YouTube არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის არხი. კრეატიული ვიდეო კონტენტისა და კამპანიების გამოქვეყნების უსაზღვრო შესაძლებლობით, YouTube არის ნებისმიერი ბრენდის კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი.
თქვენი YouTube არხის ცნობადობის გასაზრდელად, ვიდეო კონტენტის ოპტიმიზაცია აუცილებელია ძიების შედეგებში. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საძიებო სისტემის ნაწილის, YouTube-ის ნავიგაციის ცოდნა უზრუნველყოფს თქვენი შინაარსის რანკირებას და ხილვადობის ზრდას.
თუ გჭირდებათ SEO ოპტიმიზაცია, დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 26 26 12 – ჩვენი SEO სპეციალისტი თქვენს ვებ საიტს მოწინავე პოზიციებზე წარმოაჩენს.
ჩვენი სახელმძღვანელო დაგეხმარებათ, გამოირჩეთ თქვენს ნიშაში და გახდეთ თქვენი მაყურებელი აუდიტორიისთვის ძებნის მთავარი ობიექტი.
YouTube SEO: ყველაფერი რაც თქვენ უნდა იცოდეთ
SEO ოპტიმიზაცია აუცილებელია ვებსაიტის ტრაფიკისთვის. მაგრამ იცოდით, რომ ეს ეხება YouTube-ს? აღმოაჩინეთ, თუ როგორ უნდა მოახდინოთ თქვენი YouTube არხის ოპტიმიზაცია, რათა უფრო მაღალი ადგილი დაიკავოთ ძიებაში და მეტი მაყურებელი მოიზიდოთ თქვენი ვიდეოებისთვის.
იყენებს თუ არა YouTube SEO-ს?
SEO არის პროცესი, რომელიც ეხმარება კონტენტს საძიებო სისტემებში უფრო მაღალი „რანგის“ მოპოვებაში. ეს არის ორგანული მეთოდი, ანუ განსხვავდება ფასიანი რეკლამისგან ან დაფინანსებული პოსტებისგან;
SEO მეგობრული კონტენტი მაღალ პოზიციებზეა, რადგან მან დაიმსახურა თავისი ადგილი და არის ისეთი მასალა, რომლის ნახვაც ინტერნეტის მომხმარებლებს სურთ. თუ კონტენტი ეხმიანება საკვანძო სიტყვებს და საძიებო ტერმინებს, რომლებსაც ხალხი აკრეფს და მოძებნის, ის უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს საძიებო სისტემებში, ისეთში, როგორიცაა Google.
Google-ის, Bing-ის ან ნებისმიერი სხვა საძიებო სისტემის მსგავსად, YouTube ეყრდნობა SEO-ს, რათა დაეხმაროს საუკეთესო კონტენტს მაღლა ასვლაში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კონტენტ კრეატორი იწყებს უბრალოდ შექმნით, აუცილებელია თქვენი არხის SEO-ის დაცვა რეიტინგის ზედა ნაწილში ასვლისთვის.
როგორ გავაუმჯობესო ჩემი YouTube SEO?
არის ქმედებების საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელთა განხორციელებაც შეგიძლიათ თქვენი არხის SEO-ს გასაძლიერებლად. ქვემოთ შეგირჩიეთ ათი რჩევა:
1: გააორმაგეთ თქვენი საკვანძო სიტყვები
საძიებო სისტემები იყენებენ საკვანძო სიტყვებს იმის დასადგენად, თუ რას ეძებენ მნახველები, ასე რომ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ეს და გამოიყენოთ შესაბამისი საკვანძო სიტყვების მკვლევარი, როგორიცაა Ahrefs ან Semrush. განსაზღვრეთ საუკეთესო გზა თქვენი საკვანძო სიტყვების კონკურენციის დასაძლევად; მაგალითად, სიტყვა „მომზადება“ ვერაფერს მოგიტანთ. ის ძალიან ფართოა და ძალიან დიდ კონკურენციაშია. მეორეს მხრივ, „ჩაქაფულის მომზადება“ ბევრად უფრო სპეციფიკურია და მიღწევადია თქვენი ჩაქაფულის მომზადების შემსწავლელი ვიდეოსთვის.
2: დაარქვით სახელი თქვენს ვიდეო ფაილს
ეს არის მცირე დეტალი, მაგრამ თქვენი ვიდეო ფაილის სახელი უნდა ემთხვეოდეს საკვანძო სიტყვებს. ასე რომ, თუ თქვენს თავდაპირველ ფაილს ჰქვია „video-edit-10.mp4“ ან სხვა, შეცვალეთ ის „ჩაქაფულის-მომზადება.mp4“-ით.
3: მიუთითეთ თქვენი ვიდეოს სათაური
დარწმუნდით, რომ სათაური შეიცავს თქვენს საკვანძო სიტყვებს და არის კონკრეტული. იდეალურ შემთხვევაში, ის უნდა იყოს 60 სიმბოლოზე ნაკლები, თუ ეს შესაძლებელია – არანაკლებ ხუთი სიტყვისა, მაგრამ არა უმეტეს მოკლე წინადადებისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იჭრება და გამოიყურება უხეშად.
4: შეინარჩუნეთ ესთეტიკა აღწერაში
აღწერა სასარგებლოა YouTube-ის ალგორითმისთვის, ისევე, როგორც მნახველებისთვის! – თქვენი შინაარსის გასაგებად. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკვანძო სიტყვებისა და კონტექსტისთვის და თქვენ არ გჭირდებათ შემოთავაზებული 1000 სიმბოლოს გამოყენება. პირველი 150 სიმბოლო ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ტექსტის ბლოკი, რომელსაც ხალხი ხედავს ფანჯრის გაზრდამდე. შემდეგ, უკვე შეგიძლიათ, შეავსოთ იგი მეტი საკვანძო სიტყვით, ინფორმაციისა და შესაბამისი შინაარსის ბმულებით.
5: სწორად შეარჩიეთ საძიებო ტეგები
შესაძლოა, თქვენ ჩამოწეეროთ ის სიტყვები, რომლებზეც ფიქრობთ, რომ შეესაბამება თქვენს კონტენტს და საძიებო ტერმინებსაც, თუმცა ეს ასე არ იყოს. მოიძიეთ შესაბამისი ტერმინები იმის მიხედვით, თუ რას ეძებს მაყურებელი ვიდეოს ძებნისას. გაითვალისწინეთ, რომ შერჩეული ტერმინები არ უნდა სცდებოდეს ვიდეოს შინაარს და უნდა იყოს რელევანტური. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, დაჯარიმდეთ.
6: შექმენით ნათელი thumbnail
ეს პირდაპირ გავლენას არ ახდენს თქვენს YouTube SEO რეიტინგზე, მაგრამ კარგი მინიატურა ნიშნავს მეტ დაწკაპუნებას… რაც ნიშნავს უკეთეს რეიტინგს! ესკიზი, ანუ კადრი, რომელიც ვიდეოს ჩართვამდე ჩანს, უნდა იყოს შესაბამისი, მიმზიდველი და ინფორმატიული.
7: დააკავშირეთ ვიდეოები YouTube ბარათებით
„ქარდები“ ყველაზე ეფექტური გზაა მნახველების წახალისებისთვის, რომ ნახონ მეტი კონტენტი და გამოიწერონ თქვენი არხი, ამიტომ დარწმუნდით, რომ თქვენი YouTube ბარათები დაკავშირებულია სხვა ვიდეოებთან. ამგვარად, თქვენ ქმნით შიდა ეკოსისტემას, რომელიც ლამაზად აკავშირებს თქვენს შინაარსს ერთმანეთთან, რაც აადვილებს მის გაგებას საძიებო სისტემის პერსპექტივიდან.
8: თქვენი კონტენტის „ფლეილისთი“
მიუხედავად იმისა, რომ ეს პირდაპირ გავლენას არ ახდენს YouTube SEO-ზე, ის მნახველებს აწვდის სხვა კონტენტს (YouTube ბარათების რჩევის მსგავსად). დაკავშირებული ვიდეოების დაჯგუფება ფლეილისთებში ქმნის იმავე სახის ეკოსისტემას.
9: დაურთეთ ვიდეოს ტრანსკრიპტები
YouTube ავტომატურად ქმნის ტრანსკრიპტებს, მაგრამ თუ არ საუბრობთ ნატურალურ ინგლისურზე, შედეგები შეიძლება იყოს საკმაოდ არაზუსტი. გამოდის, რომ ტრანსკრიპტების შემცველი ვიდეოები აუმჯობესებს YouTube SEO-ის რეიტინგს და 16%-ით მეტ მნახველს იზიდავს, ასე რომ, შეიმუშავეთ თქვენი მეთოდი ან იპოვეთ ტრანსკრიფციის პროგრამული უზრუნველყოფა, როგორიცაა Otter, რათა შექმნათ ტრანსკრიპტები.
10: მიმოხილვა, განხილვა, გაუმჯობესება
შეამოწმეთ როგორ მუშაობს თქვენი ვიდეოები. კერძოდ, ნახეთ, რამდენი თქვენი კონტენტი იქნა ნაპოვნი ორგანული ძიების მეშვეობით – ეს ნიშნავს, რომ ხალხმა აღმოგაჩინა თქვენ ძიების ფუნქციონალობით. თუ კონკრეტული საკვანძო სიტყვები მუდმივად ჩნდება ამ ძიებასთან დაკავშირებით, განიხილეთ თქვენი სათაურის, საკვანძო სიტყვების და აღწერილობის განახლება, რათა უკეთ შეესაბამებოდეს საძიებო ტერმინოლოგიას და კიდევ უფრო მაღალი პოზიცია მოიპოვოს!
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში: Facebook, Instagram
წყარო: https://digitalmarketinginstitute.com/blog/youtube-seo-strategies