fbpx

შენი ბიზნესი ინტერნეტში

8 ელემენტი წარმატებული კონტენტ სტრატეგიისთვის

შემოგვიერთდი ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის ამოცანები.

კონტენტ მარკეტინგის გააზრების დროს ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ეს უნდა იყოს უფრო დიდი სტრატეგიული ნაწილი, რომელიც შექმნილია კონკრეტული მიზნების მისაღწევად. ინტერნეტ მარკეტინგის პირობებში ყველამ გავიაზრეთ, რომ ყოველდღიურ სიახლეებთან და ახალ სირთულეებთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ, მუდმივად გვიწევს ფიქრი ჩვენს მიზნებზე და მთავარ შედეგებზე.

 

მეტი გაყიდვები, მეტი პოტენციალი, მეტი ნახვები – რაც არ უნდა იყოს, საჭიროა მკაფიო, კარგად გააზრებული და განსაზღვრული გეგმა. თქვენ გჭირდებათ გამართული და კარგი სტრატეგია იმისთვის, რომ მაქსიმალურად რეალური გახადოთ თქვენი მიზნები.

 

რა არის კონტენტის სტრატეგია?

სავარაუდოდ უკვე მიხვდით, რომ კონტენტის  სტრატეგია არის ერთგვარი მოქმედებების ნაკრები, რომელიც განაპირობებს სხვადასხვა მიზნისთვის, სხვადასხვა ტაქტიკის ქონასა და განხორციელებას.

ხშირად გამოიყენება მედიის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის ბლოგები, ვიდეოები, პოდკასტები და/ან სოციალური მედიის პოსტები კონკრეტული ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

წარმატებულ კონტენტ სტრატეგიას ახასიათებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი. ქვემოთ, სწორედ რვა მნიშვნელოვან ნაბიჯს განვიხლიავთ თანმიმდევრობით.

 

1. მიზნები

წარმატებული კონტენტ მარკეტინგის გეგმა ყოველთვის იწყება მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით. ეს არის ეტაპი, რომელსაც ბევრი ადამიანი ყურადღების მიღმა ტოვებს, რაც ნამდვილად სამწუხაროა.

სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული ტაქტიკა მუშაობს სხვადასხვა მიზნების მისაღწევად, რომელთა უმეტესობა, ალბათ, შეესაბამება თქვენს გაყიდვების მიმართულებას.

ძალიან ხშირად ყველაზე გავრცელებული მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა, ტრაფიკის გაზრდა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა ან მომხმარებელთა შენარჩუნების გაუმჯობესება და გაყიდვა.

მიზანი, რომელსაც თქვენ გადაწყვეტთ, განსაზღვრავს კონტენტისთვის თითოეულ მარკეტინგულ ტაქტიკას.

სავსებით მისაღებია მრავალი მიზნის ქონა და ეს ნამდვილად ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა გესმოდეთ, რომ ყველა კონტენტი არ იმუშავებს ყველა მიზნისთვის.

შეუძლებელი და დაუჯერებელია ერთი კონტენტი შეუსაბამო შენს ყველა მიზანს და გქონდეს მოლოდინი, რომ ამასა კარგი შედეგი მოყვება.

 

2. კვლევა

თქვენი კონტენტის სტრატეგია აუცილებლად უნდა იყოს კვლევის საფუძველზე აგებული. რატომ? – ეს საუკეთესო გზაა ზედმეტი თავის ტკივილის ასარიდებლად.

დაიწყეთ თქვენი სამიზნე აუდიტორიის შესწავლით. როგორია მათი დემოგრაფია? რაზე ამახვილებენ ყურადღებას?  მათი სუსტი წერტილები? ინტერესები? როგორ შეგიძლია დახმარება?

ამ ინფორმაციის მოსაძებნად მრავალი გზა არსებობს, მათ შორის ციფრული მონაცემების მოპოვება, გამოკითხვების გაგზავნა და მომხმარებლებთან ინტერვიუ.

შემდეგი, გამოიყენეთ ეს ცოდნა თქვენს ამჟამინდელ კონტენტზე, დატესტეთ და ჩაინიშნეთ შედეგები. ყურადღება მიაქციეთ რომელი ნაწილი მუშაობს და რა მიმართულებით, იმ ნაწილსაც დააკვირდით, რომელმაც არ იმუშავა.

გამოიკვლიეთ რას აკეთებს თქვენი კონკურენტი. როგორ აქტიურობს, რა მუშაობს მისი კონტენტის შემთხვევაში?

ციფრული მარკეტინგის მიზნებისთვის, განსაზღვრეთ ყველაზე პოპულარული საკვანძო სიტყვები რეიტინგისთვის.

 

3. მიზნობრივი საკითხები

ამ მომენტისთვის, თქვენ უნდა დაიწყოთ პოტენციური იდეებისა და შეტყობინებების სიის შედგენა, რომელთა გაზიარებაც გსურთ.

განსაზღვრეთ, რომელი საკითხებია ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი სტრატეგიის თითოეული ნაწილისთვის და როგორ დაგეხმარებათ თქვენი ახალი კონტენტი თქვენი მიზნის მიღწევაში.

საკითხის შესაფასებლად, განსაზღვრეთ, რამდენად შეესაბამება ის თქვენს მთავარ, ძირეულ მიზნებს.

შეეცადეთ მიუდგეთ ყველა საკითხს ახალი კუთხით და დაინახოთ სხვადასხვა მხრიდან.

იფიქრეთ კრეატიულად და ნუ შეიზღუდებით ჩარჩოებით. ვერ წარმოიდგენთ ერთი და იგივე საკითხის, რამდენი ვარიაციის შექმნა შეიძლება უსაზღვრო ფანტაზიით და შრომისმოყვარეობით.

 

4. სარედაქციო კალენდარი

ახლა დროა განსაზღვროთ, როდის უნდა გამოაქვეყნოთ თითოეული კონტენტი.

ზოგიერთ ნივთს აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სეზონი. მაგალითად, ივნისში ნაძვის ხეს არავინ ყიდულობს, მაგრამ დეკემბერში უზარმაზარი გაყიდვებია. მუდმივად მოთხოვნადი პროდუქტიც მრავლადაა (მაგ. ხალხს სჭირდება მანქანები მთელი წლის განმავლობაში).

გამოთვალეთ საუკეთესო დრო კონტენტის თითოეული ნაწილის გამოსაქვეყნებლად, არ დაგავიწყდეთ დროის შუალედი, თუ რამდენად ხშირად გამოაქვეყნებთ სიახლეს. ეს განსხვავდება თქვენი აუდიტორიისა და პლატფორმის მიხედვით, ამიტომ არ არსებობს მკაცრი და განსაზღვრული წესები, მხოლოდ ზოგადი, შაბლონური რჩევები და რეკომენდაციები.

გაითვალისწინეთ, რომ კონტენტის რეგულარულად შექმნა და გამოქვეყნება დიდ შრომას მოითხოვს. თუ არ გაქვთ კალენდარი, რომ ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთოთ, მაშინ მარტივია გეგმას ჩამორჩეთ.

გახსოვდეთ, რომ საქმის გაკეთება უნდა დაიწყოთ რამდენიმე კვირით და თვით ადრე,  ეს გაძლევს მეტ მოქნილობას ახალი შესაძლებლობის ან საგანგებო სიტუაციის გამოჩენის შემთხვევაში, სწრაფად ადაპტირდეთ.

 

5. სარედაქციო სახელმძღვანელო

როგორ ჟღერს თქვენი კომპანია? პროფესიონალურია? სასაცილო? შემეცნებითი? დააკვირდით თქვენი კომპანიის ჟღერადობას.

გამოიყენეთ საკუთარი ისტორია კონტენტში. გაუზიარეთ თქვენს პერსონალს და გახადეთ თქვენი კონტენტი საინტერესო და მომხიბვლელი.

გაითვალისწინეთ, რომ განსაზღვრული უნდა გქონდეთ ტექსის წერის წესები, შინაარსიდან გამომდინარე. ამასთან, თქვენ თუ მუშაობთ ვიზუალურ ასპექტებზე, დარწმუნდით, რომ მკაფიოდ განსაზღვრეთ ბრენდის ფერები, შრიფტები და ზომები.

 

6. სადისტრიბუციო არხები

თქვენ უკვე გაქვთ ჩამოყალიბებული თქვენი კონტენტის მიზნები, საკითხები და კალენდარი; ახლა დროა გადაწყვიტოთ სად გამოიყენებთ ამ ყველაფერს.

განსაზღვრეთ პლატფორმები, რომლებსაც გამოიყენებთ თქვენი ისტორიის გამოსაქვეყნებლად. ეს უნდა იყოს არხი, სადაც თქვენი კონტენტი განთავსდება, მოიზიდავს აუდიტორიას, მოხიბლავს და იმუშავებს შედეგებზე. იფიქრეთ არხებზე, როგორც საცხოვრებელ ადგილზე, სადაც შექმნით საკუთარს და მიიღებთ სხვას.

თქვენი სადისტრიბუციო არხების გამოკვეთით, თქვენ განსაზღვრავთ საუკეთესო პლატფორმას თითოეული კონტენტისთვის.

 

7.  ანალიტიკა

მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ შექმნილი და განაწილებული კონტენტი, არ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ დაჯდეთ მშვიდად.

ახლა, დროა შევაფასოთ და ვნახოთ, რა მუშაობს და რაც მთავარია, რა არა. დროა ჩავუღრმავდეთ ანალიტიკურ ნაწილს.

თქვენ არ უყურებთ მხოლოდ გაზიარებების, დაწკაპუნების ან შესყიდვების რაოდენობას თქვენი ვებსაიტის საშუალებით. თქვენ ეძებთ “რატომ?” თქვენ ცდილობთ გაიგოთ, რამ განაპირობა კონტენტი წარმატებული და წარუმატებელი მხარეები.

ერთ არხზე კარგად მუშაობდა, მეორეზე კი ვერა? რატომ მოხდა ასე? ეს განსხვავებული აუდიტორიაა თუ უბრალოდ ექსპოზიციის ნაკლებობა?

Google Analytics შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ამ დროს.

 

8. ძირითადი შესრულების ინდიკატორები

ეს თან სდევს წინა საფეხურს; კონტენტის მუშაობის გაანალიზებისას, თქვენ უნდა იპოვოთ შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPI).

ისევ და ისევ, რას გაზომავთ, დამოკიდებული იქნება მიზანზე.

ზოგიერთი KPI, რომელიც შეიძლება განიხილოთ, არის ორგანული ვებ ტრაფიკი, გაყიდვების წარმოქმნილი შესაძლებლობები, საკვანძო სიტყვების რეიტინგის ცვლილებები, სოციალური ჩართულობა და სხვა.

 

გეგმა წარმატების მისაღწევად

ხშირად გაგიგიათ ალბათ, რომ ცუდი გეგმაც კი უკეთესია, ვიდრე გეგმის არარსებობა, ასე რომ წარმოიდგინეთ საუკეთესო შედეგები, რომლებსაც მიაღწევთ თქვენი ძლიერი, ახალი კონტენტის სტრატეგიით.

ამ სტრატეგიის შექმნას გარკვეული შრომა სჭირდება, მაგრამ პატარა ორგანიზაციებიც კი, უმცირესი მარკეტინგული ბიუჯეტით, სარგებელს ნახულობენ მისი გამოყენებით. გახსოვდეთ, ეს აბსოლუტური აუცილებლობაა ნებისმიერი ტიპის, სირთულის მქონე მარკეტინგის განყოფილებებისთვის.

მიჰყევით აქ ჩამოთვლილ ნაბიჯებს და შექმნით კარგად გააზრებულ კონტენტის სტრატეგიას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში.

გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ წინ გადადგუმლ ნაბიჯს აუცილებალად მოყვება შედეგი, რომელიც გაგზრდით.

იხილეთ ჩვენი სერვისები:

ასევე წაიკითხეთ ჩვენი ბლოგის სხვა საინტერესო სტატიები:

Skip to content