IMC

10-rCeva-saitis-xarisxis-gasaumjobeseblad

როგორ წარმოვაჩინოთ ჩვენი ბიზნესი ინტერნეტში ვებ-საიტით?

თანამედროვე სამყაროში გარდაუვალ აუცილებლობად ჩამოყალიბდა ბიზნესის საქმიანობა ინტერნეტში და ამით უფრო მეტი სარგებლის მიღება. ინტერნეტ სივრცე იმდენად ფართოა შესაძლებლობებით, რომ არაერთ გზას გვთავაზობთ მარკეტინგული სტრატეგიების განსახორციელებლად. სოციალური მედია მარკეტინგი, SEO ოპტიმიზაცია, საძიებო სისტემების მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი თუ სხვა სხვა არხები დღითიდღე განუყოფელ ნაწილებად ყალიბდება ჩვენს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებში.

თუმცა ამ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად აუცილებელი წინაპირობაა საიტის დამზადება, რადგან ჩვენი ბიზნესის სახე ინტერნეტ სივრცეში სწორედ კომპანიის ვებსაიტია. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში ვისაუბრებთ ვებსაიტის მნიშვნელობაზე ინტერნეტში წარმოჩენის გასაზრდელად.

როგორ განსაზღვრავთ ონლაინ წარმოჩენას?

ონლაინ წარმოჩენა არის, და ზოგჯერ არ არის, ზუსტად ის, რასაც ფიქრობთ. თქვენ, შესაძლოა იყოთ ინტერნეტში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კარგი წარმოჩენა გექნებათ. თქვენი წარმოჩენა უფრო ღრმა საკითხია, რომელიც ასახავს თქვენი ბიზნესის სრულ სურათს, შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით:

  • თქვენ: თქვენს მიერ განხორციელებული მოქმედებები და წარმოებული კონტენტი.
  • ინტერნეტი: სად დგახართ საძიებო სისტემისა და სოციალური მედიის ალგორითმების გათვალისწინებით.
  • საზოგადოება: როგორ აღიქვამენ ადამიანები თქვენს ბიზნესს ინტერნეტში, რას ამბობენ თქვენზე, როგორ ურთიერთობენ თქვენთან.

ასე რომ, ინტენრტში ყოფნამ შეიძლება გამოგაჩინოთ რუკაზე, ონლაინ წარმოჩენა კი თქვენს ხილვადობას, სანდოობასა და რეპუტაციას უკავშირდება. ძლიერი ონლაინ წარმოჩენის გარეშე, თქვენ ის, ფაქტობრივად, საერთოდ არ გაქვთ. ეს არის ყველაფერი ან არაფერი კიბერ სივრცის ხმაურიან სამყაროში.

თუმცა სანამ ტაქტიკასა და სტრატეგიაში გადავეშვებით, მოდით, ჯერ ამ თამამი განაცხადის საფუძვლებზე ვისაუბროთ.

რატომ გვჭირდება ძლიერი ონლაინ წარმოჩენა?

რაც უფრო მეტი გზით შეგიძლიათ, განათავსოთ თქვენი ბიზნესი თქვენი სამიზნე აუდიტორიის წინაშე ხარისხიანი გამოცდილებით, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად და თქვენი რეპუტაციის გასაუმჯობესებლად. თუმცა არსებობს სხვა გზები, რათა ძლიერმა ონლაინ წარმოჩენამ სარგებელი მოუტანოს თქვენს ბიზნესს.

  • გახდით აღმოჩენადი: ძლიერი ონლაინ წარმოჩენა საშუალებას გაძლევთ, აღმოგაჩინონ იდეალურმა მომხმარებლებმა, რომლებმაც თქვენს შესახებ არაფერი იციან. ისინი შესაძლოა ეძებდნენ არ არც ეძებდნენ იმას, რასაც თქვენ სთავაზობთ.
  • გახდით ლეგიტიმური ბიზნესი: მომხმარებლები ყიდვის გადაწყვეტამდე ეყრდნობიან ინფორმაციის მრავალ წყაროს. თუ ინფორმაციას თქვენი ბიზნესის შესახებ ყველა ამ წყაროში არ წარმოაჩენთ, თქვენ გამოგტოვებთ ბევრი მომხარებელი და საძიებო სისტემა.
  • გახსენით თქვენი ბიზნესი 24/7-ზე: თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ონლაინ წარმოჩენა, ხალხს შეუძლია, აღმოგაჩინოთ, შეგისწავლოთ, გამოგეხმაუროთ და დაგიკავშირდეთ, მათთვის საუკეთესო დროს. არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფებიან ან რა მოწყობილობას იყენებენ.
  • დაზოგე ფული: ციფრული მარკეტინგის პლატფორმებს მოყვება მონაცემები იმისთვის, რომ გითხრათ, რა მუშაობს და რა არა. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შესაბამისად გამოყოთ ბიუჯეტი.
  • მიიღეთ მეტი კონვერტაცია: საშუალოდ შვიდი შეხვედრაა საჭირო ბიზნესთან, სანამ სამიზნე მომხმარებელი გახდება. მრავალ არხზე წარმოჩენა ქმნის შესაძლებლობებს, რომ ეს საქმე უფრო სწრაფად მოხდეს.
  • დაიმსახურე Google-ის ნდობა: რეიტინგის შედგენისას Google გაითვალისწინებს მხოლოდ თქვენს ვებ-გვერდს. ეს რეალურად უყურებს თქვენს აქტივებს ინტერნეტში და იმას, თუ რამდენად თანმიმდევრულია ისინი.
  • გახადეთ ყიდვის პროცესი იდეალური: ვაჭრობის 63% იწყება ინტერნეტით. ძლიერი ონლაინ წარმოჩენით, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოთ ვაჭრობის სხვადასხვა ეტაპზე, რაც მოიცავს სხვადასხვა მოწყობილობას.

online-presence-cross-device-path-to-purchase

წყარო: Forbes

 დაბოლოს, კრებითი მენტალიტეტი. თქვენი თითოეული ონლაინ აქტივი და იდენტობა ერთმანეთს აძლიერებს. თითოეული არხი სხვებთან ერთად უკეთ წარმოჩინდება, ვიდრე ცალკეულად.

როგორ გავზარდოთ ჩვენი ონლაინ წარმოჩენა ვებსაიტით?

არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ შეიტყობს ვინმე თქვენი ბიზნესის შესახებ – იქნება ეს სოციალური მედიით, რეკლამით, ჩამონათვალით, პირდაპირი ელ. ფოსტის, მეგობრის მეშვეობით ან თუნდაც მოგზაურობის დროს მისი ნახვისას – მათი პირველი ნაბიჯი თქვენს ვებ-საიტზე შესვლაა. ოფისში მოსვლა ან დარეკვა ნაკლებად მიმზიდველია, ვიდრე თქვენი საიტის დათვალიერება საკუთარი პირობებით და მათთვის სასურველი ინფორმაციის სწრაფად შეგროვება. სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა 30% არ მიგიჩნევთ ბიზნესად ვებ-გვერდის გარეშე.

მომხმარებელთა 30% არ განიხილავს ბიზნესს ვებსაიტის გარეშე.

ეს არის 2017 წლის სტატისტიკა, ამიტომ პროცენტული მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაიზარდა და პანდემიამ კიდევ უფრო „წაახალისა“.

ასე რომ, აქ აროს გზები, თუ როგორ გავზარდოთ ბიზნესი ონლაინ წარმოჩენა ვებსაიტის დახმარებით.

1. შექმენით თანამედროვე, მიმზიდველი საიტი

დღეისათვის მომხმარებლებს დიდი მოლოდინი აქვთ – იმდენად დიდი, რომ თუ კარგი ვებსაიტი არ გაქვთ, სჯობია, საერთოდ არ გქონდეთ. ფაქტობრივად, მომხმარებელთა 75% აღიარებს კომპანიის სანდოობას მათი ვებსაიტის დიზაინის საფუძველზე.

online-presence-modern-website-before-after_0

წყარო

 კომპანია IMC აიემსი გთავაზობთ დახვეწილი და თქვენი კომპანიის მიზნებზე მორგებული საიტის დამზადებას. ხშირ შემთხვვაში ხალხი არასწორ გადწყვეტილებას იღებს საიტის დამზადებასთან დაკავშირებით და უამრავ ფულს იხდის შეუფერებელი საიტის დამზადებაში. მაშინ, როცა ჩვენი დამკვეთების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილი დარჩა ჩვენი მომსახურებით და მიღებული შედეგებით.

დაგვიკავშირდით, თუ საიტის დამზადება გჭირდებათ! 593262612

2. გამოიყენეთ SEO ოპტიმიზაცია უახლესი განახლებების გათვალისწინებით

იცოდით, რომ მცირე ბიზნესის მხოლოდ 49% ინვესტირებს SEO-ში? (ეს ციფრები საზღვარგარეთ, საქართველოში კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელია)

online-presence-minion what_1

SEO ოპტიმიზაცია ეხმარება ბიზნესს საძიებო სისტემებიდან (მაგ. Google) უფასო ტრეფიკის მიღებაში. მართალია, ეს ხანგრძლივი პროცესია, თუმცა როდესაც წამყვან პოზიციებს დაიკავებთ, მუდმივი უფასოდ მიღებული მომხმარებლები გარანტირებულია.

როგორ გამოგვადგება SEO ონლაინ წარმოჩენის ზრდაში:

  • გამოიყენეთ გამოცდილი და საუკეთესო პრაქტიკა, როგორიცაა ხარისხიანი, საკვანძო სიტყვებზე ორიენტირებული კონტენტის შექმნა, სურათების ოპტიმიზაცია და ბმულების შენება.
  • გააუმჯობესეთ თქვენი Core Web Vital გვერდების გამოცდილების განახლებასთან ერთად (ვებსაიტის ტექნიკური მაჩვენებლები).
  • გამოასწორეთ მობილური ვერსიის შეცდომები.
  • გამოიყენეთ schema markup-ი ისე, რომ თქვენი საიტი მდიდარი ფრაგმენტებით გამოჩნდეს SERP-ში. გამოაჩინეთ მაგალითად, რეიტინგები ან თუნდაც თქვენი მთავარი ნავიგაციის გვერდები.
  • უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივ SEO-ს. პანდემიამ გააძლიერა სამომხმარებლო მხარდაჭერა ადგილობრივი ბიზნესის მიმართ, რაც გაგრძელდება კოვიდის შემდგომ პერიოდში.

online-presence-local-seo

3. გამოიყენეთ მეტი საკვანძო სიტყვა ბიზნეს ბლოგში

თქვენი ვებსაიტის ძირითადი გვერდები (საწყისი გვერდი, ფასები, პროდუქტები / მომსახურება, კონტაქტი) შედარებით შეზღუდულია თქვენი სერვისისა და მდებარეობის გარდა სხვა საკვანძო სიტყვების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. თქვენ არ გაქვთ ბევრი ტექსტი ამ გვერდებზე დასატანი, ხოლო მომხმარებლები, შეიძლება მრავალი საკვანძო სიტყვით ეძებდნენ თქვენს შეთავაზებებს. ამიტომ, ბლოგის წარმოება და ამ საძიებო ტერმინების გამოყენება ცალკეულ სტატიებში, ნამდვილად კარგი საშუალებაა Google-დან ხალხის მოსაზიდად.

ბლოგის საშუალებით, თქვენს მიერ გამოქვეყნებულ თითოეულ პოსტს შეუძლია ჩართოს შესაბამისი საკვანძო სიტყვა და ინდივიდუალურად ოპტიმიზირდეს ამ საკვანძო სიტყვაზე, რაც საშუალებას მოგცემთ გამოჩნდეთ ძიების შედეგებში. პირველ გვერდზე მეტი გამოჩენა არ ნიშნავს მხოლოდ ვებ-გვერდის უფრო ძლიერ წარმოჩენას; ეს ასევე ნიშნავს მეტ ტრეფიკს და სანდოობას. სინამდვილეში, ბიზნესები, რომლებიც ბლოგს იყენებენ, 55%-ით მეტ ვიზიტორს იღებენ საიტზე, ვიდრე ისინი, რომელიც არა.

online-presence-blog-post-seo

მცირე ბიზნესის ბლოგპოსტი საძიებო სისტემის წამყვან პოზიციაზე

 გარდა ამისა, აქ თქვენ შეგიძლიათ, გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და თქვენი ბრენდიც უკეთ წარმოაჩინოთ – ორივე დეტალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ონლაინ წარმოჩენის რეპუტაციის კომპონენტში.

 ბლოგის წარმოებისას, დარწმუნდით, რომ:

  • თითო პოსტზე გამოიყენებთ ერთი საკვანძო სიტყვა (ან საკვანძო სიტყვის თემა) და შეიტანთ მას თქვენს სათაურში, ქვესათაურებში, ფაილების სახელებში (მაგ. ფოტოსურათის ALT სათაურში), ალტერნატიულ ტექსტსა და მეტა აღწერაში.
  • შეიტანეთ შეკითხვის საკვანძო სიტყვები H2-ებში, რათა გაზარდოთ შანსი, გამოჩნდეთ “ხალხი ასევე კითხულობს”-ში.
  • გამოიყენეთ დანომრვა და ბულტები სიებში, რათა შესაძლებლობის შემთხვევაში გამოჩნდეს რჩეული ფრაგმენტებში (Featured Snippets).
  • გააზიარეთ თქვენი სტატიები სოც ქსელებსა და ელ. ფოსტაში.

ფიზიკურ სამყაროში შეგიძლიათ მხოლოდ ერთ ადგილას იყოთ, მაგრამ ინტერნეტით შეგიძლიათ ერთდროულად მრავალ ადგილას გამოჩნდეთ, იმ ადგილებზე, სადაც თქვენი ამჟამინდელი და პოტენციური მომხმარებლები უმეტეს დროს ხარჯავენ. ძლიერი ონლაინ წარმოჩენა საშუალებას აძლევს თქვენს ბიზნესს ახალი მომხმარებლები აღმოაჩინოს. ხოლო, რაც მეტი შეხება გაქვთ თქვენს აუდიტორიასთან, მით უფრო შეძლებთ შექმნათ თქვენი რეპუტაცია, გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა, გააკეთოთ მონაცემთა საფუძველზე ოპტიმიზაცია და საბოლოოდ გაზარდოთ შემოსავალი.

იხილეთ ჩვენი სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

Leave a Comment

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს კონტენტისა და რეკლამის პერსონალიზებისთვის, სოციალური მედიის ფუნქციების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტრაფიკის გასაანალიზებლად. View more
Cookies settings
გასაგებია
სამომხმარებლო წესები და პირობები
Privacy & Cookies policy
Cookie name Active

ვინ ვართ ჩვენ

შემოთავაზებული ტექსტი: ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი: http://localhost/imc.

კომენტარები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ სტუმარი დატოვებს კომენტარს საიტზე, ჩვენ შევაგროვებთ ფორმაში მითითებულ მონაცემებს, აგრეთვე IP-მისამართს და ბრაუზერის user-agent-ის მონაცემებს, სპამის გამოვლენის მიზნით. ანონიმიზირებული სტრიქონი, რომელიც იქმნება თქვენი ელფოსტის მისამართიდან (ე.წ. „ჰეში“), შესაძლოა გადაეცეს სერვისს Gravatar, რათა მოხდეს იმის გარკვევა, იყენებთ თუ არა თქვენ მას. Gravatar-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია აქ: https://automattic.com/privacy/ . კომენტარის გამოქვეყნების შემდგომ თქვენი პროფილის გამოსახულება საჯაროდ გამოჩნდება თქვენი კომენტარის კონტექსტში.

მედია

შემოთავაზებული ტექსტი: თუ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი და ატვირთეთ ფოტო საიტზე, ჯობია თავიდან აიცილოთ EXIF-მონაცემებით ფოტოს ატვირთვა, ვინაიდან ისინი შეიცავენ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ნებისმიერს შეუძლია ამ ინფორმაციის ამოღება ფოტოდან.

ქუქი-ფაილები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ დატოვებთ კომენტარს ჩვენს საიტზე, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი სახელის, ელფოსტისა და ვებ-გვერდის მისამართის შენახვის შესაძლებლობა ქუქი-ფაილში. ეს კეთდება თქვენი კომფორტისათვის, რათა ხელახლა არ მოგიწიოთ იგივე მონაცემებსი შეტანა მორიგი კომენტარის დატოვებისას. ეს ქუქი-ფაილები ერთი წელი ინახება. თუ თქვენ სტუმრობთ ჩვენს შესვლის გვერდს, ჩვენ დავაყენებთ დროებით cookie-ს, რათა დადგინდეს თქვენი ბრაუზერი იღებს თუ არა cookies. ეს ქუქი-ფაილი არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და თქვენი ბრაუზერის დახურვისას გაუქმდება. პირად ანგარიშში შევლისას, ჩვენ ასევე ვაგზავნით რამოდენიმე ქუქი-ფაილს თქვენს კომპიუტერში, ეკრანის პარამეტრების ინფორმაციით. შესვლის ქუქი-ფაილი ორი დღე ინახება, ეკრანის პარამეტრების — 1 წელი. თუ აირჩევთ პარამეტრს „დამიმახსოვრე“, შესვლის პარამეტრები შენახული იქნება ორი კვირის განმავლობაში. ანგარიშიდან გამოსვლისას ქუქი-ფაილი წაიშლება. სტატიის ჩასწორების, ან გამოქვეყნებისას ბრაუზერში შენახული იქნება დამატებითი ქუქი-ფაილი, ის არ შეიცავს პირად მონაცემებს, არამედ მხოლოდ ჩასწორებული ჩანაწერის ID-ის და ვადა გასდის 1 დღეში.

სხვა საიტების ჩადგმადი შიგთავსი

შემოთავაზებული ტექსტი: სტატიები ამ საიტზე შესაძლოა შეიცავდნენ ჩადგმად შიგთავსს (მაგალითად ვიდეო, გამოსახულება, სტატია და ა.შ.). მსგავსი სახის შიგთავსი ისევე იქცევა, თითქოს მომხმარებელი გადავიდა სხვა საიტზე. ეს საიტები შესაძლოა აგროვებენ მონაცემებს თქვენს შესახებ, იყენებენ ქუქი-ფაილებს, ამატებენ დამატებითი თვალთვალის ხერხებს მესამე მხარისაგან და თვალყურს ადევნებენ თქვენს ურთიერთქმედებას შიგთავსთან, მათ შორის ურთიერთქმედებას იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორიზებული ხართ საიტზე და გაქვთ ანგარიში.

ვის ვუზიარებთ მოანცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ პაროლის გადაყენებას მოითხოვთ, თქვენი IP მისამართი დაემატება ელფოსტაში.

რამდენად დიდხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ თქვენ დაწერთ კომენტარს, მაშინ კომენტარიც და მისი მეტა-მონაცემები შეინახება უსასრულოდ დიდი ხნით. ეს ხდება იმისათვის, რომ ავტომატურად მოხდეს შემდგომი კომენტარების ავტომატური გამოქვეყნება, ნაცვლად ხელით მისი მოწონებისა. ჩვენს საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ჩვენ ვინახავთ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც მათ მიუთითეს პროფილში. ყველა მომხმარებელს შეუძლია ნახოს, ჩაასწოროს, ან წაშალოს მისი ინფორმაცია ნებისმიერ დროს (მომხმარებლის სახელის გარდა). ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ასევე შეუძლია დაინახოს ეს ინფორმაცია და შეცვალოს.

რა უფლებები გაქვთ პირად ინფორმაციაზე

შემოთავაზებული ტექსტი: საიტზე პირადი ანგარიშის არსებობისას, ან თუ თქვენ დატოვეთ კომენტარი, შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი ინფორმაციის ფაილის ექსპორტი, რომელიც ჩვენ შევინახეთ, მათ შორის თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ მონაცემების წაშლა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ ადმინისტრირების მიზნებისათვის, კანონის თანახმად, ან უსაფრთხოების მიზნით.

Where your data is sent

შემოთავაზებული ტექსტი: მომხმარებლების კომენტარები შესაძლოა ავტომატურად შემოწმდეს სპამის გამოვლენის სერვისით.
Save settings
Cookies settings