ბევრი მცირე ბიზნესი, განსაკუთრებით ახალი მცირე ბიზნესი, სუსტად ოპერირებს. ისინი ყურადღებას ძირითადად ამახვილებენ საჭიროებებსა და გადაუდებელ საკითხებზე, მხოლოდ მაშინ ხარჯავენ ფულს, როცა ამის საჭიროება აქვთ. ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ თვლის ზოგი მეწარმე, რომ მცირე ბიზნესისთვის ვებ საიტის გაკეთება არის ძვირი სიამოვნება. და მის გარეშეც შეძლებენ ცხოვრებას.

საიტის-დამზადება

თუ გჭირდებათ საიტის დამზადება, დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 593 26 26 12

მათ შეიძლება სჯეროდეთ, რომ ფეისბუქის გვერდი საკმარისია ონლაინ საქმიანობისთვის, თუნდაც მათი ტელეფონის ნომერი გამოიმუშავებს საკმარის ზარებს, ან რომ ტრადიციული ფოსტა მათ დაეხმარება პროდუქციის გაყიდვაში.

თუმცა, სიმართლე ისაა, რომ მცირე ბიზნესისთვის ვებ გვერდის გაკეთება საუკეთესო გზაა საწარმოს წარმოსაჩენად!

პროფესიონალური ვებ გვერდი არ არის ძვირადღირებული ფუფუნება ან შეუსაბამო მცდელობა. ეს არის ხელმისაწვდომი, ფუნდამენტური ინსტრუმენტი, რომელიც ყველა კომპანიას სჭირდება.

7 მიზეზი თუ რატომ გვჭირდება ვებსაიტის გაკეთება

თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, რომ ვებ საიტის შექმნა საჭიროა თქვენი ბიზნესისთვის, გაითვალისწინეთ ეს შვიდი მიზეზი, თუ რატომ გვჭირდება მცირე ბიზნესისთვის საიტის გაკეთება. მოდით გავეცნოთ, თუ რატომ არის თითოეული ეს მიზეზი მნიშვნელოვანი თქვენი წარმატების მისაღწევად.

დავიწყოთ!

1.გამოიყენეთ ვებ გვერდი, როგორც წამყვანი თქვენი მარკეტინგისთვის

თქვენი მარკეტინგული მცდელობები იწყება და მთავრდება თქვენი ვებ-გვერდით.

ეს ის ადგილია, სადაც თავმოყრილი გაქვთ თქვენი ბიზნესის ყველა ინფორმაცია და მარკეტინგული მესიჯები. ეს არის შესაძლებლობა პოტენციური მომხმარებლებისთვის, რომ გაეცნონ თქვენს ბიზნესს. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ყველა სხვა მარკეტინგულმა ძალისხმევამ უნდა მიიყვანოს დაინტერესებული მომხმარებლები.

სანამ თუნდაც ერთ სავიზიტო ბარათს დაბეჭდავთ ან პირველ თეთრებს დახარჯავთ რეკლამაში, საჭიროა საიტის შექმნა.

აქ მოცემულია რამდენიმე გზა ვებ გვერდის გამოყენებისა, როგორც წინამძღოლის თქვენი ყველა სარეკლამო ძალისხმევისთვის.

აკონტროლეთ თქვენი ციფრული ბრენდი

როდესაც საკუთარი ვებ გვერდი გექნებათ, გაცილებით მეტ კონტროლს შეძლებთ. ის არა მხოლოდ თქვენი სახლია ინტერნეტში, არამედ გაძლევთ პლატფორმას პოტენციურ მომხმარებლებს გააცნოთ თქვენი ბიზნესი: რას აკეთებთ, რატომ აკეთებთ ამას და ვინ ხართ.

ნაცვლად იმისა, სხვისი იმედი გქონდეს, რომ ხალხს უთხრა შენი ბიზნესის შესახებ, შენ უნდა ჩამოაყალიბო ინფორმაცია და განათავსო ვებ გვერდზე.

თქვენი ბრენდის შექმნისა და კომუნიკაციის თვალსაზრისით, ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

განათავსეთ თქვენი ყველა მნიშვნელოვანი ბიზნეს ინფორმაცია ერთ ადგილზე

აქციეთ ვებ საიტის გაკეთება თქვენი ბიზნესის წარმატების რესურსად. მასზე მომხმარებლებმა უნდა შეძლონ, მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ. დაამატეთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა:

  • თქვენი მისამართი
  • ტელეფონის ნომერი
  • საკონტაქტო ფორმა ან საკონტაქტო ელ.ფოსტის მისამართი
  • მენიუ ან სერვისების სია
  • ფასები
  • სპეციალური აქციები
  • ღონისძიებები

შექმენით თქვენი მარკეტინგული ძალისხმევის საბოლოო დანიშნულების ადგილი

როდესაც მცირე ბიზნესის ვებსაიტის გაკეთება დასრულდება, თქვენი ყველა სხვა მარკეტინგული მესიჯებისთვის საბოლოო წერტილი გექნებათ.

რადიო რეკლამას აწარმოებთ? დაასრულეთ მესიჯი სიტყვებით, რომ მიიღონ მეტი ინფორმაცია თქვენს ვებ-გვერდზე. შექმენით ფლაერები ღონისძიებისთვის? დაიტანეთ ზედ თქვენი საიტის მისამართი, რომ ხალხმა შეძლოს თქვენი ვებ გვერდის მონახულება, მეტის შესატყობად თქვენი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ.

ვებ გვერდი თქვენი ბრენდის კარიბჭეა.

თქვენ ფლობთ მას, აკონტროლებთ და შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ყველა სხვა მარკეტინგული ძალისხმევის მხარდასაჭერად.

რედაქტორის შენიშვნა: გნებავთ საიტი, მაგრამ ვერ გადაწყვიტეთ ვის დაამზადებინოთ? კომპანია IMC აიემსის ამ სფეროში მუშაობის უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვსს. ჩვენი პროფესიონალი გუნდის ძალისხმევით, მისაღებ ფასად, დროულად გექნებათ ლამაზი და ეფექტური ვებ გვერდი.

2. ვებსაიტების გაკეთება ხელს შეუწყობს და გაყიდის თქვენს პროდუქტებს/მომსახურებებს.

თქვენმა ვებ საიტმა ადგილობრივი ბიზნესისთვის შეიძლება იმოქმედოს როგორც ციფრულმა ბროშურა. თქვენი განახლებული შეთავაზებებით იქცეს პირდაპირი გაყიდვების ინსტრუმენტად.

ეს არის 24-საათიანი გაყიდვების სივრცე, რომელსაც შეუძლია გაყიდვების განხორციელება მაშინაც კი, როდესაც თქვენი ბიზნესი ტექნიკურად დახურულია.

ამასთან, თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ ინფორმაცია რეალურ დროში – ახალი ბეჭდვითი მასალების შეძენის ან დალოდების გარეშე.

გარდა მარტივი პროდუქტის სიის ან მენიუს დამატებისა, განათავსეთ მეტი (მაგალითად, ბლოგი) თქვენს საიტზე. ეს დაგეხმარებათ ხალხის მოზიდვაში და მეტის გაყიდვაში. გამოიყენეთ ვებ გვერდი ადგილობრივი ბიზნესისთვის, როგორც გაყიდვების მხარდაჭერის სისტემა, სხვადასხვა ელემენტის დამატებით.

ელექტრონული კომერცია

როდესაც თქვენს ვებ საიტს აქვს ელექტრონული კომერციის კომპონენტი, თქვენ შეგიძლიათ რეალურად აკეთოთ ბიზნესი თქვენი ვებ გვერდიდან. მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს თქვენს ვებ საიტს და პირდაპირ შეიძინოს თქვენი ბრენდის პროდუქცია. იგი მოქმედებს როგორც მარკეტინგის, ასევე გაყიდვების ინსტრუმენტი.

შექმენით ელექტრონული კომერციის საიტი შემდეგი ელემენტების გამოყენებით, რომ მომხმარებლებმა შეძლონ პროდუქციის შეძენა თქვენი ვებ გვერდიდან:

  • გადახდის სისტემა
  • ინვენტარის მართვა
  • მიწოდების სერვისი
  • საიტის უსაფრთხოება (SSL სერთიფიკატი)
  • ძიების ფუნქცია
  • ინტეგრაცია CRM-თან
  • კუპონის ინსტრუმენტები
  • ჯვარედინი გაყიდვების და ჭარბი გაყიდვების მახასიათებლები
  • რეპორტინგი და ანალიტიკა
  • მომხმარებელთა შეფასებები
  • საკონტაქტო გვერდი
  • ხშირად დასმული კითხვები (F.A.Q.)

ძვირი სიამოვნება ნამდვილად არაა ვებ გვერდზე ამ ელემენტების დამატება. ასევე ამარტივებს ელექტრონული კომერციული პლატფორმიდან სარგებელის მიღებას.

კალენდრის ონლაინ დაჯავშნა

თუ თქვენ არ გაქვთ გასაყიდი პროდუქტი და ხართ მომსახურებაზე დაფუძნებული ბიზნესი, ვებ გვერდი ასევე დაეხმარება მომხმარებელს შემდეგი ნაბიჯით გადადგან თქვენთან ბიზნესის დასაწყებად. თქვენთან შეხვედრის დასაგეგმად, მაგიდის დასაჯავშნად და ა.შ.

მაგალითად, სპა-სალონს შეუძლია მასაჟის ვებსაიტის გაკეთება, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს დანიშნოს შეხვედრა.

მომხმარებელს უყვარს მოხერხებულობა და მათ სძულთ ტელეფონის ზუმერის მოსმენა, როდესაც დაჯავშნას ცდილობენ. მცირე ბიზნესისთვის სათანადო საიტის შექმნა აადვილებს დაგეგმვის პროცესს როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი მომხმარებლებისთვის.

შეგიძლიათ ისეთი ვებსაიტების გაკეთება, რომელცი სიის შედგენაში დაგეხმარებათ

ვებ გვერდ გეხმარებათ არა მხოლოდ გაყიდვების განხორციელებაში, არამედ იმ სიების შედგენაში, რომლებიც გაყიდვებს ზრდას იწვევს.

opt-in ფუნქციის შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს ვებ-გვერდის სტუმრებს შეუერთდნენ თქვენს სიას, შეგიძლიათ შექმნათ მონაცემთა ბაზა, რომელთაც საინტერესო შეთავაზებებს გაუკეთებთ. (ამ საკითხზე საუბარს კიდევ გავაგრძელებთ.)

პორტფოლიო

ბევრ მომხმარებელს სურს შეაგროვოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ბიზნესის შესახებ, სანამ მათთან ურთუერთობას გადაწყვეტს (განსაკუთრებით ძვირადღირებულ ან დეტალიზებულ პროექტებში).

შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ვებ გვერდი, მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად. განათავსეთ საიტზე პორტფელი, რომელიც მოიცავს თქვენი განვლილი საქმიანობის და წარსული პროექტების ფოტოებს.

მაგალითად, სამშენებლო კომპანიას შეუძლია ვებ საიტის გამოყენება ვიდეოს გამოსაქვეყნებლად მათი პროექტის შესახებ. შესაძლებელია ვიდეოების გადაღება ციფრული კამერით და სწრაფადვე ატვირთვა ვებ გვერდზე, რაც შესანიშნავი გზაა იმისთვის, რომ აჩვენოთ მომხმარებელს, თუ რას შეუძლია ბიზნესს.

გვერდი თქვენს შესახებ

ინფორმაციის მოსაპოვებლად, სანამ თქვენთან საქმიანობას გადაწყვეტენ, ბევრი მომხმარებელი ეძებს გაიგოს უფრო მეტი რას წარმოადგენს თქვენი ბიზნესი და ვინ დგას მის უკან.

ამ საკითხში ვებ საიტების გაკეთება დაგეხმარებათ. ეს იქნება გვერდი, რომელშიც წარმოდგენილია თქვენი ბიზნესი, ბრენდის ფასეულობები, უნიკალური სარეალიზაციო წინადადებები და მიზნის განცხადებები.

აქტიური ბლოგი

ბლოგი კიდევ ერთი გზაა, რათა მომხმარებლებმა და კლიენტებმა გაგიცნონ თქვენ (და თქვენი პროდუქტები/მომსახურება).

შეგიძლიათ გააზიაროთ სტატიების ფართო სპექტრი, რომელიც აჩვენებს თქვენს გამოცდილებას თქვენს ინდუსტრიაში. თუ როგორ შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი პროდუქტები და / ან იდეები, რომლებიც დგას თქვენი პროდუქტებისა და მომსახურებების უკან.

გარდა ამისა, ახალი, ყოველდღიური შინაარსის მქონე ბლოგის საშუალებით შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ძიების რეიტინგი.

3.გაკავშირებთ ახალ მომხმარებლებს (და ინახავს არსებულ მომხმარებლებს).

ადამიანები ხშირად მიმართავენ ინტერნეტს, როდესაც პრობლემებს აწყდებიან. როცა ვებ საიტი გაქვთ თქვენი მცირე ბიზნესისთვის, თქვენ ჩნდებით, როდესაც მომხმარებლები ეძებენ თავიანთი პრობლემის გადაჭრის გზას.

თქვენი ბიზნესისთვის ვებ საიტის გაკეთება დაეხმარება ახალ მომხმარებლებს თქვენს პოვნაში

როდესაც ხალხს რაღაცის პოვნა სურთ, უმეტეს შემთხვევაში, მას ეძებენ Google-ში. თანამედროვე ენაზე საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ Google მხოლოდ “საძიებო სისტემაა”. ისინი უფრო დაემსგავსნენ მსოფლიოს ინფორმაციის მეკარიბჭეებს. ერთი ნაწილია ენციკლოპედია, ერთი ნაწილი – რუკების სერვისი, ერთი ნაწილი მიმართულებაა და 10 ნაწილი დანარჩენი.

რაკი ხალხის მაძიებლობა ასეთი მრავალფეროვანია, (წაიკითხეთ: აუცილებელი) მნიშვნელოვანია, თქვენი ვებ საიტი იძებნებოდეს Google-ს საძიებო სისტემაში

თქვენი ბიზნესისთვის ვებ გვერდის არსებობის გარეშე, ეს გაგიჭირდებათ.

ბიზნესისთვის საიტების გაკეთება დაგეხმარებათ მომხმარებლებთან მუდმივ კავშირში, მათ ინფორმირებას და მომსახურებაში

ნუ დაივიწყებთ უკვე არსებულ, რთულად მოპოვებულ მომხმარებლებს.

როდესაც გაქვთ ვებ გვერდი, ეს აძლევს თქვენს მომხმარებლებს საშუალებას დაგიკავშირდნენ 24/7-ზე.

თქვენ არასოდეს იცით, როდის დასჭირდება ვინმეს თქვენი მომსახურებები და ვებ საიტის გარეშე, თქვენ დაკარგავთ პოტენციურ საქმიანობას იმ ადამიანებთან, ვინც უკვე გიცნობთ (და მხარს გიჭერთ).

4.ადგილობრივ ბიზნესს ეხმარება, კონკურენცია გაუწიოს დიდ ბრენდებს.

ერთი არასწორი წარმოდგენა ვებ საიტების შესახებ არის ის, რომ ისინი მხოლოდ ეროვნული კომპანიებისთვისაა. ან მსოფლიოს კორპორაციებისთვისა, რომლებსაც მთელ მსოფლიოში ყავთ აუდიტორია. სინამდვილეში, ვებ გვერდები ისეთივე სასარგებლოა, თუ უფრო მეტად არა, მცირე ბიზნესისთვის.

ისინი შესაძლებლობას აძლევენ ადგილობრივ ბიზნესს დაუკავშირდნენ ადგილობრივ მომხმარებლებს.

საძიებო სისტემები პრიორიტეტს ანიჭებენ ადგილობრივ ძიებას და ხშირად შედეგებს ადგენენ ადგილმდებარეობის მიხედვით, რაც ადგილობრივი ბიზნესისთვის სასარგებლოა.

ადგილობრივი ძებნით, თუ ეძებთ “ფეხსაცმლის მაღაზიებს ჩემთან ახლოს”, Google არ შემოგთავაზებთ ნიუ იორკის ბრენდულ შედეგს (თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ნიუ იორკში არ ცხოვრობთ). ის გამოიყენებს ადგილობრივ ძებნას, რომ ნახოთ ფეხსაცმლის ახლომდებარე მაღაზიების სია.

რა არის ადგილობრივი ძებნა?

ადგილობრივი ძებნა გულისხმობს Google-ის ძიების ალგორითმის ფაქტორებს, რომლებიც შექმნილია მომხმარებლისთვის ახლომდებარე შედეგების საჩვენებლად. იგი ითვალისწინებს შესაბამისობას, მანძილს და სანდოობას შედეგების მიწოდებისას.

იმის ნაცვლად, რომ აჩვენოს ყველაზე დიდი გავლენის მქონე ვებ საიტები (დიდი ბრენდის მსგავსი), ის აჩვენებს შესაბამის ადგილობრივ ბიზნესებს, რომლებიც დაკავშირებულია ძიებასთან.

ეს პროცესი ეხმარება მცირე ბიზნესის გამორჩევას, რადგან ადგილობრივი ძიებისას “ფეხსაცმლის მაღაზიები” არ აჩვენებს მხოლოდ დიდ, ნაციონალურ ბრენდებს. ის ასევე აჩვენებს ადგილობრივ ბიზნესებს, რომლებიც მაძიებელთან ახლოს არიან.

გამოაჩინეთ თქვენი ვებ გვერდი ადგილობრივი ძებნისას

გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ თქვენი მცირე ბიზნესი გამოჩნდეს ადგილობრივ ძიებაში, მათ შორის:

  1. შექმენით Google My Business გვერდი და დაამატეთ თქვენი ვებ გვერდი.
  2. დარწმუნდით, რომ თქვენი ს.მ.ტ. (სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) განთავსებულია მთელს ინტერნეტში.
  3. დაამატეთ თქვენი ბიზნესის მისამართი თქვენი ვებ საიტის Footer-ში.

ეს საკმაოდ ცხადია – ონლაინ ყოფნას დიდი სარგებელი მოაქვს მცირე ბიზნესისთვისაც, რომლებიც ადგილობრივ საქმიანობას ახორციელებენ. არ აქვს მნიშვნელობა სად მდებარეობთ, თქვენ შეგიძლიათ ეფექტური ვებსაიტის გაკეთება, რომელიც მომხმარებლებს მოიზიდავს.

5. ვებსაიტების გაკეთება ქმნის სანდოობას.

მცირე ბიზნესის ვებ საიტი თქვენს ბრენდს ლეგიტიმურად, სერიოზულად და სარწმუნოდ გამოაჩენს. ამის გარეშე მომხმარებლები ვერ გიპოვნიან, მით უმეტეს, ვერ დაიწყებენ თქვენს ნდობას.

საძიებო სისტემებში (ან ამ საკითხზე საერთოდ ინტერნეტში) ბიზნესის არ გამოჩენა, სანდოობის დაკარგვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზაა.

ვებ საიტის არ ქონა წარმოაჩენს თქვენს ბიზნესს, ძველმოდურად, მიუღწევლად და არასანდოდ.

მაშინაც კი, თუ ფანტასტიური ხართ სიტყვიერ მარკეტინგში, შეიძლება გამოგრჩეთ უამრავი რეფერალი. ბედნიერი მომხმარებლები სწრაფად უზიარებენ სხვებს, რას ფიქრობენ თქვენს ბიზნესზე. მაგრამ შევხედოთ მათ მეგობრებს, რომლებსაც ჯერ არ გამოუცდიათ თქვენი მომსახურება? ისინი ინტერნეტში იწყებენ ძებნას. როდესაც მათ თქვენს შესახებ არ იციან, თქვენ ხელიდან უშვებთ ახალ მომხმარებელს.

ვებ საიტები ბიზნესს ასევე უფრო ლეგიტიმურ სახეს აძლევენ. სტუმრებს შეუძლიათ შეამოწმონ და გააცნობიერონ, თუ რა სახის ბიზნესს მართავთ და, იმედია, თქვენი მომხმარებლები გახდებიან. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ სხვადასხვა სახის ელემენტები, რაც თქვენს ბრენდს კიდევ უფრო სანდო სახეს მისცემს.

ვებ საიტის ელემენტები, რომლებიც ქმნიან თქვენს სანდოობას

ორიგინალი ფოტოები: იმის ნაცვლად, რომ გადაავსოთ თქვენი საიტი ინტერნეტში მობნეული ფოტოებით, გადაიღეთ ორიგინალი ფოტოები თქვენი ბიზნესის, პერსონალის, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ.

Before-after ფოტოები: გამოიყენეთ ფოტოები თქვენი სამუშაოს ღირებულებისა და ხარისხის საჩვენებლად. გამოიყენეთ მანამ-შემდეგ ფოტოები, თუ რისი მიღწევა შეგიძლიათ თქვენი სერვისების საშუალებით.

სარეკომენდაციო წერილები: შეაგროვეთ მომხმარებლების მიმოხილვები და შეფასებები და განათავსეთ ისინი რეფერენტის ფოტოებთან ერთად.

მომხმარებლების ლოგოები: თუ საქმიანობთ B2B სფეროში, მიეცით მომხმარებლებს საშუალება ნახონ სხვა მაღალი დონის მომხმარებლები, რომლებთანაც მუშაობთ. ჩართეთ მომხმარებლების ლოგოები, რომლებთანაც მუშაობდით ან დაეხმარეთ.

ასოციაციის ლოგოები: ასევე შეიტანეთ ავტორიტეტული, სანდო კომპანიების ან ასოციაციების ლოგოები, რომლებთანაც ასოცირდებით. აჩვენეთ ინდუსტრიული ორგანიზაციების ლოგოები, რომლებთანაც თქვენ პარტნიორობთ ან რომელთა წევრი ხართ.

SSL სერთიფიკატი და უსაფრთხოების ლოგოები: დაამატეთ SSL სერთიფიკატი თქვენს ვებ საიტს უსაფრთხოების დამატებითი ფონის შესატანად თქვენს ვებ გვედზე. იმისთვის, რომ მომხმარებლებმა უსაფრთხოდ გაგიზიარონ პირადი და ფინანსური დეტალები. ასევე, აჩვენეთ უსაფრთხო პროგრამის ლოგოები, რომლებსაც იყენებთ თქვენს ვებ საიტზე ინფორმაციის დასაცავად. მომხმარებლები უნდა ენდონ თქვენს ვებ გვერდს, რადგან მათ შეყავთ სენსიტიური დეტალები.

აქტიური სოციალური მედიის პროფილების დაკავშირება: შეიტანეთ ბმულები თქვენს აქტიურ სოციალურ პროფილებზე, რათა აუდიტორიამ შეძლოს თქვენი სხვა პლატფორმების მონახულება. ეს დაგაგროვებინებთ მეტ მტკიცებულებას, რომ თქვენ ხართ სანდო, აქტიური და ჩართული კომპანია.

ინფორმაციული ბლოგი: იმისათვის, რომ მომხმარებლები ენდონ თქვენს კომპანიას, აჩვენეთ მათ, რაც იცით, ინფორმაციული ბლოგის შეტყობინებების დაწერით. თქვენი ცოდნის გაზიარება ეხმარება თქვენს მომხმარებლებს, აძლევს მათ ვებ საიტის მონახულების საფუძველს და ასევე მათ ხედვაში, როგორც თქვენი ინდუსტრიის ავტორიტეტის.

წესები და პირობები: თქვენი ვებ გვერდის ბოლოში შეიტანეთ ბმული პირობების, პასუხისმგებლობის უარყოფისა და კონფიდენციალურობის დებულების გვერდზე. ეს გვერდები მოქმედებს როგორც შეთანხმება თქვენს ბრენდსა და საიტის ვიზიტორებს შორის და საშუალებას გაძლევთ აუდიტორიას უთხრათ რას აკეთებთ მათი ინფორმაციით და როგორ უნდა გამოიყენონ ისინი თქვენს საიტზე.

ვებ საიტის ელემენტები, რომლებიც არღვევს სანდოობას

მეორე მხრივ, თქვენს საიტზე შეიძლება გამოჩნდეს ისეთი რამ, რაც სწრაფად შეამცირებს თქვენს სანდოობას. დარწმუნდით, რომ თავიდან აიცილებთ ასეთ ელემენტებს თქვენს საიტზე.

  • მოძველებული ინფორმაცია
  • არასწორი ინფორმაცია
  • საიტზე არსებული შეცდომები
  • ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები
  • ძველი, ვადაგასული განლაგება

იმუშავეთ თქვენი მცირე ბიზნესის ვებ გვერდის განახლებასა და სწორად მუშაობაზე, რათა თავიდან აიცილოთ ნდობის დაკარგვა თქვენს მომხმარებლებში, თქვენს საიტზე ნავიგაციის დროს.

6. ვებსაიტების გაკეთება საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ თქვენი ონლაინ სარგებელი.

როდესაც საკუთარ საიტს მართავთ, თქვენ აკონტროლებთ როგორც თქვენს მიერ წარმოებულ შინაარსს, ასევე თქვენს მიერ შენარჩუნებულ პლატფორმას. ეს საკუთრება ორ მნიშვნელოვან სარგებელს გაძლევთ.

თქვენ აკონტროლებთ თქვენს პლატფორმას

ვებ საიტის გაკეთების ნაცვლად, ზოგიერთი მცირე ბიზნესი ქმნის გვერდს სხვა პლატფორმაზე, როგორიცაა Facebook, Medium ან YouTube. მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ მიიღონ იგივე სარგებელი ვებ-ხილვადობის მხრივ, საკუთარი პლატფორმის შემუშავების გარეშე. მაგრამ ეს შეიძლება დიდი შეცდომა იყოს.

როდესაც თქვენ აშენებთ თქვენს ბრენდს მესამე მხარის პლატფორმაზე, იკეტებით მათ პლატფორმაში. ისინი ფლობენ თქვენს პლატფორმას, თქვენ არა.

ასე რომ, თუ ისინი შეცვლიან მითითებებს, გაითიშებიან ან გადაწყვეტენ, რომ სხვა რაიმე მიზეზის გამო არ სურთ, რომ მათ პლატფორმაზე იყოთ – მათ შეუძლიათ გაგთიშონ. თქვენი პლატფორმა შეიძლება გაითიშოს, თქვენგან დამოუკიდებლად.

თქვენი მცირე ბიზნესისთვის საიტის გაკეთება გაქცევთ თქვენ მაკონტროლებლად. არცერთი ბრენდი არ აკონტროლებს თქვენს სიუჟეტს ან თქვენს პლატფორმას.

7. მარტივი და ხელმისაწვდომია სამართავად.

მცირე ბიზნესის მრავალი მფლობელი ეყრდნობა მესამე მხარის პლატფორმების გამოყენებას. ან უბრალოდ თავს არიდებს საკუთარი ვებ საიტის გაკეთებას, რადგან მათი აზრით ეს რთული ან ძვირია. თუმცა, ვფიქრობ, ზემოთ საკმარისი მიზეზები გამვიხილეთ იმის საჩვენებლად, რამდენად მნიშვნელოვანია საიტის გაკეთება.

სავარაუდოდ, თქვენც დარწმუნდით მის აუცილებლობაში. ამიტომ, კიდევ მცირე ინფორმაციას დავამატებ.

დაამატეთ პროდუქტები და შინაარსი

თქვენი საიტის გული შინაარსია. მას შემდეგ, რაც ვებ გვერდი გექნებათ, დაიწყეთ შინაარსის დამატება, რაც თქვენს მომხმარებლებს მოიზიდავს, ემსახურება, მიაწვდის სასარგებლო და გასართობ ინფორმაციას. შექმენით სავიზიტო გვერდი, ბლოგის ჩანაწერები და პროდუქტის აღწერილობები. დაამატეთ ფოტოები, რომლებიც მომხმარებლებს ეხმარება თქვენი ბრენდის, აგრეთვე თქვენი პროდუქტებისა და მომსახურების გაცნობაში.

გადაწყვიტეთ ვებ საიტის შექმნა?

ახლა, როცა იცით, რატომ გვჭირდება მცირე ბიზნესის საიტის შექმნა და როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯები თქვენი ვებ გვერდის ფუნქციონირებისკენ, დაიწყეთ ახლავე. დაიწყეთ თქვენი ბიზნესის სწორი გზით პოპულარიზაცია. გახსენით თქვენი მცირე ბიზნესის ვებ გვერდი დღეს. ჩვენი კომპანია სრულ მომსახურებას გაგიწევთ და დაგეხმარებათ თქვენთვის საჭირო ვებ საიტის გაკეთებაში. ასევე, ჩვენი სერვისებია: SEO ოპტიმიზაცია, ლოგოს დამზადება, ბრენდბუქის შექმნა, ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება.

 რეკომენდირებული სტატიები: