IMC

SEO-მეგობრული-ბლოგი

9 რჩევა SEO მეგობრული და გამორჩეული ბლოგისთვის

ბლოგის პოსტების დაწერა უნარს მოითხოვს. მკითხველის ინტერესის შენარჩუნებისთვის, უნდა იფიქროთ თქვენი ჩანაწერის სტრუქტურაზე და აქციოთ იგი სასიამოვნო წასაკითხად. თუ ხალხს მოსწონს და ესმის სტატია, ისინი უფრო მეტად ისურვებენ მისი სხვებისთვის გაზიარებას – ეს კი გაზრდის თქვენს რეიტინგს. ასე რომ, თუ გსურთ თქვენი რეიტინგის გაუმჯობესება, გააუმჯობესეთ წერის უნარები. დაიწყეთ ამ რჩევებით, თუ როგორ უნდა დაწეროთ SEO მეგობრული ბლოგის პოსტი!

თუ გჭირდებათ SEO ოპტიმიზაცია, დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 26 26 12 – ჩვენი SEO სპეციალისტი თქვენს ვებ საიტს მოწინავე პოზიციებზე წარმოაჩენს.

ზოგისთვის SEO-ს მიზნებისთვის წერა და აუდიტორიის მოსაზიდად წერა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიზანს გავს. მე ამას საერთოდ არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, სიტყვები, რომელთა ძებნაც გსურთ, თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს, თუ გსურთ SEO-მეგობრული ბლოგის პოსტი. მაგრამ, საკვანძო სიტყვების ზედმეტი გამოყენება მნიშვნელოვნად აფერხებს თქვენი ტექსტის კითხვას, რისი გაკეთებაც ნამდვილად არ გჭირდებათ. სინამდვილეში, საკვანძო სიტყვების ხშირი გამოყენება შეიძლება იყოს თუნდაც სიგნალი Google-სთვის, რომ შესაძლოა თქვენ ცდილობთ ტექსტი გადაავსოთ საკვანძო სიტყვებით. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს რეიტინგზე.

ამ პოსტში მოცემულია რჩევები ბლოგის ჩანაწერების შესახებ, რომლებიც SEO-მეგობრულია და სასოამოვნოდ იკითხება. ეს ორი მიზანი ყოველთვის გადაჯაჭვული უნდა იყოს, რადგან გასაგები ენით წერა უფრო მეტ ვიზიტორს იწვევს და მათ თქვენს საიტზე ინარჩუნებს.

დაწყებამდე: გამოიკვლიეთ საკვანძო სიტყვა

წერის დაწყებამდე უნდა გამოიკვლიოთ საკვანძო სიტყვები. თუ ძებნის შედეგებში დომინირება გსურთ, უნდა გაარკვიოთ, თუ რომელ სიტყვებს ეძებს სინამდვილეში თქვენი აუდიტორია. ეს არის თემები, რომელზეც უნდა დაწეროთ და საკვანძო სიტყვები, რომლებიც უნდა გამოიყენოთ თქვენს ტექსტში.

როდესაც თქვენ დაამთავრებთ თქვენს საკვანძო სიტყვების კვლევას და გექნებათ შერჩეული საკვანძო სიტყვების სია, დროა წერაც დაიწყოთ. აქ მოცემულია 10 რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ გამორჩეული ბლოგის პოსტის დაწერაში!

რჩევები SEO მეგობრული სტატიის წერისთვის

უპირველეს ყოვლისა, თქვენი ბლოგის სტატია კარგად ნაწერი უნდა იყოს. ახალი პოსტის დაწყებისას, ბევრი ბლოგერი მხოლოდ წერას იწყებს, აკრეფს ყველაფერს, რაც თავში მოუვა. ეს შეიძლება გამოუვიდეს ზოგიერთ ადამიანს, ვისაც წერის ბუნებრივი ნიჭი აქვს, თუმცა სხვებს შეიძლება დახმარება დასჭირდეთ. პირადად მე ყოველთვის ვიცავ ამ “წესებს”, როდესაც ვწერ ახალ ბლოგს.

1. დაფიქრდი სანამ დაწერ!

სანამ დაიწყებთ, ყურადღებით იფიქრეთ თქვენი ჩანაწერის გზავნილზე. რა უნდა უთხრათ თქვენს მკითხველს, ან რომელ ცენტრალურ კითხვაზე გსურთ პასუხის გაცემა? რა არის თქვენი სტატიის მიზანი? და რისი გაკეთება გსურთ თქვენი მკითხველისგან ჩანაწერის დასასრულს? დაწერეთ ამ კითხვებზე პასუხები სანამ დაიწყებთ და იფიქრეთ იმ საძიებო მიზანზე, რომელიც შეიძლება ვინმეს ჰქონდეს. ამის გააზრების მარტივი გზაა ძიების შედეგების დათვალიერება იმ საძიებო ტერმინებზე, რომლის დარანკვაც გსურთ.

2. შეიმუშავეთ სტრუქტურა თქვენი SEO მეგობრული პოსტისთვის

წაკითხვადი და SEO მეგობრული სტატიის დასაწერად, თქვენ უნდა შექმნათ მკაფიო სტრუქტურა. ეს ნიშნავს, რომ ყველა პოსტს უნდა ჰქონდეს:

  • ერთგვარი შესავალი (რომელშიც თქვენ წარმოგიდგენთ თქვენს თემას);
  • სხეული (რომელშიც წერია მთავარი მესიჯი);
  • დასკვნა (რომელშიც შეაჯამებთ მთავარ იდეებს ან გამოიტანთ დასკვნა).

რამდენიმე წინადადებაში ჩამოწერეთ ის, რისი თქმაც გსურთ სამივე სექციაში. თქვენ შექმნილი გაქვთ თქვენი პოსტის რეზიუმე. ეს დაგეხმარებათ შექმნათ სტრუქტურირებული და წაკითხვადი სტატია. ნამდვილი წერაც უკვე შეიძლება დაიწყოს.

3. გამოიყენეთ აბზაცები და სათაურები

ყველა იყენებს აბზაცებს, მაგრამ ყველა კარგად არ იყენებს მათ. ნუ დაიწყებთ ყოველ ახალ წინადადებას ახალი აბზაცით მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზად გამოიყურება. ასევე, შეეცადეთ არ გახადოთ ისინი ძალიან გრძელი, რადგან თითოეულ აბზაცს უნდა ჰქონდეს საკუთარი იდეა ან თემა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა არის თითოეული აბზაცის მთავარი იდეა. თქვენ უნდა შეეძლოთ ერთი წინადადებაში შეაჯამოთ ეს მთავარი იდეა. თუ ეს შეუძლებელია და მეტი წინადადება გჭირდებათ მთავარი იდეის ასახსნელად, თქვენ უბრალოდ უნდა გამოიყენოთ მეტი აბზაცი.

სათანადო სათაურები ასევე ეხმარება მკითხველს, გაიგოს, რას ეხება თქვენი ტექსტის კონკრეტული ნაწილი. თუ გსურთ, რომ ადამიანებმა იპოვონ გზა თქვენს სტატიაში, გამოიყენეთ ქვესათაურები, რომ გაყვნენ მათ. დაეხმარეთ მკითხველს თქვენი გვერდის აღქმაში და სტატიის სტრუქტურის გარკვევაში. ისინი არა მხოლოდ კითხვისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ SEO მეგობრული გვერდისთვისაც. ამიტომ მე გირჩევთ, გამოიყენოთ თქვენი საკვანძო სიტყვა ზოგიერთ ქვესათაურში. ვგულისხმობ ზოგიერთ მათგანს, რადგან ყველა სათაურში თქვენი საკვანძო სიტყვის გამოყენება გახდის ტექსტს გაურკვეველს და არაბუნებრივს. ეს ხელს შეუშლის ხალხს კითხვაში.

4. გამოიყენეთ გარდამავალი სიტყვები

გარდამავალი სიტყვები ეხმარება ხალხს ტექსტის უკეთ გაგებაში და წინადადებებსა და აბზაცებს შორის ურთიერთობის გარკვევაში. მაგალითად, ვთქვათ, რომ ხალხს სამი მიზეზი აქვს თქვენი პროდუქტის შესაძენად. თქვენ უნდა გამოიყენოთ ისეთი სასიგნალო სიტყვები, როგორიცაა: “პირველ რიგში”; “მეორე მხრივ” და “საბოლოოდ”. ასევე, ისეთი სიტყვები, როგორიცაა “თუმცა”, “ანალოგიურად” და “მაგალითად” მკაფიო სიგნალს აძლევს თქვენს მკითხველს. მკითხველი დაუყოვნებლივ მიხვდება, რომ დასკვნა მოჰყვება სიტყვებს, როგორიცაა “შეჯამება” ან “მოკლედ”. ამიტომ გარდამავალი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ტექსტის სტრუქტურის შესაქმნელად.

5. გამოიყენეთ მონათესავე საკვანძო სიტყვები

სინონიმები შედარებით ადვილი მოსაფიქრებელია, მაგრამ სწორ მონათესავე საკვანძო სიტყვებზე ფიქრი ცოტა უფრო რთულია. თქვენი სტატიის საკვანძო სიტყვით გადავსება ნაკლებად მიმზიდველს გახდის ტექსტს, ისევე, როგორც ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს რეიტინგსაც. Google უფრო ჭკვიანდება და მას სურს, რომ დაწეროთ ისეთი სტატიები, რომელიც მომხმარებლებს მოეწონებათ. მას არ სურს გამოიყენოთ თქვენი საკვანძო სიტყვა ყოველ მეორე წინადადებაში. ამისთვის მას აქვს სხვა გზები იმის გასაანალიზებლად, თუ რას ეხება თქვენი ტექსტი. Google-ის თქვენი ტექსტის თემის გაგების ერთ-ერთი გზაა სინონიმების და სხვა საკვანძო სიტყვების ამოცნობა, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს საკვანძო ფრაზასთან. ამიტომ მთელ თქვენს ჩანაწერში უნდა გამოიყენოთ საკვანძო სიტყვების სინონიმები და მათი მონათესავე სიტყვები.

6. თქვენი SEO მეგობრული სტატიის სიგრძის ოპტიმიზაცია

დარწმუნდით, რომ თქვენს ბლოგზე განთავსებული ჩანაწერები შეიცავს მინიმუმ 300 სიტყვას, ამასთანავე სტატიის ხანგრძლივობა გაწონასწორებულია. Google-ს მოსწონს გრძელი სტატიები, თუმცა, თუ თქვენი სტატია ძალიან გრძელია, ამან შეიძლება მომხმარებლები დააშინოს. გრძელი სტატიების წერას გირჩევდით მხოლოდ მაშინ, როდესაც იცით, რომ გამოცდილი მწერალი ხართ. როდესაც სტატია გრძელია, ის მოითხოვს ბევრს ვიზიტორისგან, მთელი სტატიის წასაკითხად. გახსოვდეთ, რომ გამოიყენოთ თქვენი შერჩეული საკვანძო ფრაზა მთელ ტექსტში, რათა დარწმუნდეთ, რომ გამოგივიდათ SEO მეგობრული წაკითხვადი ბლოგი!

7. დაუკავშირეთ ლინკები არსებულ სტატიებს

თუ თქვენ უკვე დაწერეთ შინაარსი მსგავს თემაზე, რომელზეც თქვენი ამჟამინდელი პოსტია, არ დაგვავიწყდეთ ამ პოსტებზე ბმულის გაკეთება. ეს თქვენს ახალ ბლოგსა და არსებულ პოსტებს უფრო გააძლიერებს, რადგან ამ საკითხზე ავტორიტეტს გამოხატავთ. გარდა ამისა, თქვენი ბმულის სტრუქტურა ასევე მნიშვნელოვანია Google-ში თქვენი რეიტინგისთვის. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტატიის დაკავშირება სხვა სტატიებთან შესანიშნავია თქვენი მკითხველისთვის, რადგან ისინი შეიძლება დაინტერესდნენ ამ დაკავშირებული პოსტების კითხვით. ეს მათ ეხმარება თქვენს საიტზე ნავიგაციაში.

8. წააკითხეთ თქვენი ჩანაწერი სხვებს

თქვენი პოსტის გამოქვეყნებამდე დარწმუნდით, რომ ის პირველმა სხვამ წაიკითხოს. ჰკითხეთ, ესმით თუ არა სტატიის მთავარი კონცეფცია და ჩაასწორებინეთ გრამატიკული თუ სხვა შეცდომები. ეს დაგეხმარებათ თქვენი ტექსტის წაკითხვისა და მიმზიდველობის ობიექტური ხედვით. თუ თქვენს გუნდში გყავთ ისეთი ადამიანი, რომელიც ექსპერტი ხდება იმ თემაზე, რომელზეც წერთ, დარწმუნდით, რომ თქვენს პოსტი მისი გავლით დაიდება. ამ გზით მათ შეუძლიათ შეამოწმონ, მოიცავთ თუ არა ყველაფერს, რაც გჭირდებათ და შემოგთავაზებენ წინადადებებს თქვენი პოსტის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.

9. რეგულარულად დაამატეთ SEO მეგობრული ჩანაწერები

თქვენს ბლოგზე რეგულარულად ახალი სტატიების დამატება Google-ს ეუბნება, რომ თქვენი ვებსაიტი ცოცხალია. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ თქვენი საიტი არ არის აქტიური, Google უფრო ნაკლებად განიხილავს მას და ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს რეიტინგზე. მაგრამ ნუ გამოაქვეყნებთ პოსტს მხოლოდ გამოქვეყნების მიზნით. დარწმუნდით, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ გამოაქვეყნებთ, არის მაღალი ხარისხის შემცველი: ინფორმაციული, კარგად დაწერილი სტატიები, რომლებიც მკითხველს ასიამოვნებს და ერგება მათი ძიების მიზანს.

შეჯამება

დღეები, როდესაც SEO-ს რამდენიმე ხრიკი საკმარისი იყო, რომ თქვენს ვებგვერდს Google-ში კარგი ადგილი დაეკავებინა, უკვე დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დღესდღეობით, ხარისხიანი შინაარსი მეფობს. კარგი შინაარსი ასევე იწვევს მეტ ბმულს, გაზიარებას, tweets-ს და თქვენს ვებსაიტზე ვიზიტორების დაბრუნებას. რა თქმა უნდა, ყოველთვის არის სხვა გზა SEO მეგობრული საიტის შესაქმნელად, მაგრამ მთავარია დაწეროთ ძალიან, ძალიან კარგი პოსტები!

იმედია მოგეწონათ სტატია და გააზიარებთ კიდეც, რათა სხვებმაც წაიკითხონ.

იხილეთ ჩვენი სერვისები:

ასევე წაიკითხეთ ჩვენი ბლოგის სხვა საინტერესო სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

გააზიარეთ სტატია

Leave a Comment

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს კონტენტისა და რეკლამის პერსონალიზებისთვის, სოციალური მედიის ფუნქციების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტრაფიკის გასაანალიზებლად. View more
Cookies settings
გასაგებია
სამომხმარებლო წესები და პირობები
Privacy & Cookies policy
Cookie name Active

ვინ ვართ ჩვენ

შემოთავაზებული ტექსტი: ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი: http://localhost/imc.

კომენტარები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ სტუმარი დატოვებს კომენტარს საიტზე, ჩვენ შევაგროვებთ ფორმაში მითითებულ მონაცემებს, აგრეთვე IP-მისამართს და ბრაუზერის user-agent-ის მონაცემებს, სპამის გამოვლენის მიზნით. ანონიმიზირებული სტრიქონი, რომელიც იქმნება თქვენი ელფოსტის მისამართიდან (ე.წ. „ჰეში“), შესაძლოა გადაეცეს სერვისს Gravatar, რათა მოხდეს იმის გარკვევა, იყენებთ თუ არა თქვენ მას. Gravatar-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია აქ: https://automattic.com/privacy/ . კომენტარის გამოქვეყნების შემდგომ თქვენი პროფილის გამოსახულება საჯაროდ გამოჩნდება თქვენი კომენტარის კონტექსტში.

მედია

შემოთავაზებული ტექსტი: თუ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი და ატვირთეთ ფოტო საიტზე, ჯობია თავიდან აიცილოთ EXIF-მონაცემებით ფოტოს ატვირთვა, ვინაიდან ისინი შეიცავენ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ნებისმიერს შეუძლია ამ ინფორმაციის ამოღება ფოტოდან.

ქუქი-ფაილები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ დატოვებთ კომენტარს ჩვენს საიტზე, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი სახელის, ელფოსტისა და ვებ-გვერდის მისამართის შენახვის შესაძლებლობა ქუქი-ფაილში. ეს კეთდება თქვენი კომფორტისათვის, რათა ხელახლა არ მოგიწიოთ იგივე მონაცემებსი შეტანა მორიგი კომენტარის დატოვებისას. ეს ქუქი-ფაილები ერთი წელი ინახება. თუ თქვენ სტუმრობთ ჩვენს შესვლის გვერდს, ჩვენ დავაყენებთ დროებით cookie-ს, რათა დადგინდეს თქვენი ბრაუზერი იღებს თუ არა cookies. ეს ქუქი-ფაილი არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და თქვენი ბრაუზერის დახურვისას გაუქმდება. პირად ანგარიშში შევლისას, ჩვენ ასევე ვაგზავნით რამოდენიმე ქუქი-ფაილს თქვენს კომპიუტერში, ეკრანის პარამეტრების ინფორმაციით. შესვლის ქუქი-ფაილი ორი დღე ინახება, ეკრანის პარამეტრების — 1 წელი. თუ აირჩევთ პარამეტრს „დამიმახსოვრე“, შესვლის პარამეტრები შენახული იქნება ორი კვირის განმავლობაში. ანგარიშიდან გამოსვლისას ქუქი-ფაილი წაიშლება. სტატიის ჩასწორების, ან გამოქვეყნებისას ბრაუზერში შენახული იქნება დამატებითი ქუქი-ფაილი, ის არ შეიცავს პირად მონაცემებს, არამედ მხოლოდ ჩასწორებული ჩანაწერის ID-ის და ვადა გასდის 1 დღეში.

სხვა საიტების ჩადგმადი შიგთავსი

შემოთავაზებული ტექსტი: სტატიები ამ საიტზე შესაძლოა შეიცავდნენ ჩადგმად შიგთავსს (მაგალითად ვიდეო, გამოსახულება, სტატია და ა.შ.). მსგავსი სახის შიგთავსი ისევე იქცევა, თითქოს მომხმარებელი გადავიდა სხვა საიტზე. ეს საიტები შესაძლოა აგროვებენ მონაცემებს თქვენს შესახებ, იყენებენ ქუქი-ფაილებს, ამატებენ დამატებითი თვალთვალის ხერხებს მესამე მხარისაგან და თვალყურს ადევნებენ თქვენს ურთიერთქმედებას შიგთავსთან, მათ შორის ურთიერთქმედებას იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორიზებული ხართ საიტზე და გაქვთ ანგარიში.

ვის ვუზიარებთ მოანცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ პაროლის გადაყენებას მოითხოვთ, თქვენი IP მისამართი დაემატება ელფოსტაში.

რამდენად დიდხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ თქვენ დაწერთ კომენტარს, მაშინ კომენტარიც და მისი მეტა-მონაცემები შეინახება უსასრულოდ დიდი ხნით. ეს ხდება იმისათვის, რომ ავტომატურად მოხდეს შემდგომი კომენტარების ავტომატური გამოქვეყნება, ნაცვლად ხელით მისი მოწონებისა. ჩვენს საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ჩვენ ვინახავთ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც მათ მიუთითეს პროფილში. ყველა მომხმარებელს შეუძლია ნახოს, ჩაასწოროს, ან წაშალოს მისი ინფორმაცია ნებისმიერ დროს (მომხმარებლის სახელის გარდა). ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ასევე შეუძლია დაინახოს ეს ინფორმაცია და შეცვალოს.

რა უფლებები გაქვთ პირად ინფორმაციაზე

შემოთავაზებული ტექსტი: საიტზე პირადი ანგარიშის არსებობისას, ან თუ თქვენ დატოვეთ კომენტარი, შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი ინფორმაციის ფაილის ექსპორტი, რომელიც ჩვენ შევინახეთ, მათ შორის თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ მონაცემების წაშლა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ ადმინისტრირების მიზნებისათვის, კანონის თანახმად, ან უსაფრთხოების მიზნით.

Where your data is sent

შემოთავაზებული ტექსტი: მომხმარებლების კომენტარები შესაძლოა ავტომატურად შემოწმდეს სპამის გამოვლენის სერვისით.
Save settings
Cookies settings