ვითარდება მარკეტინგი, ისევე, როგორც ვითარდება ენა, რომელსაც მარკეტინგისთვის ვიყენებთ. მრავალი ინდუსტრიის მსგავსად, ჩვენ ვართ „დამნაშავეები“ ჟარგონისა და აკრონიმების გავრცელებაში, რამაც შეიძლება მომხმარებლები დააბნიოს. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ, მარკეტერებიც იბნევიან ზოგიერთი თვალსაზრისით!
თუ გჭირდებათ SEO ოპტიმიზაცია, დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 26 26 12 – ჩვენი SEO სპეციალისტი თქვენს ვებ საიტს მოწინავე პოზიციებზე წარმოაჩენს.
რამდენად ხშირად გსმენიათ ტერმინები – SEO და SEM? მოდით, განვიხილოთ ეს ორი ტერმინი: SEO (Search Engine Optimization) და SEM (Search Engine Marketing). ისინი ხშირად გამოიყენება ერთმანეთთან მიმართებაში, მკაფიოდ გააზრების გარეშე, თუ რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან და რა სხვაობაა მათ შორის.
- არის SEO SEM-ის ნაწილი?
- რა კომპონენტები შედის SEM-ში?
- არის თუ არა ორგანული SEO საუკეთესო გრძელვადიანი მიდგომა?
ამ სტატიაში ყველაფერი განმარტებულია, მაგრამ ერთი ფაქტი აშკარაა: მათ აქვთ სიმბიოტიკური ურთიერთობა და, როდესაც ორივე მაქსიმალურად გამოიყენებს შესაძლებლობას, მათ შეუძლიათ შესანიშნავი შედეგების მიღება.
SEO და SEM – განმარტებები, განსხვავებები და სტრატეგიები
დავიწყოთ განმარტებებით. აქ არის მარტივად დასამახსოვრებელი გზა:
SEO არის ორგანული ძებნის სტრატეგია. SEM არის ფასიანი ძებნის სტრატეგია.
დიახ, ესენია ცალკეული (მაგრამ მჭიდროდ დაკავშირებული) სტრატეგიები, თუმცა ორივე მათგანი უნდა იყოს ჩართული თქვენი კომპანიის ონლაინ ძიების მარკეტინგის არსენალში. სინამდვილეში, თქვენ გჭირდებათ SEO, რომ სწორად აკეთოთ SEM. საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) მიზანია ვებ-გვერდის ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა საძიებო სისტემის მიერ ნაჩვენებ შედეგებში საიტის პოზიციის ამაღლებით. ეს ხდება საიტის მუდმივად ოპტიმიზაციით, რათა უფრო მაღალი პოზიციები დაიკავოს. Google-ის მუდმივად ცვალებადი ალგორითმების გამო, SEO-ს ტაქტიკაც ყოველთვის იცვლება. ამასთან, ერთი რამ რჩება თანმიმდევრულად: SEO შედგება „on-page” და „off-page” სტრატეგიებისგან (ვრცლად იხილეთ სტატიაში).
საძიებო სისტემების მარკეტინგი (SEM) გულისხმობს ვებსაიტების ტრაფიკის მოპოვებას ფასიანი რეკლამების გამოყენებით, საიტის ხილვადობის გაზრდის მიზნით საძიებო სისტემებში. ამასთან, თქვენი რეკლამისა და მიზანმიმართვის სტრატეგია უნდა შეესაბამებოდეს საკვანძო სიტყვებს, რომლებიც ემთხვევა თქვენი სამიზნე აუდიტორიის საძიებო მოთხოვნებს, რაც თქვენს რეკლამას საშუალებას მისცემს გამოჩნდეს საძიებო სისტემის შედეგების შესაბამის გვერდებზე (SERP).
ფასიანი რეკლამები თქვენს ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას გაზარდოს მისი ვებ-გვერდების, ლენდინგ ფეიჯების, ბლოგის სტატიების და სხვათა ხილვადობა. ასე რომ, მარკეტინგის საშუალებები, რომლებიც იყენებენ SEM-ს, უნდა შეიცავდეს SEO-ს – საკვანძო სიტყვების სტრატეგიისა და მაღალი ხარისხის შინაარსისთვის – და pay-per-click (PPC) რეკლამებს, პოტენციური მყიდველების „დასამიზნებლად“ და ტრეფიკის მართვისათვის. დიახ, SEO არის SEM-ის კომპონენტი.
ON-PAGE SEO სტრატეგიები
- ოპტიმიზირებული მეტა მონაცემები – შეიტანეთ სამიზნე საკვანძო სიტყვები გვერდის სათაურის თეგში, მეტა აღწერილობაში, სათაურის თეგებში, სურათის ALT თეგებში
- ოპტიმიზირებული გვერდის შინაარსი (ასევე კარგად დაწერილი) სტრატეგიული საკვანძო სიტყვების კვლევის გამოყენებით
- მარტივი, კარგად ფორმირებული გვერდის URL-ები შერჩეული საკვანძო სიტყვებით
- ოპტიმიზირებული გვერდის სიჩქარე
- თქვენს კონტენტში სოციალური გაზიარების ინტეგრაცია
- შიდა ბმულის შექმნა (Internal link building) მიზნობრივი საკვანძო სიტყვების გამოყენებით და ზოგადი ბმულის ტექსტის თავიდან აცილება
- შინაარსი ოპტიმიზირებულია გამორჩეული ფრაგმენტებისთვის (featured snippets) , რომლებიც სწრაფად პასუხობენ მოთხოვნას; ეს შეიძლება იყოს განმარტებები, სიები, ცხრილები, ნაბიჯები
OFF-PAGE SEO სტრატეგიები
- ლინკების შენება ხარისხსიანი და ავტორიტეტული საიტებიდან შემომავალი ლინკებით. „ბექლინკები“ off-page SEO-ს უმნიშვნელოვანესი ნაწილია და საიტზე ახდენს დიდ გავლენას.
- სოციალური სიგნალები – ვებსაიტზე ტრაფიკის გაზრდა სოციალური მედიაში გაზიარებით
- სოციალური სანიშნეების გამოყენება, რათა ყურადღება მიიპყროთ ისეთ საიტებზე, როგორიცაა Reddit, Digg და MIX.
- ბმულები ინდუსტრიის სპეციფიკური საზოგადოებიდან თქვენი სამიზნე აუდიტორიის მოსაზიდად.
- ადგილობრივი (ლოკალური) SEO ეხმარება ბისნესს თავიანთი პროდუქციისა და მომსახურების პოპულარიზაციაში ადგილობრივ მომხმარებელში.
შექმენით ღირებული, მაღალი ხარისხის კონტენტი, რომელიც თქვენი სამიზნე აუდიტორიისთვის გამოსადეგია (მაგალითად, ბლოგისა და ვებ-გვერდის სტატიები). ეს დაგეხმარებათ დროთა განმავლობაში თქვენი ავტორიტეტის ჩამოყალიბებაში და გაზრდის ვებ-გვერდის ორგანულ ტრაფიკს. შეგიქმნით შემომავალი ბმულების მეტ შესაძლებლობას და, რაც მთავარია, მეტ კონვერტაციას. ყურადღება მიაქციეთ on-page და off-page ტაქტიკას, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ლენდინგ გვერდები, ვებ-გვერდები და ბლოგის სტატიები ოპტიმიზირებულია საძიებო სისტემებისთვის.
საძიებო სისტემის მარკეტინგის (SEM) სტრატეგიები
Google Ads არის ყველაზე პოპულარული პლატფორმა საძიებო სისტემის რეკლამებს შორის. გაითვალისწინეთ სხვა შესაძლებლობებიც, როგორიცაა Bing რეკლამები, Yahoo საძიებო რეკლამები და Amazon-ის სპონსორირებული რეკლამები სწორი ინდუსტრიებისთვის. თუ თქვენ გაქვთ სამიზნე ბაზარი ჩინეთში, განათავსეთ განცხადება Baidu-ზე. სადაც არ უნდა დახარჯოთ თქვენი ინტერნეტ მარკეტინგის ბიუჯეტი, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრატეგია წარმატებული SEM-ისთვის:
- დაიწყეთ სარეკლამო კამპანიები კონკრეტული აუდიტორიის შერჩევით (მაგალითად, გეოგრაფიული, ინდუსტრიული და ა.შ.)
- შექმენით სარეკლამო ჯგუფები, რომლებიც შედგება სამიზნე საკვანძო სიტყვების ვარიაციებისაგან
- დაწერეთ შესაბამისი სარეკლამო ნიმუში ამ შერჩეული საკვანძო სიტყვების გამოყენებით
- დააყენეთ სარეკლამო ბიუჯეტი
- გააკონტროლეთ ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა დაწკაპუნებები, ნახვები, დაწკაპუნების რეიტინგი (CTR) და საშუალო ღირებულება კლიკზე (cost-per-click).
- შექმენით retargeting აუდიტორია
- შეიმუშავეთ სოციალური მედიის მიზნობრივი რეკლამები შესაბამის ქსელებზე, მაგალითად Facebook, Instagram, LinkedIn და სხვა.
ფასიანი ძებნის ეფექტური სარეკლამო კამპანიის დაწყებისა და შენარჩუნებისთვის სხვა მოსაზრებებიც არსებობს, მაგრამ ეს შვიდეული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი დამწყებთათვის. თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი SEM ძალისხმევა, სრულყოფილი გახადოთ ორგანული საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, გადახედეთ Google Ads-ს.
რომელია უკეთესი? SEO უნდა გამოიყენოთ თუ SEM?
კარგი, ახლა თქვენ იცით, რომ ეს რიტორიკული კითხვაა. SEO არის SEM კომპონენტი; საფუძველი, ნამდვილად. თქვენ ვერ გექნებათ წარმატებული SEM-ი SEO-ს გარეშე, ამიტომაც ერთი არ არის “უკეთესი” მეორეზე. ახლა თქვენ ასევე იცით, რომ არ უნდა გამოიყენოთ ტერმინები “SEO” და “SEM” ურთიერთშენაცვლებით.
პირველ რიგში ფოკუსირდით SEO-ზე
SEO ქმნის საფუძველს SEM-ისთვის კარგად ოპტიმიზირებული შინაარსის საშუალებით, რომელიც მქნის პერსპექტივებს და ეხმარება მომხარებლებს. ძიებისთვის ოპტიმიზირებული ლენდინგ გვერდების, ვებ-გვერდების და ბლოგის სტატიების გარეშე, SEM ძალისხმევა უშედეგოა. საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე (SERPs) ხილვადობის მოპოვება SEO-ს გარეშე ძალიან რთულია. ორგანული SEO ეხმარება ძიების სანდოობის დამკვიდრებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია ხარისხიანი კონტენტის მუდმივად შექმნა და მისი პოპულარიზაცია როგორც სოციალური ქსელების, ისე სხვა არხების მეშვეობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ უნდა გქონდეთ ისეთი რამ, რასაც მომხმარებლები ძებნისას ღირებულად ჩათვლიან. კომპანი IMC აიემსი გთავაზობთ SEO ოპტიმიზაციას თქვენი საიტის მოწინავე პოზიციებზე წარმოსაჩენად! დაგვიკავშირდით!
როდის გავამახვილო ყურადღება SEM-ზე?
ჯერ კიდევ ახლა შექმენით კომპანიის ვებსაიტი და ქმნით ტოვებთ პირველ ონლაინ კვალს თქვენი პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაციისთვის? მაშინ, სავარაუდოდ, დაუყოვნებლივი ხილვადობა დაგჭირდებათ ძიების პროცესში, სანამ არ დაამყარებთ თქვენს ორგანულ სანდოობას. სტრატეგიული PPC კამპანიის საშუალებით თქვენ შეძლებთ ამის მიღწევას. რა თქმა უნდა, PPC-ს მკაცრად ვერ დაეყრდნობით გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენ უნდა შექმნათ გამორჩეული კონტენტი, რომელიც სტუმრებს ჩართვის, გამოხმაურების სურვილს გაუჩენს თქვენს ვებგვერდზე შემოსვლის შემდეგ. შეაფასეთ რა არის საუკეთესო თქვენი კონკრეტული საჭიროებებისათვის და ამავე დროს დარწმუნდით, რომ კარგად გესმით განსხვავებები SEM-სა და SEO-ს შორის. ასევე გაარკვიეთ, თუ როგორ გააგრძელებთ თქვენს ძალისხმევას.
- რა არის მარკეტინგი?
- ტრადიციული მედია VS ახალი მედია: რომელია უფრო სასარგებლო
- რა არის სოციალური მედია მარკეტინგი?
- რა არის კონტენტ მარკეტინგი?
- ინტერნეტ (ონლაინ) მარკეტინგი
- სოციალური მარკეტინგი – 7 თვალსაჩინო მაგალითი
- სოციალური მედია – განმარტება და მაგალითეი
- ინტერნეტ რეკლამა: როგორ გავაკეთოთ რეკლამა ინტერნეტში
- ფეისბუქის რეკლამა – როგორ გავაკეთოთ რეკლამა ფეისბუქზე
- რა არის ინფლუენსერი – სიტყვის განმარტება
- გრაფიკული დიზაინი – 8 მიმართულება