fbpx
სოციალური მედიის მართვა

სოციალური მედიის მართვა – რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

სოციალური მედია თქვენი ბრენდისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობას ქმნის. დღესდღეობით, თქვენს ბიზნესს შეუძლია, მარტივად დაუკავშირდეს თავის მომხმარებლებს. სოციალურ მედიის მართვა მოიცავს მრავალ დადებით მხარეს, მათ შორის:

  • თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გამოთქვათ და გამოხატოთ საკუთარი აზრი თქვენი მყიდველების შესახებ. ასევე, ზუსტად დაადგინოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის თქვენი პროდუქტი, მომსახურება და ბრენდი.
  • შეგიძლიათ მიზანშეწონილად განიხილოთ საჩივრები
  • გაქვთ საშუალება განავითაროთ და შეიმუშაოთ უფრო ძლიერი შათავაზება თქვენი ბრენდის გამოსაქვეყნებლად

ამ დადებითი მხარეების გათვალისწინება ეხმარება სოციალურად აქტიურ ბრენდებს უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში.

თუ გჭირდებათ სოციალური მედიის მართვა, დაგვიკავშირდით: 593 26 26 12  – საუკეთესო ფასები და პირობები.

სოციალური მედიის მართვა არის სტრუქტურირებული ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.

ეს კონკრეტული პოსტი მოიცავს სოციალური მედიის მართვის ძირითად კომპონენტებს. ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ კავშირი სოციალური მედიის სტრატეგიასა და სოციალური მედიის მართვას შორის.

ამ პოსტში, ასევე იხილავთ, თუ რა უნდა გააკეთოთ სოციალური მედიის მართვის კარგად დამუშავებული ოპერაციების ჩასატარებლად და როგორ აირჩიოთ სწორი პლატფორმა თქვენი ბრენდის უკეთ გასავითარებლად.

და ბოლოს, საჭიროა, აღვნიშნოთ კონტენტის დაგეგმვის მნიშვნელობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი ბრენდი სოციალური მედიისგან მიიღებს ყველა შესაძლო ჯილდოს.

მაგრამ, პირველ რიგში, საჭიროა ვუპასუხოთ ერთ მნიშვნელოვან კითხვას: რა არის სოციალური მედიის მართვა?

სოციალური მედიის მართვა

რა არის სოციალური მედიის მართვა?

მარტივად, რომ ვთქვათ, სოციალური მედიის მართვა არის სოციალური მედიის სრული სტრატეგიის მართვის პროცესი. თუმცა, სოციალური მედიის მართვა მეტად უფრო სტრატეგიულია.

ის უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე უბრალოდ დაპოსტვებსა და კომენტარებზე პასუხის გაცემას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოციალური მედიის მართვა პირდაპირ დაკავშირებულია თქვენი ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებთან. გარდა ამისა, ციფრული მარკეტინგის სტრატეგიები აგებულია ძლიერ ფაქტობრივ ინფორმაციაზე.

წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად, უნდა იცოდეთ, თუ რამდენად კარგად დაგეხმარებათ ბაზრის სპეციფიკის ცოდნა თქვენი პრობლემების უკეთ გადაჭრაში.

თქვენი ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, შესაბამისად ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ არის განლაგებული თქვენი ბრენდი, რათა მეტი ბიზნესი გამოიმუშაოს.

სოციალური მედიის სტრატეგია დაკავშირებულია სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებასთან, ცნობიერების ასამაღლებლად და ლიდერობის გასავითარებლად.

სოციალური მედიის მართვა არის ერთგვარი პრაქტიკა, რომელიც უჭერს მხარს თქვენი ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის სტრატეგიებს.

ეს კი სოციალური მედიის ეფექტური სტრატეგიის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის ზუსტად განმარტავს, თუ როგორ მიიღებს მონაწილეობას თქვენი ბრენდი სოციალური მედიის პლატფორმებზე შედეგების გამოწვევის მიზნით (კონტენტის გამოქვეყნება, მომხმარებლებთან ურთიერთობის დასამყარებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი წესის გათვალისწინება და ა. შ.)

მაგრამ, როგორ უნდა გავიგოთ, რამდენად სწორია სოციალური მედიის მართვა თქვენი ბრენდისთვის?

ყველაფერი იწყება თქვენი კლიენტით

ყველა წარმატებული ციფრული მერკეტინგის სტრატეგიის უკან დგას მარკეტინგული გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო და დეტალური წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ არიან მათი მყიდველები.

მარკეტინგულმა გუნდმა იცის ყველაფერი იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ მათი მყიდველები და რა აზრის არიან. ფაქტია, თუ არ იცნობთ თქვენს მომხმარებლებს, არც ის გეცოდინებათ, როგორ მიიზიდოთ ისინი.

დღესდღეობით, მყიდველების გაგება და მხარდაჭერის გაწევა გაცილებით სხვა რაღაცას ითვალისწინებს. პირველ რიგში, საჭიროა ფოკუსირება მოახდინოთ იმაზე, თუ რას აფასებენ თქვენი მყიდველები. უნდა იცოდეთ და იაზრებდეთ, როგორ განიცდიან თქვენი მომხმარებლები, როდესაც სხვადასხვა სახის გამოწვევებსა და სირთულეს აწყდებიან და როგორ მოელიან თქვენ მიერ გაწეულ დახმარებას.

დასაწყებად კარგი იქნებოდა პერსონების შექმნა ყველა ტიპის მყიდველისთვის. კარგად განსაზღვრული პერსონა დაგეხმარებათ დაადგინოთ თქვენი მყიდველების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები, საჭიროებები და სურვილები.

ამ ინფორმაციის საშუალებით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ სოციალური მედიის კონტენტი, რომელიც მიიზიდავს თქვენს მყიდველებს. ეს პლატფორმა მოიცავს ყველაფერს, რაც გჭირდებათ ამის დასაწყებად.

აირჩიეთ სწორი სოციალური მედიის პლატფორმები თქვენი ბრენდისთვის

ყველა სოციალური მედიის პლატფორმა არ არის შექმნილი ერთნაირად და ყველასთვის. ისინი ითვალისწინებენ სხვადასხვა ასაკსა და ინტერესებს. მაგალითად, TikTok-ი არის სწრაფად მზარდი, ვიდეოებზე დაფუძნებული სოციალური მედია პლატფორმა. მომხმარებელთა 41% ეკუთვნის 16-24 წლის ასაკობრივ ჯგუფს. მსგავსი ტიპის პლატფორმაა Instagram-იც, თუმცა შედარებით პროფესიონალური კუთხით განვითარებული.

რაც შეეხება Facebook-ს, ეს გახლავთ პლატფორმა, რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს. გამომდინარე მისი მასშტაბებისა, ცხადია, ნომერ პირველი პლატფორმა, რომლის შესაძლებლობებიც თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის უნდა გამოიყენოთ, გახლავთ ფეისბუქი. ამასთანავე, ფეისბუქ ბიზნეს გვერდის მართვასთან და რეკლამირებასთან ერთად, ჩვენი გუნდი Instagram-ის მართვასაც გთავაზობთ.

აქვე გეტყვით, რომ LinkedIn-ი არის ერთ-ერთი პროფესიონალური სოციალური მედია ქსელი. ადამიანების უმეტესობა მიმართავს მას ბიზნესის კავშირების განვითარების მიზნით.

სწორი პლატფორმის არჩევა დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რა ტიპის მომხმარებლებს იზიდავს თითოეული პლატფორმა.

უმარტივესი გზა იმის დასადგენად, სტუმრობენ თუ არა თქვენი მომხმარებლები რაიმე სახის კონკრეტულ სოციალურ მედია პლატფორმას, არის თქვენი პერსონებისგან შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება და თითოეულ პლატფორმაზე წვდომის ქონა.

საჭიროა შექმნათ ანგარიში და დაიწყოთ მომხმარებლების, ჰეშთეგების, კითხვებისა და თქვენს ინდუსტრიასთან დაკავშირებული კონტენტის ძიება.

თქვენი მიზანია ზუსტად დაადგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დაუთმოთ დრო სოციალურ მედია პლატფორმას.

თუ აღმოაჩინეთ, რომ ბევრი მომხმარებელი არ კყავთ, გირჩევთ გამოიყენოთ სხვა პლატფორმა.

შექმენით სოციალური მედიის ძლიერი სტრატეგია

თქვენი სოციალური მედიის სტრატეგია არის ერთგვარი გეგმა, რომელსაც თქვენი ბრენდი იყენებს. მარკეტინგული სტრატეგიის შექმნაში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი დაგეხმარებათ, შემდეგ კი სრული მართვის მომსახურებასაც გაგიწევთ.

რა ტიპის კონტენტს შექმნით?

კონტენტი, რომელსაც თქვენ ქმნით სოციალური მედიისთვის, იქნება საკმაოდ ინფორმატიული იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენს თქვენი აუდიტორია.

2015 წელს ჯერემი მილერმა დაწერა წიგნი “Sticky Branding”. მილერის აზრით, თქვენი ბაზრის მხოლოდ 3% შეადგენს აქტიურ მყიდველებს.

დარჩენილი 97% შეადგენს:

  • 7%, რომელსაც შეიძლება ჭირდებოდეს თქვენი პროდუქტი
  • 30%, რომელსაც არ აქვს პროდუქტის შეძენის სურვილი
  • 30%, რომელიც არ არის დაინტერესებული თქვენი მარკეტინგით
  • 30%, რომლებიც არ არიან სრულყოფილი მომხმარებლები, რადგან არ შეესაბამებიან თქვენს ბრენდს

ზემოთ აღნიშნულის გაანალიზება დაგეხმარებათ ფოკუსირება მოახდინოთ კონტენტის შექმნაზე.

რამდენად ხშირად უნდა გამოაქვეყნოთ კონტენტი?

სრულფასოვან სამყაროში, თქვენ გაქვთ საშუალება, გამოაქვეყნოთ ნებისმიერი რაოდენობისა და ტიპის კონტენტი. თუმცა, ბიუჯეტი ხშირად მიგვითითებს იმაზე, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ აწარმოოთ თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტი.

ამიტომ, საჭიროა დაამყაროთ ბალანსი თქვენს სარეკლამო ბიუჯეტსა და გამოსაქვეყნებელი პოსტების რაოდენობას შორის.

განრიგის შედგენა დაგეხმარებათ კონტენტის დროულად გამოქვეყნებაში. გარდა ამისა, ის უნდა შეიცავდეს მთელ კონტენტს, რომელსაც გააზიარებთ სოციალურ ქსელში.

თქვენი კონტენტი უნდს მოიცავდეს თითოეულ ანგარიშს, კონტენტის ტიპს, თარიღსა და დროს.

სოციალური მედიის მართვის აპლიკაციების უმეტესობას გააჩნია დაგეგმვის ფუნქცია. ეს კი ამარტივებს კამპანიების გარშემო კონტენტის დაგეგმვის პროცესს.

მაგალითად, Loomly-ს აპლიკაცია გთავაზობთ კონტენტის გამოქვეყნების ზუსტ განრიგს. გარდა ამისა, ის აჩვენებს ყველა სოციალური მედიის კონტენტს, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს.

სოციალური მედიის მართვა და მომხმარებლის ჩართულობა

თქვენს აუდიტორიასთან ურთიერთობის დამყარება სოციალური მედიის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

თქვენ გექნებათ საშუალება განავითაროთ პირდაპირი ურთიერთქმედება და მიიღოთ მეტი ინფორმაცია გამოწვევების, საჭიროებებისა და სურვილების შესახებ.

ეს ეხება კითხვებზე პასუხის გაცემას, საჭირო ინფორმაციის მიწოდებასა და მოთხოვნილებების შესრულებას.

რამდენიმე სიტყვა სკალირების შესახებ სოციალური მედიის პლატფორმებზე

კონტენტის შექმნა შეიძლება რთული აღმოჩნდეს. პირველ რიგში, უნდა იყოთ კრეატიული და შემოქმედი ადამიანი. ასეთები ჩვენს გუნდს ნამდვილად არ აკლია.

მაგალითად, თუ თქვენი ბრენდი მოთავსებულია Facebook-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე, TikTok-ი შესაძლოა არც ისე ეფექტური აღმოჩნდეს თქვენი კამპანიის წარმატებისთვის.

ამის ნაცვლად, ინსტაგრამზე და ფეისბუქზე ფოკუსირება საშუალებას მოგცემთ შექმნათ კარგი კონტენტი.

თქვენი კონტენტის შექმნისა და მართვის პროცესის დახვეწის შემდეგ, უფრო მარტივი იქნება დამატებითი ანგარიშის მართვა.

სოციალური მედიის მართვა უნდა იყოს თანმიმდევრული

იმის დასადგენად, თუ რა ტიპის კონტენტს გამოაქვეყნებთ და რამდენად ხშირად, საჭიროა იმოქმედოთ და განახორციელოთ ეს თანმიმდევრულად.

სოციალური მედია არის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი სივრცე, სადაც ყველა ადამიანი ცდილობს გაყიდოს თავისი პროდუქტი.

იმისთვის, რომ იყოთ გამორჩეული და თავდაჯერებული, საჭიროა ხშირად გამოაქვეყნოთ კონტენტი.

ეს ასევე უწყობს ხელს მყიდველებს მათი მოგზაურობის თითოეულ ეტაპზე, რათა გახდნენ მეტად აქტიურები.

დასკვნა

სოციალური მედიის მართვა ციფრული მენეჯმენტის მნიშვნელოვანი კომპონენტია.  ეს არის ერთგვარი გეგმა, თუ როგორ უნდა ვმართოთ კონტენტი და დავამყაროთ მჭიდრო ურთიერთობა მომხმარებლებთან სოციალური მედიის საშუალებით.

მიუხედავად იმისა, რომ კონტენტის მართვა და კომენტარებსა და კითხვებზე პასუხის გაცემა არის ერთი-ერთი ძირითადი ელემენტი, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი კონტენტის კალენდრის განლაგება და კონტენტის თანმიმდევრულად გამოქვეყნება.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მყიდველი არ არის მზად, დაუყოვნებლივ შეიძინოს თქვენი პროდუქტი, თქვენ უნდა ეცადოთ, კარგი კონტენტის საშუალებით, მიიზიდოთ მომხმარებლები, რაც შეინარჩუნებს თქვენს ბრენდს იმ დროისთვის, როდესაც ისინი გახდებიან აქტიური მყიდველები. ამ ყველაფრის განხორციელებაში, დაგეხმარებათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, რომელსაც ათეულობით კომპანიასთან წარმატებული თანამშრომლობის ისტორია დაუგროვდა.

დაგვიკავშირდით და ანდეთ თქვენი ბიზნესის სოციალური მედიის მართვა პროფესიონალ გუნდს.

იხილეთ ჩვენი სერვისები:

ასევე წაიკითხეთ ჩვენი ბლოგის სხვა საინტერესო სტატიები:

Skip to content