IMC

საუკეთესო პრაქტიკა SEO-მეგობრული URL-ებისთვის

ეს სწორედ ის თემაა, რომელიც მუდამ რჩება განხილვის ქვეშ: SEO-მეგობრული URL-ი. გსურთ URL შემოკლებული ვერსიით შეინახოთ? თვლით, რომ URL-ის ქეივორდებთან ჩასმა ჭკვიანური აზრია? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა იცოდეთ, რომ საუკეთესო პრაქტიკა SEO-მეგობრული ლინკებისთვის შეიძლება უცხო აღმოჩნდეს თქვენი მკითხველებისთვის. თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელიც უნდა გახსოვდეთ URL-ის დაყენებისას. ამ სტატიაში, ჩვენ გაგაცნობთ საჭირო ინფორმაციას URL-ის შესახებ და უფრო ვრცლად განვმარტავთ, რატომ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი თქვენი ვებგვერდის ბმულების შესაქმნელად.

seo-freindly-url-imc

URL ნიშნავს ერთიანი რესურსების ლოკატორს (Uniform Resource Locator), მაგრამ ამის დამახსოვრება საჭირო არ იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს უნიკალური რესურსის მისამართია, რომელიც ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ რესურსზე დაუყოვნებლივ გადასასვლელად. მაგალითად, https://www.google.com/, რომელიც გადაგიყვანთ Google-ის საძიებო გვერდზე. URL-ი არ ჰგავს ე. წ. “slugs”. “Slug” სინამდვილეში არის URL-ის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ერთ კონკრეტულ გვერდს თქვენს ვებგვერდზე. მაგალითად, https://yoast.com/keyword-research/, სადაც “slug” ასრულებს კვლევის ქივორდის როლს.

თუ გჭირდებათ SEO ოპტიმიზაცია, დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 26 26 12 – ჩვენი SEO სპეციალისტი თქვენს ვებ საიტს მოწინავე პოზიციებზე წარმოაჩენს.

რამდენიმე ძირითადი წესი SEO-მეგობრული URL-ებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო პრაქტიკა შეიძლება დამოკიდებული იყოს თქვენი ვებგვერდის სახეობაზე, არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ URL-ის შექმნისას:

  • დარწმუნდით, რომ თქვენი URL-ი საკმაოდ ფოკუსირებულია. ისინი არ უნდა მოიცავდეს ფუნქციურ სიტყვებს. 99% შემთხვევებში, მსგავსი სიტყვები თქვენს URL-ის არაფერს მატებს. ასეთი ზმნები, როგორიცაა “არის”, “აქვს” არ არის საჭირო URL-ში იყოს ჩარეული, რათა მკითხველისთვის ნათელი იყოს, თუ რაზე მეტყველებს თქვენი გვერდი.
  • მიუხედავად იმისა, რომ გსურთ URL-ი ფოკუსირებული იყოს, ეცადეთ მარტივად ამოსაცნობი და წასაკითხი იყოს, რათა ხალხს მოაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას უნდა მოელოდებოდნენ, როდესაც გადავლენ მითითებულ ბმულზე.
  • გამოიყენეთ, რაც შეიძლება მეტი დეფისი, რათა გამოყოთ სიტყვები ერთმანეთისგან. არ გამოიყენოთ სხვა სიმბოლოები სიტყვების გამოსაყოფად.
  • თქვენი URL-სთვის იდეალური სიგრძე არ არსებობს, მაგრამ ჩვენ გირჩევთ, რომ URL-ი იყოს რაც შეიძლება მოკლე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ Google-ი არ მიიღებს გრძელ URL-ებს, უბრალოდ მოკლე URL-ები უფრო ადვილად დასამახსოვრებელი და თვალსაჩინოა მკითხველისთვის.

ახლა, როდესაც უკვე გაეცანით ძირითად წესებს, მოდით გადავხედოთ ვებგვერდის თითოეული ტიპის საუკეთესო პრაქტიკას. ამიტომ გასათვალისწინებელია ბევრი ფაქტორი, რომელიც უშუალოდ თქვენს ვებგვერდზე არის დამოკიდებული. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შევქმნათ SEO-მეგობრული URL-ები:

  • კომპანიის ვებგვერდები
  • ონლაინ მაღაზიები
  • ბლოგები და ახალი ამბების საიტები

SEO-მეგობრული URL-ები კომპანიის ვებგვერდისთვის

თუ თქვენ გაქვთ სტატიკური ვებგვერდი, რომელიც აწვდის ადამიანებს ინფორმაციას თქვენი კომპანიისა და სერვისების შესახებ, გირჩევთ გამოიყენოთ უმოკლესი URL-ი. ეს აძლევს თქვენს მნახველებს შესაძლებლობას ხელახლა დაათვალიერონ გვერდი და შეინახონ URL-ები. როდესაც თქვენ სარგებლობთ კომპანიის ვებგვერდით, უმჯობესი იქნება შეინარჩუნოთ სიმარტივე და არ გამოიყენოთ ზედმეტად გრძელი URL-ი.

http://example.com/contact/

http://example.com/about-us/

SEO-მეგობრული URL-ები ონლაინ მაღაზიებისთვის

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ვებგვერდი უზრუნველყოფს ონლაინ მაღაზიას, თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი, როდესაც საქმე ეხება თქვენი პროდუქტის გვერდების URL-ებს:

http://example.com/product-name/

http://example.com/category-name/product-name/

არსებობს კონტენტის მართვის რამდენიმე სისტემა (როგორიცაა Magento), რომლებიც ავტომატურად ქმნიან ორივე URL-ს. თუ ეს ნამდვილად ასეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ე. წ. “rel=canonical”, რათა Google-ზე მიუთითოთ ის, რაც ყველაზე მეტად გსურთ, რომ გამოჩნდეს ძიების შედეგებში.

თუმცა, კვლავ რჩება კითხვა, რა სახის URL-ის სტრუქტურა უნდა გამოიყენოთ. როდესაც საქმე ეხება ონლაინ მაღაზიას, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი URL-ები, რათა მნახველებს მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენი პროდუქტის ასორტიმენტის შესახებ. მაგალითად, თუ თქვენი მაღაზია მოიცავს ისეთ კატეგორიებს, რომლებიც ამსუბუქებს თქვენი მნახველების ცხოვრებას, აუცილებლად შეიტანეთ ეს კატეგორიები თქვენს URL-ში. ამგვარად, თქვენ მიერ მითითებული URL-ებიაცნობებს მნახველებს რას წარმოადგენს თქვენი ვებგვერდი და რის ძებნა არის შესაძლებელი:

http://example.com/sweaters/hoodies

http://example.com/merchandise/hoodies

როგორც ზემოთ მოყვენილი მაგალითებიდან ჩანს, URL-ში შეტანილი კატეგორიები სხვადასხვა პროდუქტზე გვაწვდის საჭირო ინფორმაციას, რომლის ძებნა შესაძლებელია თქვენს ვებგვერდზე. რა თქმა უნდა, თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, დაამატოთ კატეგორიები URL-ში თუ არა. ასევე საჭიროა და უმჯობესია SEO-ც მოიცავდეს მსგავს კატეგორიებს, რაც დაეხმარება Google-ს თქვენი გვერდების უკეთ გაგებაში.

SEO-მეგობრული URL-ები ბლოგისა და ახალი ამბების გვერდებისთვის

როდესაც თქვენი ვებგვერდი ასრულებს ბლოგის ან ახალი ამბების ვებგვერდის როლს, არსებობს მრავალი გზა თქვენი URL-ების შესაქმნელად. მოდით გადავხედოთ და განვიხილოთ თითო მაგალითი:

  • http://example.com/post-title/

თუ თქვენი საიტი მოიცავს ძლიერ სადისკუსიო თემებს, შეგიძლიათ ფოკუსირება მოახდინოთ პოსტის სათაურზე, რათა შექმნათ SEO-მეგობრული URL-ი. თქვენი კონტენტის თანმიმდევრულობა მიუთითებს თქვენი ვებგვერდის მთავარ თემას Google-ისთვის, ამიტომ არ იქნება საჭირო ამის URL-ში დამატება.

  • http://example.com/category-name/post-title/

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ვებგვერდი არის ახალი ამბების გვერდი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა სადისკუსიო თემა, თემების დამატება კარგი და აუცილებელია. ეს დაეხმარება საიტის მნახველებს და Google-ს უკეთ გააცნობიერონ, თუ რას ეხება ეს გვერდი. კატეგორიის სახელი აძლევს ადამიანებს საშუალებას მეტი გაიგონ სხვა სიახლეების შესახებ, რომლებსაც ისინი ელოდებიან თქვენს ვებგვერდზე.

  • http://example.com/mm/dd/yyyy/post-title/

თუ თქვენი ვებგვერდი ყოველდღიურად უშვებს ბევრ სიახლეს, რომელიც დაკავშირებულია მითითებულ თარიღთან, შეგიძლიათ აირჩიოთ ეს კონკრეტული თარიღი URL-შიც. თუ ვინმე, პირობითად, დაინტერესდება Apple-ის პროდუქტებზე არსებული სიახლეებით, URL-ში მითითებული თარიღი აჩვენებს არის თუ არა გამოშვებული ახალი Iphone-ი. თუმცა საჭიროა ავღნიშნოთ ის, რომ URL-ი ხშირად არ ჩანს ძიების შედეგებში და Google-ს აქვს უფლება აჩვენოს გამოქვეყნების რეალური თარიღი (მიუხედავად იმისა, როდის გააკეთეთ ბოლო განახლება). ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს URL-ში მითითებული თარიღი სავარაუდოდ იმოქმედებს SEO-ზე თქვენ უნდა დაუკვირდეთ ემსახურება თუ არა ის თქვენს საიტზე არსებულ მნახველებს.

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, არ არსებობს ერთი სწორი გზა საუკეთესო SEO-მეგობრული URL-ის შესაქმნელად. ეს დამოკიდებულია თქვენს ვებგვერდსა და კონტენტზე. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ბლოგებს ან ახალი ამბების გვერდებს. მთავარი ნაბიჯი არის თქვენი URL-ებზე კონცენტრირების შენარჩუნება და თქვენი მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინება. გარდა ამისა დარწმუნდით, რომ თქვენი ვებგვერდი მოიცავს სრულ ინფორმაციას, რასაც ჩათვლით მნიშვნელოვნად.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ SEO-ს საუკეთესო პრაქტიკების შესახებ, ჩვენი SEO სასწავლო კურსი დაგეხმარებათ ამაში. ამ კურსში თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ დაიკავოთ მაღალი რანგი და მიიღოთ მეტი მნახველი თქვენს ვებგვერდზე.

იხილეთ ჩვენი სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

Leave a Comment

ჩვენ ვიყენებთ ქუქიებს კონტენტისა და რეკლამის პერსონალიზებისთვის, სოციალური მედიის ფუნქციების უზრუნველსაყოფად და ჩვენი ტრაფიკის გასაანალიზებლად. View more
Cookies settings
გასაგებია
სამომხმარებლო წესები და პირობები
Privacy & Cookies policy
Cookie name Active

ვინ ვართ ჩვენ

შემოთავაზებული ტექსტი: ჩვენი ვებ-გვერდის მისამართი: http://localhost/imc.

კომენტარები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ სტუმარი დატოვებს კომენტარს საიტზე, ჩვენ შევაგროვებთ ფორმაში მითითებულ მონაცემებს, აგრეთვე IP-მისამართს და ბრაუზერის user-agent-ის მონაცემებს, სპამის გამოვლენის მიზნით. ანონიმიზირებული სტრიქონი, რომელიც იქმნება თქვენი ელფოსტის მისამართიდან (ე.წ. „ჰეში“), შესაძლოა გადაეცეს სერვისს Gravatar, რათა მოხდეს იმის გარკვევა, იყენებთ თუ არა თქვენ მას. Gravatar-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია აქ: https://automattic.com/privacy/ . კომენტარის გამოქვეყნების შემდგომ თქვენი პროფილის გამოსახულება საჯაროდ გამოჩნდება თქვენი კომენტარის კონტექსტში.

მედია

შემოთავაზებული ტექსტი: თუ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი და ატვირთეთ ფოტო საიტზე, ჯობია თავიდან აიცილოთ EXIF-მონაცემებით ფოტოს ატვირთვა, ვინაიდან ისინი შეიცავენ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. ნებისმიერს შეუძლია ამ ინფორმაციის ამოღება ფოტოდან.

ქუქი-ფაილები

შემოთავაზებული ტექსტი: თუ დატოვებთ კომენტარს ჩვენს საიტზე, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი სახელის, ელფოსტისა და ვებ-გვერდის მისამართის შენახვის შესაძლებლობა ქუქი-ფაილში. ეს კეთდება თქვენი კომფორტისათვის, რათა ხელახლა არ მოგიწიოთ იგივე მონაცემებსი შეტანა მორიგი კომენტარის დატოვებისას. ეს ქუქი-ფაილები ერთი წელი ინახება. თუ თქვენ სტუმრობთ ჩვენს შესვლის გვერდს, ჩვენ დავაყენებთ დროებით cookie-ს, რათა დადგინდეს თქვენი ბრაუზერი იღებს თუ არა cookies. ეს ქუქი-ფაილი არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და თქვენი ბრაუზერის დახურვისას გაუქმდება. პირად ანგარიშში შევლისას, ჩვენ ასევე ვაგზავნით რამოდენიმე ქუქი-ფაილს თქვენს კომპიუტერში, ეკრანის პარამეტრების ინფორმაციით. შესვლის ქუქი-ფაილი ორი დღე ინახება, ეკრანის პარამეტრების — 1 წელი. თუ აირჩევთ პარამეტრს „დამიმახსოვრე“, შესვლის პარამეტრები შენახული იქნება ორი კვირის განმავლობაში. ანგარიშიდან გამოსვლისას ქუქი-ფაილი წაიშლება. სტატიის ჩასწორების, ან გამოქვეყნებისას ბრაუზერში შენახული იქნება დამატებითი ქუქი-ფაილი, ის არ შეიცავს პირად მონაცემებს, არამედ მხოლოდ ჩასწორებული ჩანაწერის ID-ის და ვადა გასდის 1 დღეში.

სხვა საიტების ჩადგმადი შიგთავსი

შემოთავაზებული ტექსტი: სტატიები ამ საიტზე შესაძლოა შეიცავდნენ ჩადგმად შიგთავსს (მაგალითად ვიდეო, გამოსახულება, სტატია და ა.შ.). მსგავსი სახის შიგთავსი ისევე იქცევა, თითქოს მომხმარებელი გადავიდა სხვა საიტზე. ეს საიტები შესაძლოა აგროვებენ მონაცემებს თქვენს შესახებ, იყენებენ ქუქი-ფაილებს, ამატებენ დამატებითი თვალთვალის ხერხებს მესამე მხარისაგან და თვალყურს ადევნებენ თქვენს ურთიერთქმედებას შიგთავსთან, მათ შორის ურთიერთქმედებას იმ შემთხვევაში, როდესაც ავტორიზებული ხართ საიტზე და გაქვთ ანგარიში.

ვის ვუზიარებთ მოანცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ პაროლის გადაყენებას მოითხოვთ, თქვენი IP მისამართი დაემატება ელფოსტაში.

რამდენად დიდხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს

შემოთავაზებული ტექსტი: თუ თქვენ დაწერთ კომენტარს, მაშინ კომენტარიც და მისი მეტა-მონაცემები შეინახება უსასრულოდ დიდი ხნით. ეს ხდება იმისათვის, რომ ავტომატურად მოხდეს შემდგომი კომენტარების ავტომატური გამოქვეყნება, ნაცვლად ხელით მისი მოწონებისა. ჩვენს საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ჩვენ ვინახავთ იმ პირად ინფორმაციას, რომელიც მათ მიუთითეს პროფილში. ყველა მომხმარებელს შეუძლია ნახოს, ჩაასწოროს, ან წაშალოს მისი ინფორმაცია ნებისმიერ დროს (მომხმარებლის სახელის გარდა). ვებ-გვერდის ადმინისტრაციას ასევე შეუძლია დაინახოს ეს ინფორმაცია და შეცვალოს.

რა უფლებები გაქვთ პირად ინფორმაციაზე

შემოთავაზებული ტექსტი: საიტზე პირადი ანგარიშის არსებობისას, ან თუ თქვენ დატოვეთ კომენტარი, შეგიძლიათ მოითხოვოთ პირადი ინფორმაციის ფაილის ექსპორტი, რომელიც ჩვენ შევინახეთ, მათ შორის თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ ამ მონაცემების წაშლა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც ჩვენ ვალდებული ვართ შევინახოთ ადმინისტრირების მიზნებისათვის, კანონის თანახმად, ან უსაფრთხოების მიზნით.

Where your data is sent

შემოთავაზებული ტექსტი: მომხმარებლების კომენტარები შესაძლოა ავტომატურად შემოწმდეს სპამის გამოვლენის სერვისით.
Save settings
Cookies settings