ბაზრის კვლევა არის მყიდველთა ჯგუფების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი.
ბაზრის კვლევის ძირითადი მიზანია, იმ ადამიანებს, ვინც პასუხისმგებელია გადაწყვეტილებების მიღებაში, მიაწოდოს ბაზრის პოტენციალი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ბიზნესის დაგეგმვაში, პროდუქტის შემუშავებასა და მარკეტინგულ სტრატეგიაში.
რაც შეიძლება მეტი შეისწავლეთ იმის შესახებ, თუ რა ტიპის კვლევები შეგიძლიათ ჩაატაროთ და როგორ განსხვავდება ბაზრის კვლევა მარკეტინგული კვლევისგან.
როგორ მუშაობს ბაზრის კვლევა?
მიუხედავად იმისა, აპირებთ თუ არა სამომხმარებლო, კომერციული თუ გადამყიდველების ბაზარზე შესვლას, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ რა სჭირდება და რა სურს თქვენს ბაზარს, მანამ სანამ შეხვალთ ბაზარზე ან შეიმუშავებთ და განავითარებთ პროდუქტებს, მომსახურებებსა და მარკეტინგს. თუ კი ბაზარზე შესვლისას, რაიმე სახის სიცივეს გამოამჟღავნებთ, თქვენ შესაძლოა ბევრი დრო და ფული დაკარგოთ, რადგან ეს მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენი ბაზარი უპასუხისმგებლოდ ეკიდება თავის კლიენტებსა და მათ მოთხოვნილებებს. ამ მიზნით, ბიზნესი ჩვეულებრივ ატარებს ბაზრის კვლევას რათა შეაფასოს ბრენდის ან კონკრეტული პროდუქტების ან მომსახურების ეფექტურობა.
ბაზრის კვლევას აქვს უფლება მიიღოს ნებისმიერი სახის სამუშაო, რომელიც ეხმარება ბიზნესს მოიპოვოს ბაზრის და ასოცირებული მომხმარებლებისა და კონკურენტების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია და მათი მონაცემები. პროცესი სამი ეტაპისგან შედგება:
მონაცემების შეგროვება:
მონაცემების ორი სახეობა იყოფა ძირითად ან პირველად მონაცემებად (მონაცემები, რომლებსაც თქვენ ან ვინმე თქვენ მიერ დაქირავებული ადამიანი აგროვებთ) და მეორად მონაცემებად (შედგენილი და შეგროვებული მონაცემები, რომლებიც თქვენთვის ხელმისაწვდომია). არსებობს მრავალი სახის კვლევის მეთოდიკა, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ მონაცემების მოსაპოვებლად და მისაღებად, რასაც მოგვიანებით განვიხილავთ უფრო ფართო სპექტრში.
მონაცემების ანალიზი:
როგორც წესი, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ მონაცემების ორგანიზება და შემცირება (ან გამარტივება) და შემდეგ მისი შესწავლა. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ის ელემენტები იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ მიერ მოძიებული მონაცემები ცხადყოფს იმას, რომ ყველაზე ნაკლებად კლიენტებს აინტერესებთ ანალიზის სტატისტიკური მეთოდი, რომელიც ცნობილია როგორც “ფაქტორული ანალიზი”. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააკავშიროთ ის პუნქტები, რომლებიც მიმსგავსებულია ერთმანეთთან, თუმცა რაღაც კრიტერიუმებში განსხვავებული, რაც ცნობილია როგორც “კლასტერული ანალიზი”.
ბაზრის პოტენციალის შეფასება:
გამოიყენეთ თქვენ მიერ მოძიებული კვლევები და ინფორმაცია ბაზრის ზომის, სავარაუდო საბაზრე წილის და პროდუქტის მომხმარებლებისა და კონკურენციის შესახებ და შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება თქვენი შეთავაზებების ეფექტურობისა და მომგებიანობაზე.
მაგალითად, ვთქვათ, რომ ტანსაცმლის საცალო ვაჭრობას სურს შეაფასოს ფეხსაცმლის გაყიდვის სიხშირე და ადამიანთა ყოველდღიური მოთხოვნილება ამ პროდუქტზე. ეს კი გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელთა ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი გამოკითხვის დახმარებით, მოვიძიოთ მონაცემები და შესაბამისი ინფორმაცია რათა შეფასდეს მათი ინტერესები და აზრები იმის შესახებ, თუ როგორი ფეხსაცმლის შეძენა უნდა ადამიანებს და რა თვისებების ნახვა სურთ ყველაზე მეტად ფეხსაცმლის ხაზში. შემდეგ კი ბიზნესი აანალიზებს მონაცემებს გამოკითხვაზე მიღებული პასუხების შესწავლით და მომხმარებელთა ინტერესის ამოცნობით (მაგალითად, რესპონდენტთა უმრავლესობამ შესაძლოა გამოხატოს ინტერესი და სურვილი სპორტული ფეხსაცმლის შეძენაში). და ბოლოს, კომპანია აფასებს ფეხსაცმლის მომგებიანობას და იყენებს უკუკავშირს, რათა წარმართოს იგი იმ ფეხსაცმლის დიზაინში, განვითარებასა და მარკეტინგში, რომელსაც ის საბოლოოდ გაყიდის.
ბაზრის კვლევის უპირატესობები
ბიზნესისთვის ხელსაყრელია ბაზრის კვლევის ჩატარება შემდეგი ძირითადი მიზეზების გამო:
- ეს საშუალებას აძლევს ფირმას შეაფასოს პროდუქტის ან მომსახურების ეფექტურობა:
ბაზრის კვლევა საშუალებას აძლევს ბიზნესს სიღრმისეულად გაიგოს და გაანალიზოს ბაზარი, მათ შორის მისი ზომა, მომხმარებელთა ქცევები და ჩვევები, რაც ქმნის ამ ბაზარს და რამაც შესაძლოა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა დიდი რიცხვი და ბაზრის მოთხოვნილებები. ბაზრის კვლევის შედეგად შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, ფირმებს შეუძლიათ ობიექტურად შეაფასონ, აქვს თუ არა აზრი პროდუქტისა ან სერვისის ბაზარზე შემოტანას.
- ეს თავიდან აიცილებს დროისა და ფულის დაკარგვას:
ბაზრის ეფექტურობისა და მომგებიანობის შეფასების დახმარებით, ფირმებს შეუძლიათ აირიდონ თავიდან მძიმე სამუშაო და ფინანსური რესურსების დახარჯვა პროდუქტებსა და მომსახურებაზე, რომელიც სხვაგვარად წარუმატებელი იქნებოდა, ეს კი ანთავისუფლებს იმ კონკრეტულ სახსრებსა და მარაგს საწარმოს შემდგომი წინსვლისათვის.
- ის ფირმას ეხმარება შექმნას უნიკალური, ღირებული შეთავაზება:
იმის დადგენა, თუ რა განასხვავებს თქვენს ფირმას კონკურენტებისგან, დაგეხმარებათ დაიმკვიდროთ ბაზარი და განავითაროთ მომხმარებელთა ნდობა.
- ეს საშუალებას აძლევს ფირმას გაზარდოს თავისი პროდუქტის ხაზი და განვითარდეს:
ბაზრის კვლევის შედეგად მიღებული უკუკავშირი დაგეხმარებათ გაზარდოთ გაყიდვები და შემოსავლები, ასევე მიუთითოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც საგრძნობლად გაზრდის თქვენს ბიზნესს მომავალში.
ბაზრის კვლევის სხვადასხვა ტიპი
ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს, როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდიკები (ასევე ორივეს კომბინაციაც არის სრულიად შესაძლებელი და გამოსადეგარი გამოყენებისათვის), რათა შეაგროვოს მონაცემები, რომლებიც საჭიროა მომხმარებელთა ვინაობაზე ინფორმაციის მისაღებად.
ბაზრის კვლევის სხვადასხვა ტიპი
ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს, როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი მეთოდიკები (ასევე ორივეს კომბინაციაც არის სრულიად შესაძლებელი და გამოსადეგარი გამოყენებისათვის), რათა შეაგროვოს მონაცემები, რომლებიც საჭიროა მომხმარებელთა ვინაობაზე ინფორმაციის მისაღებად.
