LinkedIn-ს აქვს ის, რაც სხვა სოციალური ქსელების პლატფორმებს არ აქვთ. ის მთლიანად პროფესიონალურ ქსელებზეა აგებული და არა სამხიარულო ვიდეოებზე. YouTube-ის, Instagram-ის, Facebook-ის, Twitter-ისა და TikTok-ისგან განსხვავებით, ადამიანები LinkedIn- ზე მოდიან ერთი რამისთვის: პროფესიონალურ ქსელთან დასაკავშირებლად.
ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს სულ სხვა აზრები უტრიალებთ თავში, როდესაც LinkedIn-ის არხებს ხსნიან, განსხვავებით Instagram Reels-ის დათვალიერებისგან.
ეს არის LinkedIn-ის ნამდვილი ძალა. ლინკდინის მარკეტინგული სტრატეგიის არსებობა ნიშნავს, რომ თქვენ იყენებთ თქვენს გამოცდილებას, როგორც სააგენტოს მფლობელის, ბიზნესის მფლობელის ან მარკეტინგის იმ ადამიანის, ვინც ნამდვილად ზრუნავს განვითარებაზე.
LinkedIn-ზე ადამიანები არ არიან, რათა გამოტოვონ თქვენი საგანმანათლებლო მარკეტინგის პოსტი და ნახონ თავიანთი ბიძაშვილის ქორწილის ფოტოები. მათ სურთ განავითარონ თავიანთი ქსელი, ისწავლონ ექსპერტებისგან და ნახონ, თუ როგორ დაეხმარებიან სხვები თავიანთი ბიზნესის და პროფესიული მიზნების მიღწევაში.
ამის გაკეთება შეგიძლიათ ამ 8 ნაბიჯით, რომელიც მშვენივრადაა კურირებული Linkedin-ის ექსპერტისა და Youtube-ის კონტენტის შემქმნელის, ნატაშა ვილასეკას მიერ. ჩვენ აქვე გამოვყოფთ 8 საფეხურს და ციფრულ მარკეტინგში ჩვენს გამოცდილებას დავამატებთ მარკეტინგისა და ბიზნესის მფლობელებს.
ნაბიჯი 1: იცოდეთ თქვენი მომხმარებლის ავატარი
სანამ LinkedIn- ის პოსტს (ან რომელიმე სოციალური ქსელის პოსტს) გამოაქვეყნებთ, უნდა იცოდეთ თქვენი იდეალური მნახველი. თუ ასე არ იზამთ, ჩათვალეთ, იღებთ შემთხვევით წინადადებას სიტყვების გენერატორიდან და განათავსებთ 15000 ლარად დიდ ბილბორდზე, და გაინტერესებთ, რატომ არავინ ყიდულობს თქვენს პროდუქტს.
“ვის ევაჭრები?”
ჩვენ ვიყენებთ მომხმარებელთა ავატარის სამუშაო ფურცელს, რათა ჩვენს DigitalMarketer ლაბორატორიის წევრებსა და სერტიფიცირებულ პარტნიორებს დავეხმაროთ, გაერკვნენ მათი მომხმარებლების ავატარის მიზნებში, ღირებულებებში, ზნეობაში, მტკივნეულ წერტილებში, გამოწვევებში და სხვა. ეს სამუშაო ფურცელი გააქარვებს კითხვას – “რა უნდა დავპოსტოთ?” და დაგარწმუნებთ, რომ “ცხადია, ჩვენ ეს უნდა დავპოსტოთ!”. ეს გამოიწვევს გამომწერებისა და კონვერტაციების ზრდას.
ნაბიჯი 2: დააოპტიმიზირეთ თქვენი პროფილი, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად
თქვენი Linkedin პროფილის სტუმრებთან დაკავშირებით, ნატაშა აღნიშნავს, რომ ”ადამიანები ცდილობენ უპასუხონ რამდენიმე კითხვას რაც შეიძლება სწრაფად”. კითხვები მოიცავს:
- ეს ადამიანი სასარგებლოა ჩემთვის?
- ეს ადამიანი სანდოა?
- ამ ადამიანთან ურთიერთობა ახლა ჩემთვის სასარგებლოა?
დააოპტიმიზირეთ თქვენი პროფილი, რათა ის ამ კითხვებზე პასუხობდეს და გარდაქმნიდეს მნახველებს ფოლოუერბად, რომლებსაც ენდომებათ თქვენს კონტენტთან ურთიერთობა.
ნაბიჯი 3: გაზარდეთ თქვენი ქსელი სტრატეგიულად
თქვენი LinkedIn მოთხოვნები შეიძლება დაგროვდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ზუსტად შეგეფერებათ. თქვენი მიზანია LinkedIn-ზე თქვენი ქსელის სტრატეგიულად გაზრდა, ნატაშას სტრატეგის შლის ორი ტიპის მკითხველში:
1. აზროვნების ლიდერები
აზროვნების ლიდერები თქვენი პირდაპირი და არაპირდაპირი კონკურენტები არიან. ნატაშა ამას შესანიშნავად ამბობს: ”იყავი ცნობისმოყვარე შენს კონკურენციასთან დაკავშირებით”. თქვენ უნდა ნახოთ, რას აკეთებენ ისინი, რაც საშუალებას მოგცემთ, ყოველთვის დარჩეთ რამდენიმე ნაბიჯით წინ.
2. კლიენტები
ალბათ ეძებთ ROI-ს (ინვესტიციის დაბრუნება) იმ დროიდან, რაც LinkedIn-ზე ატარებთ. აქ შემოდის შინაარსის კურირება თქვენი მომხმარებლის ავატარისთვის. მიზანი არის მიიღოთ პოტენციალი, რომ მოგწერონ შეტყობინება თქვენი სერვისების შესახებ (უზარმაზარი მოგება!) ან გავრცელება, თუ ვინ ხართ და რა შეგიძლიათ გააკეთოთ მათთვის, როდესაც მომავალში მათ დაუკავშირდებით.
ნაბიჯი 4: შინაარსის სტრატეგიის განხორციელება
მართალი გითხრათ, ორგანული მიღწევა არ არის ის, რაც ადრე იყო. მას შემდეგ, რაც რეკლამა სოციალურ პლატფორმებზე მოხვდა, ცხადი გახდა, რომ ორგანული კონტენტის მოზიდვა არ იქნება მათი მთავარი პრიორიტეტი. მართალია რთულია LinkedIn-ზე ზრდა, მაგრამ არა შეუძლებელი. თქვენ უბრალოდ უნდა შემოხვიდეთ სტრატეგიით და იცოდეთ, რომ თითების გადაჯვარედინება აქ არ ითვლება.
ნატაშა გთავაზობთ AnswerThePublic-ს გამოყენებას, რათა იპოვოთ თქვენი აუდიტორიის შინაარსობრივი თემები. ჩვენ გთავაზობთ ამ თემების აღებას და 3-5 შინაარსის სიღრმისეულად გარკვევას, რომლითაც ცნობილი იქნებით თქვენს ნიშაში. მაგალითად,
თავისუფალი ელექტრონული კომერციის მარკეტინგის შინაარსის საყრდენი იქნება:
- ელექტრონული კომერციის მარკეტინგის მომავალი, რომელიც დაფუძნებულია ტექნოლოგიასა და ტენდენციებზე
- სტრატეგიები ელექტრონული კომერციის მარკეტინგისთვის (რაც დამტკიცებულია სოციალური მტკიცებულებებით)
- თქვენი მარკეტინგის ინსტრუმენტის დასტა
ეს არის ბრენდინგის საფუძველი. ეს საშუალებას აძლევს თქვენს აუდიტორიას კატეგორიზირება მოახდინოს, თუ რას უნდა ელოდონ თქვენგან და დაეხმარება მათ გააცნობიერონ, რომ სწორედ ის შინაარსია, რომლის წაკითხვაც სურთ.
ნაბიჯი 5: შექმენით მნიშვნელობა თქვენს „ცივ შეტყობინებებში“
ნატაშა ირჩევსს „მყიდველი უპირატესია“ მიდგომას, როდესაც საქმე ეხება მის გამავალ DM-ებს. ის ყოველთვის აყენებს მყიდველის მოთხოვნილებებს საკუთარი თავზე წინ და არასდროს უგზავნის არაღირებულ, არაიმპრესიულ შეტყობინებებს.
”თუ თქვენ გაგზავნით ქუქი-მჭრელ შეტყობინებებს, მიიღებთ ასეთივე პასუხებს (ან დარჩებით უპასუხოდ!)”
ის მუდამ რწმუნდება იმაში, რომ თითოეული შეტყობინება პერსონალიზირებულია, რათა მკითხველს აჩვენოს, რომ მან ერთბაშად 100 ადამიანთან არ გაგზავნა მესიჯი. მან დრო დაუთმო იმაზე ზრუნვას, რომ ეს მესიჯი ღირებული ყოფილიყო მისი პოტენციური მომხმარებლისთვის, ვუდრე დაიწყებდა მათთან მუშაობას.
როგორც ნატაშა განმარტავს, ”დაუკავშირდით ხალხს, როგორც ადამიანებს, პიროვნებებს. ნუ მოექცევით მათ, როგორც გაყიდვების შესაძლებლობას. ”
ნაბიჯი 6: გამოიმუშავეთ *უფასო* გაყიდვების ხალხი
თქვენი ბიზნესის ზოგიერთ საუკეთესო გამყიდველს არასდროს გაუვლია გაყიდვების კურსი, არ დაუხარჯავსდრო გაყიდვების ზარებზე და არც CRM-თან ჰქონია შეხება. ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, მიიღონ უმაღლესი კონვერტაცია, ყველაზე დაბალი შეფასებით.
ისინი თქვენი წარსული და ახლანდელი მომხმარებლები არიან. ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ თქვენ დიდ საქმეს აკეთებთ და სიამოვნებით გაგესაუბრებიან… განსაკუთრებით, თუ ინსტრუქციას შესთავაზებთ. ნატაშა გთავაზობთ LinkedIn-ს გამოყენებას თქვენს მომხმარებლებთან დასაკავშირებლად და მათთვის საკითხავად, იცით თუ არა ვინმე, ვისაც თქვენი მომსახურება სჭირდება.
თუ ისინი ამას გააკეთებენ, თქვენც შეგიძლიათ, საპასუხოდ ინსტრუქციის მიცემა.
ნაბიჯი 7: გამოიყენეთ CRM დაუყოვნებლივ
ნატამ, ათასობით სხვა მარკეტერსა და ბიზნესის მფლობელთან ერთად, გაკვეთილი რთული გზით ისწავლა. ფიქრი, რომ შეგიძლია თვალყური ადევნო ყველაფერს, რაც ხდება შენი გამავალი და შემომავალი ლიდების გარშემო, სასიამოვნოა, მაგრამ რეალურად ეს მარტივად არ გამოდის.
თქვენ გჭირდებათ CRM სისტემა, რათა თვალყური ადევნოთ კოვერსაციებს და სათანადოდ შეინახოთ პოტენციური მომხმარებლების მონაცემები.
ნატაშასთან ერთად, ჩვენც გირჩევთ, დაუყოვნებლივ გამოიყენოთ ეს სისტემა, რადგან ის დაგეხმარებათ ამ სტრატეგიის შემდეგი ნაბიჯის შესრულებაში. ის კი დიდ როლს ასრულებს თქვენი ბიზნესი მასიურად გაფართოებაში.
ნაბიჯი 8: გამოიყენეთ სპლით ტესტი და დაახარისხეთ თქვენი შემომავალი და გამავალი შეტყობინებები
ჩვენი საყვარელი ნაწილის დროა. მარკეტოლოგებს, ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს A/B ტესტირება ერთ-ერთი პირველი ფრაზაა, რომელიც ჩვენ ჩვილი ბავშვობაში ერთმანეთთან დაგვიკავშირებია. ეს წარმოადგენს ნებისმიერი მასშტაბური მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველს (და მიზეზი, რის გამოც CRM-ის დაყენება გუშინ იყო საჭირო).
თქვენი CRM საშუალებით თქვენ შეძლებთ, გამოიყენოთ A/B ტესტი და მოახდინოთ გაგზავნილი შეტყობინებების ოპტიმიზაცია. როგორც ნატაშა განმარტავს, „შეამოწმეთ რამდენი ადამიანი პასუხობს დადებითად, გარდასახეთ შეხვედრაზე და დახურეთ. იხილეთ, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ცვლილებებმა გავლენა მოახდინოს ამ ციფრებზე.”
სწორედ ამას გააკეთებდა დიდებული მარკეტინგის სპეციალისტი. ისინი დაინახავდნენ, რა განსხვავება იქნებოდა სტატიის დასაწყისში და ბოლოს პერსონალიზებას შორის. ან, ისინი დაინახავდნენ, გრძელი შეტყობინებები უკეთესად გარდაიქმნება თუ მოკლე. დატესტეთ, დატესტეთ, დატესტეთ.
ნატაშა ვილასეკამ იცის თავისი LinkedIn მარკეტინგი
LinkedIn-ს აქვს სხვა ტიპის სუპერძალა, სხვა სარეკლამო პლატფორმებთან შედარებით. ინსტაგრამი მშვენიერია, მაგრამ ხალხი არ სქროლავს ინსტაგრამზე იმისთვის, რომ ისწავლოს ბიზნესის განსავითარებლად და ისინი ნამდვილად არც TikTok-ს უყურებენ ამ მიზნით.
LinkedIn-ზე ადამიანები არიან ქსელის შესაქმნელად, შესაძლებლობების მოსაძებნად და ხალხის შესახვედრად, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ბიზნესი (და გადაწყვიტონ თავიანთი მტკივნეული წერტილები) ამიტომ თქვენი LinkedIn შინაარსი შეიძლება იყოს თქვენი სოციალური მარკეტინგის სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარდამქმნელი ნაწილი.
LinkedIn-ის საუკეთესო მარკეტინგული სტრატეგია 2021 წლისთვის მიყვება ნატაშა ვილასეკას 8 ნაბიჯს:
- იცოდეთ თქვენი მომხმარებლის ავატარი
- დააოპტიმიზირეთ თქვენი პროფილი, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად
- გაზარდეთ თქვენი ქსელი სტრატეგიულად
- შინაარსის სტრატეგიის განხორციელება
- შექმენით მნიშვნელობა თქვენს „ცივ შეტყობინებებში“
- გამოიმუშავეთ *უფასო* გაყიდვების ხალხი
- გამოიყენეთ CRM დაუყოვნებლივ
- გამოიყენეთ სპლით ტესტი და დაახარისხეთ თქვენი შემომავალი და გამავალი შეტყობინებები
იხილეთ ჩვენი სერვისები:
- საიტების დამზადება
- ლოგოს დამზადება
- SEO ოპტიმიზაცია
- მობილური აპლიკაციის დამზადება
- ელექტრონული კომერცია – ინტერნეტ მაღაზიის შექმნა
- გრაფიკული დიზაინი
- სავიზიტო ბარათების დამზადება
- სარეკლამო ბანერის დიზაინის დამზადება
- FACEBOOK გვერდის მართვა
- Google Ads (AdWords): გუგლის რეკლამა
- ბრენდბუქი
- სივის დამზადება