რა არის ინფლუენსერი? სიტყვის განმარტება
ინფლუენსერი არის გავლენიანი ადამიანი, რომელსაც:
- შეუძლია გავლენა იქონიოს სხვების შესყიდვების გადაწყვეტილებებზე მისი ავტორიტეტის, ცოდნის, თანამდებობის ან მის აუდიტორიასთან ურთიერთობის გამო.
- ყავს განსხვავებული ნიშის მიმდევრობი, რომლებთანაც იგი აქტიურად თანამშრომლობს. მიმდევართა რაოდენობა დამოკიდებულია მისი ნიშის თემის მოცულობაზე.
თუ დაინტერესებული ხართ წარმატებული ინფლუენსერის მომსახურებით, დაგვიკავშირდით: 593 26 26 12
თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს და გაეცანით საინტერესო ინფორმაციას ციფრული მარკეტინგის სამყაროში!
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ადამიანები არ არიან მხოლოდ მარკეტინგის იარაღები, არამედ სოციალური ურთიერთობების აქტივები, რომელთანაც ბრენდებს შეუძლიათ ითანამშრომლონ თავიანთი მარკეტინგული მიზნების მისაღწევად.
ინტერნეტში ბიზნესის წარმოებისთვის, უმნიშვნელოვანესია საქმის შესაბამისი საიტების დამზადება, ამისთვის შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ: 593 26 26 12
რა არის სოციალური მედიის ინფლუენსერი?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ სოციალური მედია სწრაფად გაიზარდა. 2019 წლის იანვრის We Are Social-ის ანგარიშის თანახმად, 3.484 მილიარდი ადამიანი აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას – ეს არის მსოფლიოს მოსახლეობის 45%.
ეს ხალხი გარდაუვლად ხდება ინფლუენსერთა მიმდევარი, რათა გადაწყვეტილების მიღებისას მათი შეხედულებები გაითვალისწინონ.
სოციალურ მედიის ინფლუენსერები არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცოდნისა და გამოცდილებით რეპუტაცია შეიქმნეს კონკრეტულ თემაზე. ისინი რეგულარულად აკეთებენ შეტყობინებებს ამ თემაზე სასურველ სოციალურ ქსელებში და ქმნიან ენთუზიაზმით სავსე მიმდევართა წრეს, რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ მათ შეხედულებებს.
ბრენდებს უყვართ სოციალური მედიის ინფლუენსერები, რადგან მათ შეუძლიათ შექმნან ტენდენციები და წაახალისონ თავიანთი მიმდევრები შეიძინონ პროდუქტები, რომლებსაც ხელს თავად უწყობენ.
ინფლუენსერის ტიპები
თქვენ შეგიძლიათ გამოარჩიოთ სხვადასხვა ტიპის ინფლუენსერი მრავალი მეთოდი. ერთერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია მიმდევართა რაოდენობის მიხედვით, შინაარსის ტიპების მიხედვით და გავლენის დონის მიხედვით. თქვენ ასევე შეგიძლიათ ინფლუენსერები ჯგუფებად დაყოთ იმ ნიშების მიხედვით, რომელშიც ისინი მოქმედებენ. ეს ნიშნავს, რომ ინფლუენსერები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ დაბალ კატეგორიაში ერთი საზომით, შეიძლება უფრო გავლენიანი გამოჩნდეს, თუკი სხვა გზით შევხედავთ. მაგალითად, ბევრი მეგა-ინფლუენსერი ასევე ცნობილიცაა (სელებრითები). მიუხედავად ამისა, ორივე ამ ჯგუფს ხშირად ნაკლებად აქვს რეალური გავლენა აუდიტორიაზე, რადგან მათ არ აქვთ გამოცდილება სპეციფიკურ ვიწრო ნიშაში. ზოგიერთ მიკრო და თუნდაც ნანო-ინფლუენსერს შეუძლია უდიდესი გავლენა მოახდინოს მათი სპეციალობის ნიშნის მიმდევრებზე. მათ შეიძლება მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანონ ფირმას, რომელიც ყიდის პროდუქტს ამ სექტორის მიზნით.
მიმდევართა (ფოლოვერების) რაოდენობით
მეგა-ინფლუენსერი
მეგა-ინფლუენსერი არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი სოციალური ქსელის მიმდევართა დიდი რაოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ფიქსირებული წესები სხვადასხვა ტიპის მიმდევრებს შორის საზღვრების შესახებ, გავრცელებული მოსაზრებაა, რომ მეგა-ინფლუენსერს 1 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს მინიმუმ ერთ სოციალურ პლატფორმაზე.
ბევრი მეგა-ინფლუენსერი არის ცნობილი ადამიანი, რომლებმაც პოპულარობა მოიპოვეს ოფლაინში – კინოვარსკვლავები, სპორტსმენები, მუსიკოსები და ტელევიზიის ვარსკვლავებიც კი. ზოგიერთმა მეგა-ინფლუენსერმა მიმდევართა დიდი რაოდენობა მოიპოვა ინტერნეტით და სოციალური საქმიანობით.
მხოლოდ დიდმა ბრენდებმა უნდა მიმართონ მეგა-ინფლუენსერებს ინფლუენსერ მარკეტინგისთვის. მათი მომსახურება, სავარაუდოდ, ძვირი იქნება. შესაძლოა 1 მილიონ დოლარამდე თითო პოსტზე, და ისინი, ცხადია, ძალიან მომთხოვნები იქნებიან იმათთან, ვისთანაც გადაწყვვეტენ პარტნიორობას. პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში მეგა-ინფლუენსერებს ეყოლებათ აგენტები, რომლებიც მათი სახელით მუშაობენ ნებისმიერი მარკეტინგული გარიგების დადებაზე.
მაკრო-ინფლუენსერები
მაკროინფლუენსერები ერთი ნაბიჯით ჩამორჩებიან მეგა-ინფლუენსერებს და, შესაძლოა, უფრო ხელმისაწვდომი არიან, როგორც ინფლუენსერ მარკეტერები. მაკრო-ინფლუენსერებად შეგიძლიათ, მიიჩნიოთ სოციალურ ქსელში 40 000-დან 1 მილიონ მდევრამდე მიმდევრობის მქონე ადამიანები.
ეს ჯგუფი ორი ტიპის ადამიანისგან შედგება. ისინი ან B კლასის ცნობილი სახეები არიან, რომლებსაც ჯერ დიდი ხნის დაწყებული არ აქვთ ინფლუენსერობა. ან ისინი არიან წარმატებული ონლაინ ექსპერტები, რომლებმაც შექმნეს უფრო მნიშვნელოვანი შედეგები, ვიდრე ტიპიური მიკრო-ინფლუენსერებმა. მაკრო-ინფლუენსერის ეს უკანასკნელი ტიპი, სავარაუდოდ, უფრო სასარგებლო იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ინფლუენსერ მარკეტინგში.
მაკრო-ინფლუენსერებს, როგორც წესი, აქვთ დიდი პროფილი და მათ შეუძლიათ წარმატების მიღწევა ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. უფრო მეტი მაკროინფლუენსერი არსებობს, ვიდრე მეგა-ინფლუენსერი, ამიტომ ბრენდისთვის უფრო ადვილი უნდა იყოს მაკრო-ინფლუენსერის პოვნა მათთან სამუშაოდ. ისინი ასევე უფრო ხშირად ბრენდებთან მუშაობენ, ვიდრე მიკრო-ინფლუენსერებთან, კომუნიკაციის გამარტივებისთვის.
ამასთან, ფრთხილად უნდა იყოთ ამ დონის ინფლუენსერებთან. ეს არის კატეგორია, რომელშიც ზოგჯერ შედიან ადამიანები, რომლებმაც მიმდევართა დიდი რაოდენობა მოიპივეს თაღლითობით ან ფულის გადახდით.
მიკრო-ინფლუენსერი
მიკრო-ინფლუენსერები ჩვეულებრივი ყოველდღიური ხალხია, რომლებიც ცნობილი გახდნენ გარკვეული სპეციალური ნიშის ცოდნით. მათ, როგორც წესი, მოიპოვეს მნიშვნელოვანი რაოდენობის სოციალური მედიის მიმდევრები, რომელიც ამ ნიშით არიან დაინტერესებულნი. რა თქმა უნდა, მხოლოდ მიმდევრების რაოდენობა არ მიუთითებს ინფლუენსერის დონეზე; ეს არის ურთიერთობა და ზემოქმედება, რომელიც მიკრო-ინფლუენსერს აქვს მის მიმდევრებთან.
მიუხედავად იმისა, რომ შეხედულებები განსხვავებულია, თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, რომ მიკრ-ინფლუენსერებს ყავთ 1000-დან 40 000-მდე მდევარი ერთ სოციალურ პლატფორმაზე.
მიკრო-ინფლუენსერმა შეიძლება არ იცოდეს კომპანიის არსებობის შესახებ, სანამ ეს კომპანია არ დაუკავშირდება მას. თუ ეს ასეა, კომპანიამ პირველ რიგში უნდა დაარწმუნოს ინფლუენსერი მის ღირებულებაში, მნიშვნელობაში. მიკრო-ინფლუენსერებმა მოიპოვეს სპეციალიზებული მიმდევრები და ისინი არ მოისურვებენ ზიანი მიაყენონ თავიანთ თაყვანისმცემლებთან ურთიერთობას, თუკი ლიმონის პოპულარიზაცია მოუწევთ.
მიკრო-ინფლუენსერებსა და ბრენდებს შორის ურთიერთობის ეს ფსაქტორი გავლენას ახდენს იმაზე თუ ვისთან გადაწყვეტენ ინფლუენსერები საქმიანობის დაწყებას. ზოგიერთი მიკრო-ინფლუენსერი სიამოვნებით უწევს ბრენდს პოპულარიზაციას უფასოდ. სხვები გარკვეულ გადასახადს ელიან. ფასისაგან დამოუკიდებლად, არცერთ ინფლუენსერი არ მიაწვდის თავის აუდიტორიასს “შეუსაბამო” ბრენდის პროდუქციას.
გავლენის ხასიათი იცვლება. მიკრო-ინფლუენსერები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებიან. ზოგი ვირტუალური ბუნდოვნებიდან თითქმის ისეთივე ცნობილი გახდა, როგორც ტრადიციული ცნობილი სახეები. ეს განსაკუთრებით ეხება დღევანდელ ახალგაზრდობას, რომელიც მეტ დროს ატარებს ინტერნეტში, ვიდრე ტელევიზორის ყურებაში, სპორტზე ან ფილმებზე სიარულზე.
სინამდვილეში, მიკრო-ინფლუენსერები არიან მომავლის ინფლუენსერები. ინტერნეტმა გამოიწვია მედიის ფრაგმენტაცია მრავალ მცირე ნიშის თემად. მაშინაც კი, თუკი რაღაც საკითხში გაურკვეველი ხართ, სავარაუდოდ იპოვით Facebook ჯგუფს ან Pinterest-ის ფორუმს, რომელიც მას ეძღვნება. სწორედ ასეთ ნიშა-ჯგუფებსა დ თემებში ხდებიან ინფლუენსერები გარკვეულები და ყალიბდებიან ნამდბილ ინფლუენსერად.
ნანო-ინფლუენსერი
ყველაზე ახალი ინფლუენსერის ტიპი, რომელიც აღიარებას მოიპოვებს, არის ნანო-ინფლუენსერი. ამ ხალხს მხოლოდ მცირე რაოდენობის მიმდევარი ჰყავს, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ექსპერტები არიან ბუნდოვან ან მაღალ სპეციალიზირებულ სფეროში. თქვენ შეიძლება იფიქროთ ნანო-ინფლუენსერის შესახებ, როგორც პატარა აუზში მოთავსებულ დიდ თევზზე. ხშირ შემთხვევაში, მათ 1000-ზე ნაკლები მიმდევარი ჰყავთ – მაგრამ ისინი გულმოდგინე და დაინტერესებული მიმდევრები იქნებიან ნანო-ინფლუენსერ ადამიანებთან და მოუსმენენ მის მოსაზრებებს.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ბრენდი მიიჩნევს, რომ ნანო-ინფლუენსერის გავლენა უშედეგოა, მათ შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეთ იმ ფირმებისათვის, რომლებიც ამზადებენ მაღალ სპეციალიზებულ პროდუქტებს.
ფირმების უმეტესობისთვის, ნანო-ინფლუენსერს, ალბათ, არ გააჩნია საკმარისი გავლენა, რომ გამოსადეგი იყოს. ისინი შეიძლება იაფი იყვნენ და დიდ გავლენას ახდენდნენ ძალიან მცირე რაოდენობის ხალხზე, მაგრამ უმეტეს ნიშებში თქვენ გჭირდებათ ასობით ნანო-ინფლუენსერი, რომ ფართო აუდიტორიას მიაღწიოთ.
შინაარსის ტიპების მიხედვით
დღეს ინფლუენსერ მარკეტინგის უდიდესი ნაწილი სოციალურ მედიაში გვხვდება, ძირითადად მიკრო-ინფლუენსერებით და ბლოგერებით. ვიდეოს მიმართ ინტერესის გაზრდისთან ერთად, იუთუბერებიც სწრაფად ხდებიან მნიშვნელოვანი.
ბლოგერები
სოციალურ მედიაში ბლოგერებსა და ინფლუენსერებს (ძირითადად მიკრო ბლოგერებს) ყველაზე ავთენტური და აქტიური ურთიერთობა აქვთ თავიანთ გულშემატკივრებთან. ბრენდები ახლა ამას აღიარებენ და ბიძგს აძლევენ.
ბლოგინგი უკვე საკმაო დროა, რაც გავლენას ახდენს ინფლუენსერ მარკეტინგზე. ბევრი ძალიან გავლენიანი ბლოგია ინტერნეტში. თუ პოპულარული ბლოგერი პოსტში დადებითად ახსენებს თქვენს პროდუქტს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბლოგერის მიმდევრების თქვენი პროდუქტის გამოცდის სურვილი.
ბევრმა ბლოგერმა მოიპოვა მნიშვნელოვანი რაოდენობის მიმდევრები კონკრეტულ სექტორებში. მაგალითად, არსებობს ძალიან გავლენიანი ბლოგები პირადი განვითარების, ფინანსების, ჯანმრთელობის, ბავშვთა აღზრდის, მუსიკის და მრავალი სხვა თემების შესახებ, მათ შორის თავად ბლოგინგი. წარმატებული ბლოგების საერთო მახასიათებელი მკითხველის პატივისცემაა. ბლოგერის ყოლა, რომელიც თქვენს გარკვეულ პროდუქციაზე დაწერს, ბრენდისთვის სასარგებლოა, რადგან ამას მისი სტუმრები ნახავენ.
თუ ბლოგი საკმარისად დიდი და გავლენიანია, თქვენ შეგიძლიათ, შეიძინოთ ფასიანი პოსტი მათ საიტზე. ეს საშუალებას გაძლევთ ან თავად დაწეროთ შეტყობინება ან მნიშვნელოვან გავლენას მოახდოთ ბლოგერზე, რომ დაწეროს პოსტი თქვენი სახელით. ბლოგერის პოსტში თქვენ უნდა გადაიხადოთ საფასური პოსტისთვის (და მას, სავარაუდოდ, ეტიკეტი ექნება). ამასთან, ამას ზიანი არ მიუყენებია მრავალი ფირმის შედეგებისთვის, რომლებმაც იყიდეს პოსტები ბლოგებზე. როგორც ჩანს, თანამედროვე თაობა, სპონსორული პოსტის მიმართ დადებითადაა განწყობილი და თუკი პროდუქტი შეესაბამება ბლოგის მთავარ აუდიტორიას, პრობლემასაც არ წარმოშობს.
იუთუბერები
რა თქმა უნდა, ბლოგი არ არის პოპულარული კონტენტის ერთადერთი ტიპი ინტერნეტში. კონტენტის კიდევ ერთი საყვარელი ტიპია ვიდეო. ამ შემთხვევაში, ვიდეოს თითოეულ მწარმოებლისთვის ნაცვლად საკუთარი საიტი ქონისა, უმეტესობა ქმნის არხს YouTube-ზე. ბრენდები ხშირად უკავშირდებიან პოპულარულ YouTube შინაარსის შემქმნელებს.
პოდკასტერები
პოდკასტინგი არის ონლაინ შინაარსის შედარებით ბოლოდროინდელი ფორმა, რომლის პოპულარობა თანდათან იზრდება. თუ ჯერ არ გქონიათ შესაძლებლობა ისარგებლოთ პოდკასტებით, Digital Trends–მა შეადგინა 2019 წლის საუკეთესო პოდკასტების ყოვლისმომცველი სია.
მხოლოდ სოციალური პოსტები
რა თქმა უნდა, ბლოგერები, პოდკასტერები და იუთუბერები იშვიათად ეყრდნობიან მხოლოდ ისეთ აუდიტორიას, რომლებიც უბრალოდ მოხვდნენ მათ საიტზე, იმ იმედით, რომ ახალ მასალას გაეცნონ. როგორც წესი, ისინი სოციალურ ქსელში მნიშვნელოვნად არეკლამებენ ახალ პოსტებს ან ვიდეოებს – რაც ამ ბლოგერების უმეტესობასა და შინაარსის შემქმნელებს მიკრო-ინფლუესერად აქცევს.
ფაქტობრივად, ინფლუენსერების აბსოლუტურ უმრავლესობას ახლა სახელი გათქმული აქვთ სოციალურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წამყვან სოციალურ არხზე იხილავთ ინფლუენსერს, ბოლო წლების განმავლობაში გამორჩეული ქსელია Instagram, სადაც მრავალი ინფლუენსერი აქვეყნებს თავიანთ პოსტებს განსაცვიფრებელი სურათის გარშემო.
გავლენის დონის მიხედვით
ცნობილი სახეები (სელებრითები)
ცნობილი ადამიანები თავდაპირველი ინფლუენსერები იყვნენ და მათ ჯერ კიდევ აქვთ როლი, თუმცა მათი მნიშვნელობა, როგორც ინფლუენსერის, მცირდება.
ინფლუენცერ მარკეტინგი ცნობილი ადამიანების დიდი გავლენის შედეგად შეიქმნა. მრავალი წლის განმავლობაში ბიზნესებმა დაადგინა, რომ მათი გაყიდვები ჩვეულებრივ იზრდება, როდესაც ცნობილი ადამიანი ხელს უწყობს მათ პროდუქტს. ჯერ კიდევ ბევრია შემთხვევა, როდესაც კომპანიები, განსაკუთრებით მაღალი დონის ბრენდები, იყენებენ ცნობილ სახეებს, როგორც ინფლუენსერს.
ბრენდების უმეტესობის პრობლემა ისაა, რომ არსებობს არცისე დიდი რაოდენობის ცნობილი ადამიანი, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ამ ტიპის ინფლუენსერ კამპანიაში და თანაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იაფი დაჯდეს. გამონაკლისი იქნება, თუ ფირმა აკეთებს პროდუქტს, რომელიც ცნობილ ადამიანს უკვე მოსწონს და იყენებს. ამ სიტუაციაში, ცნობილი ადამიანი შეიძლება მზად იყოს გამოიყენოს თავისი გავლენა იმის სათქმელად, თუ რამდენად სჯერა მას პროდუქტის. დარწმუნებული ვარ, მუსიკალური ინსტრუმენტების ბევრი მწარმოებლისთვის სარგებლობა მოაქვს მუსიკოსების მიერ მათი ინსტრუმენტებით დაკვრას.
ცნობილი ადამიანების ინფლუენსერად გამოყენებას ერთი პრობლემა აქვს – მათ შეიძლება არ ჰქონდეთ სანდოობა პროდუქტის სამიზნე აუდიტორიაში. ია ფარულავამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს, თუ ის რეკომენდაციას გაუწევს სახის მაზს, მაგრამ მცირე შანსი ექნება გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომლებსაც სააგარაკე ფართის ყიდვა ჭირდებათ.
ცნობილ ადამიანებს შეიძლება ბევრი გულშემატკივარი და გიგანტური სოციალური მედიის მიმდევარი ჰყავდეთ. ამასთან, სადავოა, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენენ ისინი მათზე, ვინც მათი მიმდევარია.
ძირითადი აზრის ლიდერები
ინდუსტრიის ექსპერტები და აზროვნების ლიდერები, როგორიცაა ჟურნალისტები, ინტელექტუალები, ასევე შეიძლება ჩაითვალონ ინფლუენსერებად და მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავონ ბრენდებისთვის.
ინდუსტრიის ლიდერები და აზროვნების ლიდერები პატივისცემას იძენენ თავიანთი კვალიფიკაციის, პოზიციის ან გამოცდილების შესაბამისად. ხშირად, ამ პატივისცემას უფრო იძენენ იმის გამო, თუ რა რეპუტაციით მუშაობენ ისინი. მაგალითად, რომელიმე ცნობილი გაზეთის ჟურნალისტი, სავარაუდოდ, არ არის ექსპერტი იმ თემებზე, რომელზეც წერს საიხლეს, მაგრამ მას პატივს სცემენ, რადგან ის არის იმდენად კარგი მწერალი, რომ ასეთ პრესტიჟული გამოცემისთვის წერს.
ამ ექსპერტებს მოიცავენ:
- ჟურნალისტები
- აკადემიკოსები
- ინდუსტრიის ექსპერტები
- პროფესიონალი მრჩეველები
თუ შეგიძლიათ გაზეთის ჟურნალისტის ყურადღება მიიპყროთ ეროვნულ გაზეთში, რომელიც თავის მხრივ დადებითად საუბრობს თქვენს კომპანიის შესახებ სტატიაში, მაშინ მას იყენებთ როგორც ინფლუენსერს, ისევე როგორც ბლოგერს ან სოციალურ მედია ინფლუენსერს. ამ სიტუაციაში არის ბონუსი, თუკი ჟურნალისტი უფასოდ დაწერს თავის მოხსენებას.
ბლოგერები და კონტენტის შემქმნელები ხშირად მუშაობენ ინდუსტრიის ლიდერებთან და აზროვნების ლიდერებთან და არც თუ იშვიათია მათი ციტირება ბლოგის პოსტებში და მათი გამოყენება სოციალური მედიის კამპანიებშიც კი. ტრადიციული მედიასა და სოციალურ მედიას შორის ზღვარი ბუნდოვანია.
ერთი რამ უნდა იცოდეთ ძირითადი აზრების ლიდერებთან მუშაობის დროს, რომ ბევრმა შექმნა თავისი რეპუტაცია ოფლაინ გარემოში და შეიძლება არ ჰყავდეს დიდი ან აქტიური სოციალური მიმდევარი.
აუდიტორიაზე საშუალოზემოქმედების მქონე ინფლუენსერები
მრავალმხრივ საუკეთესო ინფლუენსერებმა თავიანთი რეპუტაცია ააშენეს ინტერნეტით, რადგან იყვნენ ექსპერტები გარკვეულ ნიშებში. ისინი გვანან ძირითადი აზრების ლიდერებს, მაგრამ, როგორც წესი, თავიანთი რეპუტაცია უფრო არაფორმალურად მოიპოვეს ონლაინ აქტივობით. მათ შექმნეს ეს რეპუტაცია მათ მიერ გაკეთებული სოციალური შეტყობინებების, ბლოგის მიერ დაწერილი პოსტების, მათ მიერ ნასაუბრევი პოდკასტებისა და ვიდეოების საშუალებით, რომლებსაც ისინი ქმნიან და ავრცელებენ თავიანთ YouTube არხებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ხალხზე ზოგადი ტერმინი ჯერ არავის შეუქმნია, ბრიტანულმა სააგენტომ PMYB გამოვიდა თავიანთი სავაჭრო ნიშნით – Chromo-Influencers. ესენი არიან სააგენტოს ყველაზე მაღალშემსრულებელი ინფლუენსერები, 46 მნიშვნელოვანი ფაქტორის საფუძველზე, რომლებიც გავლენას ახდენენ მომხმარებლის ქცევაზე.
ამ ინფლუენსერებს აქვთ კომუნიკაციისა და აუდიტორიასთან ურთიერთობის საუკეთესო უნარები. ისინი აცდუნებენ თავიანთ მიმდევრებს და აღიარებულნი არიან თავიანთი დარგის ექსპერტებად.
მათი მიმდევრების რაოდენობა ძალიან დამოკიდებულია მათი საექსპერტო საგანზე. ამასთან, თქვენ ნახავთ, რომ ამ ადამიანებს ყავთ ძალიან დიდი რაოდენობის მიმდევრები, მათი ნიშის სხვა ადამიანებთან შედარებით.
იხილეთ ჩვენი სერვისები:
- საიტების დამზადება
- ლოგოს დამზადება
- SEO ოპტიმიზაცია
- ელექტრონული კომერცია – ინტერნეტ მაღაზიის შექმნა
- გრაფიკული დიზაინი
- სავიზიტო ბარათების დამზადება
- სარეკლამო ბანერის დიზაინის დამზადება
- FACEBOOK გვერდის მართვა
- Google Ads (AdWords): გუგლის რეკლამა
- ბრენდბუქი
- სივის დამზადება
ასევე წაიკითხეთ ჩვენი ბლოგის სხვა საინტერესო სტატიები:
- რა არის SEO ოპტიმიზაცია?
- ელექტრონული კომერციის SEO: 26 რჩევა ელ. კომერციისთვის
- SEO კოპირაითინგი: სრული გზამკვლევი
- 9 რჩევა SEO მეგობრული და გამორჩეული ბლოგისთვის
- SEO-ს საფუძვლები: რა არის გვერდის შიდა ანუ on-page SEO?
- ინტერნეტ მარკეტინგი
- ბრენდბუქი
- გაზარდე ტრაფიკი ვებ-გვერდზე
- „მოგწერთ პირადში“ – რატომ გვწერენ პირადში?
- რა არის ბრენდინგი და რატომ არის მნიშვნელოვანი?
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:
იმედია, საინტერესო სტატია გამოგვივიდა. დასტურად, გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელებში