fbpx
ვებსაიტის ნავიგაციის მენიუ

ნავიგაციის მენიუ ვებსაიტის ოპტიმიზაციისთვის

ვებსაიტის ნავიგაციის მენიუ, მისი მნიშვნელობა ვებსაიტის ოპტიმიზაციისთვის 

კარგი ვებსაიტის შინაარსის სტრატეგიის საფუძველია ვებსაიტის გვერდების მონახაზი, რომელიც ზოგჯერ ცნობილია როგორც საიტის რუკა.

ამ დოკუმენტის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ვებსაიტის მთავარ ნავიგაციის მენიუში არსებული ელემენტების განსაზღვრა.

რატომ არის ვებსაიტის ნავიგაციის მენიუ მნიშვნელოვანი?

ადამიანებისთვის-მომხმარებლებისთვის:

მომხმარებლებისთვის, მენიუ არის ადგილი სადაც ისინი აღმოაჩენენ, თუ რა ტიპის ინფორმაციას იძლევა თქვენი ვებსაიტი.

როდესაც ვინმე პოულობს თქვენს ვებსაიტს საძიებო სისტემით, იქნება ეს თქვენს მთავარ გვერდზე თუ შიდა გვერდზე, ისინი ხშირად ასკანირებენ თქვენს მთავარ ნავიგაციის მენიუს, რათა დაადგინონ, რა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა შესთავაზოთ.

მენიუში ენა უნდა იყოს მკაფიო, ლაკონური და ინტუიციური. თქვენი ვებსაიტის ნავიგაციის მენიუ უნდა იყოს დამაინტრიგებელი, მაგრამ არა იდუმალი.

მენიუები განსხვავდება ვებსაიტის ზომის მიხედვით, მაგრამ თქვენი ნავიგაციის ძირითადი ელემენტები უნდა იყოს უმაღლესი დონის თემები, რომლებსაც თქვენი ვებსაიტი მოიცავს (მაგ. კომპანიის, პროდუქტების, სერვისების შესახებ).

შემდეგ ქვემოთ მოყვანილი ელემენტები უფრო კონკრეტულ ასპექტებს უნდა მოიცავდეს თქვენი თითოეული პროდუქტის ან მომსახურების შესახებ.

თუ ის, რასაც აკეთებთ, ძალიან რთულია ან თქვენი ვებსაიტი დიდია, მაშინ შეგიძლიათ კიდევ უფრო გააფართოვოთ მესამე თაობის გვერდები, რათა ყველაფერი მკაფიოდ იყოს ორგანიზებული.

საძიებო სისტემებისთვის:

თქვენი მენიუ უნდა იყოს შექმნილი ნამდვილი ადამიანებისთვის, მაგრამ ამასთან ის საძიებო სისტემის მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

თქვენი საიტის გვერდების და განსაკუთრებით იმ გვერდების დასახელებისას, რომლებიც შეესაბამება ნავიგაციის მენიუს პუნქტს, არ დაივიწყოთ რობოტები!

ჩვენს ვებსაიტზე გვაქვს გარკვეული გვერდები თავისი დამახასიათებელი ტერმინებით, რადგან ეს ტერმინები ადამიანებსაც და საძიებო სისტემებსაც აწვდიან კონკრეტულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ.

ზოგჯერ ორგანიზაციებს სურთ ცოტათი გაერთონ და თავიანთი პიროვნება გამოავლინონ მათ ვებსაიტებზე, ეს შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ უმჯობესია გამოიყენოთ ტრადიციული ტერმინები ნავიგაციის მთავარ მენიუში.

თუ გსურთ იყოთ ორიგინალური თქვენი ბლოგით და დაარქვათ მას მართლაც ჭკვიანური სახელი, ეს კარგია, მაგრამ უმჯობესია იყოს კარგი და გათვლილი სახელი, რადგან წინააღმდეგ შემთვევაში ის არანაირ კეთილგანწყობას არ მოგიტანთ საძიებო სისტემებში.

თუ თქვენს მენიუში ბლოგის ბმული წერია „საფუძვლიანად გააზრებული ინფორმაციები“ და არა უბრალოდ „ბლოგი“ ან „ახალი ამბები“, მაშინ უბრალოდ იცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს შეიძლება ეს საინტერესოდ მიაჩნდეთ, საძიებო სისტემამ ნამდვილად არ იცის რა გააკეთოს ამ სიტუაციაში.

ცხელი რჩევები თქვენი ვებსაიტის ნავიგაციის მენიუსთვის

1.გახადეთ თქვენი ვებსაიტის ყველა გვერდი ხელმისაწვდომი მენიუდან.

ნუ დამალავთ თქვენი ვებსაიტის გვერდებს მხოლოდ საიტის გარკვეულ გვერდებზე არსებულ ბმულებში.

2.მიეცით მას გამორჩეული და ტრადიციული მდებარეობა.

ზოგადად, ჩვენ გირჩევთ მის ცენტრირებას სადღაც საიტის ზედა 25%-ში.

3.საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ მეორადი მენიუ.

მეორადი მენიუ შესანიშნავია ადმინისტრაციული ბმულებისთვის, როგორიცაა მომხმარებლის შესვლა ან მხარდაჭერის მოთხოვნები.

4.Think mobile.

მაშინაც კი, თუ თქვენს საიტზე გაქვთ მშვენიერი მაღალი ხარისხის დიზაინის მენიუ, დარწმუნდით, რომ ინფორმაცია ისეა ორგანიზებული, რომ მობილურ მოწყობილობაზე, სადაც მენიუ იცვლება მოწესრიგებულად გამოიყურება ყველაფერი.

მენიუები ხელს უწყობს თქვენი ვებსაიტის ოპტიმიზაციას როგორც ადამიანებისთვის, ასევე საძიებო სისტემებისთვის.

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს ბლოგს

Skip to content