ციფრული მარკეტინგის მენეჯერი თავისი საქმიანობის მთავარ მიზნად ისახავს ბრენდისა და პროდუქციის შესახებ სიტყვის თქმას ციფრულ სამყაროში. რას ნიშნავს ეს? რა უნარების ქონას მოითხოვს ეს როლი და რა გავლენას ახდენს ჩვენს ბიზნესზე ეს საქმიანობა? რა განსხვავებაა SEO-ს და ციფრული მარკეტინგის მენეჯერს შორის? ჩვენი დღევანდელი სტატია სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ. თუ მზად ხართ, დავიწყოთ…
თუ გჭირდებათ SEO ოპტიმიზაცია, დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 26 26 12 – ჩვენი SEO სპეციალისტი თქვენს ვებ საიტს მოწინავე პოზიციებზე წარმოაჩენს.
SEO-დან ციფრულ მარკეტინგამდე
ტერმინი ციფრული მარკეტინგი შედარებით ახალია, თუმცა კომპონენტები, რომლებიც ქმნის ციფრულ მარკეტინგს, დიდი ხანია არსებობს.
მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში, მარკეტერებმა, SEO სპეციალისტებმა და მთლიანმა ინდუსტრიამ გააცნობიერეს, რომ ინტერნეტ მარკეტინგის სრული სტრატეგიისთვის საჭიროა SEO-ზე მეტი.
ამრიგად, ტერმინმა “ციფრული მარკეტინგი” უფრო მეტ ყურადღება მიიპყრო და როგორც ყველა სხვა პროფესიაში, აქაც არის ადგილი “მენეჯერისთვის”.
ჩვენი კომპანია ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა მიმართულებებში და ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება, თქვენც თუ გაგიზიარებთ ციფრული მარკეტინგის სფეროს შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას. განვიხილავთ, რას საქმიანობს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი და რა სხვაობაა მასა და SEO სპეციალისტს შორის.
რით განსხვავდება ციფრული მარკეტინგის მენეჯერი SEO სპეციალისტისგან
SEO ექსპერტის საქმიანობას წარმოადგენს SEO – საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია. მას შეუძლია გითხრათ, თუ როგორ უნდა ოპტიმიზირდეს თქვენი ვებსაიტები საძიებო სისტემებისთვის, როგორ გაზარდოთ ცნობადობა სხვა ვებსაიტებთან ურთიერთობით (იგივე ბმულების შენება) და როგორ უნდა გახადოთ თქვენი ვებსაიტი მაღალრეიტინგული Google-ში (და სხვა საძიებო სისტემებში).
მეორეს მხრივ, ციფრული მარკეტინგის მენეჯერს უფრო მეტი რამ შეუძლია, ვიდრე მხოლოდ SEO. სავარაუდოდ, მან SEO კონსულტანტად დაიწყო, რადგან, სწირედ აქედან იწყება ყველაფერი (ინტერნეტ მარკეტინგის სამყაროში).
მაგრამ მას აქვს ცოდნა და უნარები, რომლებიც მოიცავს სხვა ციფრული მარკეტინგის კომპონენტებს, როგორებიცაა, კონტენტ მარკეტინგი, E-mail მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი და მობილურ მარკეტინგი.
მოკლედ, SEO-სა და ციფრული მარკეტინგის მენეჯერს შორის განსხვავება იმაშია, რომ ამ უკანასკნელს აქვს უნარებისა და ცოდნის ფართო სპექტრი და შეუძლია შექმნას და შეასრულოს ციფრული მარკეტინგის სრული და ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც სცილდება SEO-ს.
რას აკეთებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?
მოკლედ, რას აკეთებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელია ციფრული მარკეტინგის კამპანიის დაგეგმვასა და შესრულებაზე, ბრენდის, პროდუქტების ან მომსახურების ციფრული მარკეტინგის ყველა არხში პოპულარიზაციის მიზნით. მისი როლი ასევე მოიცავს მის ზედამხედველობას სხვა ექსპერტებზე მის გუნდში.
ზოგიერთი ამოცანა მოიცავს:
კონტენტ მარკეტინგი – ციფრულ სამყაროში გჭირდებათ შინაარსი ნებისმიერი ფორმით (ტექსტი, სურათები, ვიდეო, აუდიო და ა.შ.), რადგან კონტენტის გარეშე ინტერნეტით ვერაფერს გააკეთებთ. თუმცა, საკითხავია, რა სახის კონტენტი გჭირდებათ, ვინ აწარმოებს მას, რა თემები იქნება საჭირო, სათაურები, შინაარსის სიგრძე და ა.შ.
ეს არის ტიპური კითხვები, რომლებზეც კონტენტ მარკეტინგის მენეჯერმა უნდა უპასუხოს და თუ არ არის კონტენტ მარკეტინგის მენეჯერი (რაც ასეცაა უმეტეს კომპანიებში ან სააგენტოებში), ეს ციფრული მარკეტინგის მენეჯერის მოვალეობაა.
სოციალური მედია მარკეტინგი – სოციალური მედია შესანიშნავი ხელსაწყო და ფანტასტიკური საშუალებაა თქვენი ონლაინ მაღაზიის ან ბიზნესის პოპულარიზაციისთვის, მაგრამ როგორ გადაწყვეტთ, რომელი სოციალური ქსელი გამოიყენოთ, როგორ დასახავთ მიზნებს და რა სახის შინაარსს გამოაქვეყნებთ?
რა არის სოციალური მედიის წარმატებული კამპანია და როგორ მართავთ თქვენს მიმდევრებს? ესაა კითხვები, რომლებზეც ციფრული მარკეტინგის მენეჯერმა პასუხი უნდა გასცეს სოციალური მედიის მენეჯერთან ან სოციალური მედიის ექსპერტებთან ერთად.
ელ.ფოსტის (Email) მარკეტინგი – Email მარკეტინგს, სავარაუდოდ, არ ჰყავს გამოყოფილი მენეჯერი, თუ არ იყენებთ ელ. ფოსტას უფრო მეტი მიმართულებებით, ვიდრე სიახლეებისა და სააბონენტო შეთავაზებების გაგზავნაა.
ციფრული მარკეტინგის მენეჯერის ამოცანაა კომპანიისთვის შექმნას ელ.ფოსტის მარკეტინგის სტრატეგია, რომელიც სინქრონიზებულია ციფრული მარკეტინგის მთლიან სტრატეგიასთან.
მობილურის მარკეტინგი – მობილური აღარ არის უბრალო ვარიანტი, ასე რომ ყველა ბიზნესს, რომელიც ონლაინ რეჟიმშია, უნდა ჰქონდეს მობილური მარკეტინგის სტრატეგია.
ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მომხმარებლებისთვის მობილურზე მორგებული ვებსაიტის მიწოდებას ან სხვადასხვა მობილური აპლიკაციების შემუშავებას (Apple store, Google Play, Amazon app store და ა.შ.). ციფრული მარკეტინგის მენეჯერს უნდა ჰქონდეს საჭირო ცოდნა და საბაზრო კვლევები, რათა შემოგვთავაზოთ ამის საუკეთესო გზა.
ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პასუხისმგებლობები
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელია მარკეტინგული კამპანიების შემუშავებაზე, განხორციელებასა და მართვაზე, რომლებიც ხელს უწყობენ კომპანიას და მის პროდუქციას ან / და მომსახურებებს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციფრულ სივრცეში ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში, ასევე ვებ-გვერდების ტრაფიკის მართვაში და ლიდების/მომხმარებლების შეძენაში.
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ასევე განსაზღვრავს და აფასებს ახალ ციფრულ ტექნოლოგიებს და იყენებს ვებ ანალიტიკის საშუალებებს საიტის ტრაფიკის გასაზომად. ამ ხელსაწყოებს ის ასევე იყენებს მარკეტინგული კამპანიების უკეთესად ოპტიმიზაციის მიზნით, Email მარკეტინგის, სოციალური მედიის და display და საძიებო რეკლამის მოქმედების შესწავლისთვის.
”ეს ადამიანი პასუხისმგებელია შესაბამისი მომხმარებლების მართვაზე, რათა გააუმჯობესოს ბრენდის აღიარება [და] ნდობა და საბოლოოდ ხელი შეუწყოს გაყიდვებს”, – ამბობს ჯასტინ ემიგი, ციფრული მარკეტინგის მენეჯერი სააგენტო Web Talent Marketing-ში, პენსილვანიაში.
როგორც საძიებო მარკეტინგის დირექტორი, ემიგი აკეთებს ყველაფერს, დაწყებული დეველოპერული მედია სტრატეგიების შემუშავებით, დამთავრებული კონტენტის წერითა და ვებ-ანალიტიკის სიღრმეებში ჩასვლით, რათა მიიღოს ფასდაუდებელი ინფორმაცია სამიზნე მომხმარებლის შესახებ. სწორედ ასეთ საქმეებს აწარმოებს წამყვანი ციფრული მარკეტინგის მენეჯერი.
ცალკეული პასუხისმგებლობები
- ყველა ციფრული მარკეტინგის დაგეგმვა და შესრულება. მათ შორისაა SEO / SEM, მარკეტინგის მონაცემთა ბაზა, Email მარკეტინგი, სოციალური მედიის მართვა და სარეკლამო კამპანიების წარმოება.
