fbpx

შენი ბიზნესი ინტერნეტში

ვინ არის კონტენტ კრეატორი?

ვინ-არის-კონტენტ-კრეატორი

შემოგვიერთდი ჩვენს Facebook ჯგუფში და ერთად განვიხილოთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის ამოცანები.

უფრო და უფრო მეტი, კომპანია აცნობიერებს კონტენტ კრეატორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას. ისინი ხედავენ, რომ მაღალი ხარისხის კონტენტი მოუწოდებს მომხმარებლებს მოქმედებისკენ და ხელს უწყობს საზოგადოების ლოიალობის ზრდას.

თუ გჭირდებათ თქვენი ბიზნესის ონლაინ სივრცეში უმაღლესი ხარისხის კონტენტით წარმოჩენა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კონტენტ კრეატორთა გუნდი შეგიქმნით ისეთ შინაარსს, რომლითაც იამაყებთ!

დაგვიკავშირდით593 26 26  12

კონტენტის შემქმნელი

  • ვინ არის კონტენტ კრეატორი?
  • 5 რამ, რასაც აკეთებენ გამოცდილი კონტენტ კრეატორები;
  • როგორ გახდეთ კონტენტ კრეატორი?;

ვინ არის კონტენტ კრეატორი?

კონტენტ კრეატორი არის ის, ვინც ქმნის გასართობ ან საგანმანათლებლო მასალას ნებისმიერი მედიისთვის ან არხისთვის.

ბიზნესისთვის, კონტენტის შექმნა შეიძლება გულისხმობდეს საინფორმაციო ბიულეტენების, ელ.ფოსტის, ციფრული მარკეტინგის მასალების, ბროშურების, სოციალური მედიის, სტატიების, წლიური ანგარიშების. სარეკლამო შეტყობინებების, სარედაქციო მასალების, კომპანიის კომუნიკაციების შექმნას და სხვა.

კონტენტის შექმნა შეიძლება ნიშნავდეს ახალი სტრატეგიის შექმნას სოციალური მედიისთვის – როგორიცაა ლაივ სტრიმინგები, ვლოგები და სხვა ფოტო ან ვიდეო კონტენტი.

არ არსებობს “კონტენტ კრეატორის” კონკრეტული განმარტება, მაგრამ იმისათვის, რომ სრულად გავიგოთ რა არის და რას აკეთებს კონტენტ კრეატორი, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, კონტენტის მნიშვნელობა.

ბიზნესისთვის მეტად მნიშვნელოვანია, სწორი კონტენტ სტრატეგიის შექმნა, საიდანაც მომხმარებლები, მკითხველები ან მაყურებლები მიიღებენ ღირებულ და საინტერესო ინფორმაციას.

როგორ შევქმნათ კონტენტი

ყველგან, სადაც არ უნდა გაიხედოთ, შეხვდებით კონტენტს, რომელიც შექმნილია კონტენტ კრეატორების მიერ. სლოგანი თქვენს მაისურზე, დილის ახალი ამბების ფრაგმენტები, ვიდეო, რომელსაც უყურეთ ინსტაგრამზე, ტექსტი, რომელსაც ახლა კითხულობთ- ეს ყველაფერი კონტენტია.

კონტენტ კრეატორის პასუხისმგებლობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს, მაგრამ მათ მაინც აქვთ რამდენიმე საერთო მოვალეობა:

  • წერა, რედაქტირება, ბლოგინგი და კონტენტის განახლება, დაწყებული ბროშურებიდან და მარკეტინგული სარეკლამო მასალებიდან, დამთავრებული ელფოსტით, ვებსაიტებით, ბლოგებით და სხვა.
  • საუკეთესო SEO პრაქტიკის უზრუნველყოფა ციფრული კონტენტისთვის, რათა საძიებო სისტემებმა, როგორიცაა Google, შეძლონ თქვენი ვებგვერდის ოპტიმიზაცია.
  • სოციალური მედიის პოსტების შექმნა და სოციალური ანგარიშების მართვა, მომხმარებლებთან ინტერაქცია- მათ კომენტარებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა.
  • სხვადასხვა კომპანიის დეპარტამენტებთან მუშაობა და იდეების გაზიარება.
  • ვებსაიტის და სოციალური მედიის მონიტორინგი.

თუ გაინტერესებთ დეტალურად რას ქმნიან კონტენტ კრეატორები, აქ მოცემულია კონტენტის ტიპების სია: სტატიები, აუდიო, ბლოგის პოსტები, ბროშურები, ელექტრონული წიგნები, ელ.ფოსტა, ფილმები, გრაფიკები. ,სურათები/ფოტოები, ინფოგრაფიკა, სიახლეები, სოციალური მედიის კონტენტი, ვიდეო რგოლები და სხვა..

თქვენ არ გჭირდებათ იყოთ პროფესიონალი ან გქონდეთ გამოცდილება ყველა მიმართულებით, რათა გახდეთ ცნობადი, როგორც კონტენტის შემქმნელი. თქვენ უნდა იპოვოთ თქვენი ნიშა გამოცდილებიდან გამომდინარე და თავიდანვე იცოდეთ თუ რა ტიპის კონტენტის შექმნა გსურთ.

ყველაზე პოპულარული პლატფორმები, სადაც შეგიძლიათ შექმნათ კონტენტი

აქ მოცემულია რამდენიმე ძირითადი მედია პლატფორმა, რომელსაც სჭირდება კონტენტი:

  • სოციალური მედია პლატფორმები (YouTube, TikTok, Instagram, Facebook და ა.შ.)
  • ინტერნეტი (ბლოგები, პოდკასტი, ვებსაიტები, ელექტრონული წიგნები და ა.შ.)
  • ბეჭდური მასალები (წიგნები, ბროშურები, ჟურნალები, შეფუთვა და ა.შ.)
  • რადიო, კინო და ტელევიზია.

ასე რომ, იფიქრეთ თქვენს ინტერესებსა და უნარებზე, რომელ პლატფორმებზე წარმოგიდგენიათ თქვენი. კონტენტის განთავსება, შემდეგ კი განიხილეთ კომპანიები, რომლებსაც სჭირდებათ კონტენტ კრეატორები:

  • მედია (ახალი ამბები, გასართობი);
  • საცალო და ელექტრონული კომერციის კომპანიები;
  • რესტორნები, სასტუმროები, კლუბები;
  • ბრენდები (საკვები, მოდა, ფარმაცევტული კომპანიები, საავადმყოფოები..
  • ბლოგერები/ინფლუენსერები;
  • ცნობილი სახეები;

5 რამ, რასაც აკეთებენ გამოცდილი კონტენტ კრეატორები:

ყველა კომპანიას სჭირდება მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაცია, სწორედ ამიტომ სჭირდებათ მათ ნიჭიერი კონტენტ კრეატორი, ვინც დაეხმარება ამ ყველაფრის დაგეგმვაში.

1. ადევნე თვალი სიახლეებს

რაც არ უნდა იყოს თქვენი სფერო, იყავით მუდმივად ძიების პროცესში, გაეცანით სიახლეებს და მიჰყევით არსებულ ტენდენციებს. შეუერთდით ფორუმებს ან მიჰყევით ცნობილ ბლოგებს, რომლებიც განიხილავენ კონტენტის სტრატეგიას. თუ გაჩნდება ახალი ტენდენცია ან სიახლე, რომელიც შეესაბამება თქვენს ბრენდს, მიყევით და განაახლეთ არსებული კონტენტი.

2. გაიცანი მომხმარებლის აუდიტორია

რაც უფრო კარგად იცნობთ თქვენს ან თქვენი მომხმარებლის აუდიტორიას, მით უფრო მარტივი იქნება მათთან კომუნიკაცია. გაიგეთ ნიშა, რომელსაც ემსახურებით და ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია. ასაკი? საცხოვრებელი ადგილი? ცხოვრების წესი? ამისთვის გამოიყენეთ ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომლებიც ჩაშენებულია სოციალურ მედია საიტებში, როგორიცაა TikTok, Instagram, Facebook ან YouTube. თქვენ გაიგებთ მეტს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ურთიერთობენ თქვენს კონტენტთან და შეძლებთ კონტენტის მორგებას მათ სურვილებსა და საჭიროებებზე.

3. გამოიყენეთ კონტენტის შექმნის ხელსაწყოები

შინაარსის შექმნა არ არის მხოლოდ სიტყვების შემუშავება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, სოციალური მედიის მენეჯმენტიდან, ბროშურების დიზაინამდე და ვიდეოების შექმნამდე. ბევრი წარმატებული კონტენტ კრეატორი, რომლებიც ქმნიან შინაარსობრივ ნაწილს, ზოგავენ დროს, საინტერესო გრაფიკული შაბლონების გამოყენებით.

4. გამოაქვეყნე თანმიმდევრულად

წერა და შემოქმედებითი აზროვნება არის კონტენტ კრეატორის მთავარი ძალა. გარდა ამისა, წარმატებული კონტენტ კრეატორები ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიებს და თანმიმდევრულ გეგმას.

მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა ნიშნავს, რომ თქვენ უნდა მიყვეთ თქვენ განრიგს. იფიქრეთ კონტენტის კალენდრის გამოყენებაზე, რათა წინასწარ დაგეგმოთ თქვენი გამზადებული პოსტები.

5. SEO ოპტიმიზაცია

წარმატებულ კონტენტ  კრეატორს უნდა შეეძლოს სწორი სტრატეგიის წერა. თქვენ უნდა დაწეროთ ისეთი კონტენტი, სადაც გამოყენებული იქნება სწორი საკვანძო სიტყვები და ასევე იქნება საინტერესოც.

გამოიყენეთ დიდი მოცულობის საკვანძო სიტყვები ან ჰეშთეგები თქვენს კონტენტში, აუდიტორიის მოსაზიდად. იყავით მიზანმიმართული თქვენი სათაურებისა და აღწერილობების შერჩევისას. იფიქრეთ უფასო ინსტრუმენტების გამოყენებაზე, როგორიცაა Google Trends, რათა ნახოთ, რას ეძებენ ამჟამად ადამიანები და მოახდინოთ თქვენი პოსტების ოპტიმიზაცია.

როგორ გახდეთ კონტენტ კრეატორი

მას შემდეგ რაც გეცოდინებათ, რა ტიპის კონტენტის შექმნა გსურთ და რომელი ტიპის ინდუსტრიისთვის, დროა გამოხვიდეთ პოტენციური მომხმარებლებთან შესახვედრად.

შექმენით პორტფოლიო

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ პოტენციურ მომხმარებლებს აჩვენოთ თქვენი სოციალური მედიის ანგარიშები – და ეს უნდა გააკეთოთ, თუ მათ კარგი შედეგები აქვთ. მაგრამ პროფესიონალური ნაბიჯი არის ციფრული პორტფოლიოს შექმნა და გაზიარება, რომელიც შეიცავს თქვენს საუკეთესო ნამუშევრებს. თუ ჯერ არ გაქვთ საჩვენებელი სამუშაო, შექმენით რამდენიმე წარმოსახვითი კომპანიისთვის!

გამოიყენე სოციალური ქსელი

შეხვდით თქვენთვის სასურველ კომპანიებს, იქნება ეს გამოფენებზე, კონფერენციებზე, ღონისძიებებზე თუ სხვა შეკრებებზე და დაუმეგობრდით მათ. თვალი ადევნეთ და დააკომენტარეთ სოციალური მედიის ანგარიშებზე, რომლებითაც აღფრთოვანებული ხართ. შესთავაზეთ თანამშრომლობა. აჩვენეთ და მონიშნეთ ბრენდები, რომლებთანაც გსურთ მუშაობა. გამოიყენეთ თქვენი სოციალური ქსელები. ასე გააგრძელეთ და ურთიერთობები გაიზრდება.

გამოიჩინეთ ინიციატივა

ნუ დაელოდებით დამკვეთის მოსვლას. ამის ნაცვლად, აქტიურად გამოიჩინეთ ინიციატივა. თუ იცით რესტორანი, რომელმაც შესაძლებელია ისარგებლოს სოციალური მედიის მომსახურებით ან ბუტიკის ბრენდი უღიმღამო საინფორმაციო ბიულეტენებით? შესთავაზეთ დახმარება მათი ჩართულობის გაძლიერებაში. პირდაპირ მიმართეთ ბრენდებს პარტნიორობის ან სპონსორობისთვის.

არ დანებდე

ბიზნესისა და კლიენტების ბაზის გაზრდას დრო სჭირდება, განსაკუთრებით თუ გსურთ იყოთ კონტენტ კრეატორი სრულ განაკვეთზე.

იმავდროულად, განიხილეთ რამდენიმე ონლაინ კურსების გავლა. ივარჯიშეთ კონტენტ მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულების შექმნაზე თქვენი პორტფოლიოს გასაძლიერებლად. გადახედეთ კონკრეტულ შემთხვევებს და სხვა ბრენდების ან ცალკეული კონტენტის შემქმნელების მარკეტინგულ სტრატეგიებს. გქონდეთ მიმღებლობა კონტენტ სტრატეგიისა და მიმდინარე ტენდენციების.

 

ბაზარზე არსებული ნებისმიერი მცირე თუ დიდი კომპანიისთვის, ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიის შექმნა და განხორციელება, სწორედ ამიტომ კონტენტ კრეატორი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოთხოვნადია და არ კარგავს აქტუალობას.

Skip to content