fbpx

შენი ბიზნესი ინტერნეტში

სოციალური მედიის ძალა ბრენდის პოზიციონირებისთვის

socialuri mediis dzala

შემოგვიერთდი ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის ამოცანები.

რატომ არის სოციალური მედია აუცილებელი ბრენდის პოზიციონირებისთვის? პასუხის მისაღებად გაეცანით სტატიას სრულად.

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სოციალური მედია გახდა შეუცვლელი ინსტრუმენტი ბრენდის ცნობადობის გასაძლიერებლად. მომხმარებლის ფართომასშტაბიანი ბაზითა და უნიკალური მახასიათებლებით, სოციალური პლატფორმები კომპანიებს სთავაზობს შესაძლებლობას დაუკავშირდნენ თავიანთ სამიზნე აუდიტორიას პერსონალიზებული და მიმზიდველი გზით.

საშუალებები რომლებსაც გვთავაზობს სოციალური მედია:

  • ხილვადობა: სოციალურ მედიას შეუძლია თქვენი ბრენდის წარმოჩენა დიდ საზოგადოებრივ მასებთან.
  •  ჩართულობა: სოციალური მედია გაძლევთ საშუალებას დაამყაროთ ორმხრივი კავშირი, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს მომხმარებლებთან დადებითი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.
  •  უკუკავშირი: მომენტალური გამოხმაურება თქვენს პროდუქტებზე, კამპანიებსა და ინიციატივებზე, დაგეხმარებათ ბრენდის რეალურ დროსთან შერწყმაში.
  • თხრობა: სოციალური მედია გაძლევთ საშუალებას თქვენი ბრენდის ისტორია გადმოსცეთ და მიიტანოთ მომხმარებლამდე.

იმისათვის, რომ სოციალურ მედიაში მოვახდინოთ ბრენდის სწორი პოზიციონირება:

  •  მთავარ პირობას წარმოადგენს თანმიმდევრულობა: თქვენი ბრენდის ხმა, ვიზუალი და შეტყობინებები თანმიმდევრული უნდა იყოს თქვენს მიერ გამოყენებულ პლატფორმებზე.
  •  აუცილებელია შეისწავლოთ თქვენი აუდიტორია: შექმენით კონტენტი აუდიტორიის გათვალისწინებით, თუ გსურთ სასურველ შედეგებს მიაღწიოთ.
  •  არ უნდა გამოგრჩეთ ხარისხი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია რაოდენობაზე: ეცადეთ, რომ თქვენს აუდიტორიას იშვიათად მიაწოდოთ სიახლეები, მაგრამ ეს სიახლე აუცილებლად უნდა ჯდებოდეს მაღალ სტანდარტებში და იყოს ხარისხიანი. უშინაარსო და დიდი რაოდენობის სიახლე თქვენს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.
  •  რეკლამებთან ერთად მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა: რაც გულისხმობს თქვენს უშუალო კავშირს და კომუნიკაციას მომხმარებლებთან, კომენტარების, ვიდეოლაივების და სხვა სახით, ასე თქვენი ბრენდი გახდება საზოგადოების ნაწილი.

❗ კომპანია IMC აიემსი გთავაზობთ სოციალური მედიის გვერდების მართვას პროფესიონალურად. ჩვენი გუნდის გამოცდილი წევრები მოგემსახურებიან ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: პოსტების დიზაინში გაფორმება, ქოფის შექმნა (ტექსტის მომზადება პოსტისთვის), სწორად შერჩეულ, სამიზნე აუდიტორიაზე დარეკლამება, სხვა საჭირო ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა. დაგვიკავშირდით: 593 26 26 12

გამოცდილი სარეკლამო კამპანია Imc დაგეხმარებათ:

  • ინფორმაცია მიაწოდოთ სამიზნე აუდიტორიას, თქვენი ბიზნესის შესახებ;
  • მოიპოვოთ უპირატესობა თქვენს კონკურენტებთან შედარებით.
  • ხელი შეუწყეთ თქვენი პროდუქტების ან სერვისების ცნობადობის ზრდას;
  • გაზარდოთ  გაყიდვები და შემოსავალი;
  • გაზარდოთ თქვენი მცირე ბიზნესის სანდოობა.

მეტი საინტერესო ინფორმაციისა და სიახლისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს.

Skip to content