- სოციალური მედია მარკეტინგის დიზაინი, აშენება და შენარჩუნება
- ყველა ციფრული მარკეტინგის კამპანიის შესრულების გაზომვა და მოხსენება, მიზნების (ROI და KPI) შესაბამისად შეფასება
- ტენდენციებისა და ინსაითების გამოვლენა, ხარჯებისა და პერფორმანსის ოპტიმიზაცია ამ მონაცემებზე დაყრდნობით
- ახალი და კრეატიული ზრდის სტრატეგიების შემუშავება
- ექსპერიმენტებისა და კონვერტაციების ტესტირების დაგეგმვა, შესრულება და გამზომვა
- ლენდინგ გვერდების შესაქმნელად და მომხმარებლის გამოცდილების ოპტიმიზაციისათვის შიდა გუნდთან თანამშრომლობა
- ონლაინ სტატისტიკის გაანალიზება, შესრულების ოპტიმიზაციისათვის შესაძლებლობების გამოვლენა და ხელმძღვანელობის ინფორმირება
რა უნარებს საჭიროებს ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
ლიდერობის უნარები უპირველესია. ”ეს სამუშაო მოითხოვს თქვენი გავლენის მოპოვებას სხვებზე და შედეგების მიღებას თანამშრომლობის საშუალებით”, – ამბობს სანდრა რენდი, მარკეტინგის დირექტორი OrionCKB-ში, პირდაპირი რეაგირების სარეკლამო სააგენტოში, მასაჩუსეტსის შტატში. ”თქვენ უნდა შეგეძლოთ თანამშრომლობა კოლეგებთან და ორგანიზაციის ყველა დონის კონტაქტებთან, რათა შეიმუშაოთ მყარი შეთავაზებები და ხელი შეუწყოთ ზრდას.”
ასევე მნიშვნელოვანია ძლიერი წერის უნარები, თქვენი ბრენდის გზავნილის ეფექტური კომუნიკაციისა და მონაცემთა ანალიზის უნარები, ანგარიშგების ინსტრუმენტებიდან ღირებულების მოსაპოვებლად.
მუდმივად ცვალებად ციფრულ სამყაროში ადაპტაცია და მომხმარებლის მსგავსად აზროვნების შესაძლებლობა ასევე აუცილებელია, დასძენს ემიგი. ”ციფრული მარკეტინგის მენეჯერს არ უნდა ეშინოდეს სიახლეების მოსინჯვის, შანსების აღმოჩენის, წარუმატებლობისა და ყველაფრის გამოცდის”, – ამბობს ის.
კომუნიკაცია, განხორციელება, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელებისა, ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ასევე პასუხისმგებელია:
კლიენტებთან საუბარი – კლიენტებზე დაკვირვება და მათთვის ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობის ახსნა. სფეროს აუცილებლობისა და მისი სარგებლისა თუ ბენეფიტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება – მის ხელთ არსებული ყველა ხელსაწყოს გამოყენებით ბიზნესის ონლაინ სტრატეგიის შემუშავება.
სტრატეგიის გაცნობა კლიენტებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის – სტრატეგიის გაცნობა კლიენტებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის (მაგალითად, ექსპერტები და მენეჯერები საკუთარ გუნდში გუნდში).
გეგმის შესრულების მონიტორინგი – ციფრული მარკეტინგის გეგმის შესრულების მონიტორინგი, რათა ყველაფერი სწორად და დროულად შესრულდეს.
სტრატეგიის ოპტიმიზაცია უკეთესი შედეგის მისაღწევად – სტრატეგიის ოპტიმიზაცია მიმდინარე შედეგებზე დაყრდნობით.
როგორ გავხდეთ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?
ციფრული მარკეტინგი არ არის თეორიული კონცეფცია, არამედ ის პრაქტიკულია. საკმარისი არ არის იცოდეთ სხვადასხვა ციფრული მარკეტინგის ტექნიკის თეორიები, არამედ თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ დანერგოთ ისინი.
ციფრული მარკეტინგის მენეჯერს უნდა ჰქონდეს პრაქტიკული უნარები და ეს ნიშნავს, რომ ციფრული მარკეტინგის კურსის გავლა კარგი საწყისია, თუმცა არა საკმარისი.
ჩემი რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეთ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი შემდეგია:
- გახდი SEO ექსპერტი – შეიტყვე ყველაფერი რაც SEO-ს შესახებ და დაიწყე პრაქტიკა საკუთარი ვებსაიტის შექმნით.
- გაიგეთ, თუ როგორ მუშაობს სოციალური მედია – გაატარეთ გარკვეული დრო Facebook-ზე, Twitter-ზე, Instagram-ზე და Linkedin-ში და გაეცანით ყველაფერს, რაც შეგიძლიათ მათ სარეკლამო პლატფორმებთან დაკავშირებით.
- გახდი Google Ads ექსპერტი – მიიღე Google Ads-ის სერტიფიკატი. PPC რეკლამა ციფრული მარკეტინგის ძირითადი კომპონენტია.
- დაეუფლეთ ელ.ფოსტისა და კონტენტის მარკეტინგს – კარგი შინაარსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი კამპანიის წარმატებისთვის, ხოლო ელ.ფოსტა კვლავ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა კონვერტაციისთვის.
- შეიტყვეთ, თუ როგორ გამოიყენოთ Google Analytics – მონიტორინგი და ანგარიშგება არის ციფრული მარკეტინგის მენეჯერის სამუშაო მოვალეობების ნაწილი.
- ისწავლეთ გამოცდილი ციფრული მარკეტოლოგებისგან – თუ შესაძლებლობა გაქვთ, მიმართეთ საწყისი დონის ციფრული მარკეტინგის სამუშაოს კომპანიაში გამოცდილ მენეჯერებს. თუ არა, შეეცადეთ ადევნოთ თვალი სხვა მარკეტინგის საქმიანობას და სადაც ეს შესაძლებელია, გაიმეორეთ მათი ნაბიჯები (თუმცა არ დააკოპიროთ).
დრო დასჭირდება, რომ ექსპერტი გახდეთ ციფრული მარკეტინგის ყველა კომპონენტში, მაგრამ სხვა პროფესიებისგან განსხვავებით, ეს არის უნარები, რომელთა შეძენაც თანდათან შეგიძლიათ სპეციალური საგანმანათლებლო ფონის საჭიროების გარეშე.
დასკვნა
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი არ არის მხოლოდ SEO-ს ექსპერტი, არამედ მას უნდა გააჩნდეს მთელი რიგი უნარ-ჩვევები, რომლებიც ეხება ვებგვერდის ონლაინ პოპულარიზაციის სხვადასხვა გზას და ასევე უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაკავშირებულია დაგეგმვასთან, პროექტის კონტროლთან და გუნდის მენეჯმენტთან.
გამოცდიელბასა და არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თქვენ ვერ გახდებით ციფრული მარკეტინგის კარგი მენეჯერი, თუ არ გაქვთ SEO-ს ღრმა ცოდნა. SEO არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც შემდგომი ნაბიჯების გადადგმის წინაპირობაა. თუ არ გაქვთ კარგი SEO საფუძველი, მაშინ ძალიან რთული იქნება გახდეთ წარმატებული ციფრული მარკეტინგის მენეჯერი.
იხილეთ ჩვენი სერვისები:
- საიტების დამზადება
- ლოგოს დამზადება
- SEO ოპტიმიზაცია
- ელექტრონული კომერცია – ინტერნეტ მაღაზიის შექმნა
- გრაფიკული დიზაინი
- სავიზიტო ბარათების დამზადება
- სარეკლამო ბანერის დიზაინის დამზადება
- FACEBOOK გვერდის მართვა
- Google Ads (AdWords): გუგლის რეკლამა
- ბრენდბუქი
- სივის დამზადება
იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:
- რა არის PPC (Pay-Per-Click) და როგორ მუშაობს ფასიანი ძებნა
- SEO vs PPC: როდის და რომელი მეთოდი გამოვიყენოთ საძიებო მარკეტინგში მაქსიმალური მოგებისთვის?
- Facebook Ads vs. Google AdWords – ფეისბუქის თუ გუგლის რეკლამა?
- SEO VS SEM – რას ნიშნავს ისინი? რომელია უკეთესი?
- 10 მარკეტინგული სტრატეგია ჩვენი ბიზნესის ზრდისთვის
- სოციალური მედია მენეჯმენტი
- ინტერნეტ (ონლაინ) მარკეტინგი
- რა არის ციფრული მარკეტინგი?
- რა არის კონტენტ მარკეტინგი?
- ინტერნეტ რეკლამა: როგორ გავაკეთოთ რეკლამა ინტერნეტში
- სოციალური მედია – განმარტება და მაგალითები
- სოციალური მარკეტინგი – 7 თვალსაჩინო მაგალითი
- სოციალური მედია მარკეტინგი – განმარტება და მაგალითები
- ტრადიციული მედია VS ახალი მედია: რომელია უფრო სასარგებლო
- გრაფიკული დიზაინი – 8 მიმართულება
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში: