ძალიან რთულია რაოდენობრივად განსაზღვრო ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად თქვენი ვებგვერდის შექმნისგვთვის. მაგალითად, ბევრი დისკუსია და საუბარი მიმდინარეობს SEO-ს ხარისხის შესახებ. Google-მაც კი აღნიშნა, რომ მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ ვებგვერდის ხარისხსა და კონტენტზე. ყოველი ალგორითმული განახლების შემდეგ, რომელსაც Google-ი ახორციელებს, პასუხი იგივე რჩება იმათთვის, ვინც დაკარგა რეიტინგები: შესაძლოა თქვენი ბრალი სულაც არ იყოს, რადგან სხვა ვებგვერდები უკეთ შეიძლება მოერგონ ამ კონკრეტულ საკითხს. მიუხედავად ამისა, თქვენ უნდა იმუშაოთ თქვენი კონტენტის ხარისხის საერთო მაჩვენებელზე.
თუ გჭირდებათ საიტის დამზადება, დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 593 26 26 12
ხალხის დიდი რაოდენობა მიმართავს ძიების ხარისხის შემფასებლების სახელმძღვანელოს და ეძებს რაიმე მითითებებს, რათა შეაფასონ, თუ როგორ უნდა გააკეთონ ეს. ყველაფერი, რასაც Google გვიამბობს, არ უნდა გავითვალისწინოთ საგულდაგულოდ, თუმცა, ამ შემთხვევაში, ის მართალია. თქვენ, მუდამ, უნდა იფიქროთ თქვენი ვებგვერდის გაუმჯობესებაზე. გაითვალისწინეთ თქვენი მომხმარებლების მიზნები და მათი ქცევები. პერიოდულად გაანახლეთ ქეივორდების კვლევა. აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ბაზრის ნაწილში რა ხდება. თქვენი SEO სტრატეგიის მუდმივი შეფასებით, თქვენ დაიკავებთ მნიშვნელოვან ადგილს ბაზარზე და იპოვით ახალ შესაძლებლობებს.
1. თქვენი ვებგვერდი აკმაყოფილებს მომხმარებლის სურვილებს და აქვს მკაფიო განზრახვები
ფიქრობთ, რომ საკმარისად კარგად იცნობთ თქვენს მომხმარებლებს? კარგად იცნობთ თქვენს ბიზნესს? რატო უნდა ესტუმროს ვინმე თქვენს ვებგვერდს და აწარმოოს ბიზნესი თქვენთან ერთად? თქვენ უნდა გქონდეთ მკაფიოდ დასახული მიზანი თქვენი ვებგვერდისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მიაღწიოთ წარმატებას, კარგად უნდა იცნობდეთ თქვენს მომხმარებლებს. საჭიროა ყველაფერი გაამხილოთ მათ შესახებ. კარგად უნდა გესმოდეთ რა სურს თქვენს მომხმარებლებს და, ასევე, უნდა იცოდეთ აწვდით თუ არა მათ იმას რაც ნამდვილად ესაჭიროებათ. დარწმუნდით, სთავაზობს თუ არა თქვენი პროდუქტი ან სერვისი შესაძლო პრობლემის გადაჭრას და რამდენად კარგად მოქმედებს ის მომხმარებლის ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
შენ მიერ მოყოლილი ამბავი უნდა იყოს გულწრფელი და მართალი. თქვენი სიმართლე უნდა შეესაბამებოდეს იმას, რაც ხალხს სურს და სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა დააფიქსიროთ თქვენი ვებგვერდის მიზნები და განზრახვები. გამოავლინეთ ყველა შესაძლო გზა და ხერხი, თუ როგორ მოვიზიდოთ ხალხი ვებგვერდზე და ვუზრუნველყოთ ნებისმიერი სახის კითხვაზე პასუხის გაცება. ასევე ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენი პასუხების ფორმულირებას.
2.თქვენს ვებგვერდს უნდა ჰქონდეს მიდრეკილება ტექნიკური უნარებისკენ
კარგად შექმნილი და დამზადებული ვებგვერდი ყოველთვის უფრო მარტივად იძებნება საძიებო სისტემაში. კარგი ვებგვერდები არასოდეს უშვებენ დიდ შეცდომებს. კარგი ვებგვერდი ძალიან სწრაფად და მარტივად იტვირთება, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან. დარწმუნდით, რომ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ გვერდები რაც შეიძლება მალე აიტვირთოს.
ტექნიკური სეოს ცოდნა არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი; თუმცა შეგიძლიათ უფრო წარმატებული გახდეთ, იმ შემთხვევაში თუ სწორად შეისწავლით საფუძვლებს. კარგად დაფიქრდით რომელი კონტენტის მართვის სისტემას გინდათ მიმართოთ და როგორ აპირებთ მის გაშვებას. ჩვენი სერვისი შეიძლება ცოტა მიკერძოებული მოგეჩვენოთ, მაგრამ WordPress-მა ყველაფერი მოგვცა, რაც საჭირო იყო. თქვენი ვებგვერდი არის მყარი, მოქნილი და აქვს მიმდევრების დიდი რაოდენობა. WordPress-ი საკმაოდ მეგობრულად არის განწყობილი SEO-სთან, თუმცა შეგიძლიათ თქვენი WordPress SEO-ს ამოქმედება განახორციელოთ უმოკლეს დროში. ასევე დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული ჰოსტინგის კომპანია არის საკმარისად რესპექტაბელური, მოქნილი და გამოსადეგი.
3.თქვენი ვებგვერდი სანდო, დაცული და უსაფრთხო უნდა იყოს
საძიებო სისტემა და მომხმარებელი, ორივე, ეძებს სპეციალურ სიგნალებს, რაც ნდობის მანიშნებელი ფაქტორია. რატო უნდა იყოს სანდო თქვენი საიტი და კონტენტი? რეგულარული შეფერხება, შეიძლება იყოს დაუდევარი მოვლის ნიშანი. მწვანე საკეტის გამოტოვება შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ უსაფრთხოებას სერიოზულად არ უყურებთ.
საძიებო სისტემებს, როგორიცაა Google-ი, სურთ მომხმარებლებს მისცენ საუკეთესო შედეგი. იმ შემთხვევაში თუ საძიებო სისტემას ეჭვი ეპარება თქვენს უკმაყოფილობებში ან თუ სარგებლობთ ე. წ. ესკიზური “ექსპერტებით” თქვენი კონტენტის დასადასტურებლად, ისინი არ უწყობენ ხელს თქვენი კონტენტის ხილვადობას. ამის ნაცვლად, ისინი აირჩევენ ისეთ ვებგვერდს, რომელიც უფრო სანდო და უსაფრთხოა. ამიტომ, თქვენ უნდა იმუშაოთ და იზრუნოთ იმაზე, რომ თქვენი ვებგვერდი იყოს უსაფრთხო, როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით.
გარდა ამისა, თქვენი ვებგვერდი უნდა იყოს უსაფრთხო მომხმარებლებისთვის. თქვენი უსაფრთხოება უნდა იყოს მუდამ წესრიგში. გატეხილი ვებგვერდის შემთხვევაში, ვერასოდეს მიაღწევთ სასურველ მიზანს. და გატეხილი ვებგვერდის დაცვა უფრო ადვილი და მოსახერხებელია, ვიდრე მისი გამოსწორება. გამოიყენეთ განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა, მოაწესრიგეთ SSL, შექმენით ძლიერი პაროლი და ისარგებლეთ ისეთი ინსტრუქციებით, როგორიცაა Cloudflare, თქვენი ვებგვერდის DDoS შეტევებისგან თავდასაცავად.
4.თქვენს ვებგვერდს აქვს დამახასიათებელი კარგი დიზაინი და UX
საჭიროა თუ არა თქვენი ვებგვერდი იყოს ლამაზი და მომხიბვლელი? მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ლამაზი დიზაინით მოწყობილი ვებგვერდი მნახველის ყურადღებას უფრო მეტად იქცევს. თქვენი ვებგვერდის დიზაინი უნდა უზრუნველყოფდეს თქვენი მიზნების მიღწევას. თქვენი ხმა უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და მარტივად მისაწვდომი. დიზაინი უნდა იყოს ბრენდირებული და კარგად გააზრებული. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, თქვენი ვებგვერდი უნდა იყოს ნათელი, მრავალფეროვანი და ყველასთვის ადვილი გამოსაყენებელი. ხელმისაწვდომობა არ არის ირ, რის გამოც უნდა დახარჯოთ დრო.
ასევე აუცილებელია, მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინება. საჭიროა არა მარტო ვიზუალურად შევხედოთ ვებგვერდს, არამედ შევიგრძნოთ კიდევაც. აუცილებელია იზრუნოთ იმაზე, რომ თქვენმა მომხმარებლებმა სასიამოვნო და საჭირო გამოცდილება მიიღონ. UX აიძულებს თქვენს მომხმარებლებს დიდხანს ელოდონ თქვენი გვერდის ჩამოტვირთვას, რაც მათ იმედგაცრუებას იწვევს, რადგან მათ არ ეძლევათ საშუალება წაიკითხონ ტექსტი თქვენს ვებგვერდზე. კარგად გააანალიზეთ, როგორ შეიძლება შექმნილი იმედგაცრუება გადააქციოთ ბედნიერებად.
5. თქვენს გვერდს აქვს კარგად დამზადებული, მომხმარებელზე ორიენტირებული კონტენტი
იყავით მომხმარებელზე ორიენტირებული, არა კომპანიაზე. კარგი კონტენტის შექმნა ეხმარება თქვენს მომხმარებლებს მიაღწიონ მიზანს. ამისთვის კი საჭიროა თქვენი მომხმარებლების ძირფესვიანად შესწავლა. შეისწავლეთ მათი ქცევები და გაუსვით ხაზი თქვენს კონტენტს.
თქვენ მიერ შემოთავაზებული კონტენტი უნდა იყოს მკაფიო და მარტივად გასაგები. ეცადეთ თქვენს მომხმარებლებს რაღაც უნიკალური შესთავაზოთ. გააკეთეთ დეტალური კვლევა და წარადგინეთ ორიგინალური რეპორტი.
6.თქვენი გვერდი, პირველ რიგში, უნდა იყოს მარტივად მოსახერხებელი მობილური მოწყობილობებისთვის
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტელეფონების მომხმარებლების რიცხვი უფრო იზრდება და იზრდება. თუ თქვენი ვებგვერდი არ არის მეგობრულად განწყობილი მობილურ მოწყობილობებთან, თქვენ ნამდვილად უნდა იზრუნოთ და იმუშაოთ ამაზე, ასევე როგორც მობილურ SEO-ზე. მაგრამ თუ თქვენი ვებგვერდი, გარკვეული დროის განმავლობაში, მეგობრულად არის განწყობილი მობილურ მოწყობილობებთან, დროა შემდეგი ვებგვერდის შექმნაზე იფიქროთ და იზრუნოთ.
ეს ახალი კონცეფცია არ არის, მაგრამ საიტების უმეტესობა ჯერ კიდევ დესკტოპებზე ვითარდება და მუშავდება. დესკტოპის დაპროექტების შემდგომი ეტაპია მისი ზომის დაპატარავება და შემცირება მობილური მოწყობილობის ზომის დონეზე. მობილური საშუალებების გამოყენება გეხმარებათ ფოკუსირება მოახდინოთ იმ კონკრეტულ ამოცანებზე, რომლის შესრულება შეუძლია მომხმარებლის უმეტესობას. ეს კი გაძლევთ საშუალებას შექმნათ კარგი დიზაინი თქვენი ვებგვერდისთვის.
7.თქვენს ვებ გვერდს შეუძლია პირდაპირ საძიებო სისტემებთან “კომუნიკაციის” დამყარება
მრავალი წლის განმავლობაში, საძიებო სისტემები ცდილობდნენ ვებგვერდებზე კონტენტის ამოკითხვას, რათა დაედგინათ, თუ რაზე იყო საუბარი ამ გვერდზე. მათ სურთ კონტენტმა შეძლოს შეესაბამებოდეს საძიებო სისტემის მოთხოვნილებებს. გამოდის, რომ რეალურად იმის გაგება და გააზრება, თუ რა არის ან რას ნიშნავს რაღაც კონკრეტული ამა თუ იმ ვებგვერდზე, უფრო რთულია, ვიდრე ჩანს. საძიებო სისტემებს ესაჭიროებათ მცირე ხელმძღვანელობა გვერდზე განთავსებული ელემენტების მნიშვნელობის გასარკვევად. შეგიძლიათ შეიყვანოთ სტრუქტურირებული მონაცემები Schema ფორმატში.
სქემა საძიებო სისტემების თარჯიმანს ჰგავს. ის აღწერს ელემენტებს, რომლებიც განთავსებულია ვებგვერდზე. ამის ნაცვლად, იმის გამო, რომ Google-ი არის დარწმუნებული თქვენი კონტენტის ხარისხში, ამ ელემენტების მარკირებამ შეიძლება გამოიწვიოს შედეგების მდიდარი რაოდენობის აღმოფხვრა. სტრუქტურირებული მონაცემები არის ერთ-ერთი ის სფერო, სადაც საძიებო სისტემა ხარჯავს უამრავ დროს და რესურსს, იმისთვის რომ მეტად წარმატებული გახდეს.
ჩვენ ეს შევნიშნეთ და შევქმენით სრულად გაფართოებული სქემის ჩარჩო SEO-ში. ეს სტრუქტურირებული მონაცემთა დანერგვა ქმნის სრულ გრაფიკს თქვენი ვებგვერდისთვის. გარდა ამისა, SEO-ს გააჩნია რამდენიმე სტრუქტურირებული მონაცემთა ბლოკი და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მეტი ბლოკის დამატება შევძლოთ სამომავლოდ.
მაშ ასე, რა განაპირობებს კარგი ვებგვერდის შექმნას?
ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, როდესაც ქმნით ვებგვერდს. ეს არ ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ დომეინის ყიდვას, ჰოსტის მიღებას, WordPress-ის დაყენებასა და თემის არჩევას. ისე უნდა დაგეგმოთ ყველაფერი, რომ ყველა დეტალი სწორად მოაგვაროთ. შესაძლოა დაგჭირდეთ კარგი სტრატეგია, რომელიც, სავარაუდოდ, კარგი ვებგვერდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.
ეს სწორედ ის ელემენტებია, რომლებზეც დიდი ყურადღება უნდა გაამახვილოთ ვებგვერდის განვითარებისა და გაუმჯობესების დროს. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კარგი ვებგსაიტი შექმნათ, ამიტომ მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა: “პირველ რიგში, რაზე აკეთებთ აქცენტს კარგი ვებგვერდის შესაქმნელად?”
რეკომენდირებული სტატიები: