რა არ უნდა გააკეთონ მარკეტოლოგებმა ფეისბუკზე?

ამ სტატიაში თქვენ იხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეუწყოთ თქვენი ბიზნესის განვითარებას ხელი ფეისბუკზე?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეგმავთ თქვენი ბრენდის ბაზარზე გაყვანას, უმჯობესი იქნება დაიცვათ რამდენიმე წესი. Facebook-ი არის სოციალური მედიის ერთ-ერთი სფერო, რომელიც ზუსტად არის განკუთვნილი ბიზნეს მარკეტინგისთვის.

ყველა ასაკის მომხმარებლის ინტერესისა და მიზნების გათვალისწინება, უფრო მარტივს ხდის სამიზნე აუდიტორიისა და მომხმარებლების ძებნას.

Facebook-ი ამაყობს საზოგადოების ქმედებებით, რომლებსაც ისინი უპირობოდ განახორციელებენ. მაგალითად, ამ კონკრეტულ პლატფორმას მტკიცე პოზიცია უკავია-2021 წლის მესამე კვარტალში, რომლის თანახმად ის მოქმედებდა სიძულვილის ენისა და მეტყველების წინააღმდეგ.

დიახ, თქვენ უდავოდ გსურთ დარწმუნდეთ, რომ Facebook მარკეტინგი მუშაობს და მოქმედებს გაყიდვების გასაძლიერებლად. თუმცა, ამაზე დიდხანს ფიქრი არ ღირს, და არც არის საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ სწორად და გააზრებულად მიყვებით ყველა ქვემოდ მოცემულ წესს და რჩევას, გარწმუნებთ დიდ წარმატებას მიაღწევთ.

The Benefits Of Facebook Marketing For Your Business

Facebook-ის სოციალური მედია პლატფორმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მარკეტოლოგებისთვის

თუ გსურთ Facebook-ზე ადგილის შენარჩუნება, გაითვალისწინეთ, რომ სოციალურ მედია პლატფორმაზე მარკეტინგს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია.

ალბათ გაინტერესებთ, რატო? იმიტომ, რომ Facebook-ი უდავოდ არის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა, როდესაც საქმე სოციალურ მედიას ეხება.

2020 წლის სტატისტიკის თანახმად, Facebook-ის სოციალურ მედიას გამოიყენებს მომხმარებელთა 59%-ი.

ფეისბუკზე არსებულ ბიზნეს მარკეტინგს მრავალი სხვა დადებითი მხარე აქვს. მაგრამ, როგორ გამოვიყენოთ მარკეტინგი Facebook-ზე ჩვენს სასარგებლოდ?

დღესდღეობით, Facebook-ის მართვის გზამკვლევი გჭირდებათ

Facebook-ს შეუძლია დაგეხმაროთ დიდ წარმატებას მიაღწიოთ, თუმცა ასევე შეუძლია დიდი მარცხი გამოიწვიოს, განსაკუთრებით, თუ სწორად არ მიუდექით მას.

მრავალი მცირე ბიზნესი ახლა ცდილობს Facebook-ის სწორად ამოცნობას და მართვას. ერთ-ერთ საინტერესო გამოკითხვაში, მცირე ბიზნესის მფლობელთა 62%-მა თქვა, რომ Facebook-ის რეკლამების უმეტესობა აღარ ითვალისწინებს და იზიარებს ადამიანების მიზნებს.

Facebook-ზე რეკლამის გაშვება არის მარკეტინგის მთავარი იარაღი და ძალა, მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ შეგექმნათ რაიმე სახის პრობლემა რეკლამებთან დაკავშირებით, სხვა სფეროშიც აუცილებლად შეეჯახებით მსგავს სირთულეს.

საჭიროა სწორ გზამკვლელს მიმართოთ, რათა თქვენი კომპანია მართოთ. არსებობს მრავალი შეცდომა, რომელთა თავიდან აცილება სრულიად შესაძლებელია.

ამ სტატიაში, შედგენილია იმ კონკრეტული შეცდომების სია, რომლებიც შეიძლება შეგექმნათ Facebook-ზე. ასევე, იხილავთ რამდენიმე რჩევას იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ, რათა არ შეგექმნათ მსგავსი შეცდომები.

Surprising Benefits Of Using Facebook Marketing For Your Small Business

5 ყველაზე ცუდი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ Facebook-ზე

შეცდომის დაშვება უფრო მარტივი ხდება, განსაკუთრებით, თუ Facebook-ის ახალი მომხმარებელი ხართ. შეცდომის დაშვების გეშინიათ? აქ ვარ, რათა დაგამშვიდოთ და გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა იმაზე, თუ რა არ უნდა გააკეთოთ Facebook-ზე.

1. მოერიდეთ პოსტების გადამეტებულ გამოქვეყნებასა და გაზიარებას

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ პოსტებისა და კონტენტის გადამეტებული გამოქვეყნება და გაზიარება თქვენი მნახველებისთვის შემაშფოთებელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გსურთ სისტემატიურად გამოაქვეყნოთ პოსტები, გაითვალისწინეთ, რომ Facebook-ს სძულს სპამი.

ზოგადად, გირჩევთ, დღეში გამოაქვეყნოთ არაუმეტეს ერთი-ორი პოსტი, თუმცა შეიძლება მეტის გამოქვეყნება მოგიწიოთ, რაც უკვე თქვენს ბიზნესზე არის დამოკიდებული. ნებისმიერი გადაჭარბებული რამ შეიძლება ჩაითვალოს სპამად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის გაუქმება და დახურვა.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ პოსტებზე, რომლებიც სარეკლამო ხასიათის მატარებლები უფრო არიან.

2. ეცადეთ, თქვენი ბიზნესი უფრო პოპულარული და ცნობადი გახადოთ, ისე რომ ფულის ხარჯვა და მასში ფულის ჩადება არ მოგიწიოთ

რაღაცები იცვლება. უფასო რეკლამის დამზადების მიზნით, მრავალი ბიზნეს კომპანია გამოიყენებს Facebook აპლიკაციას.

მსგავსი სოციალური მედია პლატფორმა ყველაფერს, რასაც მიიჩნევს “რეკლამისთვის ზედმეტად ხელისშემწყობს”, წამებში ანადგურებს და თავიდან იცილებს. ამაში რა იგულისხმება?

ამაში იგულისხმება ნებისმიერი პოსტი, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ ადამიანებმა შეიძინონ კონკრეტული პროდუქტი ან მიიღონ გარკვეული ზომები.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ Facebook-ის თანახმად, მომხმარებლები ხშირად უჩივიან რეკლამების გადაჭარბებულ რაოდენობას.

Facebook-მა ასევე აკრძალა ნებისმიერი სახის სარეკლამო ყდის გამოყენება: A.k.a., ყდის ნამუშევარი, რომელიც მოიცავს გაყიდვების ფლაერებს ან CTA-ის (Call to Action).

CTA შეიძლება მოიცავდეს მომხმარებელთა მოთხოვნას, რათა გადავიდნენ კომპანიის ვებსაიტზე, განახორციელონ შესყიდვა და ჩამოტვირთონ კომპანიის აპლიკაცია.

მარტივად რომ ვთქვათ, თუ გსურთ თქვენს პროდუქტს ან ბიზნესს რეკლამირება გაუწიოთ Facebook-ზე, პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ რეკლამის დასამზადებლად ფულს გადაიხდით და მიყვებით გარკვეულ წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ სხვა გზით მოგიწევთ თანხის გადახდა.

3. მოიზიდეთ ბევრი უცხოელი მომხმარებელი

ახლა კი, განვიხილოთ ის, რასაც ზოგიერთი ადამიანი უწოდებს ე. წ. “ზარმაც დამიზნებას”. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ამის გამო Facebook-თან პრობლემები არ შეგექმნათ, “ზარმაცი დამიზნება” შეიძლება აღმოჩნდეს მარტივი ხერხი თქვენი მარკეტინგული სტრატეგიის მიზნების დასაკმაყოფილებლად.

Facebook-ი, თქვენთვის უზრუნველყოფს რამდენიმე საინტერესო ხერხს, რათა შეზღუდოთ ადამიანთა კონკრეტული რაოდენობა.

მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, თუ რამდენად კარგად არის ორიენტირებული სტრატეგია თქვენს კომპანიაზე.

გირჩევთ, მეტი დრო დაუთმოთ სამიზნე აუდიტორიის კვლევას: რა მოსწონთ თქვენს მიმდევრებს, რას აკეთებენ და როგორ მოქმედებენ.

თქვენი აუდიტორიის კონკრეტული ეკონომიკური ფაქტორების, ინტერესებისა და აქტივობების გათვალისწინება დაგეხმარებათ მიმართოთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სავარაუდოდ სურთ თქვენთან ურთიერთობა შეინარჩუნონ, რასაც სწორედ “Intrepid Travel” აკეთებს.

4. ცუდი სურათების და კონტენტის გამოქვეყნებას მოერიდეთ

როდესაც ვამბობ, არ გამოაქვეყნოთ დაბალი ხარისხის სურათები და კონტენტი, ვგულისხმობ ორ რამეს:

ეცადეთ დაბალი ხარისხის სურათები არ გამოაქვეყნოთ

ეს საუკეთესო გზაა, რათა თქვენი კომპანია არაპროფესიონალურად გამოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ განათავსეთ ბუნდოვანი და გაურკვეველი სურათები, ეს შეამცირებს თქვენი გვერდის იმიჯს.

Facebook გვერდები, რომლებიც აქვეყნებენ ან იყენებენ დაბალი ხარისხის სურათებს, სავარაუდოდ ნაკლებ პატივისცემას იმსახურებენ.

სანამ კონტენტის გამოქვეყნებას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ის შეესაბამება ყველა ქვემოდ მოცემულ კრიტერიუმს

Facebook-მა მკაცრი პოზიცია დაიკავა იმ კონტენტთან დაკავშირებით, რომელიც მას მიზანშეწონილად თვლის- სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაიცვათ ყველანაირი საზოგადოებრივი სტანდარტები.

Facebook-ი ვერ აღიქვამს კონტენტს, რომელიც მოიცავს:

  • აგრესიულ ტონს/სიძულვილის გამომხატველ ენას
  • ძალადობას
  • ბავშვების სიშიშვლეს ან სექსუალურ ექსპლუატაციასა და შევიწროვებას
  • ბულინგს

ეს საკმაოდ მარტივი გასაგებია: უბრალოდ არ დაარღვიოთ ზემოთ აღნიშნული წესები და ეცადეთ, გამოაქვეყნოთ ისეთი კონტენტი, რომელიც თქვენს მკითხველებს მოხიბლავს.

“Intrepid Travel”, მომხმარებლების ჩართულობის მიზნით, შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს: აქვეყნებს ისეთ სურათებს, რომლებიც მარტივად იპყრობენ მნახველის ყურადღებას- ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ “Intrepid Travel”-ს ნახევარ მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

5. მოერიდეთ არასწორად გამოყენებულ CTA-ის

მნიშვნელოვანია, თქვენი CTA ნათელი გახადოთ. ის, ყოველთვის მკაფიოდ უნდა აღნიშნავდეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მომხმარებლები, გარკვეულ სიტუაციებში. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესს არ მიეყრდნობით, Facebook-ი იძულებული გახდება, მიიღოს შესაბამისი ზომები, თქვენი ანგარიშის გასაუქმებლად.

ასევე მნიშვნელოვანია, თქვენი CTA არ გამოიყენოთ გადამეტებულად. ეს სწორედ ის რჩევაა, რომელიც საშუალებას მისცემს თქვენს მომხმარებლებს ნაკლებად გადაიტვირთონ.

მიუხედავად იმისა, რომ Facebook-ი უზრუნველყოფს CTA-ის შვიდივე ღილაკს თქვენი Facebook გვერდზე, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა სათითაოდ უნდა გამოიყენოთ.

და ბოლოს, დარწმუნდით, რომ იყენებთ ერთ CTA-ის ან ორს. აუცილებელია, ეს სწორად გააკეთოთ, თუმცა რაიმე სახის CTA-ის არ გამოყენება უარესია, ვიდრე ცუდი CTA-ის გამოყენება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოტენციურ მომხმარებლებს არსად წასასვლელი არ აქვთ.

Top 10 Advantages of Facebook Marketing for Your Business

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ შეცდომა Facebook-ზე?

საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ Facebook-ზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ სხვადასხვა რჩევა თქვენი ბიზნესისთვის Facebook გვერდის შესაქმნელად. ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ არ დავუშვათ შეცდომა ამ კონკრეტულ სოციალურ მედია პლატფორმაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ მიყევით ქვემოდ მოცემულ რჩევებს:

შეინარჩუნეთ რეგულარული განრიგი

იმის ნაცვლად, რომ არარეგულარულად და არეულად განათავსოთ ან გამოაქვეყნოთ რაიმე სახის პოსტი, გირჩევთ დაიცვათ და შეინარჩუნოთ სპეციალური ზომები.

სრულიად საკმარისია დღეში ერთხელ პოსტის გამოქვეყნება. თუმცა, თუ ეს შეუძლებელია, ეცადეთ კვირაში რამდენჯერმე მაინც განათავსოთ პოსტი.

თუ, ვერ ახერხებთ ყოველდღე პოსტის განთავსებას, ეცადეთ მიმართოთ სპეციალურ პროგრამებსა და პლატფორმებს, როგორიცაა, მაგალითად, “Semrush”, რომელიც ავტომატურად აქვეყნებს პოსტს თქვენს Facebook-ზე, რაც უფრო მეტად გაგიმარტივებთ ცხოვრებას.

არ დაზოგოთ ფული, კარგი რეკლამის დასამზადებლად

იმ შემთხვევაში, თუ საკმარისი თანხა გაქვთ, კარგი რეკლამის დასამზადებლად, ფული არ დაზოგოთ.

მაგრამ, თუ, მაინცდამაინც, დიდი თანხა ხელში არ გიჭირავთ, ეცადეთ თანატოლებისგან ჩართულობა და აქტიურობა მოითხოვოთ. მაგალითად, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომენტარების წერა და მოწონებები.

Marketing objective for Facebook Ads.

 

განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მარკეტინგული სტრატეგიის შიგთავსს, და არა მხოლოდ Facebook-ზე; თქვენი სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა საშუალებას გაძლევთ, გადაწყვიტოთ ვისთან გსურთ დაიჭიროთ ურთიერთობა.

“Audience Insights”-ის დახმარებით, შეგიძლიათ იპოვოთ ადამიანები, რომლებსაც მსგავსი ინტერესები აქვთ, ასევე როგორც თქვენ.

გამოიყენეთ ლამაზი სურათები

გაითვალისწინეთ, რომ ადამიანებს უყვართ ლამაზი სურათების დათვალიერება. თქვენს პოსტებში აუდიტორიის ჩართულობა და აქტიურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხარისხიანია თქვენ მიერ შექმნილი კონტენტი.

დღესდღეობით, თითქმის ყველა ადამიანს აქვს წვდომა მობილურ მოწყობილობასთან, რომელსაც შესანიშნავი სურათის გადაღების შესაძლებლობა და უნარი აქვს.

დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ მიერ გადაღებული სურათები მაყურებლისთვის სასიამოვნო საყურებელი იქნება.

გამოიყენეთ CTA თქვენდა სასარგებლოდ

დამაჯერებელი CTA-ის გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გვერდის ნახვების, არამედ გაყიდვების გასაზრდელად.

CTA თქვენს აუდიტორიას ატყობინებს, თუ რა უნდა გააკეთონ შემდეგ, რაც საბოლოოდ მათ აქტიურ ჩართულობას გამოიწვევს.

რაც შეიძლება მეტ ადამიანს სთხოვეთ, დააკომენტარონ და მოიწონონ თქვენი პოსტები. ეცადეთ მეტი მიმდევარი მოიზიდოთ და მათი ჩართულობა გაზარდოთ.

ეცადეთ, ზუსტად დაადგინოთ, რა არის თქვენი Facebook გვერდის მთავარი მიზანი.

მარკეტოლოგებო! გირჩევთ არ დაამყაროთ ცუდი ურთიერთობა Facebook-თან

Facebook-ზე არსებული მარკეტინგის მართვა შესაძლოა ნერვების მომშლელი აღმოჩნდეს. თუმცა, საბედნიეროდ, არც ისე ძნელია Facebook-ის არასწორ მხარეზე გადასვლის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, თუ თქვენ იცავთ ყველა საჭირო წესს.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რისი თავიდან აცილება უნდა მოხდეს უპირველესყოვლისა.

იხილეთ ჩვენი სხვა სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

Author avatar
მარიამ