შენ გაქვს ვებსაიტი, მაგრამ კლიენტები მაინც არ მოდიან?
შეიძლება იფიქრო, რომ საკმარისია უბრალოდ საიტის არსებობა — მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ცუდად გაკეთებული ვებსაიტი შენს ბიზნესს ზიანს უფრო აყენებს, ვიდრე სარგებელს.
აი, 5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებიც ქართულ ბიზნესებს ხშირად უშლიან ხელს ონლაინ ზრდაში — და რაც მთავარია, როგორ უნდა გამოსწორდეს ყველაფერი.
1. არ აქვს SEO ოპტიმიზაცია – SEO-მორევში ჩაძირული საიტები
ვებსაიტის არსებობა, არ ნიშნავს, რომ გიპოვიან.
თუ შენი გვერდი Google-ში არ ჩანს პირველ ან მეორე გვერდზე, შენ არ არსებობ მომხმარებლისთვის.
📉 საერთო პრობლემა:
-
არასწორი meta-ტეგები
-
არაოპტიმიზებული სურათები
-
სუსტი შიდა ლინკები
-
სათაურები, რომლებიც არ ასახავს შინაარსს
📈 რჩევა:
დაიწყე SEO ანალიზით. შეამოწმე საიტის სიჩქარე, შეადგინე საკვანძო სიტყვების სია და სწორად დასტრუქტურებული კონტენტი შექმენი.
2. მობილურზე მოუწესრიგებელი დიზაინი
80%-ზე მეტი მომხმარებელი საქართველოში საიტებზე ტელეფონით შედის.
თუ საიტი არ ერგება მობილურს — ის არ იმუშავებს!
🛑 ცუდი მაგალითი:
ტექსტები გადაჭრილი, ღილაკები არ ჩანს, დიზაინი იშლება.
✅ რჩევა:
გამოიყენე Responsive Design ( მორგებული ვებ დიზაინი – ინფოგრაფიკა. ) იმუშავეთ მობილური დიზაინის სექციებზე და შეამოწმეთ ყველა გვერდი სხვადასხვა ეკრანზე.
3. გადატვირთული და გაურკვეველი მთავარ გვერდი
“კომპანიის შესახებ”, “ჩვენი ფასები”, “დაგვიკავშირდით” – თუ ეს ყველაფერია რაც მთავარ გვერდზე გაქვს, მაშინ კლიენტი იკარგება.
❓სად არის ღილაკი „დაგვიკავშირდი ახლა“?
სად არის კონკრეტული სერვისების სია ან შეთავაზება?
📌 რჩევა:
მთავარი გვერდი უნდა მუშაობდეს როგორც გაყიდვების აგენტი:
👉 აისახოს შეთავაზება;
👉 იმუშაოს თვალში საცემ CTA ღილაკებზე;
👉 გაძლიერებული იყოს ვიზუალურად სანდოობის ელემენტებით (ფასები, კლიენტები, გალერეა).
4. დაბალი სიჩქარე – ვებსაიტი, რომელიც კლიენტს ალოდინებს
საიტი რომელიც 5 წამში გაიხსნება — მომხმარებლის უმეტესობა არ დაელოდება გახსნას!
Google PageSpeed-ით 40 ქულაზე დაბლა თუ ხარ, სერიოზული პრობლემაა.
🚀 IMC რჩევა:
-
გამოიყენე ქეშირება
-
შეამცირე სურათების ზომა
-
ჩატვირთვის დრო შეამოწმე და გააუმჯობევე CSS/JS ფაილების მენეჯმენტით
5. არ აქვს ბრენდის დამახასიათებელი ელემენტები – საიტი სხვა საიტებს გავს ან შაბლონურია
თუ შენი საიტი ყველას ჰგავს, რატომ უნდა აგირჩიოს ვინმემ შენ?
💡 ბრენდინგი ინტერნეტ სამყაროში ყველაფერია — შენი ფერები, ენა, სტილი უნდა იყოს უნიკალური.
🎯 რჩევა:
-
შექმენი გრაფიკული სისტემა ბრენდისთვის (ლოგო, ფერები, შრიფტები);
-
გამოიყენე გამოკვეთილი ტონალობა ტექსტებში;
-
დაამატე ფოტოსესიები, ანიმაციები და შენი რეალური ფოტო, ვიდეო, ტექსტური ისტორია;
და ახლა ყველაზე მთავარი კითხვა: როგორ მოვაგვაროთ ეს ყველაფერი?
თუ გინდა, რომ შენი ვებსაიტი აღარ იყოს უბრალოდ “ონლაინ სავიზიტო ბარათი”, არამედ გადაიქცეს გაყიდვების წყაროდ – ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს ერთიანად, პროფესიულად და სწრაფად.
საიტის დამზადება და განახლება IMC-სგან
🔍 ჩვენ შევაფასებთ არსებულ საიტს ( SEO აუდიტი ) ;
🚀 დაგეხმარებით დიზაინის, SEO-ს და ტექნიკური მხარის გაძლიერებაში