fbpx

მარკეტინგული სააგენტო – რა შედის მის მოვალეობაში?

2020 წელს გლობალური მარკეტინგული ხარჯები, სავარაუდოდ, 1.3 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, ხოლო ციფრული მარკეტინგის ხარჯები კი 306 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ალბათ გაინტერესებთ, წელს სად უნდა ჩადოთ ფული, უფრო დიდი ზეგავლენის მოსახდენად? მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესი (SMB) მიმართავს მარკეტინგულ სააგენტოებს ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის მისაღებად.

თუ გსურთ, საუკეთესო მარკეტინგული სააგენტოს კომპანიონი შეარჩიოთ, უნდა გესმოდეთ, რა შედის მარკეტინგული სააგენტოს მოვალეობებში და რა სერვისებს გთავაზობთ ის.

ამ პოსტში, ჩვენ ვუპასუხებთ კითხვას, “რა არის მარკეტინგული სააგენტო” და შემოგთავაზებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას თქვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად.

რა შედის მარკეტინგული სააგენტოს მოვალეობებში?

პირველ რიგში, მოდით განვმარტოთ ფრაზა “მარკეტინგული სააგენტო”. მარკეტინგული სააგენტოები, რომლებსაც ასევე უწოდებენ მარკეტინგულ ფირმებს ან მარკეტინგულ კომპანიებს, ეხმარება კლიენტებს მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელებასა და მართვაში.

აქ შეგიძლიათ იხილოთ, თუ რას გააკეთებს მარკეტინგული სააგენტო თქვენი ბიზნესისთვის:

  • ღირებული მარკეტინგული სტრატეგიების ამოცნობა:

მარკეტინგული სააგენტოები მუშაობენ კლიენტებთან, რათა ზუსტად განსაზღვრონ მარკეტინგული სტრატეგიები და მიიღებინონ საუკეთესო ბიზნეს შედეგები.

  • მარკეტინგთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება:

მარკეტინგული სააგენტოები ახორციელებენ და მართავენ მარკეტინგულ კამპანიებს კლიენტებისთვის.

  • მარკეტინგის შედეგების შეფასება:

მარკეტინგული სააგენტოები აკონტროლებენ და იყენებენ მონაცემებს კამპანიის შედეგების გასაუმჯობესებლად.

ახლა კი ზუსტად იცით, რა როლს ასრულებს მარკეტინგული სააგენტო. მაგრამ, რა განსხვავებაა მარკეტინგულ სააგენტოსა და მარკეტინგულ ფირმას შორის-და რომელს უნდა მიმართოთ? სწორედ ამ პოსტში, თქვენ შეძლებთ მიიღოთ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი.

მარკეტინგული ფირმა vs. მარკეტინგული სააგენტო: რა განსხვავებაა მათ შორის?

თქვენ შეიძლება შენიშნეთ ის, რომ ზოგიერთი კომპანია საკუთარ თავს უწოდებს “მარკეტინგულ ფირმას” ან “მარკეტინგულ სააგენტოს” ან თუნდაც “ბიზნეს მარკეტინგულ ფირმას”. გაითვალისწინეთ, რომ ტერმინები “მარკეტინგული ფირმა” და “მარკეტინგული სააგენტო”, ზოგადად, ერთსა და იმავეს ნიშნავს და ითვალისწინებს კომპანიების დაგეგმვას, შექმნასა და მართვას.

ამ პოსტში, ჩვენ გამოვიყენებთ მარკეტინგულ ტერმინებს ურთიერთშენაცვლებით. იმ შემთხვევაში, თუ მარკეტინგული ფირმა და სააგენტო ერთნაირი მნიშვნელობის მქონე ტერმინებია, რომელია, მათ შორის, უკეთესი?

მარკეტინგის სფეროში არსებობს სხვადასხვა ტიპის სააგენტოები, რომელთაგან თითოეული გთავაზობთ სხვადასხვა მარკეტინგულ მომსახურებას.

ასე რომ, აუცილებელია, შეარჩიოთ გამოცდილი მარკეტინგული სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო მარკეტინგულ მომსახურებას.

მარკეტინგული სააგენტოების ტიპები და მათ მიერ შემოთავაზებული სერვისები

მოდით შევხედოთ მარკეტინგული სააგენტოების სამ ძირითად ტიპს, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მარკეტინგულ მომსახურებას:

ციფრული მარკეტინგული სააგენტო სრული მომსახურებით

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მუშაობთ ინტერნეტ მარკეტინგულ სააგენტოსთან სრული განაკვეთით, თქვენ უნდა გქონდეთ წვდომა მრავალ სერვისთან, მათ შორის:

  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)
  • Pay-per-click (PPC) რეკლამა
  • სოციალური მედიის მართვა და სოციალური მედიის რეკლამირება
  • ვებ დიზაინი და განვითარება
  • ვებსაიტის მართვა
  • კონტენტ მარკეტინგი
  • Email მარკეტინგი
  • კონვერტაციის კურსის ოპტიმიზაცია (CRO)
  • დისკუსიის/განხილვის მართვა
  • და სხვა მრავალი!

სპეციალიზებული მარკეტინგული სააგენტო

სპეციალიზებულმა მარკეტინგულმა სააგენტოებმა შეიძლება მოგცეთ წვდომა ზემოთ ჩამოთვლილ ერთ ან მეტ სერვისზე. მაგალითად, SEO-ს სააგენტო დაგეხმარებათ სწორად მართოთ თქვენი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის კამპანიები, ხოლო გაითვალისწინეთ, რომ ვებ დიზაინის სააგენტო უშუალოდ არის ორიენტირებული ვებსაიტების დიზაინსა და განვითარებაზე.

ზოგიერთი სააგენტო, როგორიცაა WebFX და IMC, გთავაზობთ სპეციალიზებულ სერვისებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, SEO, PPC და სხვა მრავალი. ასე რომ, თუ გსურთ რომელიმე სპეციალიზებულ სერვისში გააკეთოთ ინვესტიცია და ჩადოთ ფული, აუცილებლად გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული მითითებები.

ტრადიციული მარკეტინგული სააგენტო

ციფრული მარკეტინგული სააგენტოებისგან განსხვავებით, ტრადიციული მარკეტინგული სააგენტოები ორიენტირებულია ტრადიციულ მარკეტინგულ სერვისებზე, როგორიცაა:

  • საზოგადოებასთან ურთიერთობები
  • ბრენდის მართვა
  • ბეჭდური მარკეტინგი
  • მარკეტინგული ტრანსლაცია ტელევიზიაში ან რადიოზე

საბოლოო ჯამში, ყველა თქვენი მოთხოვნილება, ბიუჯეტი და მიზნები განსაზღვრავს მარკეტინგული სააგენტოს ტიპს, რომელიც თქვენი SMB-სთვის საუკეთესო არჩევანია.

marketinguli-saagentos-kvleva

მარკეტინგული სააგენტოს სამი დადებითი მხარე

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ბიზნესისთვის მარკეტინგულ სააგენტოსთან თანამშრომლობის დაწყება არასწორი ნაბიჯის გადადგმა იქნება, ამ პოსტში იხილავთ მარკეტინგულ სააგენტოსთან თანამშრომლობის სამ დადებით მხარეს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

1.მარკეტინგულ სააგენტოსთან თანამშრომლობა დაგეხმარებათ შედეგზე-ორიენტირებული სტრატეგიების სწორად ამოცნობაში

ზუსტად არ იცით, რომელი მომსახურება და მარკეტინგული არხებია საუკეთესო თქვენი კომპანიისთვის? საუკეთესო მარკეტინგული სააგენტო დაგეხმარებათ შექმნათ ყოვლისმომცველი მარკეტინგული სტრატეგია.

მყარი სტრატეგიის დახმარებით, თქვენ შეძლებთ უკეთ შეაფასოთ თქვენი გავლენა-და განსაზღვროთ მარკეტინგული არხები, რაც ყველაზე კარგად უწყობს ხელს თქვენი ბიზნესის განვითარებას.

2.მარკეტინგულ სააგენტოსთან თანამშრომლობა დაგეხმარებათ კამპანიების სწორად მართვაში

იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ექსპერტიზის უკმარისობა გაქვთ, რომელიც საჭიროა კამპანიების დასაწყებად და სამართავად, დარწმუნებული იყავით, რომ მარკეტინგული სააგენტო გაგიწევთ საჭირო დახმარებას.

მარკეტინგულ სააგენტოსთან თანამშრომლობა გაძლევთ წვდომას ინდუსტრიის ექსპერტებთან, რომლებსაც შეუძლია ეფექტურად მართონ თქვენი ბიზნესი. ამით, დაზოგავთ დროს და თქვენს სააგენტოს უფრო გამოცდილს და წარმატებულს გახდით.

3.მარკეტინგულ სააგენტოსთან თანამშრომლობა დაგეხმარებათ შედეგების მონიტორინგში და კამპანიების ოპტიმიზაციაში

მარკეტინგული სტრატეგია მოითხოვს მუდმივ მონიტორინგსა და ოპტიმიზაციას, რათა მაღალი ანაზღაურება უზრუნველყოს. მარკეტინგული სააგენტოები, როგორიცაა WebFX და IMC გვაწვდიან სპეციალურ ანგარიშს, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ ზუსტად ნახოთ, როდის და სად მიდის თქვენი ხარჯები.

იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ კმაყოფილი კონკრეტული შედეგებით, გირჩევთ მიმართოთ მარკეტინგულ სააგენტოს, რომელიც დაგეხმარებათ დაარეგულიროთ თქვენი ბიზნესი.

რატომ უნდა ავირჩიოთ მარკეტინგული სააგენტოს სრული მომსახურება?

ზუსტად არ იცით, რომელ მარკეტინგულ სააგენტოს მიმართოთ? ამ პოსტში იხილავთ, მარკეტინგული სააგენტოს სრული მომსახურების სამ დადებით მხარეს:

1.სრული მომსახურების მქონე მარკეტინგული სააგენტოები აუმჯობესებენ თქვენი კამპანიის მართვას

სრული მომსახურების მქონე მარკეტინგული სააგენტო არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება SEO-სთვის და PPC-სთვის. როდესაც სრული მომსახურების მქონე სააგენტოსთან თანამშრომლობთ, დარწმუნებული იყავით, რომ მიიღებთ ანგარიშის სრულყოფილ მენეჯმენტს.

ეს კი გააუმჯობესებს კომუნიკაციას, რის საფუძველზეც, თქვენ არ მოგიწევთ მრავალ სააგენტოსთან დაკავშრება და მიმოწერა. სრული მომსახურების მქონე მარკეტინგული სააგენტოები საშუალებას გაძლევთ თქვენი მარკეტინგი უფრო მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოთ, რის შედეგადაც, შეგიძლიათ ადვილად მართოთ ყველა თქვენი კამპანია.

2.სრული მომსახურების მქონე მარკეტინგული სააგენტოები, საუკეთესო შედეგების მისაღებად, სტრატეგიების ინტეგრირებას ახდენენ

სრული მომსახურების მქონე მარკეტინგული სააგენტოების დახმარებით, თქვენ გეძლევათ უდიდესი წვდომა ექსპერტებთან, რომლებსაც თავიანთი გამოცდილება და ცოდნა, საუკეთესო შედეგების მისაღებად, თქვენს ბიზნესში გადმოაქვთ.

გარდა ამისა, სრული მომსახურების მქონე სააგენტოები დაგეხმარებათ უფრო მოქნილი, წარმატებული და პასუხისმგებლიანი გახდეთ. ასე რომ, თუ თქვენი მარკეტინგული სტრატეგია თქვენთვის სასურველ შედეგებს არ იწვევს, მარკეტინგული სააგენტო, საუკეთესო ROI-ის მისაღებად, დაგეხმარებათ ამ ტაქტიკებზე დამატებითი ხარჯები გააკეთოთ.

3.სრული მომსახურების მქონე მარკეტინგული სააგენტოები დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს

სრული მომსახურების მქონე მარკეტინგულ სააგენტოებთან თანამშრომლობა დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს. ამასთანავე, ზოგიერთი სრული მომსახურების მქონე მარკეტინგული სააგენტო გაძლევთ სერვისების შეერთების საშუალებას და გთავაზობთ უდიდეს ფასდაკლებებს.

მრავალი კამპანიის მართვის მიზნით, ერთ გუნდთან მუშაობისას დაზოგავთ დროს, რაც საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდება თქვენი ბიზნესისთვის.

რა დაჯდება მარკეტინგული სააგენტოს მომსახურება?

იმის მერე, რაც “მარკეტინგული სააგენტოზე” კვლევა ჩატარდა, ბევრ ადამიანს სურს ზუსტად იცოდეს, რამდენი დაჯდება მარკეტინგული სააგენტოს მომსახურება.

მარკეტინგული სააგენტოს ხარჯები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც სრულიად დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ სააგენტოსა და მომსახურებაზე.

აქ შეგიძლიათ იხილოთ, რამდენი უნდა გადაიხადოს მცირე ან საშუალო ბიზნესის მფლობელმა შემდეგი მარკეტინგული სააგენტოს მომსახურებისთვის:

  • SEO: $500 – $20,000+ თვეში
  • PPC: თვიური სარეკლამო ხარჯების 5-20%
  • სოციალური მედია მარკეტინგი: $250-$10 000 თვეში
  • ვებსაიტის დიზაინი: $2500-$100 000
  • კონტენტ მარკეტინგი: $1000-$20 000 თვეში
  • Email მარკეტინგი: $300-$2500 თვეში

როგორ შევარჩიოთ მარკეტინგული სააგენტო: 6 ძირითადი რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

ახლა კი უკვე იცით, რა არის მარკეტინგული სააგენტო და რას მოიცავს ის; ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო მარკეტინგული სააგენტო თქვენი SMB-სთვის. ამ პოსტში იხილავთ რამდენიმე რჩევას, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

1.მოიძიეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია სააგენტოს მარკეტინგული სერვისების შესახებ

პირველ რიგში, უნდა შეისწავლოთ მარკეტინგული სააგენტოს სერვისები, რათა დაადგინოთ შეესაბამებიან ისინი თქვენს ბიზნესს თუ არა.

მაგალითად, თუ გსურთ თქვენს ვებსაიტს სიახლე შესძინოთ, რათა მიიღოთ მეტი პოტენციალი, შეგიძლიათ თანამშრომლობა გაუწიოთ სრული მომსახურების მქონე ციფრულ მარკეტინგულ სააგენტოს, როგორიცაა, მაგალითად, WebFX და IMC.

მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ გსურთ შექმნათ სატელევიზიო რეკლამა ან მენეჯმენტი გაუწიოთ ჟურნალებში მოთავსებულ რეკლამებს, ტრადიციული მარკეტინგული საგენტო უფრო შეეფერება თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს.

გარკვეული დრო დაუთმეთ სხვადასხვა მარკეტინგული სააგენტოს ვებსაიტების განხილვას, რათა დაადგინოთ, შეესაბამება თუ არა მათ მიერ შემოთავაზებული სერვისები თქვენს მიზნებსა და სურვილებს.

2.გადახედეთ მარკეტინგული სააგენტოს სერვისების ფასებს

დარწმუნდით, რომ მარკეტინგული სააგენტოს შემოთავაზებული ფასები შეესაბამება თქვენს ბიუჯეტს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მიღებული შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად გადაიხიდით.

ასე რომ, ეცადეთ, მოერიდოთ ისეთ მარკეტინგულ სააგენტოებს, რომლებიც “იაფი” სერვისების რეკლამას ავრცელებენ. ისეთი კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, WebFX და IMC, გვთავაზობს ზუსტ ფასს, ასე რომ ზუსტად გეცოდინებათ, რამდენის გადახდას შეძლებთ.

3.დაადგინეთ მარკეტინგული სააგენტოს ზუსტი ადგილმდებარეობა

ასევე მნიშვნელოვანია, დაადგინოთ მარკეტინგული სააგენტოს ზუსტი ადგილმდებარეობა. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ სააგენტოს აქვს მრავალი ლოკაცია, ასე რომ ეცადეთ მოძებნოთ თქვენთვის მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი ოფისი.

გარდა ამისა, მრავალი სააგენტო-მათ შორის WebFX-ი და IMC, გვთავაზობს ე.წ. “ვირტუალური შეხვედრის” ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტებს მარტივად დაუკავშირდნენ ჩვენს გუნდს, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა.

4.დააკვირდით, რა შედეგი გამოიწვია სააგენტომ

მარკეტინგული სააგენტოს პარტნიორის შერჩევის დროს, დარწმუნდით, რომ ის შეასრულებს თავის დაპირებას და იმედს არ გაგიცრუებთ. გარკვეული დრო დაუთმეთ მარკეტინგული სააგენტოს პორტფოლიოს შესწავლას, რადგან სწორედ ეს უზრუნველყოფს სააგენტოს შესანიშნავი შედეგების მიღწევას.

იმ შემთხვევაში, თუ ეძებთ SEO სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი შედეგების მიღწევაში, გირჩევთ აირჩიოთ გამოცდილი, სანდო და ყველაზე რეიტინგული სააგენტო.

ხოლო, თუ სააგენტო, რომელსაც თქვენ განიხილავთ, არ არის საკმარისად რეიტინგული, SEO-ს სპეციალისტი ვერ დაგეხმარებათ.

5.გაითვალისწინეთ სააგენტოს გამოცდილება

შემდეგ, დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული სააგენტო საკმარისად გამოცდილია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მარკეტინგული სააგენტო სრულ მომსახურებას გვთავაზობს, ის არც ისე გამოცდილი და სანდო შეიძლება აღმოჩნდეს.

პირველ რიგში, გადახედეთ მათ ვებსაიტს და სოციალურ მედიას, რათა დარწმუნდეთ, რამდენად კარგად არიან აღჭურვილი თქვენთის საჭირო მიზნების მისაღწევად.

ჩვენ ვასაქმებთ ექსპერტებს და პროფესიონალებს და ჩვენი გუნდი მიისწრაფვის მუდმივი სწავლისკენ, რათა განავითაროს და გააუმჯობესოს მარკეტინგი.

6.დაუკავშირდით და ითანამშრომლეთ სააგენტოს გუნდთან

საბოლოოდ, სანამ მარკეტინგულ სააგენტოს შეარჩევთ, გარკვეული დრო გაატარეთ გუნდთან საუბარში, რათა დაადგინოთ, რამდენად გამოცდილი და მეგობრულები არიან.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოლოდინი არ იქნა დაკმაყოფილებული, შეგიძლიათ გამორიცხოთ ეს სააგენტო თქვენი სიიდან.

გუნდთან თანამშრომლობა მოგცემთ საშუალებას უკეთესად გაიგოთ, როგორ მუშაობს მარკეტინგული სააგენტო. WebFX-ში და IMC-ში ჩვენი გუნდი ბიზნესის გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნავს, რათა მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ შედეგებს.

იხილეთ ჩვენი სხვა სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

Skip to content