IMC

seo-vs-ppc

SEO vs PPC: რომელი ჯობს საძიებო მარკეტინგში?

ადრეც თქმულა, მაგრამ გავიმეოროთ: ტრეფიკი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნებისმიერი ონლაინ კომპანიისთვის. ონლაინ ბიზნესის წარმატება დიდად არის დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის ტრეფიკი მიედინება ვებსაიტზე. ეს უდავო ფაქტია. თუმცა, ბევრ კამათს იწვევს SEO-სა და PPC-ს, ტრაფიკის გამომუშავების ორი ყველაზე ძლიერი მიდგომის, ერთმანეთთან შედარება.

SEO ნიშნავს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას. PPC (Pay-Per-Click) ნიშნავს გადახდას თითო დაწკაპუნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი საბოლოო მიზანი ერთია, ისინი განსხვავებული ცნებებია, რომლებიც განსხვავებულ ტექნიკასა და მეთოდოლოგიას მოითხოვს.

 

seo-vs-ppc-magaliti

SEO და PPC შედეგების მაგალითი Google-ს ძიების შედეგებიდან

ორივე მათგანი ვებსაიტის სტუმრების მიღების ეფექტური მეთოდია, მაგრამ ერთმა მეთოდმა გარკვეულ გარემოებებში შეიძლება ძალიან კარგად იმუშაოს, ხოლო მეორესთან ერთად შესაძლოა, იმავე სიტუაციაში ტრაფიკის მიღების სირთულეები შეიქმნას. წარმატების მისაღწევად ერთერთი მეთოდით, ან ორივე მათგანთან ერთად, მარკეტერმა უნდა იცოდეს მათი ძლიერი მხარეები და შეზღუდვები, რათა სწორად გამოიყენოს ისინი ოპტიმალურ პირობებში.

seo-vs-ppc-SEO

როდის არის საუკეთესო SEO-ს გამოყენება?

SEO გულისხმობს ტექნიკების ერთობლიობას, რომლის მიზანია ვებ-გვერდის წამოწევა წამყვანი საძიებო სისტემების (მაგ. Google) პირველ გვერდზე. SEO ძალიან მნიშვნელოვანია ონლაინ ბიზნესისთვის, რადგან სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ტრეფიკის 80%, რომლის გამომუშავებაც შესაძლებელია ნებისმიერი ვებსაიტისთვის, მოდის საძიებო სისტემებზე. ყველაზე დიდი საძიებო სისტემა უდავოდ Google-ია, რომელიც დღეში 3.5 მილიარდზე მეტ ძებნას მოიცავს; აქედან გამომდინარე, SEO კამპანიების უმეტესობა მიზნად ისახავს კონკრეტულად ამ საძიებო სისტემას.

თუმცა, როდის უნდა გამოვიყენოთ SEO ტექნიკა ნაცვლად PPC-სა? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გარემოება, როდესაც SEO სასარგებლო იქნება ონლაინ ბიზნესისთვის.

  • როდესაც სასურველია თანმიმდევრული შედეგები. SEO-ს ამოქმედების პერიოდი შედარებით ხანგრძლივია. საძიებო სისტემის შედეგების პირველ გვერდზე მოხვედრა არ მოხდება ერთი დღე-ღამის განმავლობაში ან თუნდაც ერთ კვირაში. SERP-ის ზედა ნაწილში მოხვედრას დრო დასჭირდება. ამასთან, მას შემდეგ, რაც თქვენი ვებსაიტი SEO-ს საშუალებით ძიების პირველ პოზიციებზე მოხვდება, თქვენ ისიამოვნებთ მუდმივი ტრაფიკით. ასევე, თუ შეინარჩუნებთ თქვენს SEO კამპანიას, იმუშავებთ შედეგების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, შეგიძლიათ დარჩეთ სათავეში დიდი ხნის განმავლობაში და მიიღოთ გრძელვადიანი სარგებელი.

 

  • როდესაც გსურთ ავტორიტეტული საიტის შექმნა. ავტორიტეტული ვებგვერდი არის დამკვიდრებული რესურსი კონკრეტული ნიშისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ, როდესაც ამ ნიშის წევრებს სჭირდებათ გარკვეული ინფორმაცია ან მომსახურება, შევლენ ამ ავტორიტეტულ ვებგვერდზე. ავტორიტეტული ვებ-გვერდი, მას შემდეგ, რაც ის მიიღებს ასეთ სახეს, შეძლებს, მიიღოს უამრავი ტრაფიკი მხოლოდ მისი სახელის საფუძველზე. ავტორიტეტული ვებ-გვერდის შექმნის საუკეთესო გზაა თქვენს გვერდებზე ტრაფიკის მდგრადი გენერირება, საბოლოოდ რეპუტაციის დამყარება მანამ, სანამ ის პოპულარული გახდება და მის ბაზარზე დომინირებას დაიწყებს. საჭირო ტრაფიკის მდგრადი წარმოქმნის ერთადერთი გზა არის ჭკვიანური კონტენტი საზრიანი SEO დაგეგმვით.

 

  • როდესაც გსურთ თქვენი ვებსაიტის ღირებულების გაზრდა. ვებგვერდები ვირტუალური უძრავი ქონებაა. თუ თქვენი ვებსაიტის პრემიუმ ფასად გაყიდვას აპირებთ, მისი ღირებულება უნდა გაზარდოთ. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს მისი ღირებულების გაზრდას. მათ შორისაა წარმოქმნილი ტრაფიკის რაოდენობა, წარმოქმნილი ტრაფიკის თანმიმდევრულობა, გვერდის რანკი, საძიებო სისტემაში რანკირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბმულის პოპულარობა და ა.შ. ეს ყველაფერი SEO- ს სფეროში შედის.

გაითვალისწინეთ, რომ SEO არ არის “უფასო დაწკაპუნებები”. ეს უდიდესი შრომაა კონტენტის შექმნისა და პოპულარიზაციისთვის, რასაც დიდი დრო და ფული სჭირდება.

seo-vs-ppc-PPC

როდის არის საუკეთესო PPC-ს გამოყენება?

ახლა ჩვენ გადავდივართ SEO vs. PPC დებატებზე.

Pay-per-click მარკეტინგი არის რეკლამის მეთოდი საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე. ძირითადად, თქვენ იხდით იმაში, რომ თქვენი რეკლამები გამოჩნდეს სარეკლამო შედეგებში, როდესაც ვინმეს ძებნისას შეჰყავს გარკვეული მოთხოვნა, მათ შორის თქვენი საკვანძო სიტყვები.

რატომ ქვია მას სახელად “pay per click”? იმიტომ, რომ თქვენ იხდით თითოეული მომხმარებლისთვის, რომელიც დააჭერს თქვენს რეკლამას.

პოპულარულ PPC სარეკლამო პლატფორმებს მოიცავს Google Ads (AdWords), Bing Ads და Facebook სარეკლამო პლატფორმა. ნიშის სპეციფიკური PPC სისტემებიც მრავლადაა. ერთ-ერთი კარგი მაგალითია PlentyOfFish.com-ის რეკლამები, რომელიც შესანიშნავად მუშაობს გაცნობის შეთავაზებებთან მიმართებაში.

ესეიგი, როდის უნდა გამოიყენოთ PPC მარკეტინგი? ქვემოთ მოცემულია რამდენიმე გარემოება, როდესაც PPC ძალიან სასარგებლოა ონლაინ ბიზნესისთვის.

  • როდესაც შედეგები დაუყოვნებლივ გვჭირდება. PPC შედეგებს სწრაფად მოიტანს. ძალიან სწრაფად! შეგიძლიათ დათვალოთ წუთები, სანამ ვიზიტორების დიდი რაოდენობა შემოვა თქვენს გვერდებზე. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი PPC კამპანიის დამტკიცების მომენტში (იმ პირობით, რომ თქვენი წინადადებები საკმარისად მაღალია პრიორიტეტული განთავსებისთვის), თქვენი რეკლამები დაუყოვნებლივ გამოჩნდება მილიონობით ადამიანის თვალწინ. ტრაფიკი თითქმის დაუყოვნებლივ იქნება. ამრიგად, PPC საოცრად კარგად მუშაობს ახლადგაშვებული პროდუქტის, შესუსტებულ გვერდების, CPA მარკეტინგის და აფილირებული მარკეტინგის შემთხვევებში, რომლებიც მოიცავს მაღალი კონვერტირების შეთავაზებებს, ერთობლივი საწარმოს (JV) პროექტებს, სეზონურ აქციებს, ღონისძიებებზე ორიენტირებულ მარკეტინგს და ანალოგურ ონლაინ ბიზნეს კამპანიებს.

 

  • როდესაც მაღალმიზნობრივი ტრაფიკი გვსურს. SEO-სგან განსხვავებით, PPC მარკეტინგი საშუალებას მოგცემთ, კონკრეტული გახადოთ თქვენი აუდიტორია მათი დემოგრაფიული მონაცემების საფუძველზე. მრავალი PPC პლატფორმა, როგორიცაა სოციალური მედია საიტები, საშუალებას გაძლევთ, არეკლამოთ ისეთი მონაცემების მიხედვით, როგოგრიცაა: ასაკთი, სქესი, შემოსავლის დონე, განათლების დონე, ოჯახური მდგომარეობა და სხვა. პოპულარული სოციალური მედიის საიტები, როგორიცაა Facebook, ასევე საშუალებას გაძლევთ სამიზნე აუდიტორიაში შეიყვანოთ ხალხი მათი ჰობიდან გამომდინარე. ეს PPC-ს ქმნის ძლიერ გზას თქვენი ბიზნესის საჭირო ადამიანების ვიწრო ჯგუფთან მისასვლელად და მათ ვებ-გვერდზე გადმოსაყვანად.

 

  • დროის მიმართ მგრძნობიარე შეთავაზების პოპულარიზაციისას. ვარგისიანობის ვადის მქონე პროდუქციის, მომსახურებების ან ღონისძიებების მარკეტინგი ყოველთვის არის დროსთან ბრძოლა. ხშირად, SEO კამპანიების ამოქმედების ხანგრძლივი პერიოდი დაგვიანებულ შედეგებს გამოიღებს. ამ დროის მიმართ მგრძნობიარე შეთავაზებებისთვის, PPC მარკეტინგის მიზანშეწონილობა შესანიშნავი იქნებოდა. სთავაზობთ წინადადებას, რომელიც 2 დღეში სრულდება? არაა პრობლემა. PPC-ს შეუძლია მოიზიდოს თქვენთვის საჭირო ტრაფიკი რამდენიმე წუთში.

 

  • როდესაც თქვენი ვებგვერდი არ არის შექმნილი SEO-სთვის. SEO მოითხოვს შინაარსით მდიდარ ვებსაიტებს, რომლებიც რეგულარულად განახლდება. ეს არის ერთადერთი გზა 1) საძიებო სისტემების ინფორმირებისთვის, რომ თქვენი საიტი შესაბამისია და 2)იმის შესახსენებლად საძიებო სისტემებისთვის, რომ თქვენი საიტი შეინარჩუნონ შედეგების სათავეში. ზოგი ვებსაიტი არ არის შექმნილი ამისათვის. მაგალითად, ე.წ. „Squeeze page-ებს“ ვერ ექნება საჭირო შინაარსი, რათა Google-ის მეორე შეხედვაც კი დაიმსახუროს. ასეთი ვებსაიტებისთვის შესაძლებელია ტრეფიკის გამომუშავება PPC კამპანიებიდან.
  • თუ გსურთ დომინირება ძიების შედეგებში თქვენს საკვანძო სიტყვებზე. PPC შედეგები ნაჩვენებია ორგანული ძიების შედეგების ზემოთ. ეს თვალსაჩინო პოზიცია ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, ძიების ტრაფიკის 50% გადადის ზედა 3 სპონსორულ ბმულზე. PPC-ში არყოფნისას თქვენ კარგავთ ყველა ფასიან კლიკს თქვენი კონკურენტების სასარგებლოდ. თუ სერიოზულად აპირებთ თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვების წილის მაქსიმალურად გამოყენებას, თქვენ აუცილებლად უნდა ჩაერთოთ PPC-ში!

ეს არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შეიძლება უპირატესობა მიანიჭოთ ინტერნეტ მარკეტინგის ამა თუ იმ მეთოდს. ერთი კი ცალსახაა, SEO და PPC არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არამედ ორივე მათგანი უმნიშვნელოვანესი დამატებითი ნაწილია ინტერნეტ მარკეტინგის სტრატეგიაში.

იხილეთ ჩვენი სერვისები:

რეკომენდებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

 

Leave a Comment

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს კონტენტისა და რეკლამის პერსონალიზებისთვის, სოციალური მედიის ფუნქციების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტრაფიკის გასაანალიზებლად. View more
Cookies settings
გასაგებია
სამომხმარებლო წესები და პირობები
Privacy & Cookies policy
Cookie name Active

ვინ ვართ ჩვენ

შემოთავაზებული ტექსტი: ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი: http://localhost/imc.

კომენტარები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ სტუმარი დატოვებს კომენტარს საიტზე, ჩვენ შევაგროვებთ ფორმაში მითითებულ მონაცემებს, აგრეთვე IP-მისამართს და ბრაუზერის user-agent-ის მონაცემებს, სპამის გამოვლენის მიზნით. ანონიმიზირებული სტრიქონი, რომელიც იქმნება თქვენი ელფოსტის მისამართიდან (ე.წ. „ჰეში“), შესაძლოა გადაეცეს სერვისს Gravatar, რათა მოხდეს იმის გარკვევა, იყენებთ თუ არა თქვენ მას. Gravatar-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია აქ: https://automattic.com/privacy/ . კომენტარის გამოქვეყნების შემდგომ თქვენი პროფილის გამოსახულება საჯაროდ გამოჩნდება თქვენი კომენტარის კონტექსტში.

მედია

შემოთავაზებული ტექსტი: თუ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი და ატვირთეთ ფოტო საიტზე, ჯობია თავიდან აიცილოთ EXIF-მონაცემებით ფოტოს ატვირთვა, ვინაიდან ისინი შეიცავენ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ნებისმიერს შეუძლია ამ ინფორმაციის ამოღება ფოტოდან.

ქუქი-ფაილები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ დატოვებთ კომენტარს ჩვენს საიტზე, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი სახელის, ელფოსტისა და ვებ-გვერდის მისამართის შენახვის შესაძლებლობა ქუქი-ფაილში. ეს კეთდება თქვენი კომფორტისათვის, რათა ხელახლა არ მოგიწიოთ იგივე მონაცემებსი შეტანა მორიგი კომენტარის დატოვებისას. ეს ქუქი-ფაილები ერთი წელი ინახება. თუ თქვენ სტუმრობთ ჩვენს შესვლის გვერდს, ჩვენ დავაყენებთ დროებით cookie-ს, რათა დადგინდეს თქვენი ბრაუზერი იღებს თუ არა cookies. ეს ქუქი-ფაილი არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და თქვენი ბრაუზერის დახურვისას გაუქმდება. პირად ანგარიშში შევლისას, ჩვენ ასევე ვაგზავნით რამოდენიმე ქუქი-ფაილს თქვენს კომპიუტერში, ეკრანის პარამეტრების ინფორმაციით. შესვლის ქუქი-ფაილი ორი დღე ინახება, ეკრანის პარამეტრების — 1 წელი. თუ აირჩევთ პარამეტრს „დამიმახსოვრე“, შესვლის პარამეტრები შენახული იქნება ორი კვირის განმავლობაში. ანგარიშიდან გამოსვლისას ქუქი-ფაილი წაიშლება. სტატიის ჩასწორების, ან გამოქვეყნებისას ბრაუზერში შენახული იქნება დამატებითი ქუქი-ფაილი, ის არ შეიცავს პირად მონაცემებს, არამედ მხოლოდ ჩასწორებული ჩანაწერის ID-ის და ვადა გასდის 1 დღეში.

სხვა საიტების ჩადგმადი შიგთავსი

შემოთავაზებული ტექსტი: სტატიები ამ საიტზე შესაძლოა შეიცავდნენ ჩადგმად შიგთავსს (მაგალითად ვიდეო, გამოსახულება, სტატია და ა.შ.). მსგავსი სახის შიგთავსი ისევე იქცევა, თითქოს მომხმარებელი გადავიდა სხვა საიტზე. ეს საიტები შესაძლოა აგროვებენ მონაცემებს თქვენს შესახებ, იყენებენ ქუქი-ფაილებს, ამატებენ დამატებითი თვალთვალის ხერხებს მესამე მხარისაგან და თვალყურს ადევნებენ თქვენს ურთიერთქმედებას შიგთავსთან, მათ შორის ურთიერთქმედებას იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორიზებული ხართ საიტზე და გაქვთ ანგარიში.

ვის ვუზიარებთ მოანცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ პაროლის გადაყენებას მოითხოვთ, თქვენი IP მისამართი დაემატება ელფოსტაში.

რამდენად დიდხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ თქვენ დაწერთ კომენტარს, მაშინ კომენტარიც და მისი მეტა-მონაცემები შეინახება უსასრულოდ დიდი ხნით. ეს ხდება იმისათვის, რომ ავტომატურად მოხდეს შემდგომი კომენტარების ავტომატური გამოქვეყნება, ნაცვლად ხელით მისი მოწონებისა. ჩვენს საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ჩვენ ვინახავთ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც მათ მიუთითეს პროფილში. ყველა მომხმარებელს შეუძლია ნახოს, ჩაასწოროს, ან წაშალოს მისი ინფორმაცია ნებისმიერ დროს (მომხმარებლის სახელის გარდა). ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ასევე შეუძლია დაინახოს ეს ინფორმაცია და შეცვალოს.

რა უფლებები გაქვთ პირად ინფორმაციაზე

შემოთავაზებული ტექსტი: საიტზე პირადი ანგარიშის არსებობისას, ან თუ თქვენ დატოვეთ კომენტარი, შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი ინფორმაციის ფაილის ექსპორტი, რომელიც ჩვენ შევინახეთ, მათ შორის თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ მონაცემების წაშლა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ ადმინისტრირების მიზნებისათვის, კანონის თანახმად, ან უსაფრთხოების მიზნით.

Where your data is sent

შემოთავაზებული ტექსტი: მომხმარებლების კომენტარები შესაძლოა ავტომატურად შემოწმდეს სპამის გამოვლენის სერვისით.
Save settings
Cookies settings