SEO- ს ყველა სტრატეგია ორიენტირებულია საძიებო სისტემებში რაც შეიძლება მაღალ რანკირებაზე. ამისათვის ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ შევქმნათ ვებ გვერდი, რომელიც Google-ის საიდუმლო ალგორითმს მოეწონება. ძირითადად ეს ყველაფერია SEO. Google-ის ალგორითმის ფაქტორები შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად. ისინი განსაზღვრავენ თქვენი ვებსაიტის რანკირებას, ესენია: on-page ფაქტორები და off-page ფაქტორები. ქვემოთ განვიხილავ ამ ორს შორის განსხვავებას. ასევე ავხსნი on-page SEO-ს მნიშვნელობას და გავშლი მის აუცილებელ ფაქტორებს.
თუ გჭირდებათ SEO ოპტიმიზაცია, დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 26 26 12 – ჩვენი SEO სპეციალისტი თქვენს ვებ საიტს მოწინავე პოზიციებზე წარმოაჩენს.
On-page SEO და off-page SEO
გვერდითი ფაქტორები მთლიანად უკავშირდება თქვენი ვებსაიტის ელემენტებს. ერთ-ერთი ფაქტორია ტექნიკური გამართვა – თქვენი კოდის ხარისხი. აგრეთვე ტექსტური და ვიზუალური შინაარსი და საიტის მომხმარებელზე მორგება. მეორე მხრივ, არსებობს გვერდის გარე ფაქტორები. ისეთები, როგორიცაა სხვა ვებსაიტების ბმულები, სოციალური მედიის ყურადღება და ვებსაიტის გარეთ მიმდინარე თქვენი სხვა მარკეტინგული საქმიანობა. თუ ყურადღებას გაამახვილებთ გვერდის გარე SEO-ზე, გამოდის, ძირითადად მიზნად ისახავთ მეტი ბმულის მიღებას თქვენს საიტზე. რაც უფრო მეტ ბმულს (ლინკს) მიიღებთ, მით უფრო მაღალი იქნება თქვენი რეიტინგი Google- ში.
On-page SEO-ს მნიშვნელობა.
On-page SEO შედგება SEO-ს ყველა იმ ელემენტისგან, რომელთა კონტროლიც საუკეთესოდ შეგიძლიათ. თუ ვებსაიტი გაქვთ, შეგიძლიათ აკონტროლოთ ტექნიკური საკითხები და თქვენი კონტენტის შინაარსის ხარისხი. ჩვენ გვჯერა, რომ გვერდის ყველა პრობლემა უნდა მოგვარდეს, რადგან ისინი თქვენს ხელშია. თუ შექმნით გამორჩეულ ვებსაიტს, ის ნამდვილად დაიწყებს რანკირებას. On-page SEO-ზე ფოკუსირება ასევე გაზრდის ალბათობას, რომ თქვენი გვერდისგარე SEO სტრატეგია წარმატებული იქნება. ბმულის დაკავშირება უხარისხო საიტთან არის ძალიან სარისკო ნაბიჯი. არავის მოუნდება ცუდ ან მოსაწყენ სტატიებთან დაკავშირება.
აუცილებელი on-page SEO ფაქტორები
ჩვენი აზრით, არსებობს on-page SEO-ს სამი მთავარი ფაქტორი. გაამახვილეთ ყურადღება ამ სამ ფაქტორზე:
ტექნიკური სრულყოფა
თქვენი კოდის ხარისხი უნდა იყოს მაღალი. შეამოწმეთ, უნებლიედ ხომ არ უშლით ხელს თქვენს ვებსაიტს საძიებო სისტემაში ინდექსირებას (დღეს ეს ისევ ხდება!). WordPress არის SEO-მეგობრული პლატფორმა, თავისი პლაგინებით და ჩვენი დახმარებით თქვენი რეიტინგი ისე დაიწყებს ზრდას, რომ ვერც მიხვდებით, როგორ. ასე რომ, თუ გამოიყენებთ WordPress-ს და ჩვენთან ერთად კარგად დაალაგებთ SEO-ზე მორგებულ კონტენტს, თქვენ გექნებათ დაფარული თქვენი SEO გვერდის უმეტესი ტექნიკური ასპექტები.
თვალსაჩინო კონტენტი
რატომ სტუმრობენ ადამიანები თქვენს საიტს? სავარაუდოდ იმიტომ, რომ ის შეიცავს ინფორმაციას, რომელსაც ეძებენ. ამიტომ თქვენ უნდა დაწეროთ გამორჩეული, თვალსაჩინო კონტენტი(მაგ. სტატია). საძიებო სისტემები, ისეთი, როგორიცაა Google, კითხულობს თქვენს ტექსტს. საიტის უმაღლეს ადგილებზე დარანკვას დიდწილად განსაზღვრავს მასში განთავსებული კონტენტი. ეს კონტენტი უნდა შედგებოდეს სწორი საკვანძო სიტყბებისგან, შეიცავდეს საინტერესო ინფორმაციას და უნდა იკითხებოდეს მარტივად.
მომხმარებლის უზადო შთაბეჭდილება
მესამე და ბოლო ფაქტორია მომხმარებლის შთაბეჭდილება. მომხმარებლებმა მარტივად უნდა გაიგონ თქვენი ვებსაიტი. მათ მყისიერად უნდა შეძლონ იმის პოვნა, რაც მათ სურთ. მათ უნდა იცოდნენ სად უნდა დააჭირონ და როგორ იმოძრაონ თქვენს საიტზე. და ეს უნდა იყოს სწრაფი! ლამაზად შემუშავებული ვებსაიტი სასიამოვნოა. თუმცა პირველ რიგში თქვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს მოსახერხებელზე ორიენტრიებული ვებსაიტის შექმნა!
იხილეთ ჩვენი სერვისები:
- საიტების დამზადება
- ლოგოს დამზადება
- SEO ოპტიმიზაცია
- ელექტრონული კომერცია – ინტერნეტ მაღაზიის შექმნა
- გრაფიკული დიზაინი
- სავიზიტო ბარათების დამზადება
- სარეკლამო ბანერის დიზაინის დამზადება
- FACEBOOK გვერდის მართვა
- Google Ads (AdWords): გუგლის რეკლამა
- ბრენდბუქი
- სივის დამზადება
ასევე იხილეთ ჩვენი ბლოგის სხვა საინტერესო სტატიები:
- რა არის SEO ოპტიმიზაცია?
- 9 რჩევა SEO მეგობრული და გამორჩეული ბლოგისთვის
- ადგილობრივი SEO: მცირე ბიზნესის სრული გზამკვლევი
- SEO კოპირაითინგი: სრული გზამკვლევი
- ინტერნეტ მარკეტინგი
- მარკეტინგული კვლევა და ბაზრის კვლევა
- როგორ წარმოვაჩინოთ ჩვენი ბიზნესი ინტერნეტში ვებ-საიტით?
- ვებ დიზაინი – რატომ არის მნიშვნელოვანი?
- ბრენდბუქი
- გაზარდე ტრაფიკი ვებ-გვერდზე
- „მოგწერთ პირადში“ – რატომ გვწერენ პირადში?
- რა არის ბრენდინგი და რატომ არის მნიშვნელოვანი?
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში: