fbpx
sareklamo-kompania

სარეკლამო კომპანია (სარეკლამო სააგენტო) – IMC აიემსი

”მკერავის საქმეა ნაჭრის შერჩევა, შესაფერისი ძაფების პოვნა, ქსოვილის სასურველი ფორმით დაჭრა, ქსოვილის შეკერვა და მომხმარებლისთვის მიწოდება.” სარეკლამო კომპანია (სააგენტო) მკერავივით არის. ის ქმნის რეკლამებს, გეგმავს როგორ, როდის და სად უნდა მიიტანოს და გადასცეს კლიენტს. სარეკლამო სააგენტოები ძირითადად არ არიან დამოკიდებულნი რომელიმე ორგანიზაციაზე.

ეს სააგენტოები ყველა ღონეს ხმარობენ მომხმარებლების პროდუქტის რეალიზაციისთვის. მათ ჰყავთ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მათ სპეციფიკურ დარგებში ექსპერტია, რაც კომპანიებს ან ორგანიზაციებს ეხმარება მარტივად და იოლად მიაღწიონ თავიანთ მიზნობრივ მომხმარებელს.

დაგვიკავშირდით: +995 593 26 26 12

 კომპანია IMC აიემსი გთავაზობთ სარეკლამო მომსახურებებს, სტრატეგიებისა და კამპანიების წარმართვას შემდეგი მიმართულებებით:

  • რეკლამა გუგლში: Google Ads – Google Ads ონლაინ სარეკლამო კამპანიის მეთოდია, რომელსაც იყენებენ ბიზნესები თავიანთი პროდუქტებისა და სერვისების დასაწინაურებლად Google Search-ში, YouTube-ში და სხვა ვებ საიტებზე. აგრეთვე, Google Ads საშუალებას აძლევს რეკლამის განმთავსებლებს, აირჩიონ კონკრეტული მიზნები მათი რეკლამებისთვის, როგორიცაა სატელეფონო ზარებისა ვებსაიტების ნახვების მოზიდვა. Google Ads ანგარიშით რეკლამის განმთავსებლებს შეუძლიათ ბიუჯეტისა და სამიზნეების პარამეტრების დაყენება და რეკლამების ნებისმიერ დროს დაწყება ან შეჩერება.
  • SEO ოპტიმიზაცია – საუკეთესო ორგანული გზა მომხმარებლის თქვენამდე მოსაყვანად. სეო გულისხმობს თქვენი კომპანიის ოპტიმიზაციას იმდენად, რომ საძიებო სისტემაში, როგორიცა Google, თქვენი შეთავაზებები წამყვან პოზიციებზე გამოჩნდეს, როდესაც მომხმარებელი მოძებნის გარკვეული ტერმინებით.
  • რეკლამა ფეისბუქზე – Facebook უკვე რამდენიმე წელია ნაბიჯ-ნაბიჯ აუმჯობესებს სარეკლამო შესაძლებლობებს. დღეს Facebook Ads არის პიონერი ფასიანი სოციალური რეკლამების სფეროში და მრავალი ბიზნესის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის ცენტრალური ნაწილი გახდა.
  • სარეკლამო ბანერების დამზადება – სარეკლამო ბანერების უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბიზნესის წარმატებულ საქმიანობაში. კარგი დიზაინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სარეკლამო ბანერის შესაქმნელად, რომელზეც ხალხი დააწკაპუნებს. მიმზიდველი, დახვეწილი დიზაინის და ინფორმაციული სარეკლამო ბანერების დიზაინის დამზადება ჩვენი კომპანიის ერთერთი სერვისია.

სარეკლამო კომპანიის როლი ზოგადად

  1. რეკლამის შექმნა პროდუქტის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე
  2. კომპანიის, მისი პროდუქტისა და მომხმარებელთა რეაქციების შესახებ კვლევების ჩატარება.
  3. მედიის ტიპის დაგეგმვა – როდის, სად და რამდენ ხანს უნდა გამოიყენოთ.
  4. უკუკავშირის მიღება როგორც კლიენტებისგან, ასევე მომხმარებლებისგან და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება

ყველა კომპანიას შეუძლია, თვითონ ჩაატაროს ეს სამუშაო. მათ შეუძლიათ შექმნან რეკლამები, ბეჭდონ ან დაარეკლამონ ისინი ტელევიზიებში ან სხვა მედიასაშუალებებში; მათ ასევე შეუძლიათ მართონ ანგარიშები. მაშინ რატომ სჭირდებათ მათ სარეკლამო სააგენტოები? კომპანიების მიერ სარეკლამო სააგენტოების აყვანის მიზეზებია:

  • სააგენტოები ამ სფეროში ექსპერტები არიან. მათ ჰყავთ ადამიანთა გუნდი, სხვადასხვა ფუნქციებისთვის, როგორიცაა კოპირაითერები, სამხატვრო ხელმძღვანელები, დამგეგმავები და ა.შ.
  • სარეკლამო კომპანია ოპტიმალურად იყენებს ამ ადამიანებს, მათ გამოცდილებას და ცოდნას.
  • ისინი მუშაობენ ობიექტურად და ძალიან პროფესიონალები არიან.
  • მათი დაქირავება გარკვეულწილად ხარჯებს გიზოგავთ.

ძირითადად არსებობს 5 სახის სარეკლამო კომპანია (სააგენტო).

სარეკლამო კომპანია სრული მომსახურებით

  • დიდი ზომის სარეკლამო სააგენტოები.
  • მუშაობს ყველა ტიპის რეკლამაზე
  • სხვადასხვა ექსპერტი სხვადასხვა განყოფილებაში.
  • მუშაობას იწყებს მონაცემთა შეგროვებითა და ანალიზით და ამთავრებს მედიასაშუალებებისათვის გადასახადების გადახდით.

ინტერაქტიული სარეკლამო კომპანიები

  • გამოიყენება კომუნიკაციის მოდერნიზებული რეჟიმები.
  • იყენებს ონლაინ რეკლამებს, მობილურ ტელეფონებზე პირადი შეტყობინებების გაგზავნას და ა.შ.
  • წარმოებული რეკლამები ძალიან ინტერაქტიული, ინოვაციურია აქვს ახალი კონცეფციები.

შემოქმედებითი ბუტიკები

  • ძალიან კრეატიული და ინოვაციური რეკლამები.
  • რეკლამების შექმნის გარდა სხვა ფუნქციებს არ ასრულებს.
  • მცირე ზომის სარეკლამო კომპანიები, რომლებსაც ყავთ საკუთარი კოპირაითერები, რეჟისორები და შემოქმედებითი ხალხი.

მედია შემსყიდველი სარეკლამო კომპანიები

  • ყიდულობს რეკლამის ადგილს და ყიდის რეკლამის განმთავსებლებზე.
  • ყიდის დროს, რომელშიც განთავსდება რეკლამა.
  • გეგმავს სლოტებს სხვადასხვა სატელევიზიო არხებსა და რადიოსადგურებში.
  • დაბოლოს, მეთვალყურეობს ან ამოწმებს, მოხდა თუ არა რეკლამირების სატელევიზიო გადაცემა შერჩეულ დროსა და ადგილას.

In-House სარეკლამო კომპანიები

  • ისეთივე კარგი, როგორც სრული მომსახურების სარეკლამო კომპანიები.
  • დიდ ორგანიზაციას ურჩევნია ამ ტიპის სააგენტოები, რომლებიც ჩაშენებულია და მუშაობს მხოლოდ მათთვის.
  • ეს სააგენტოები მუშაობენ ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.

არსებობს სპეციალური სააგენტოები, რომლებიც მუშაობენ სპეციალურ რეკლამებზე. ამ ტიპის სააგენტოებს სჭირდებათ სპეციალური ცოდნა ამ სფეროში. მაგალითად, რეკლამები, რომლებიც აჩვენებს სოციალურ შეტყობინებებს, ფინანსური რეკლამები, მედიკამენტებთან დაკავშირებული რეკლამები და ა.შ.

მოდით, კიდევ უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ, თუ რას აკეთებს სარეკლამო კომპანია, რატომ გვჭირდება ასეთი სააგენტო ჩვენი კომპანიისთვის და რა არის მისი როლი ბიზნესის წარმატებაში.

რა არის სარეკლამო კომპანია (სააგენტო)?

სარეკლამო კომპანია არის ფირმა, რომელიც ბიზნესს კრეატიულ მომსახურებას უწევს. მისი მომსახურება მოიცავს ფართო სპექტრის შემოქმედებითი ფუნქციების დაგეგმვას, შექმნას, მიწოდებასა და მართვას. მიუხედავად იმისა, რომ კლიენტს შეუძლია, ფოკუსირდეს თავის ყოველდღიურ ფუნქციებსა და პროცესებზე, სააგენტოს შეუძლია მთელი თავისი ენერგია გამოაქვეყნოს ძლიერი ბრენდნგით და შეტყობინებით, გაყიდვების ზრდისთვის.

სააგენტო, როგორც წესი, შედგება შემოქმედებითი სფეროს სპეციალისტებისგან; კოპირაითერები, გრაფიკული დიზაინერები, მკვლევარები და სარეკლამო ექსპერტები. მათი მომსახურება მიზნად ისახავს კლიენტის ბრენდის, პროდუქტისა და მომსახურების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, უფრო მეტი მომხმარებლის მოზიდვის მოლოდინით და გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო მეტი მოგებით და მზარდი ბაზრის წილით. სააგენტოს შეუძლია შექმნას გადაწყვეტის გზები კლიენტის წინაშე არსებული ბრენდინგის, მიზნობრივი და გაყიდვების პრობლემების მოსაგვარებლად.

სარეკლამო კომპანიები გთავაზობენ ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის შესაფერის მომსახურებას, იქნება ეს ინდივიდუალური ტრეიდერი, არაკომერციული, საოჯახო ბიზნესი, დიდი კომპანია თუ საერთაშორისო კორპორაცია; ყველა ბიზნესი სარგებლობს სამიზნე ბაზარზე მიღწევის ოპტიმიზაციით. ამასთან, რაც უფრო მცირე ბიზნესია, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ორგანიზაციას ექნება საკუთარი შიდა მარკეტინგის განყოფილება, რაც ნიშნავს, რომ მან სხვაგან უნდა მოძებნოს მარკეტინგის ექსპერტის მომსახურება.

აქ ჩანს სარეკლამო კომპანიის როლი. სააგენტოს შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება, რათა დაეხმაროს ბიზნესს ერთი რეკლამის შექმნაში, ან შეადგინოს გრძელვადიანი კონტრაქტი უფრო ხანგრძლივი სარეკლამო კამპანიის საწარმოებლად.

ინტერნეტამდე…

ინტერნეტამდე სარეკლამო კომპანიები არაკრეატიულად მოქმედებდნენ, როგორც გაზეთებისა და ბიზნესის შუამავლები, სარეკლამო ადგილების საყიდლად. როგორც კი ინტერნეტი გამოჩნდა, მთელი ბიზნეს მოდელი განვითარდა მანამდე წარმოუდგენელი გზით, უზარმაზარი მონაცემების ხელმისაწვდომობით. ეს მოიცავდა უკეთეს ინფორმაციას სამიზნე ბაზარზე და მყიდველის პერსონაზე, ონლაინ თვალის დევნებას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რომელიც იზომება მიზნობრივი წარმატებისთვის. უკეთესი მონაცემებით, მთლიანობაში მოხდა მარკეტინგის საზღვრები დარღვევა, რამაც სააგენტოებს უბიძგა შემოქმედებითად ჩამოყალიბებულიყვნენ თავიანთ შთავაზებებში.

რას საქმიანობენ სარეკლამო კომპანიები?

სარეკლამო სააგენტოები გთავაზობენ ფუნქციების მთლიან მენიუს, მათ შორის ბრენდინგს, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვას, ვიდეო სტრატეგიებს, ბაზრის შესწავლას, მარკეტინგს, გაყიდვების პოპულარიზაციას, პროდუქციის განთავსებას და, რა თქმა უნდა, რეკლამის შექმნას. პირველი ნაბიჯი მოიცავს მოკლე ინფორმაციას კლიენტისგან, რათა მათ გაიგონ ზუსტად რას მიაღწევენ პროცესის დასრულების შემდეგ. ამ ნაბიჯის შემდეგ, სააგენტო ახორციელებს საფუძვლიან გამოკვლევას, შეისწავლის კლიენტისადმი მომხმარებლების მოლოდინს, ბაზრის პოზიციონირებასთან, მომხმარებელთა რეაგირებასთან და ბრენდასთან დაკავშირებით. სააგენტო ყოველთვის ინფორმირებულია მარკეტინგული ტენდენციების შესახებ, რაც აძლიერებს მას კლიენტის კამპანიის წარმართვისას.(მაგალითად, ერთ დღეს Facebook რეკლამა შეიძლება იყოს საუკეთესო გზა, ხოლო შემდეგ სატელევიზიო ვიდეო რეკლამის გაშვება.)

ამ ეტაპის შემდეგ, სარეკლამო სააგენტოს შეუძლია დაადგინოს ბიუჯეტი და ჩამოაყალიბოს სტრატეგია, შესრულების გეგმასთან ერთად. აქვე აღწერილი უნდა იყოს გუნდის სხვადასხვა წევრის მიერ განსახორციელებელი ნაბიჯები. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია იყოს დროული და განთავსდეს მაქსიმალურად ეფექტურად, მაქსიმალური შედეგების მისაღწევად. სარეკლამო კომპანიისს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მათი ქმედებების შესრულების კონტროლი და გაზომვა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეცვალონ ნებისმიერი მომავალი მიდგომა.

რატომ სჭირდება ჩემს საქმიანობას სარეკლამო კომპანია?

თუ თქვენი ბიზნესი მიზნად ისახავს ზრდას, მაგრამ მას არ აქვს რესურსი, ეს მარტომ აკეთოს, სარეკლამო კომპანიასთან თანამშრომლობამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს თქვენს წარმატებაზე. აქ გავეცნობით სარეკლამო სააგენტოს დაქირავების რამდენიმე უპირატესობას:

  1. სარგებლობთ პროფესიონალების გამოცდილებით, რომლებიც უნიკალურ პერსპექტივას შეუქმნიან თქვენს ბრენდს მთელი რიგი ახალი იდეებით. ბიზნესზე გარეგანი თვალის მიდევნებამ შეიძლება ბრენდის, შემდგომში კი მისი პროდუქტებისა და მომსახურების გაყიდვის ახალი გზები წარმოაჩინოს. მარკეტინგული მიდგომა ახლა უკვე ძალზე დივერსიფიცირებულია. თქვენ იღებთ მრავალფეროვან უნარ-ჩვევებს, რაც არ მიიღწევა რამდენიმე ახალი თანამშრომლის აყვანით.
  2. ზოგავთ ძვირფას დროს თქვენი ბიზნესის ყოველდღიურ ფუნქციებზე ფოკუსირებისთვის, ახალი პროექტის აღების ნაცვლად, რამაც შეიძლება თქვენი ეფექტურობა შეაფერხოს. პროექტის დასრულებას სარეკლამო კომპანია დაუთმობს დიდ დროს, თქვენ კი მოგიწევთ ნაკლები ყურადღების გადატანას, რადგან ეს მათი ძირითადი საქმიანობაა.
  3. ზოგავთ ფულს: მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო სააგენტოების მომსახურება იაფი არ არის, თქვენი ბიზნესი ისარგებლებს რეკლამის განთავსების დაბალი ფასებით, რადგან ქსელი, რომელთანაც სააგენტო მუშაობს, მათ ფასდაკლებას აძლევს, რაც პირდაპირ დაკავშირების შემთხვევაში თქვენთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. მათი გამოცდილება ასევე ნიშნავს, რომ მათი სტრატეგიები უფრო მეტ შედეგს გამოიღებს, რითაც თქვენ უფრო მეტ შემოსავალს მიიღებთ ინვესტიციიდან.
  4. სააგენტო არის შეკრული გუნდი, რომელიც გთავაზობთ სტრატეგიების ვარიანტებს, მთელ რიგ მედიასა და არხებში. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ფრილანსერების მიერ შესრულებული ცალკეული სამუშაოები დროის სხვადასხვა მონაკვეთში.

წარმატებული მარკეტინგული სტრატეგიების განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია შესაბამისი კომპანიის შერჩევა, სანდო იმიჯითა და პროფესიონალი თანამშრომლებით, ამიტომ მოგვმართეთ ჩვენ და გაზარდეთ თქვენი კომპანია!

დაგვიკავშირდით: +995 593 26 26 12

იხილეთ ჩვენი სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

Skip to content