fbpx

Google ads (AdWord)

მთავარი - რეკლამა გუგლში: Google Ads (AdWords) – საუკეთესო PPC რეკლამა

კომპანია IMC აიემსი გთავაზობთ Google Ads (AdWords) რეკლამის სრულფასოვან მომსახურებას. განათავსეთ რეკლამა გუგლში ჩვენთან ერთად და  მყისიერად გაზარდეთ ვიზიტორთა რაოდენობა თქვენს ვებ-გვერდზე. შეიტანეთ თქვენს ინტერნეტ მარკეტინგულ სტრატეგიაში Google Ads-ის PPC (Pay-Per-Click) რეკლამები და გადაიხადეთ თანხა მხოლოდ იმ დაწკაპუნებებში, რომლებსაც მომხმარებლები თქვენამდე მოსასვლელად გამოიყენებენ.

google-ads

რა არის Google Ads (AdWords)?

Google Ads (ადრინდელი Google AdWords და Google AdWords Express) ონლაინ რეკლამის გადაწყვეტაა, რომელსაც იყენებენ ბიზნესები თავიანთი პროდუქტებისა და სერვისების დასაწინაურებლად Google Search-ში, YouTube-ში და სხვა ვებ საიტებზე. აგრეთვე, Google Ads საშუალებას აძლევს რეკლამის განმთავსებლებს, აირჩიონ კონკრეტული მიზნები მათი რეკლამებისთვის, როგორიცაა სატელეფონო ზარებისა ვებსაიტების ნახვების მოზიდვა. Google Ads ანგარიშით რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ ბიუჯეტისა და სამიზნეების პარამეტრების დაყენება და რეკლამების ნებისმიერ დროს დაწყება ან შეჩერება.

რა უპირატესობები აქვს რეკლამას გუგლში?

რეკლამა გუგლში საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ თქვენი რეკლამები იმ ხალხს, ვინც, სავარაუდოდ, დაინტერესდება თქვენი პროდუქციითა და მომსახურებით, ხოლო ფილტრაციის საშუალებით, გამოირიცხება ის, ვინც არ იქნება დაინტერესებული. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ, დააწკაპუნეს თუ არა იმ ადამიანებმა თქვენს რეკლამებზე. ონლაინ რეკლამა ასევე გაძლევთ შესაძლებლობას, მიაღწიოთ პოტენციურ მომხმარებლებს, რადგან ისინი იყენებენ მრავალ მოწყობილობას – კომპიუტერს, ლეპტოპს, ტაბლეტს და სმარტფონს.

Google Ads საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ ონლაინ რეკლამირების უპირატესობებით: აჩვენეთ თქვენი რეკლამები სწორ ადამიანებს, საჭირო ადგილას და საჭირო დროს. Google Ads გთავაზობთ რამდენიმე ს

  • რეკლამა გუგლში ზრდის გაყიდვების მოცულობას ინტერნეტში. Google Ads-ის მეშვეობით თქვენი გაყიდვების მოცულობა გაიზრდება მყისიერად და თვალსაჩინოდ.
  • საკვანძო სიტყვები (Keywords). კამპანიის დაწყებამდე შეირჩევა ის საკვანძო სიტყვები, რომლებსაც მომხმარებლები ძიების დროს იყენებენ. ამრიგად, თქვენამდე მოდის უშუალოდ ის მომხმარებელი, რომელსაც სჭირდებით.
  • იხდით მხოლოდ მომხმარებლებში. ციფრული მარკეტინგის სხვა არხებისგან განსხვავებით, აქ იხდით მხოლოდ იმ მომხმარებლებში, რომლებიც თქვენი შეთავაზებით არიან დაინტერესებული. განსხვავებით სოციალური ქსელების (მაგ. Facebook) რეკლამებისგან, სადაც მომხმარებლები თქვენ გპოულობენ, აქ თქვენ პოულობთ მომხმარებლებს, რომლებსაც სჭირდებათ პროდუქცია ან მომსახურება. (Facebook რეკლამებსა და  Google Ads-ის შედარება შეგიძლიათ იხილოთ აქ)
  • ვაკონტროლებთ სტატისტიკას. Google Ads კამპანიის წარმოებისას გაქვთ შესაძლებლობა, თვალყური ადევნოთ მომხმარებელთა აქტივობას. აქ თქვენ ნახავთ, რამდენმა ადამიანმა დააწკაპუნა რეკლამას, რამდენი გადაიხადეთ თითოეულ კლიკში და ა.შ. 24 საათიანი კონტროლი საშუალებას გვაძლევს რეკლამის ეფექტურობა შევაფასოთ.
  • ადგილობრივი და გლობალური რეკლამირება. Google Ads-ი საშუალებას გაძლევთ, თქვენი ხმა მიაწვდინოთ როგორც ადგილობრივ მომხმარებლებს, ისე საზღვარ გარეთ მცხოვრებთ.

როგორ მუშაობს რეკლამა გუგლში Google Ads?

Google Ads-ის მუშაობა გულისხმობს თქვენი რეკლამის ჩვენებას, როდესაც ხალხი ონლაინ ეძებს იმ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებსაც თქვენ სთავაზობთ. ჭკვიანი ტექნოლოგიის ეფექტურად გამოყენებით Google Ads გეხმარებათ, წარუდგინოთ რეკლამები თქვენს პოტენციურ კლიენტებს ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ისინი მზად არიან მოქმედებისთვის.

  1. იწყებთ მიზნის არჩევით, რომელიც შეიძლება იყოს მეტი სტუმრის მიღება ვებსაიტზე ან მეტი სატელეფონო ზარის მიღება თქვენს ბიზნესში.
  2. შემდეგ ირჩევთ გეოგრაფიულ რეგიონს, სადაც უნდა მოხდეს თქვენი რეკლამის ჩვენება. ის შეიძლება იყოს თქვენი ბიზნესიდან მცირე რადიუსში ან უფრო ფართო არეალი, მაგ. ქალაქები, შტატები ან მთელი ქვეყნები.
  3. დაბოლოს, ჩამოაყალიბებთ თქვენს რეკლამას და დააყენებთ ყოველთვიური ბიუჯეტის ზედა ზღვარს.

როგორც კი თქვენი რეკლამა გუგლში დამტკიცდება, ის გამოჩნდება ყოველთვის, როდესაც თქვენს სამიზნე რეგიონში მომხმარებლები მოძებნიან თქვენი პროდუქტის ან სერვისის მსგავს პროდუქტს ან სერვისს. თქვენ გადაიხდით მხოლოდ მაშინ, როდესაც მომხმარებლები ჩაერთვებიან თქვენს რეკლამაში, მაგალითად, დააწკაპუნებენ თქვენს რეკლამაზე ან დარეკავენ თქვენს ბიზნესში.

Google Ads-ის რა სხვადასხვა ტიპები არსებობს?

არსებობს Google Ads-ის სამი ძირითადი ტიპი:

  • Search Network კამპანიები — ეს რეკლამები, როგორც წესი, ტექსტური ფორმისაა და შეიძლება გამოჩნდეს Google Search-ის შედეგების გვერდებზე, როდესაც ვინმე ეძებს თქვენი პროდუქტის ან სერვისის მსგავს პროდუქტს ან სერვისს
  • Display Network კამპანიები — ეს რეკლამები, როგორც წესი, სურათის ფორმისაა და ნაჩვენებია ვებსაიტებზე ან აპებში, რომლებსაც სტუმრობენ თქვენი კლიენტები
  • ვიდეო კამპანიები — ეს რეკლამები, როგორც წესი, 6 ან 15-წამიანი ვიდეოებია და ნაჩვენებია პირდაპირ YouTube კონტენტის წინ ან მის განმავლობაში

რა არის CPC (თითო დაწკაპუნების ღირებულება) ან PPC (თითო დაწკაპუნებაზე გადახდა) რეკლამა?

CPC (თითო დაწკაპუნების ღირებულება) ან PPC (თითო დაწკაპუნებაზე გადახდა) ნიშნავს, რომ რეკლამისთვის იხდით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე ვინმე დააწკაპუნებს.

რეკლამის სხვა მოდელებია:

  • თითო ჩვენების ღირებულება. იხდით იმის მიხედვით, რამდენჯერაც მოხდება თქვენი რეკლამის ჩვენება (არა დაწკაპუნება)
  • თითო ჩართულობის ღირებულება. იხდით, როდესაც მომხმარებელი შეასრულებს წინასწარ განსაზღვრულ ჩართულობას (მაგალითად, თქვენი ვიდეო რეკლამის ყურება)

რა ღირს Google Ads?

თქვენი Google Ads-ის ღირებულება განისაზღვრება თქვენი ბიუჯეტის პარამეტრებით. Google Ads თითქმის ყველა ბიუჯეტით მუშაობს. თანხა ჩამოგეჭრებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც მომხმარებლები მოახდენენ ინტერაქციას თქვენს რეკლამასთან, მაგალითად, დააწკაპუნებენ თქვენი ვებსაიტის მოსანახულებლად ან დარეკავენ თქვენს ბიზნესში. Google Ads-ით არ არსებობს მინიმალური დანახარჯის მოთხოვნა და კონტრაქტის სავალდებულო ხანგრძლივობა — რეკლამების შეჩერება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. დაწკაპუნების ან ზარის ღირებულება რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება.

რატომ კომპანია IMC აიემსი?

მართალია, Google ყოველთვის ცდილობს ყველა თავისი მომსახურება მომხმარებლისათვის მარტივი და ხელმისაწვდომი გახადოს, თუმცა გამოუცდელის ხელით წარმოებული Google Ads კამპანია შესაძლოა, არც ისე წარმატებული აღმოჩნდეს და ფულის წყალში გადაყრა გამოვიდეს. შესაძლებელია, თქვენივე ხელით, ან ახალბედას დახმარებით გახსნათ კამპანია, თუმცა აქ წარმატებისთვის მთავარია არაერთი დეტალის გათვალისწინება და ბაზრის კვლევა. გამოკლვევა იმ საკვანძო სიტყვებისა, რომელსაც მომხმარებელი იყენებს Google-ში ძებნისას.  ამ ყველაფერს კი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ.

დაგვიკავშირდით და ჩართეთ თქვენს ინტერნეტ მარკეტინგის სტრატეგიაში Google Ads (AdWords), შედეგებიც არ დააყოვნებს!

+995593262612 / +995551180613

იხილეთ ჩვენი სხვა სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

სტატიაში გარკვეული ტექსტის წყაროა: Google

Skip to content