ბრენდინგი

 

რა არის ბრენდი? – დავიწყებ იმით, რომ ადამიანთა უმრავლესობას გონია, რომ ბრენდი ეს არის ლოგო, რეკლამა, დიზაინი და ასე შემდეგ.. მაშ ასე, ბრენდი არ არის ლოგო!

ახლა კი რა არის სინამდვილეში ბრენდი? – ბრენდი ეს არის ემოცია, სიყვარული, მოლოდინი და ღირებულებები, რომესაც მომხმარებელი გრძნობს ბრენდის მიმართ. ბრენდი ეს არის მოლოდინი, როდესაც მომხმარებელი ელოდება ბრენდისგან მისთვის საყვარელ ემოციას! წარმოიდგინეთ კომპანია, რომელსაც აქვს ლოგო, აქვს რეკლამები და მთლიანი ბრენდბუქი, თუმცა თქვენთვის ის არაფერ ღირებულს არ წარმოადგენს, როგორც მაგალითად სხვა საყვარელი ბრენდის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ის უბრალოდ ლოგოა, რომელიც არანაირ ემოციას არ აღძრავს თქვენში.

მარკეტინგში განისაზღვრება როგორც მომხმარებლის ცნობიერებაში პროდუქტის აღქმა

წარმატებული მარკეტინგის ერთ-ერთი წინაპირობაა ბრენდინგი

ბრენდინგი  თქვენ აუცილებლად შეგხვდებოდათ ბრენდს დამატებული ing ფორმა, რომელიც არსებით სახელს გარდაქმნის ზმნად.  რა განსხვავებაა ბრენდსა და ბრენდინგს შორის.

ბრენდი ეს არის ის რასაც მწარმოებელი ქმნის მაგ: ლოგო, რეკლამა, იმიჯი და ასე შემდეგ.. ხოლო ბრენდინგი უკვე ნიშნავს იმ კამპანიებს, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ბრენდის გასაცნობად. მაგ: PR სარეკლამო კამპანია, აქციები და ასე შემდეგ..