fbpx
internal-linking-shida-bmulebi

Internal Link სტრუქტურის საუკეთესო პრაქტიკა SEO-ს ასამაღლებლად

Internal link (შიდა ბმულის) სტრუქტურა აუცილებელია SEO-ს შედეგების ასამაღლებლად. შეისწავლეთ 5 საუკეთესო პრაქტიკა მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების მისაღებად.

შიდა ბმულის სტრუქტურა ვებ საიტების უმეტესობის შემთხვევაში სრულად არ კონტროლდება SEO პროფესიონალების მიერ. მასში შინაარსის, UX, IT და სხვა ფაქტორებისა და დაინტერესებული მხარეების ნაზავი ერთვება.

თუ გჭირდებათ SEO ოპტიმიზაცია, დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 26 26 12 – ჩვენი SEO სპეციალისტი თქვენს ვებ საიტს მოწინავე პოზიციებზე წარმოაჩენს.

მასში გამოწვევა არის ის, რომ შიდა ბმულის სტრუქტურამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს SEO-ს ეფექტურობაზე და SEO ფაქტორების მასშტაბზე.

თუ თქვენ ფიქრობთ საიტზე ბმულის ღირებულების მოპოვებაზე და მისი მართვაზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს მომხმარებლის გამოცდილებამ ორგანული ძიების შედეგად მიღებულ კონვერტაციებზე, შიდა ბმულის სტრუქტურა მნიშვნელოვანი საკითხია.

ამ სტატიაში თქვენ შეისწავლით ხუთ სპეციფიკურ პრაქტიკას შიდა ბმულის სტრუქტურით SEO-ს ასამაღლებლად.

1. მომხმარებლის გამოცდილება

იყავით კარგი თქვენი საიტის სტუმრებისთვის.

ნუ შეაწუხებთ მათ ისეთი რაღაცებით, რაც SEO- სთვის ცუდია, მაგალითად, მცირე კონტენტი, ძალიან ბევრი რეკლამა, ან დამაბრკოლებელი შუალედური საშუალებები. ამით ვიზიტორი დაბრუნდება ძიების შედეგების გვერდზე.

საძიებო სისტემებში ყურადღება გამახვილებულია მომხმარებლის დადებითი გამოცდილებაზე, რადგან ისინი ზრუნავენ თავიანთ მთავარ მომხმარებელზე – მაძიებელზე.

როდესაც მაძიებელი იყენებს Google-ს ან Bing-ს და, რასაც ეძებს, აღმოაჩენს ძიების შედეგების ზედა ნაწილში, ამით იგი კმაყოფილი რჩება როგორც საძიებო სისტემით, ისე საიტით, რომელიც მოინახულა.

მილიარდობით მონაცემთა წერტილით, თუ როგორ ურთიერთობენ მომხმარებლები ძიების შედეგებსა და ვებსაიტებთან, საძიებო სისტემებს აქვთ ალგორითმების მორგების შესაძლებლობა მომხმარებლის გამოცდილების ფაქტორებზე დაყრდნობით და ეს მხოლოდ წინსვლას განაპირობებს.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მანქანური სწავლებისა და ავტომატიზირებული ალგორითმის განახლებების გამოყენებისას. გარდა ამისა, Core Web Vital-ებზე უფრო ფართო საუბარი ბევრ ახალ დაბნეულობასა და აქტუალობას ქმნის.

მიღმა იმისა, რაც Google-მა კონკრეტულად მოიცვაა განახლებებში, მნიშვნელოვანია თქვენი კონტენტის გაწონასწორება კონვერტაციის მიზნებთან.

თუ თქვენ გაქვთ ღირებული შინაარსი, რომელსაც მომხმარებელთა მოგზაურობისა და გაყიდვების ციკლში ბუნებრივად მივყავართ, თქვენ თვითონ ქმნით შესაძლებლობას, შეინარჩუნოთ თქვენს საიტზე შემოსული სტუმრები.

დაბოლოს, ყველაზე აშკარა, მაგრამ ზოგჯერ უგულებელყოფილი UX ფაქტორი უკავშირდება კონტენტს და განლაგებას.

დაუყოვნებლივ გარკვევით უთხარით საიტის სტუმრებს რას აკეთებთ. თუ სწრაფად ვერ დავადგენთ, არის თუ არა ის გვერდი, რომელსაც ვეძებთ, ხშირად ვბრუნდებით Google-ში.

2. ბმულის მნიშვნელობის ნაკადი

არ მოიხადოთ ბმულის შემქმნელი ქუდი, როდესაც ბმულები შემოდიან თქვენს საიტზე მაღალი ხარისხის გარე წყაროებიდან. შიდა ბმულის ღირებულება გადადის გვერდიდან გვერდზე თქვენს ვებსაიტზე იმავე ლოგიკით.

წლების წინ, როდესაც Google PageRank-ის უფრო ნათელი სურათი გვქონდა, ვხვდებოდით, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს საიტზე თითოეულ გვერდს და ვმართავდით ჩვენს დამაკავშირებელ სტრუქტურას, რათა PageRank მიგვეზიდა იმ სფეროსკენ, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია.

PageRank-ის ძერწვა დაიხვეწა და ახლა ჩვენ საერთოდ ვერ ვხედავთ ფეიჯ რანკის ქულებს.

ახლა ჩვენ ვეყრდნობით SEO ინსტრუმენტის სპეციფიკურ გვერდს და დომენის ხარისხის მეტრიკას. მაგრამ იმის ცოდნა, თუ სად შემოდის თქვენს საიტზე სხვა წყაროებიდან შემომავალი ბმულები, კვლავ კრიტიკულია, ისევე როგორც თქვენი საიტის სტრუქტურის ჩამოყალიბება იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ გაიფანტოს მისი მნიშვნელობა ლენდინგ გვერდებზე.

გამარტივებული ნავიგაციის საშუალებით და ყოველ გვერდზე ათობით ბმულის გაწერის ნაცვლად, შეგიძლიათ კონცენტრირება მოახდინოთ ბმულის ყველაზე მნიშვნელოვან გვერდებზე გადასვლაზე.

თქვენი ბმულის შექმნის სტრატეგია უნდა შეესაბამებოდეს თქვენს კონტენტს, მის სტრუქტურას და ადგილს, სადაც გსურთ საბოლოოდ გაგზავნოთ ბმულის მნიშვნელოვანი ღირებულება.

საბედნიეროდ, ბრტყელი საიტებისა და მთავარი გვერდების დრო წარსულს ჩაბარდა.

ჩვენ ლინკები ფართოდ არ უნდა გავშალოთ, რათა არ მოხდეს ბმულის მნიშვნელობის გაზავება მთელს საიტზე პირველივე ჯერზე, რადგან PageRank ღირებულება გადაეცემა მოცემულ გვერდზე განთავსებულ ყველა ბმულს პროპორციულად.

3. კონტექსტი და იერარქია

არ შეგეშინდეთ თქვენი საიტის სტუმრების დაწკაპუნებისა და დასქროლვის.

არ არის საჭირო ტექნიკური და ღრმა კონტენტის დატანა ვებსაიტის პირველ ან მეორე დონის გვერდზე. დააორგანიზეთ თქვენი კონტენტი თემების ირგვლივ და პრიორიტეტულობა მიანიჭეთ იმას, თუ რა ხდება ზედა დონზე, ნაცვლად მრავალჯერადი დაწკაპუნებისა.

არ გვჭირდება თითო საკვანძო სიტყვაზე ერთი გვერდი, როგორც ძველ SEO დღეებში. ახლა ჩვენ შეგვიძლია, ბევრად უფრო მეტი ვიფიქროთ მსგავსი ტერმინების ნაშრომებზე. კონტენტის ზედა, უფრო ზოგადი თემებიდან ქვედა უფრო სპეციფიკურ თემებამდე სტრუქტურირება, საკითხების ბუნებრივად ჩაშლის საშუალებას მოგვცემს.

საბოლოო ჯამში, ეს იწვევს როგორც მაღალი დონის ზოგადი თემების, ისე უფრო ჩაშლილი, ლონგ თეილ ქივორდების შემცველი, უფრო დეტალური და სპეციფიკური გვერდების დარანკვას.

თქვენი შინაარსის იერარქიის მოწესრიგება მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებლისთვის, ასევე საძიებო სისტემისთვის. შესაბამისობის მიღება შეგიძლიათ თქვენი შინაარსის კარგად ორგანიზებითა და ნავიგაციის ლოგიკური უზრუნველყოფის საშუალებით.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც სავარაუდოდ წააწყდებით არის ის, რომ თქვენი ორგანიზაციის ან თქვენი კლიენტის ორგანიზაციის დაინტერესებულ მხარეებს შეიძლება მიაჩნდეთ, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანია და საჭიროა მთავარ გვერდზე ან ზედა ნავიგაციაში იყოს.

ზემოთ ნახსენები ბმულის მნიშვნელობის შემცირების გარდა, მთავარ გვერდზე ძალიან ბევრი ფოკუსის და ბმულის არსებობა ხელს უშლის იმის გარკვევას, თუ რას აკეთებთ თქვენი კონტენტისა და ღრმა კონტექსტის შესაქმნელად.

4. უნიკალური შინაარსი და კანონიკური გამოყენება

თქვენ გჭირდებათ უნიკალური შინაარსი ძლიერი ბრენდისა და მომხმარებლის ხარისხიანი გამოცდილების შესაქმნელად.

საძიებო სისტემები ახდენენ დუბლირებული შინაარსის ფილტრაციას შედეგებში. თუ თქვენ გაქვთ იგივე შინაარსი, რაც ყველას, რთული იქნება ავტორიტეტის მოხვეჭა და საკუთარი ნიშის შექმნა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ, გაეცნოთ და შეხვდეთ დუბლირებული შინაარსის პრობლემებს თქვენს ვებ-გვერდზე.

ამასთან, არსებობს დუბლირებული კონტენტის გარკვეული საფუძვლიანი მიზეზები. თქვენ არ შეგიძლიათ უგულებელყოთ ისინი ან ჩამოწეროთ მათი გადაჭრის საჭიროება.

მაგალითად:

  • თუ თქვენ ძალიან რეგულირებულ ინდუსტრიაში ხართ, თქვენ ალბათ ბევრი სხვა საიტების მსგავსი კონტენტი გაქვთ და საკუთარი ასლის ფორმულირება გარკვეული გზებით გიწევთ.
  • თუ ელექტრონული კომერციის საცალო ვაჭრობაში ხართ, რომელსაც აქვს იგივე პროდუქტი რამდენიმე კატეგორიად და საიტის ბევრ პროდუქტს მსგავსი აღწერილობა აქვს, რადგან არ გქონდათ დრო თითოეული მათგანისთვის.

მნიშვნელოვანია იმ ადგილების შედგენა და აღიარება, სადაც გაქვთ დუბლირებული კონტენტი.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ინსტრუმენტები, როგორიცაა Copyscape, რათა შეაფასოთ თქვენი დუბლირებული კონტენტის მასშტაბები ინტერნეტსა და თქვენს ვებ გვერდზე ლინკით ძიების საშუალებით.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენს საიტზე გაქვთ პროდუქტის შინაარსი, რომელსაც სხვებიც იყენებენ.

თუ იცით, რის გარშემო მოაწყოთ ნავიგაცია, შეგიძლიათ გამოიყენოთ კანონიკური თეგები დუბლირებული და მსგავსი შინაარსის გვერდებზე, ენის ვარიაციები (თუ საერთაშორისო კონტენტი გაქვთ) ან პაგირებები თქვენს საიტზე.

ასევე გამოიყენეთ თქვენი საიტის რუქა, როგორც ინსტრუმენტი, რომ გაიგოთ, თუ რომელ გვერდს მიანიჭოთ კანონიკურობა, რომელ URL-ზე იგზავნება საძიებო სისტემები ამა თუ იმ სექციაში.

ეს შეიძლება სახიფათო იყოს ელექტრონულ კომერციულ სფეროებში, რადგან თქვენ შესაძლოა, უნებლიედ გახადოთ პროდუქტის კატეგორია უხილავი, თუ ძალიან ბევრ პროდუქტს „დააკანონიკალებთ“ უფრო მნიშვნელოვან კატეგორიაში, ან პროდუქტის გვერდის ძირეულ ვერსიაში, ნებისმიერი პროდუქტის კატეგორიისგან დამოუკიდებლად.

ამ ყველაფრის დაგეგმვა ნამდვილად დაგჭირდებათ.

5. ცოცვა (Crawling) და ინდექსაცია

ჩვენი ყველა ძალისხმევა უშედეგოა, თუ არ დავრწმუნდებით, რომ ნავიგაცია ცოცვადია და თითოეულ გვერდზე მხოლოდ კოდირებულია აუცილებელი პირველადი და ქვე-ნავიგაცია.

ზედმეტი ნავიგაცია ხარჯავს ძვირფას ცოცვის ბიუჯეტს და ყურადღებას. მთავარია, რომ არა მხოლოდ საძიებო სისტემებმა დაინახონ ჩვენი მთელი შინაარსი და ჰქონდეთ მარტივი წრფივი გზა ჩვენი აქტუალურ თემების სიღრმეში გასასვლელად, არამედ ასევე აქტუალურად განვსაზღვროთ გვერდების კავშირი.

ჩვენ ვკარგავთ მაღალი დონის სპეციფიკური ტერმინოლოგიის ფართო სპექტრის პირობებში მაღალკვალიფიცირების შესაძლებლობას, როდესაც ცოცვის შესაძლებლობის ნაკლებობა ხელს გვიშლის ობობების (საძიებო სისტემების ბოტების) გარკვეულ გვერდებზე მოხვედრაში.

გარდა ამისა, ჩვენი საიტი არაღრმად და ბრტყელად გამოიყურება, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, რომ ხარისხიანი შინაარსი სიღრმისეულად შევქმნათ.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო პრაქტიკა დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს ვებ საიტების დიზაინის ტენდენციების, ზოგადად მომხმარებლის ქცევისა და საძიებო სისტემის პრიორიტეტების ცვლილების გამო, ჩვენ ყურადღების ცენტრში უნდა ვიყოთ იმაზე, რაც ახლაა მნიშვნელოვანი.

მყარი UX-ის (მომხმარებლის გამოცდილება) არსებობით, ბმულის მნიშვნელობის ნაკადის მართვით, შინაარსის/კონტექსტისა და იერარქიის სწორად მიღებით, დუბლირებული შინაარსის მართვითა და სათანადო ინდექსირების უზრუნველყოფით, ჩვენი ვებ გვერდების წარმატების მიღწევა შესაძლებელია.

ჩვენ მივდივართ SEO-ს იმ ეპოქაში, სადაც ჩვენი საქმიანობის უმეტესობა ბუნებრივია და კარგად ემთხვევა იმას, რასაც ლოგიკა გვკარნახობს.

თუ ჩვენ დავიწყებთ აქედან და შემდეგ ვიმუშავებთ იმის გასაგებად, თუ რა ტექნიკური ასპექტებია, როგორ ლაგდება ბმულის მნიშვნელობა, როგორ მოქმედებს კანონიკალები და როგორ ხდება შინაარსის ინდექსაცია, ჩვენ კარგ ფორმაში ვიქნებით!

ჩვენი კომპანიის გამოცდილი გუნდი ითვალისწინებს არა მხოლოდ ზემოთ ნახსენებ საკითხებს წარმატებული სტრატეგიების განსახორციელებლად, არამედ სხვა უამრავ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელთა დახმარებით თქვენი ბიზნესის წარმატება გარდაუვალი ხდება.

იმედია, საინტერესო სტატია გამოგვივიდა. გაუზიარეთ მეგობრებს, რათა მეტი ადამიანისთვის გახდეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი.

ასევე…

იხილეთ ჩვენი სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

Skip to content