IMC

Google-My-Business-Logo

Google My Business-ის მნიშვნელობა ბიზნესში

Google My Business (GMB, ადრე ცნობილი, როგორც Google Places for Business) კომპანიებს სთავაზობს ფანტასტიკურ შესაძლებლობას, გამოჩნდნენ Google-ის ძიების შედეგებში, მაგრამ მასში საუკეთესო არის ის, რომ ის უფასოა!

 

gmg-logo-300x300-1რა არის Google My Business გვერდი?

Google My Business საშუალებას გაძლევთ, შეიტანოთ თქვენი ბიზნესის ადგილმდებარეობა Google Maps-ში და ადგილობრივი ძიების შედეგებში.

თქვენ შეგიძლიათ, აჩვენოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ, მათ შორის გახსნის/დახურვის დრო, საკონტაქტო ინფორმაცია ან თქვენი ვებსაიტის ბმული. ახლახან Google-მა გამოუშვა ახალი ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ, განათავსოთ სტატიების ბმული ან მომავალი მოვლენების შესახებ ინფორმაცია. დამატებით ამის შესახებ შემდეგში.

განთავსება უფასოა, მაგრამ ის ყველა ბიზნესის მიერ აუცილებლობად უნდა ჩაითვალოს. თუ თქვენი ბიზნესი ონლაინ ბიზნესია და ფიზიკური მაღაზია არ გაქვთ, მაინც უნდა განიხილოთ Google My Business გვერდის ქონა.

კომპანია IMC აიემსი გთავაზობთ სერვისს – SEO ოპტიმიზაცია, რაც თავის თავში მოიცავს Google My Business-ის რეგისტრაციას და შემდგომ ოპტიმიზაციას.

გააუმჯობესეთ თქვენი ბიზნესის ხილვადობა ადგილობრივ ძიებაში

თქვენი Google My Business-ის განთავსება არის თქვენი ბიზნესის ინტერნეტში გამოჩენის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა. უფრო და უფრო მეტი საძიებო მოთხოვნა ხდება გეოგრაფიულად სპეციფიკური და მუშავდება Google-ის ალგორითმები მომხმარებლის განზრახვის გათვალისწინებით.

თქვენ ალბათ როდისმე გამოგიყენებიათ Google-ის ძებნა, მაგალითად, “რესტორნები ჩემთან ახლოს”, თუ ასეა, მაშინ შეამჩნევდით, რომ Google თქვენი ამჟამინდელი მდებარეობიდან გამომდინარე გიჩვენებთ სამი მდებარეობის ჩამონათვალს, სადაც რესტორანია. სამ ბიზნესს, რომლებიც გამოჩნდა თქვენი ძიების მოთხოვნის შედეგად, აქვს GMB გვერდი და ერთი ნაბიჯით მოგიახლოვდნენ თქვენ, როგორც მომხმარებელს.

თუ ამ რესტორნებს არ ექნებოდათ GMB გვერდი, მაშინ ისინი აქ არ გამოჩნდებოდნენ. იფიქრეთ ამაზე თქვენი ბიზნესის კონტექსტში, რა სახის პროდუქტსა თუ მომსახურებასაც არ უნდა ყიდიდეთ. როგორ შეუძლია ადგილობრივ ძიებებს სარგებლობა მოუტანოს თქვენს ბიზნესს და რა შეიძლება დაკარგოთ მის გარეშე?

რადგან Google რეგულარულად ცვლის ალგორითმებს, თუ გსურთ ადგილობრივ ძიებაში იპოვოთ, განთავსებული უნდა გქონდეთ Google My Business-ი და რეგულარულად აოპტიმიზიროთ ის.

როგორ უნდა ოპტიმიზირდეს თქვენი Google My Business გვერდი

google-maps-cropped-300x292-1თქვენი ბიზნესისთვის GMB გვერდის შექმნისა და მოთხოვნის შემდეგ, შემდეგი ნაბიჯზე უნდა დარწმუნდეთ, რომ ის ოპტიმიზირებულია და შეავსოთ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. თქვენ მიზნად უნდა დაისახოთ ინფორმაციის მაქსიმალურად შეტანა GMB ანგარიშში.

როდესაც ადამიანები მოძებნიან და იპოვნიან თქვენს ბიზნესს ძიების შედეგებში, მათი შემდეგი ნაბიჯი იქნება თქვენს ბიზნესზე დაწკაპუნება მეტი ინფორმაციის გასარკვევად, როგორიცაა საკონტაქტო ინფორმაცია და მიმართულების ჩვენება.

ხალხის ძებნის მეთოდები იცვლება და ინფორმაცია დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუ არ გაქვთ მითითებული თქვენი ზუსტი მისამართი, მაშინ ადამიანებისთვის რთული იქნება, ფიზიკურად გიპოვნონ. თუ თქვენი ბიზნესის პოვნა ადვილი არ არის, ხალხი სხვასთან წავა. ეს ძალიან მარტივია.

ეს არის ონლაინ გარემო, რომელშიც ახლა ბიზნესი კონკურენციაში უნდა შევიდეს, ასე რომ დარწმუნდით, რომ თქვენი ბიზნესი იყენებს ინტერნეტში ძებნის გზებს და ნუ შეუშლით ხელს ახალი მომხმარებლების მოზიდვის შესაძლებლობას.

დაწერეთ აღწერა სწორად

დაუთმეთ დრო და დაწერეთ კარგი აღწერა თქვენს GMB ანგარიშში და შეეცადეთ, მაქსიმალურად ზუსტი ადგილი მიუთითოთ, რათა სწორი მომხმარებლებისთვის იყოს ის შეთავაზებული. აღწერა გამოიყენება როგორც მიმოხილვა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს თქვენი ბიზნესი და აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ბიზნესთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვები. თქვენი GMB აღწერილობა შეიძლება შეიცავდეს 750-მდე სიმბოლოს, მაგრამ კარგი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეტანა პირველ წინადადებებში. შეეცადეთ, შეიტანოთ 2-3 საკვანძო სიტყვა, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს თქვენს ბიზნესს.

დაამატეთ პოსტები თქვენს Google My Business-ს

ახლა უფრო მეტი ინტერესის მოზიდვა შეგიძლიათ GMB პროფილში სტატიების დამატებით. კონტენტი გამოჩნდება Google-ის ძიებაში და რუკის შედეგებზე.

პოსტის დასამატებლად, მხოლოდ შენს GMB ანგარიშზე შესვლა და ახალი პოსტის შექმნა გჭირდება. თქვენ შეძლებთ, ატვირთოთ სურათი, დაწეროთ 300 სიტყვიანი ტექსტი ან ღონისძიების სათაური, რომელიც უნდა შეიცავდეს დაწყების/დასრულების თარიღს.

ამის შემდეგ არსებობს ვარიანტი, რომ დაამატოთ call-to-action ღილაკი მრავალფეროვანი არჩევანით, მათ შორის “შეიტყვეთ მეტი”, “რეზერვი”, “დარეგისტრირება”, “ყიდვა” და “მიიღეთ შეთავაზება”.

GMB-Screen-Shotდაპოსტვის ფუნქცია გაძლევთ დიდ მოქნილობას, ხელი შეუწყოთ ღონისძიებების პოპულარიზაციას, თქვენი შინაარსის გაზიარებას და თქვენი პროდუქციის ან მომსახურების პოპულარიზაციას, ხაზს უსვამთ სპეციალურ შეთავაზებებს. პოსტი გაგრძელდება 7 დღის განმავლობაში, სანამ დაგჭირდებათ ახალი ჩანაწერით ჩანაცვლება. Google ამას შეგახსენებთ ელ. ფოსტით.

ინოვაციური ვიზუალური GMB გვერდის სკრინშოტი გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყენეს დაპოსტვის ფუნქცია Google Retail & Shopping Livestream ღონისძიების პოპულარიზაციისთვის. როგორც ხედავთ, ნაჩვენებია მკაფიო თარიღი და დრო, ისევე როგორც “დარეგისტრირება”.

თუ თქვენ დაყენებული გაქვთ Google My Business, მაგრამ ჯერ არ გამოგიყენებიათ პოსტების ფუნქცია, იმედია ახლა უკვე საკმარისი გაიგეთ ამის გასათვალისწინებლად.

გახსოვდეთ, რომ თვალყური ადევნოთ თქვენს პოსტებს, რადგან როგორც ვიცით, Google შეტყობინებებს ვადა გასდით მათი გამოქვეყნებიდან შვიდი დღის შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ მათი განახლება კვირაში ერთხელ მოგიწევთ. ღონისძიებების განთავსება შეიძლება უფრო ხანგრძლივად და ავტომატურად გაქრება ღონისძიების დღეს, რაც მოსახერხებელია.

დაამატეთ 10-მდე ფოტო ან ვიდეო GMB-ის პოსტებში

2020 წლის თებერვლის შემდეგ, შეგიძლიათ, დაამატოთ 10-მდე ფოტო ან ვიდეო Google პოსტებში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ, კიდევ უფრო მეტი გააკეთოთ თქვენი პოსტების ასამაღლებლად და კონკურენტებისგან გამორჩევისთვის. სურათები და ვიდეოები დაგეხმარებათ ამბის მოყოლაში და მრავალი სურათის დამატების შესაძლებლობა ნამდვილად სასარგებლოა ელექტრონული კომერციის ბიზნესში, რადგან პროდუქტების მრავალი სურათის დამატებაში დაგეხმარებათ.

რეგულარულად დაამატეთ სურათები

თქვენ შეიძლება, დაამატოთ ძირითადი სურათები, როგორიცაა თქვენი ბიზნესის ექსტერიერი/ინტერიერი, თქვენი ლოგო და თქვენი გუნდი, მაგრამ აქ არ უნდა გაჩერდეთ. განათავსეთ სურათები, რამდენადაც შეგიძლიათ. ეს აჩვენებს Google-ს, რომ თქვენ აქტიური ხართ და ხელს შეგიწყობთ, უფრო მაღალ პოზიციებზე გამოგაჩენთ რუკაზე ან ადგილობრივი ძიების შედეგებში.

შეაგროვეთ მიმოხილვები

google-my-business-reviewsთუ გსურთ, ძიების და რუქის შედეგების მაღალ რანკში იყოთ, შეაგროვეთ მიმოხილვები. მიმოხილვები მოქმედებს როგორც რეალური სამყაროს სიგნალები იმისა, თუ რას ფიქრობენ ადამიანები ბიზნესზე და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფაქტორს ადგილობრივი ძიების რეიტინგის მოსაპოვებლად. მხოლოდ ეს არაა. ისინი სოციალურ მტკიცებულებად იქცევიან თქვენი პოტენციური მომხმარებლებისთვის და ეხმარებიან მათ, მიიღონ გადაწყვეტილება დაიჭირონ თუ არა საქმე თქვენთან.

მიმოხილვების შეგროვების საუკეთესო გზაა მათი მოთხოვნა. მოიძიეთ მომხმარებლები, რომლებიც იცით, თუ რამდენად კმაყოფილი დარჩნენ თქვენი პროდუქტით ან მომსახურებით. მიმოხილვების შეგროვების გასაადვილებლად დააყენეთ შაბლონური ელ.წერილი, მაგრამ დარწმუნდით, რომ ზუსტად იმ პირებთან გზავნით მას, ვინც თქვენ გინდათ!

უპასუხეთ მიმოხილვებს

კარგია თუ ცუდი (და განსაკუთრებით ცუდი), უპასუხეთ ყველა მიმოხილვას, რათა თქვენმა მომხმარებელმა იცოდეს, რომ მნიშვნელოვანი როგორც ის, ისე მისი გამოცდილება თქვენს ბიზნესთან. ეს ასევე ხელს შეუწყობს სხვა მომხმარებლებს, გაიმყარონ თქვენი, როგორც ბრენდის, ნდობა. გაეცანით და მადლობა გადაუხადეთ მომხმარებლებს, რომლებიც კარგ მიმოხილვას ტოვებენ, რადგან ეს გვიჩვენებს ჩართულობის დონეს ყიდვის შემდგომ ეტაპზე.

დაბოლოს, შეგიძლიათ, გამოიყენოთ თქვენი მიმოხილვები, როგორც ბიზნესის უკეთესი შესაძლებლობა; ისწავლეთ რა მოსწონთ ხალხს და რა არ მოსწონთ და გაუმჯობესდით ამ საკითხებში. მიმოხილვები არის მნიშვნელოვანი მონაცემები ბიზნესისთვის.

არ გამოტოვოთ Google My Business-ის ბენეფიტები

დარწმუნდით, რომ თქვენს ბიზნესს აქვს განახლებული და დეტალური Google My Business გვერდი. თუ თქვენ დროს არ გამოყოფთ მისი შექმნისა და ოპტიმიზაციისთვის, მაშინ გამოტოვებთ Google ძიების შედეგებში გამოჩენის ერთ-ერთ საუკეთესო უფასო გზას. ის ასევე ძალიან ადაპტირებადია და მისი განახლება შესაძლებელია, თუ საჭიროა ყოველდღიური ცვლილებების ასახვით. თქვენი გვერდის ოპტიმიზაციისთვის საჭიროა მხოლოდ დრო და ცოდნა, ასე რომ დარწმუნდით, რომ ამას გააკეთეთ. სარგებელს მაშინვე ნახავთ.

აქვე გაიგეთ დამატებითი ინფორმაცია ადგილობრივი SEO-ს შესახებ.

იმედია, საინტერესო ინფორმაცია მიიღეთ და ნიშნად ამისა, გაუზიარებთ თქვენს მეგობრებსაც.

ასევე…

იხილეთ ჩვენი სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

Leave a Comment

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს კონტენტისა და რეკლამის პერსონალიზებისთვის, სოციალური მედიის ფუნქციების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტრაფიკის გასაანალიზებლად. View more
Cookies settings
გასაგებია
სამომხმარებლო წესები და პირობები
Privacy & Cookies policy
Cookie name Active

ვინ ვართ ჩვენ

შემოთავაზებული ტექსტი: ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი: http://localhost/imc.

კომენტარები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ სტუმარი დატოვებს კომენტარს საიტზე, ჩვენ შევაგროვებთ ფორმაში მითითებულ მონაცემებს, აგრეთვე IP-მისამართს და ბრაუზერის user-agent-ის მონაცემებს, სპამის გამოვლენის მიზნით. ანონიმიზირებული სტრიქონი, რომელიც იქმნება თქვენი ელფოსტის მისამართიდან (ე.წ. „ჰეში“), შესაძლოა გადაეცეს სერვისს Gravatar, რათა მოხდეს იმის გარკვევა, იყენებთ თუ არა თქვენ მას. Gravatar-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია აქ: https://automattic.com/privacy/ . კომენტარის გამოქვეყნების შემდგომ თქვენი პროფილის გამოსახულება საჯაროდ გამოჩნდება თქვენი კომენტარის კონტექსტში.

მედია

შემოთავაზებული ტექსტი: თუ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი და ატვირთეთ ფოტო საიტზე, ჯობია თავიდან აიცილოთ EXIF-მონაცემებით ფოტოს ატვირთვა, ვინაიდან ისინი შეიცავენ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ნებისმიერს შეუძლია ამ ინფორმაციის ამოღება ფოტოდან.

ქუქი-ფაილები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ დატოვებთ კომენტარს ჩვენს საიტზე, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი სახელის, ელფოსტისა და ვებ-გვერდის მისამართის შენახვის შესაძლებლობა ქუქი-ფაილში. ეს კეთდება თქვენი კომფორტისათვის, რათა ხელახლა არ მოგიწიოთ იგივე მონაცემებსი შეტანა მორიგი კომენტარის დატოვებისას. ეს ქუქი-ფაილები ერთი წელი ინახება. თუ თქვენ სტუმრობთ ჩვენს შესვლის გვერდს, ჩვენ დავაყენებთ დროებით cookie-ს, რათა დადგინდეს თქვენი ბრაუზერი იღებს თუ არა cookies. ეს ქუქი-ფაილი არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და თქვენი ბრაუზერის დახურვისას გაუქმდება. პირად ანგარიშში შევლისას, ჩვენ ასევე ვაგზავნით რამოდენიმე ქუქი-ფაილს თქვენს კომპიუტერში, ეკრანის პარამეტრების ინფორმაციით. შესვლის ქუქი-ფაილი ორი დღე ინახება, ეკრანის პარამეტრების — 1 წელი. თუ აირჩევთ პარამეტრს „დამიმახსოვრე“, შესვლის პარამეტრები შენახული იქნება ორი კვირის განმავლობაში. ანგარიშიდან გამოსვლისას ქუქი-ფაილი წაიშლება. სტატიის ჩასწორების, ან გამოქვეყნებისას ბრაუზერში შენახული იქნება დამატებითი ქუქი-ფაილი, ის არ შეიცავს პირად მონაცემებს, არამედ მხოლოდ ჩასწორებული ჩანაწერის ID-ის და ვადა გასდის 1 დღეში.

სხვა საიტების ჩადგმადი შიგთავსი

შემოთავაზებული ტექსტი: სტატიები ამ საიტზე შესაძლოა შეიცავდნენ ჩადგმად შიგთავსს (მაგალითად ვიდეო, გამოსახულება, სტატია და ა.შ.). მსგავსი სახის შიგთავსი ისევე იქცევა, თითქოს მომხმარებელი გადავიდა სხვა საიტზე. ეს საიტები შესაძლოა აგროვებენ მონაცემებს თქვენს შესახებ, იყენებენ ქუქი-ფაილებს, ამატებენ დამატებითი თვალთვალის ხერხებს მესამე მხარისაგან და თვალყურს ადევნებენ თქვენს ურთიერთქმედებას შიგთავსთან, მათ შორის ურთიერთქმედებას იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორიზებული ხართ საიტზე და გაქვთ ანგარიში.

ვის ვუზიარებთ მოანცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ პაროლის გადაყენებას მოითხოვთ, თქვენი IP მისამართი დაემატება ელფოსტაში.

რამდენად დიდხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ თქვენ დაწერთ კომენტარს, მაშინ კომენტარიც და მისი მეტა-მონაცემები შეინახება უსასრულოდ დიდი ხნით. ეს ხდება იმისათვის, რომ ავტომატურად მოხდეს შემდგომი კომენტარების ავტომატური გამოქვეყნება, ნაცვლად ხელით მისი მოწონებისა. ჩვენს საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ჩვენ ვინახავთ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც მათ მიუთითეს პროფილში. ყველა მომხმარებელს შეუძლია ნახოს, ჩაასწოროს, ან წაშალოს მისი ინფორმაცია ნებისმიერ დროს (მომხმარებლის სახელის გარდა). ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ასევე შეუძლია დაინახოს ეს ინფორმაცია და შეცვალოს.

რა უფლებები გაქვთ პირად ინფორმაციაზე

შემოთავაზებული ტექსტი: საიტზე პირადი ანგარიშის არსებობისას, ან თუ თქვენ დატოვეთ კომენტარი, შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი ინფორმაციის ფაილის ექსპორტი, რომელიც ჩვენ შევინახეთ, მათ შორის თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ მონაცემების წაშლა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ ადმინისტრირების მიზნებისათვის, კანონის თანახმად, ან უსაფრთხოების მიზნით.

Where your data is sent

შემოთავაზებული ტექსტი: მომხმარებლების კომენტარები შესაძლოა ავტომატურად შემოწმდეს სპამის გამოვლენის სერვისით.
Save settings
Cookies settings