ალბათ გსმენიათ structured data-ს , Schema.org-ისა და JSON-LD-ის შესახებ. ალბათ ისიც გაგიგიათ, რომ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მათი დამატება თქვენს საიტზე. მაგრამ რას ნიშნავს ეს ტერმინები ზუსტად? რა არის structured data? და რა შუაშია ეს SEO-სთან? ამ ყველაფერს და იმას, თუ როგორ დავიწყოთ, ამ სტატიაში ავხსნით!
რა არის structured data? (სტრუქტურირებული მონაცემები)
სტრუქტურირებული მონაცემები თქვენი საიტის აღწერის საშუალებაა, რაც მას საძიებო სისტემებისთვის უფრო ადვილად გასაგებს ხდის. თქვენი საიტის საძიებო სისტემებისთვის აღსაწერად დაგჭირდებათ ლექსიკა, რომელშიც წარმოდგენილია შინაარსი ისე, რომ საძიებო სისტემებმა გაიგონ. დიდი საძიებო სისტემების მიერ გამოყენებულ ლექსიკას Schema.org ეწოდება, რომელიც გარდასახავს თქვენს შინაარსს კოდში, რომლის დამუშავებაც მათ მარტივად შეუძლიათ. საძიებო სისტემები კითხულობენ კოდს და იყენებენ მას ძიების შედეგების სპეციფიკური და ბევრად უფრო მდიდარი გზით საჩვენებლად. კოდის ეს ნაწილი შეგიძლიათ მარტივად განათავსოთ თქვენს ვებგვერდზე.
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ვებსაიტი, რომელსაც უამრავი რეცეპტი აქვს. თუ თქვენ დაამატებთ structured data-ს გვერდზე, რომელზეც წერია რეცეპტი, თქვენი შედეგი შეიძლება შეიცვალოს. ის ბევრად “მდიდარი” იქნება სხვა ნაჩვენები შედეგებთან შედარებით. სწორედ ამიტომ, ამ შედეგებს ჩვენ rich results-ს ან rich snippets-ს ვუწოდებთ. აი როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მდიდარი შედეგი:
სათაურის , URL-ისა და ძიების შედეგის აღწერილობის გარდა, ხედავთ, რამდენი დრო დასჭირდება მსოფლიოს საუკეთესო ლაზანიას დასამზადებლად. ასევე, ნახავთ, რამდენ კალორიას შეიცავს ლაზანია. თქვენ უნდა დაამატოთ structured data თქვენს ვებ-გვერდზე, რომ მიიღოთ ასეთი მდიდარი შედეგი.
არსებობოს არაერთი მდიდარი შედეგი (rich results)
არსებობს ყველა სახის structured data. ეს ყოველთვის არის კოდის ფორმატი. მაგალითად, თქვენ გაქვთ ისინი წიგნების, მიმოხილვების, ფილმებისა და პროდუქტებისთვის. ყველა შემთხვევაში, ის ძიების შედეგებში თქვენს ძიების შედეგს უფრო მეტ დეტალს უმატებს. დაათვალიერეთ Google-ის Search Gallery, რათა ნახოთ, თუ რომელ მდიდარ შედეგს იძლევა სტრუქტურირებული მონაცემები.
აქვე უნდა გავაკეთოთ ერთი შენიშვნა. სამწუხაროდ, Google ყოველთვის არ ქმნის თქვენი გვერდისთვის მდიდარ შედეგს, თუნდაც დაამატოთ structured data. არანაირი გარანტია არ არსებობს. თქვენ მხოლოდ უნდა დაამატოთ ის თქვენს გვერდზე და იმედი იქონიოთ, რომ Google წაიღებს მას!
რას აკეთებთ structured data-თი?
სტრუქტურირებული მონაცემებით (structured data) შეგიძლიათ “ისაუბროთ” საძიებო სისტემებთან. შეგიძლიათ უთხრათ საძიებო სისტემებს, თუ რომელი ინგრედიენტებია თქვენს რეცეპტში, შეგიძლიათ უთხრათ, რამდენ ხანია მომზადებისთვის საჭირო და რამდენ კალორიას შეიცავს კერძი. Google შეძლებს დაუყოვნებლივ გაითავისოს ეს ინფორმაცია და შეუძლია გადაწყვიტოს აჩვენოს იგი ძიების შედეგებში თუ არა.
Structured data არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ Google-ს თქვენი ვებ-გვერდის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოთ. ამის შემდეგ, Google- ს შეუძლია გამოიყენოს ეს ინფორმაცია ინფორმაციული, მდიდარი შედეგების შესაქმნელად. ხოლო აუდიტორიას უყვარს ეს მდიდარი შედეგები.
რა არის Schema.org?
დიდმა საძიებო სისტემებმა შეიმუშავეს პროექტი სახელწოდებით Schema.org. Schema.org-ზე შეგიძლიათ ნახოთ ყველა სტრუქტურირებული მონაცემების markup (ნიშანდება), რომელსაც მხარს უჭერს საძიებო სისტემები. ეს Schema.org-ს კოდების დიდ კოლექციად აქცევს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ Schema.org, რათა იპოვოთ თქვენი კონკრეტული გვერდისთვის საჭირო markup-ი. მაგალითად, თუ თქვენს საიტზე მაისურებს ყიდით, შეგიძლიათ აჩვენოთ, თუ რა ფერის მაისურებს ყიდით და რა ზომებს გთავაზობთ თქვენს ნაწყვეტში. თქვენ უნდა შეისწავლოთ Schema.org/Product-ი და გაეცნოთ შესაძლებლობებს.
Schema.org-ზე შეგიძლიათ დააკოპიროთ კოდების მაგალითები. მისი კოპირების შემდეგ, თქვენ მოგიწევთ კოდის ადაპტირება თქვენს სპეციფიკურ პარამეტრებთან. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ SEO ინსტრუმენტები, როგორიცაა Yoast SEO, რათა დაგეხმაროთ structured data-ს დაწყებაში.
Schema.org არის კოდების ტაქსონომია, რომლისაც დიდ საძიებო სისტემებს ესმით. თქვენ ნახავთ მაგალითებს, თუ როგორ გამოიყურება კოდი. არსებობს სხვა ფორმებიც. მაგალითად, Open Graph (გამოიყენება Facebook-ის მიერ) და Twitter cards (გამოიყენება Twitter-ის მიერ).
რა არის JSON-LD?
JSON-LD არის Schema.org-ის ერთ-ერთი ნიშანი. ეს მხოლოდ კოდის დაწერის მეთოდია. Schema.org-ზე ნახავთ სხვა ნიშნებს, როგორიცაა Microdata ან RDFa. Yoast-ში გვირჩევენ, რომ ყოველთვის გამოვიყენოთ JSON-LD, რადგან ის თქვენს საიტს ისე არ შლის, როგორც სხვა ნიშნები (რატომ არ უნდა დავუჯეროთ მსოფლიოს ნომერ პირველ SEO პლაგინს?). გარდა ამისა, ეს ფორმატია, რომელიც Google-ს ურჩევნია.
რატომ არის structured data მნიშვნელოვანი SEO-სთვის?
სტრუქტურირებული მონაცემები მნიშვნელოვანია SEO-სთვის, რადგან Google-ს გაუადვილებს იმის გაგებას, თუ რას ეხება თქვენი გვერდები და ვებსაიტი. Google-მა უნდა გაარკვიოს თუ რაზეა გვერდი, რათა აჩვენოს იგი ძიების შედეგებში. structured data-ს გამოყენება Google-სთან საუბარს ჰგავს, Google-სთვის თქმას, რას ეხება თქვენი საიტი. ეს დაეხმარება თქვენს რეიტინგს.
გარდა ამისა, structured data შეცვლის თქვენი snippet-ის (ძიების შედეგების) სახეს. ის თქვენს მომხმარებელს მეტ ინფორმაციას უჩვენებს. უფრო კონკრეტულ ინფორმაციაა. ეს გაზრდის ალბათობას, რომ მომხმარებელი დააწკაპუნებს თქვენს შედეგებზე. მეტი დაწკაპუნება საბოლოოდ კიდევ უფრო მაღალ რანკირებას გამოიწვევს! ჩვენ ვხედავთ უფრო და უფრო structured data-ს მიერ გამდიდრებულ ძიების შედეგებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამას თვალი ვადევნოთ.
როგორ გამოვიყენოთ structured data?
მისი გამოყენება შეიძლება რთულად ჟღერდეს, მაგრამ ამას ჩვენი კომპანია აკეთებს – ჩვენი დამზადებული საიტები შეიცავს structured data-ს. თქვენ ამის დახმარებით მიიღებთ გაუმჯობესებულ შედეგებს Google-ს ძიებაში, რაც მოგიტანთ გაცილებით მეტ უფასო ტრაფიკს.
გჭირდება საიტის დამზადება? თუ ლოგოს დამზადება გესაჭიროება საკუთარი ბრენდისთვის? იქნებ, SEO ოპტიმიზაცია არის ის, რაც თქვენს ვებგვერდს სჭირდება? გადახედე ჩვენს სერვისებს და მიიღე მეტი ინტერნეტ მარკეტინგის საშუალებით.
იხილეთ ჩვენი სერვისები:
- საიტების დამზადება
- ლოგოს დამზადება
- SEO ოპტიმიზაცია
- ელექტრონული კომერცია – ინტერნეტ მაღაზიის შექმნა
- გრაფიკული დიზაინი
- სავიზიტო ბარათების დამზადება
- სარეკლამო ბანერის დიზაინის დამზადება
- FACEBOOK გვერდის მართვა
- Google Ads (AdWords): გუგლის რეკლამა
- ბრენდბუქი
- სივის დამზადება
ასევე წაიკითხეთ ჩვენი ბლოგის სხვა საინტერესო სტატიები:
- SEO კოპირაითინგი: სრული გზამკვლევი
- 9 რჩევა SEO მეგობრული და გამორჩეული ბლოგისთვის
- SEO-ს საფუძვლები: რა არის გვერდის შიდა ანუ on-page SEO?
- ინტერნეტ მარკეტინგი
- ბრენდბუქი
- გაზარდე ტრაფიკი ვებ-გვერდზე
- „მოგწერთ პირადში“ – რატომ გვწერენ პირადში?
- რა არის ბრენდინგი და რატომ არის მნიშვნელოვანი?
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:
იმედია, საინტერესო სტატია გამოგვივიდა. დასტურად, გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელებში: