ში.

ჩვენ გვაქვს საუკეთესო სერვისი SEO (საძიებო სისტემებში)ოპტიმიზაცია თქვენი საიტისთვის

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

საკონტაქტო ფორმა

  • +995 593 26 26 12
  • +995 571 85 07 43
  • info@imc.ge

 ხშირად დასმული კითხვები:

რა არის SEO?

ეს არის ინგლისური აბრევიატურა – Search Engine Optimization – რაც ნიშნავს ვებ გვერდის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციას.

სეო ოპტიმიზაცია განმარტება

ეს არის ვებსაიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში. რაც იმას გულისხმობს, რომ გარკვეული საკითხის ძებნისას (საძიებო ტერმინის ჩაწერისას) მომხმარებელს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება გამოუჩნდება მოწინავე პოზიებზე.

როგორ ხდება საიტის ოპტიმიზაცია?

ოპტიმიზაციის უზრუნველსაყოფად გამოცდილი, კვალიფიციური გუნდი სრულად აანალიზებს კომპანიის მიზნებს, მის შესაძლო აუდიტორიას, მომხმარებლებს და მათ შესაძლო მოთხოვნებს, რის შემდეგაც ვებსაიტი მთლიანად მოეწყობა მომხმარებელთა მოთხოვნებზე.

რატომ უნდა გამოვჩნდეთ Google-ში?

SEO-ს მეშვეობით თქვენ მიიღებთ გრძელვადიან, უფასო ტრაფიკს (მომხმარებელთა შემოსვლას საიტზე). ამისთვის კი საჭიროა, Google-ში (ან სხვა საძიებო სისტემაში) მოწინავე პოზიციებზე გამოჩნდეთ.

როგორ ხდება თახხის გადახდა?

თქვენი კომპანიის მიზნებისა და ვებგვერდის ანალიზის შემდეგ, განისაზღვრება მომსახურების ღირებულება, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად, რომლის ერთი (მცირე ) ნაწილის ანაზღაურება მოხდება საქმის დაწყებისას, ხოლო დარჩენილი თანხა ანაზღაურდება მიღებული შედეგების შესაბამისად.

რამდენი დრო დაჭირდება შედეგის მიღებას?

ყოველი შეკვეთა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მისაღწევ შედეგებზე. შესაძლოა პირველი შედეგები 6 თვეში დადგეს, ან ამას 2 კვირაც დაჭირდეს.