IMC

facebook-reklamis-biujeti

თქვენი სარეკლამო ბიუჯეტის რა ნაწილი უნდა დახარჯოთ Facebook რეკლამაზე?

facebook-reklamis-biujeti

მოდით ვისაუბროთ ციფრებზე. რადგანაც საქმე ეხება იმის გადაწყვეტას, თქვენი სარეკლამო ბიუჯეტის რა ნაწილი უნდა გადანაწილდეს Facebook-ის რეკლამებზე, ჩვენ უარს ვიტყვით ზოგადი რჩევების მოცემაზე.

არ გეტყვით, რომ თქვენი ბიუჯეტის 5% უნდა გადავიდეს ცუკერბერგის ჯიბეში.

დანახარჯის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი შესაძლებლობა გაქვთ და რა არის თქვენი ბიზნესის მიზნები. სწორედ აქ შემოდის ციფრები.

ჩვენ ვაპირებთ, გაგიზიაროთ მარკეტინგის ფორმულები, რომლებიც პირადად თქვენ გეტყვით, რამდენი ფული უნდა დახარჯოთ Facebook რეკლამებში. ეს იგივე ფორმულები გამოსადეგია მაშინაც, როდესაც თქვენი ფეისბუქის სარეკლამო ბიუჯეტი შეადგენს 100₾ კვირაში და იმ შემთხვევაშიც, როცა კვირაში 10,000₾ ხარჯავთ.

ეს ყველაფერი ციფრებშია და ჩვენ ქვემოთ დეტალურად გაჩვენებთ მათ.

გაეცანით ჩვენს სერვისს: Facebook გვერდის მართვა და მიიღეთ საუკეთესო მომსახურების პირობები.

მარკეტინგის ფორმულები თქვენი Facebook რეკლამის ბიუჯეტის გასარკვევად

თქვენი ფეისბუქის რეკლამირების ბიუჯეტი არ არის რიცხვი, რომელსაც ვიმი ჰოფის ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ აიღებთ ციდან. ეს არის რიცხვი, რომელიც მოდის თქვენი ტვინის ლოგიკური მხარის ჩართვისა და მონაცემების მუშაობის შედეგად.

ჩვენ არ გვინდა, მათემატიკის პედაგოგი დაგაჭირვოთ, მაგრამ კალკულატორის მომზადება კარგი იდეაა.

აქ მოცემულია ფორმულები, რომლებსაც გამოიყენებთ იმის გასარკვევად, თუ რამდენი შეგიძლიათ, დახარჯოთ ფეისბუქის რეკლამებზე, იმისდა მიხედვით, თუ რა ჯდება თქვენი პროდუქტები. მას შემდეგ, რაც ამ ფორმულებს გადავხედავთ, მაგალითს გაგიზიარებთ, რათა ისინი მოქმედებაში ნახოთ.

პირველი ფორმულა იქნება თქვენი ანაზღაურება რეკლამის ხარჯზე (ROAS). თქვენი ანაზღაურება რეკლამის ხარჯზე გიჩვენებთ, თუ რას გამოიმუსავებთ რეკლამებზე დახარჯულ 1 ლარზე.

გავარკვიოთ ანაზღაურება რეკლამის ხარჯზე (ROAS):

ანაზღაურება რეკლამის ხარჯზე = შემოსავალი / დანახარჯი

მაგალითად, თუ 250 ლარი დახარჯეთ რეკლამებზე და 1000₾ შემოსავალი მიიღეთ, Facebook-ის რეკლამებში შეტანილ 1 ლარზე თქვენ გექნებათ 4₾ ანაზღაურება.

მეორე ფორმულა არის თქვენი ინვესტიციის ანაზღაურება (ROI). თქვენი ROI არის ის, რაც გამოიმუშავეთ რეკლამირებაში ჩადებული ფულის წაღების შემდეგ. ROAS-ისგან განსხვავებით, ეს არ გეუბნებათ, თუ რამდენს აკეთებთ Facebook-ზე დახარჯულ ლარზე. ეს გეუბნებათ, თუ რამდენს აკეთებთ მას შემდეგ, რაც რეკლამირების ყველა ხარჯს წაიღებთ.

გავარკვიოთ ინვესტიციის ანაზღაურება(ROI):

ROI = [(შემოსავალი – სარეკლამო ხარჯები) / სარეკლამო ხარჯები] x 100

მაგალითად, ვთქვათ, რომ თქვენ დახარჯეთ 500 ლარი Facebook-ის რეკლამებზე და გამოიმუშავეთ 3000 ლარი. თუმცა, თქვენ უნდა დაიქირაოთ ფასიანი რეკლამების ექსპერტი, რომელსაც უხდით 1000-ს და იყიდეთ $50-ანი SaaS ინსტრუმენტი ანალიტიკისთვის. თქვენი ROI იქნება (3,000 – 1,550 ლარი) გავყოთ 1,550 ლარზე. პროცენტულად რომ აქციოთ, ამრავლებ 100-ზე და მიიღებ 93,55% ROI-ს.

ჩვენ ახლა ამ ფორმულებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ წარმოდგენა გქონდეთ იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა შეგიძლიათ Facebook რეკლამებზე თანხის დახარჯვით. მას შემდეგ, რაც დაიწყებთ რეკლამების გაშვებას, თქვენ ასევე უნდა გაარკვიოთ თქვენი:

  • ლიდის ღირებულება (CPL)
  • თითო დაწკაპუნების ღირებულება (CPC)
  • მომხმარებლის საერთო ღირებულება (CLV)

ეს ფორმულები მოგაწვდით ინფორმაციას კონკრეტული რეკლამების შესახებ, რათა გააცნოთ, რამდენად კარგად მუშაობს თითოეული მათგანი თქვენი Facebook მარკეტინგის სტრატეგიის დიდ სქემაში. გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად კარგად მუშაობს თითოეული რეკლამა ან სარეკლამო ნაკრები, თქვენ შეგიძლიათ, დაუთმოთ მეტი თანხა მათ, თუ ისინი კარგად მუშაობენ ან გამორთოთ, თუ ისინი ძალიან ძვირი ჯდება.

როგორ გამოიყურება ეს ფორმულები რეალურ ცხოვრებაში

გახსოვთ გეომეტრიის გაკვეთილზე ჯდომისას იმაზე ფიქრი, როდის გამოგადგებოდათ ეს ფორმულები რეალურ ცხოვრებაში? ეს არ ჰგავს გეომეტრიის გაკვეთილს.

ჩვენ გვინდა, გაჩვენოთ, ზუსტად როგორ გამოიყურება ეს ფორმულები მათი განხორციელებისას, იმის გასარკვევად, თუ რა არის თქვენი Facebook რეკლამის ბიუჯეტი.

კალკულატორის ჩართვის დროა.

უნდა დავადგინოთ, თუ რამდენს დახარჯავთ და რა იქნება თქვენი სარეკლამო ხარჯები ROAS და ROI მიზნების მისაღწევად. ეს მიზნები მთლიანად დამოკიდებულია:

  1. რა მოგებას მოაქვს თქვენს ბიზნესს
  2. რამდენად ყიდით თქვენს პროდუქტს
  3. რა ღირს თქვენი პროდუქტის დამზადება ან შენარჩუნება

მაგალითად, თუ თქვენ ახალი სტარტაპი ხართ მცირე მარკეტინგის ბიუჯეტით, საჭიროა თქვენი ROAS და ROI საკმაოდ მაღალი იყოს. ეს მოგება გჭირდებათ თქვენი ბიზნესისთვის იმპულსის პოვნაში. თუ დამკვიდრებული ბიზნესი ხართ, დაბალ ROAS და ROI-ს უფრო მარტივად გაუმკლავდებით, უფრო მეტი ლიდების სანაცვლოდ, რომლებიც მომავალში *შეიძლება* მომხმარებლებად გადაიქნენ.

ვთქვათ, თქვენ ყიდით 100 ლარიან ონლაინ კურსს და გსურთ მან თვეში მინიმუმ 10,000 ლარი მოიტანოთ Facebook-დან, რათა თქვენი დროის ხარჯვა ღირდეს. საშუალო ROAS Facebook-ზე განსხვავებულია. იმის შესაფასებლად, თუ რამდენი ფულის ჩადება შეგიძლიათ პლატფორმაში, ვთქვათ, რომ ეს არის 6-10x. თქვენი მიზანია უმაღლესი დონის დაჭერა და 10x ROAS მიღება.

იმის გასარკვევად, თუ რამდენი შეგიძლიათ დახარჯოთ რეკლამებზე, გამოიყენებთ ROAS ფორმულას, მაგრამ ეძებთ ცვლადს “ხარჯი”:

ანაზღაურება რეკლამის ხარჯზე (ROAS) = შემოსავალი / ხარჯი

თქვენი ფორმულა ასე გამოიყურება:

10 = 10,000₾ / ხარჯი

ჩავრთოთ მცირე მათემატიკა იმის გასარკვევად, რომ თქვენ უნდა დახარჯოთ 1000₾, რათა 10,000₾ მიიღოთ Facebook რეკლამებიდან.

როგორ მუშაობს ეს თქვენი ბიზნესისთვის?

თქვენ იგივე უნდა გააკეთოთ ROI-სთან დაკავშირებითაც. გადახედეთ ციფრებს, რათა გაერკვიოთ, თუ რამდენი ROI გჭირდებათ სარეკლამო ხარჯებიდან. მათემატიკის გამოყენება შეგიძლიათ პლატფორმაზე წარმატების მისაღწევად და თქვენი მაქსიმალური სარეკლამო ხარჯების დასადგენად.

მთელ თქვენს ფულს Facebook-ზე ნუ დახარჯავთ

Facebook რეკლამები თქვენი მარკეტინგის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილია და არა ერთადერთი. ისევე, როგორც თქვენი სტრატეგიის ნებისმიერი ახალი ნაწილის შემთხვევაში, თქვენ ისიც უნდა შეამოწმოთ, სანამ მთლიანად ჩაერთვებით.

სწორედ აქ შემოდის ROAS და ROI. ამ ფორმულების საშუალებით შეგიძლიათ, გაერკვიოთ რა გჭირდებათ Facebook-ისგან, რათა ღირსეულ ინვესტიციად იქცეს. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ, შეამოწმოთ ის უფრო მცირე ბიუჯეტით, ხოლო გაერკვიოთ, თუ რომელი რეკლამის მეთოდი და შემოთავაზებები მუშაობს საუკეთესოდ თქვენი აუდიტორიის შექმნისას.

გამომდინარე იქიდან, რომ Facebook-ის რეკლამებს სწავლის ეტაპი აქვს ყველა ახალი სარეკლამო ანგარიშისთვის, Facebook სატესტო რეჟიმში გთავაზობთ მხოლოდ 20%-ის გამოყენებას იქიდან, რის დახარჯვასაც აპირებთ Facebook-ის რეკლამებზე. თუ თქვენი ROAS და ROI-დან დაადგენთ, რომ კვირაში 1000 ლარის დახარჯვა შეგიძლიათ Facebook-ის რეკლამებზე, Facebook-ის სატესტო რეჟიმისას მხოლოდ 200 ლარს გამოყოფთ.

იხილეთ ჩვენი სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

Leave a Comment

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს კონტენტისა და რეკლამის პერსონალიზებისთვის, სოციალური მედიის ფუნქციების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტრაფიკის გასაანალიზებლად. View more
Cookies settings
გასაგებია
სამომხმარებლო წესები და პირობები
Privacy & Cookies policy
Cookie name Active

ვინ ვართ ჩვენ

შემოთავაზებული ტექსტი: ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი: http://localhost/imc.

კომენტარები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ სტუმარი დატოვებს კომენტარს საიტზე, ჩვენ შევაგროვებთ ფორმაში მითითებულ მონაცემებს, აგრეთვე IP-მისამართს და ბრაუზერის user-agent-ის მონაცემებს, სპამის გამოვლენის მიზნით. ანონიმიზირებული სტრიქონი, რომელიც იქმნება თქვენი ელფოსტის მისამართიდან (ე.წ. „ჰეში“), შესაძლოა გადაეცეს სერვისს Gravatar, რათა მოხდეს იმის გარკვევა, იყენებთ თუ არა თქვენ მას. Gravatar-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია აქ: https://automattic.com/privacy/ . კომენტარის გამოქვეყნების შემდგომ თქვენი პროფილის გამოსახულება საჯაროდ გამოჩნდება თქვენი კომენტარის კონტექსტში.

მედია

შემოთავაზებული ტექსტი: თუ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი და ატვირთეთ ფოტო საიტზე, ჯობია თავიდან აიცილოთ EXIF-მონაცემებით ფოტოს ატვირთვა, ვინაიდან ისინი შეიცავენ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ნებისმიერს შეუძლია ამ ინფორმაციის ამოღება ფოტოდან.

ქუქი-ფაილები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ დატოვებთ კომენტარს ჩვენს საიტზე, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი სახელის, ელფოსტისა და ვებ-გვერდის მისამართის შენახვის შესაძლებლობა ქუქი-ფაილში. ეს კეთდება თქვენი კომფორტისათვის, რათა ხელახლა არ მოგიწიოთ იგივე მონაცემებსი შეტანა მორიგი კომენტარის დატოვებისას. ეს ქუქი-ფაილები ერთი წელი ინახება. თუ თქვენ სტუმრობთ ჩვენს შესვლის გვერდს, ჩვენ დავაყენებთ დროებით cookie-ს, რათა დადგინდეს თქვენი ბრაუზერი იღებს თუ არა cookies. ეს ქუქი-ფაილი არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და თქვენი ბრაუზერის დახურვისას გაუქმდება. პირად ანგარიშში შევლისას, ჩვენ ასევე ვაგზავნით რამოდენიმე ქუქი-ფაილს თქვენს კომპიუტერში, ეკრანის პარამეტრების ინფორმაციით. შესვლის ქუქი-ფაილი ორი დღე ინახება, ეკრანის პარამეტრების — 1 წელი. თუ აირჩევთ პარამეტრს „დამიმახსოვრე“, შესვლის პარამეტრები შენახული იქნება ორი კვირის განმავლობაში. ანგარიშიდან გამოსვლისას ქუქი-ფაილი წაიშლება. სტატიის ჩასწორების, ან გამოქვეყნებისას ბრაუზერში შენახული იქნება დამატებითი ქუქი-ფაილი, ის არ შეიცავს პირად მონაცემებს, არამედ მხოლოდ ჩასწორებული ჩანაწერის ID-ის და ვადა გასდის 1 დღეში.

სხვა საიტების ჩადგმადი შიგთავსი

შემოთავაზებული ტექსტი: სტატიები ამ საიტზე შესაძლოა შეიცავდნენ ჩადგმად შიგთავსს (მაგალითად ვიდეო, გამოსახულება, სტატია და ა.შ.). მსგავსი სახის შიგთავსი ისევე იქცევა, თითქოს მომხმარებელი გადავიდა სხვა საიტზე. ეს საიტები შესაძლოა აგროვებენ მონაცემებს თქვენს შესახებ, იყენებენ ქუქი-ფაილებს, ამატებენ დამატებითი თვალთვალის ხერხებს მესამე მხარისაგან და თვალყურს ადევნებენ თქვენს ურთიერთქმედებას შიგთავსთან, მათ შორის ურთიერთქმედებას იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორიზებული ხართ საიტზე და გაქვთ ანგარიში.

ვის ვუზიარებთ მოანცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ პაროლის გადაყენებას მოითხოვთ, თქვენი IP მისამართი დაემატება ელფოსტაში.

რამდენად დიდხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ თქვენ დაწერთ კომენტარს, მაშინ კომენტარიც და მისი მეტა-მონაცემები შეინახება უსასრულოდ დიდი ხნით. ეს ხდება იმისათვის, რომ ავტომატურად მოხდეს შემდგომი კომენტარების ავტომატური გამოქვეყნება, ნაცვლად ხელით მისი მოწონებისა. ჩვენს საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ჩვენ ვინახავთ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც მათ მიუთითეს პროფილში. ყველა მომხმარებელს შეუძლია ნახოს, ჩაასწოროს, ან წაშალოს მისი ინფორმაცია ნებისმიერ დროს (მომხმარებლის სახელის გარდა). ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ასევე შეუძლია დაინახოს ეს ინფორმაცია და შეცვალოს.

რა უფლებები გაქვთ პირად ინფორმაციაზე

შემოთავაზებული ტექსტი: საიტზე პირადი ანგარიშის არსებობისას, ან თუ თქვენ დატოვეთ კომენტარი, შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი ინფორმაციის ფაილის ექსპორტი, რომელიც ჩვენ შევინახეთ, მათ შორის თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ მონაცემების წაშლა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ ადმინისტრირების მიზნებისათვის, კანონის თანახმად, ან უსაფრთხოების მიზნით.

Where your data is sent

შემოთავაზებული ტექსტი: მომხმარებლების კომენტარები შესაძლოა ავტომატურად შემოწმდეს სპამის გამოვლენის სერვისით.
Save settings
Cookies settings