fbpx

შენი ბიზნესი ინტერნეტში

ლოკალური-სეო-seo-ადგილობრივი-SEO-Local-Seo

ადგილობრივი (Local) SEO: მცირე ბიზნესის გზამკვლევი

 SEO არ არის მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის. როგორც მცირე კომპანიას ან ადგილობრივ ბიზნესს, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია, რაც ძებნისას კარგ შედეგს მოიტანს. მცირე ბიზნესის და ადგილობრივი (ლოკალური)  SEO-ს სრული გზამკვლევი დაგეხმარებათ მაქსიმუმი მიიღოთ საკვანძო სიტყვების ძებნით, თქვენი გვერდების ოპტიმიზაციით და სოციალური მედიის გამოყენებით.

ადგილობრივი (ლოკალური) SEO ძირითადად ადგილობრივი საძიებო სისტემის შედეგების ოპტიმიზაციას გულისხმობს. ამიტომ სამართლიანად უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი SEO და მცირე ბიზნესის SEO მჭიდრო კავშირშია. გამომდინარე აქედან, ამ სტატიაში განვიხილავთ ორივეს.

ამ სტატიაში განვიხილავთ სხვადასხვა შესაბამის თემას:

თემების ცხრილი

პირველ რიგში, დავიწყოთ ადგილობრივი SEO-ს სიახლეებისა და კორონავირუსის პანდემიის შესახებ

ადგილობრივი (ლოკალური) SEO რთულ პერიოდებში

კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა მსოფლიო. ბევრ ადგილობრივ ბიზნესს გაუჭირდა შემოსავლის შენარჩუნება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ხალხს დიდი ხანი არ შეეძლო გარეთ გამოსვლა. მაშინაც კი, როცა ყველა შეზღუდვა მოიხსნება და ხალხი განაგრძობს თავისი საქმის კეთებას, ჩვევები შეცვლილი იქნება. შეიცვლება პრიორიტეტები, რაც ნიშნავს, რომ ზოგი ბიზნესი მოგებას მიიღებს, ზოგი კი უბრალოდ გაქრება. როგორც ადგილობრივმა ბიზნესმა, თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ, რა უნდათ და რა სჭირდებათ თქვენს მომხმარებლებს. შესაძლოა თქვენ დაგჭირდეთ ახალი გზების პოვნა თქვენი პროდუქციით აუდიტორიის მოსაზიდად.

მაშინაც კი, თუ ბიზნესი გაიხსნება, დიდი შანსია, მომხმარებლები უფრო ფრთხილები იყვნენ. მეორეს მხრივ, ელექტრონული კომერცია იზრდება. მრავალი ბიზნესისთვის ახლა დროა, ყურადღება გაამახვილონ ინტერნეტზე. გარკვეული დრო დაჭირდება, სანამ ყველაფერი ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდება (თუ მოხდა ეს ოდესმე). ასე რომ, უმჯობესია გაარკვიოთ რა სჭირდება თქვენს მომხმარებელს ახლავე და შეეცადეთ დააკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა. ბევრი საიტი გთავაზობთ უფასო მონაცემებს, რაც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ რა არის ახლა აქტუალური. მაგალითად, Google’s Rising Retail Categories site.

განაახლეთ თქვენი სიახლეები

ამჟამად, სულ მცირე რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის თქვენი ონლაინ ბიზნესის დეტალების განახლება. დარწმუნდით, რომ თქვენი მონაცემები სწორია და გამოიყენეთ საძიებო სისტემების სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც დაეხმარება მაძიებლებს იპოვონ უკანასკნელი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ. ასე რომ, განაახლეთ თქვენი Google My Business, გამოიყენეთ “ჩანაწერების” (პოსტების) ფუნქცია, რომ დაამატოთ დამატებითი ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში დაამატოთ სტრუქტურირებული მონაცემები. Google-ს აქვს სახელმძღვანელო მითითებები ბიზნესისთვის, COVID-19-თან გასამკლავებლად.

ადგილობრივი (ლოკალური)SEO-ს სამი საყრდენი: სიახლოვე, გამორჩეულობა და შესაბამისობა

ადგილობრივი რანკირება ნიშნავს, რომ სამი რამ უნდა გახსოვდეთ. სიახლოვე, გამორჩეულობა და შესაბამისობა არის ის ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს, უნდა გამოჩნდეს თუ არა თქვენი ბიზნესი ადგილობრივი SERP-ების ზედა ნაწილში, კონკრეტული საძიებო სიტყვისთვის.

  • სიახლოვის დასადგენად, საძიებო სისტემებს აქვთ სხვადასხვა საშუალება იმის გასარკვევად, თუ სად იმყოფება მაძიებელი, ძირითადად ZIP კოდების ან/და გეოკოორდინატების საფუძველზე.
  • გამორჩეულობა არის ყველაფრის მცდელობა იმის გასარკვევად, თუ რამდენად ცნობილია თქვენი ბიზნესი. ამის დასადგენად, საძიებო სისტემები ათვალიერებენ ინტერნეტში არსებულ მრავალფეროვან წყაროებს, როგორიცაა ბმულები, მიმოხილვები და ციტირებები.
  • შესაბამისობა არის მესამე ადგილობრივი SEO ფაქტორი. აქ, საძიებო სისტემები ამოწმებენ, რამდენად შეესაბამება ადგილობრივი კომპანია იმას, რასაც მომხმარებელი ეძებს. შესაბამისობა არ არის მხოლოდ Google My Business ანგარიშის შევსება.  Google აღნიშნავს, რომ ის ასევე განაპირობებს თქვენს რეიტინგს ძიების შედეგებში, ამიტომ კარგი იქნებაა, ზოგადად თქვენს SEOზე იმუშაოთ.

თქვენი (საბაზრო) ნიშის პოვნა

კარგი, თქვენ კიდევ შეგიძლიათ შექმნათ გამორჩეული ბიზნესი. ხოლო თქვენი ნიშის განსაზღვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადგილობრივი თუ მცირე ბიზნესისთვის. როდესაც იცით თქვენი ნიშა, შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ იმას, თუ რა ხდის თქვენს ბრენდს ან პროდუქტებს უნიკალურს. შესაბამისად, გააუმჯობესებთ მათი დადებითად შეფასების შანსებს. თუ ნათელი ნიშა გაქვთ, კონკურენციას გაუწევთ ადგილობრივ მსხვილ ბრენდებს – მათი მრავალმილიონიანი სარეკლამო ბიუჯეტის მიუხედავად.

შეიტყვეთ ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და რომელ სიტყვებს იყენებენ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების აღსაწერად. ეს იმიტომ, რომ ადამიანები იმავე ტერმინებს გამოიყენებენ თქვენი ვებსაიტის მოსაძებნად. ეს ტერმინები ნამდვილად დაგეხმარებათ თქვენი ადგილობრივი ბიზნესის SEO ოპტიმიზაციაში. როდესაც თქვენ იყენებთ არაერთსიტყვიან საკვანძო სიტყვებს (long-tail keywords), ეს საკვანძო სიტყვები მაქსიმალურად სპეციფიკური უნდა იყოს. მას შემდეგ რაც ამ ყველაფერს გააკეთებთ, გახსოვდეთ, რომ რეგულარულად გადახედეთ თქვენს ნიშას, რადგან ის თქვენი კომპანიის ზრდასთან ერთად ვითარდება.

მცირე ბიუჯეტიანი ბრენდინგი

ჩვენ კვლავ ამაზე ვისაუბრებთ: SEO-სთვის ბრენდინგი ძალიან მნიშვნელოვანია. ბრენდინგი მოიცავს დეტალებს, როგორიცაა შენი ლოგო, სარეკლამო სლოგანი და სხვა. ისინი წარმოადგენენ თქვენს კომპანიას დამატებითი განმარტების გარეშე? რას გამოხატავს ლოგო და სლოგანი თქვენი ღირებულებების და ამ სფეროში გამოცდილების შესახებ? ეს ყველაფერი ცნობადობიდან გამომდინარეობს. თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენს ბრენდინგზე, ბევრი ინვესტიციის გარეშე. დიახ, დაბალბიუჯეტიანი ბრენდინგი სასარგებლოა, მაშინაც კი, თუ არაკომერციული ორგანიზაცია ხართ.

აქვე რჩევა ბრენდინგისთვის: გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება! ამის გაკეთება შეგიძლიათ ბლოგის პოსტებში და სოციალურ მედიაში. ამაზე მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ.

დაიწყეთ გამორჩეული სტატიის წერა

თქვენი მცირე ბიზნესის SEO მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს სწორი ჩანაწერებიდან. მცირე ბიზნესის ძალიან ბევრი მფლობელი უბრალოდ ათავსებს თავის პროდუქტს და საკონტაქტო დეტალებს საკუთარ ვებ-გვერდზე და ტოვებს ასე. მაგრამ კიდევ ბევრია სათქმელი და გასაზიარებელი!

ფოკუსირება მოახდინე, რომ გასაოცარი პირველი შთაბეჭდილება გამოიწვიო თქვენს პოტენციურ მომხმარებელზე. დაწერეთ თქვენი ბიზნესის, მისი მიზნების შესახებ, რამდენად კარგია თქვენი პროდუქცია და მსგავსი რამ. თქვენ ასევე შეგიძლიათ იმსჯელოთ ბაზარზე განვითარებულ ცვლილებებზე ან მოვლენებზე, რომლებიც ეხება თქვენს ბიზნესს. ესმხოლოდ რამდენიმე რჩევაა თქვენი ადგილობრივი (ლოკალური) SEO სტრატეგიისთვის.

თქვენი ჩანაწერის წერისას იყავით რეალისტები ამ შინაარსის ძიების რეიტინგის მიღების შანსების შესახებ. თუ ძალიან კონკურენტუნარიან ბაზარზე ხართ, ჩანაწერების წერა დადებითად მოქმედებს, როგორც მარკეტინგის საშუალება. მაგრამ ეს, ალბათ, Google-ის ნომერ პირველ ადგილზე არ გადაგიყვანთ, თუმცა არა უშავს. მართე შენი მოლოდინები.

ძალიან მნიშვნელოვანია სწორი საკვანძო სიტყვების არჩევა ოპტიმიზაციისთვის. როგორც წესი, კარგი აზრია, საშუალო ზომის საკვანძო სიტყვების არჩევა. მათ შორის, ადგილობრივი რეგიონი შემცველი სიტყვების, რომელზეც საქმიანობთ. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ამ ჩანაწერს დაამატებთ თქვენს საიტზე, როგორც გვერდს თუ, როგორც ბლოგის პოსტს. უბრალოდ დარწმუნდით, რომ დაწერეთ ისეთ საკითხებზე, რომელზეც ხალხს სურს ლაპარაკი ან ისეთ საკითხებზე, რაც ხალხს პოზიტიურად ესაუბრება თქვენს ბიზნესზე.

გააზიარეთ თქვენი სტატია სოციალურ ქსელში

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ თქვენი პროდუქტი სოციალური მედიის პლატფორმებზე, ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ სოციალური მედია ბრენდის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ან მომხმარებლების გადამისამართებისთვის თქვენს საიტზე პროდუქციის შესაძენად.

სოციალური მედია, როგორც მცირე ბიზნესს, თქვენ გეხმარებათ სწორი აუდიტორიის მოძებნაში, თქვენი პროდუქციის რეკლამირებასა და თქვენი იმიჯის დამკვიდრებაში. აგრეთვე, კომპანიის ვებსაიტზე სწორი ტრაფიკის მიღებაში. როცა სოციალურ მედიას ამ მეთოდით გამოიყენებთ, ის თქვენ აუცილებლად დიდ სარგებელს მოგიტანთ.

მე მომწონს სოციალური მედიის შედარება ბაზართან, სადაც ყველა სადგომის მფლობელი იცნობს ერთმანეთს და მომხმარებლები ათვალიერებენ პროდუქტებს. რაღაც მომენტში, ვინმე მომხმარებლებს ეტყვის სად უნდა წავიდნენ პროდუქტის მისაღებად: “იქ ყველი უგემრიელესია”, “იქ ნამდვილად უნდა ნახო ხილი” და მსგავსი რამ. ამიტომ დარწმუნდით, რომ ხალხი დაიწყებს თქვენზე ლაპარაკს. დაიწყეთ საკუთარ თავზე საუბარი ინტერნეტით, რათა სხვებმაც დაიწყონ თქვენთან საუბარი სოციალურ პლატფორმებზე. და ბოლოს, აქტიურად ჩაერთეთ სოციალურ ქსელში საუბრებში, რათა ხალხმა იცოდეს, რომ უსმენთ. შეიტყვეთ, თუ როგორ გამოიყენოთ სოციალური მედია თქვენი გაყიდვების გასაზრდელად.

ადგილობრივი SEO-ს ფაქტორები, რომლებიც ეხმარება თქვენს მცირე ბიზნესს

ბევრი რამ ახდენს გავლენას თქვენს ადგილობრივ რეიტინგზე, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი: თქვენი საკონტაქტო მონაცემები: სახელი, მისამართი, E-mail თუ ტელეფონის ნომერი. დარწმუნდით, რომ დაამატეთ ისინი სწორი ფორმატირებით (კოდში).

ადგილობრივი (ლოკალური) SEO და Google-ის My Business-ი

დარწმუნდით, რომ გამოიყენოთ ზუსტად იგივე საკონტაქტო დეტალები, როგორც თქვენს ვებსაიტზე, ისე თქვენს Google My Business ჩამონათვალში. ასევე შეიტანეთ თქვენი ვებსაიტის ბმული ბიზნესის ჩამონათვალში. ეს ერთადერთი გზაა Google-სთვის, რომ გაიგოს მათ შორის კავშირი. დაამატეთ ეს დეტალები – მაგალითად თქვენს Footer-ში – და რა თქმა უნდა, თქვენი საკონტაქტო გვერდზე. Google My Business ნამდვილად თქვენი მეგობარია, თუ გსურთ გქონდეთ რანგი თქვენს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. ასე რომ სწორად გაეცანით თქვენს დეტალებს! არა მხოლოდ ეს, არამედ ინსტრუმენტი ასევე გაძლევთ უზარმაზარ ვარიანტებს თქვენი სიების მართვისა და გაუმჯობესებისათვის.

დაამატეთ რეიტინგები და მიმოხილვები

Google My Business, ისევე როგორც Facebook, სხვებს საშუალებას აძლევს დატოვონ შეფასება თქვენს კომპანიაზე. თუ თქვენს კომპანიას კარგი რეიტინგი აქვს, ხალხი უფრო მეტად დააწკაპუნებს თქვენს ვებსაიტზე ამ ორი პლატფორმიდან რომელიმეზე. დარწმუნდით, რომ აკვირდებით და ინარჩუნებთ ამ შეფასებებს და მიმოხილვებს.

თუ რაიმე მიზეზით მიიღებთ ნეგატიურ შეფასებას, რეაგირება მოახდინეთ თქვენი მომხმარებლის პრობლემის აღმოფხვრასა და გადასაჭრელად. ამის შემდეგ, სთხოვეთ მათ, გამოასწოროს ისევ შეფასება დადებითად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის უკმაყოფილო მომხმარებელი ბრენდის ელჩად აქციეთ!

ამ მიმოხილვებისა და შეფასებების გამოყენება მარტივია. თუ რჩევები დაგჭირდებათ, შემდეგში კიდევ მოგაწვდით დამატებით სტატიებს.

ლინკები მსგავსი მცირე ბიზნესებიდან

სოციალური “მტკიცებულება”, ისევე როგორც ზემოთ ნახსენები რეიტინგები და მიმოხილვები, უნდა იყოს საიმედო წყარო შესაბამისი საიტების რამდენიმე ბმულით. თქვენი ბიზნესის საიტის სხვა საიტებთან დაკავშირება ბმულებით ლოკალური SEO-ს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. თქვენ უნდა იმუშაოთ იმაზე, რომ სხვა საიტებზე იძებნებოდეს თქვენი ბიზნესი. როგორ და სად აკეთებთ ამას, განსხვავდება ყველა ინდუსტრიაში, მაგრამ მოიცავს Yelp-ს, Bing Places-ს, Yahoo! Local-ს, Apple Maps-ს, სხვა მრავალ საიტთან და სერვისთან ერთად. Moz-ს აქვს მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რომელიც ამოწმებს თქვენს ონლაინში ყოფნას (ეს ძირითადად უცხოური საიტებისთვის).

თქვენ უნდა ჩაეწეროთ ამ საიტებზე, გასაგები მიზეზის გამო, რადგან ეს ნიშნავს, რომ თქვენ ასევე მიიღებთ ბმულს თქვენს ვებსაიტზე. თუ შეძლებთ, მიიღოთ ბმულები სხვა მსგავსი სფეროს ადგილობრივი ვებსაიტებიდან, ეს ასევე დაეხმარება თქვენი საიტის პოვნას. გაითვალისწინეთ, რომ სხვა ადგილობრივი ვებსაიტების ბმულები უნდა იყოს დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობის მიხედვით. არაფრისმომცემია თქვენი საცხობის ვებსაიტის მიბმა ბუღალტრის ვებსაიტთან.

თუ თქვენი მცირე ბიზნესი მჭიდრო კავშირშია სხვა ბიზნესებთან, რომლებიც არ მდებარეობს იმავე რაიონში, აუცილებლად უნდა სთხოვოთ ბმული ამ ბიზნესებს. Google-ს ბოტი ბმულების გავლით ამოწმებს ვებ-გვერდებს, ასე რომ, თუ თქვენი ბიზნესი უკავშირდება ვებსაიტს ბიზნესის იმავე სფეროში, ეს ბმული თქვენთვის მეტად ღირებულია.

ადგილობრივი SEO და “ჩემთან ახლოს” ძიება

ადგილობრივი რანკირების შესახებ საუბრისას, ასევე უნდა აღვნიშნოთ “ჩემთან ახლოს” ძიებები. ეს არის ძიებები და საძიებო წინადადებები, რომლებიც მოიცავს სიტყვებს, როგორიცაა ”ჩემთან ახლოს”, ”უახლოესი”, ”ღია” და ”ახლომდებარე”. ამ ძიებების ოპტიმიზაცია ადგილობრივი ოპტიმიზაციის მსგავსია, მაგრამ ის ეხება გლობალურ ბრენდებსაც (მაგალითად: “იყიდეთ Lego ჩემთან ახლოს”). ასე რომ, თქვენ უნდა იფიქროთ ჩარჩოებს მიღმა – აქ ალბათ უფრო მეტია ოპტიმიზაციისთვის გასაკეთებელი. Google ნამდვილად აკეთებს აქცენტს მსგავს საძიებო სიტყვებზე

შეჯამება

როგორც ვნახეთ, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, როგორც მცირე ბიზნესს, თქვენი საიტის გასაუმჯობესებლად და უკეთესი რანკისთვის. თქვენ უნდა დაიწყოთ თქვენს ნიშაზე ფოკუსირება და თქვენი უნიკალურობის ხაზგასმა. დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ წარმოადგენთ თქვენს ბრენდს: ლოგოები და სლოგანები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენს მომხმარებლებს წარმოდგენა შეექმნათ ვინ ხართ, როგორც ბიზნესი.

თქვენი ხილვადობის გაზრდა შეგიძლიათ თქვენს საიტზე შესანიშნავი კონტენტის შექმნით, რომელიც ოპტიმიზირებულია ყველაზე შესაფერისი საკვანძო სიტყვებზე. ასევე, ყოველთვის გეხმარებათ სოციალურ ქსელში აქტიურობა. ლოკალური SEO დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორთან, რომლებიც მცირე ბიზნესს ეხმარება. დარწმუნდით, რომ Google My Business-ს აქვს სწორი დეტალები, ადევნეთ თვალი თქვენს შეფასებებსა და მიმოხილვებს და შეეცადეთ მიიღოთ ბმულები მსგავს მცირე ბიზნესისგან. და ბოლოს, შეეცადეთ ოპტიმიზაცია გააკეთოთ “ჩემთან ახლოს” ძიებისთვის.

მადლობა, რომ წაიკითხეთ სტატია ბოლომდე, იმედია მოგეწონათ და გამოგადგებათ მიღებული ინფორმაცია.

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

Skip to content