ბაზრის თვისებრივი კვლევა
ეს არის კვლევის ის მეთოდები, რომლებიც ავლენს მომხმარებელთა გამოცდილებას, რწმენასა და სხვა თვისებებს, რომელთა რიცხვიც უსასრულოა. ბაზრის თვისებრივი კვლევა გულისხმობს ღია კვლევის მეთოდებს, როგორიცაა:
- ჯგუფებზე ორიენტირება:
ეს არის პირადი ან ონლაინ გასაუბრება, რომელიც მოიცავს მოდერატორისა და მრავალი სხვა ადამიანის ჩართულობასა და მონაწილეობის მიღებას, ჯგუფები კი ცდილობენ დაამყარონ კომუნიკაცია ერთმანეთთან, რომელიც იგეგმება მოდერატორის მიერ შემუშავებული დღის წესრიგის მიხედვით.
- ერთი ერთზე ინტერვიუს ჩატარება:
ეს არის პირადი, ონლაინ ან სატელეფონო სესიები კომპანიის წარმომადგენელსა და გარე მონაწილეს შორის, სადაც წარმომადგენელი მონაწილეს უსვამს კითხვებს, რათა შეაგროვოს მოსაზრებები და დაადგინოს სწორი მიმართულება, რომლისკენაც უნდა ისწრაფვოდეს ბიზნესი.
- დაკვირვება:
ეს ტაქტიკა მოიცავს კლიენტებზე თვალყურსა და დაკვირვებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ყიდულობენ ან სარგებლობენ რაიმე სახის პროდუქტით ან მომსახურებით.
რჩევა: თუ თქვენ სარგებლობთ დაკვირვების ტაქტიკით, შეეცადეთ იყოთ ფრთხილი, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი ყოფნა გავლენას არ მოახდენს კლიენტების ქცევაზე.
ბაზრის რაოდენობრივი კვლევა
რაოდენობრივი მიდგომა მიზნად ისახავს რიცხვებით გამოხატული გაზომვადი მონაცემების მიღებას და მოიცავს:
კონკურენტების ანალიზს:
ეს პროცესი მოიცავს თქვენი კონკურენტების ფასების შეგროვებას, მათი საბაზრო წილის ამოცნობასა და მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას.
გამოკითხვებს:
გაავრცელეთ კითხვარები, რათა მიიღოთ ადამიანების მოსაზრებები და შეხედულებები თქვენს ბაზარსა და პროდუქტზე.
შენიშვნა: გარკვეული მეთოდები, როგორიცაა, მაგალითად, ინტერვიუები, ხელს უწყობს თვისებრივი ან რაოდენობრივი მონაცემების მოპოვებას. ინტერვიუ ასევე შეიძლება იყოს გამოყენებული გაზომვადი ინფორმაციის მისაღებად, მაგალითად, “რამდენს ხარჯავთ ყოველთვიურად ტანსაცმელზე?” კითხვის დასმის დახმარებით.
ბაზრის კვლევა vs. მარკეტინგული კვლევა
ორივე, ბაზრის კვლევა და მარკეტინგული კვლევა, საგამოძიებო პროცესის დახმარებით, მოიცავს ინფორმაციის შეგროვებასა და სიღრმისეულ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის კვლევა არის კონკრეტული ბაზრის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის პროცესი, მარკეტინგული კვლევა მოიცავს ინფორმაციის მოხსენებასა და გამოცხადებას, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებისთვის, მარკეტინგული შესაძლებლობების იდენტიფიცირებიდან ან ამოცნობიდან დაწყებული მარკეტინგული პრობლემების გადაჭრით დამთავრებული.
მარკეტინგული კვლევა უფრო ფართოდ მოიცავს ოთხივე P-ს (product, price, place and popularization), რომელშიც შედის პროდუქტი, ფასი, ადგილი და პოპულარიზაცია, იმისათვის რომ კარგად გაიგონ და გაითვალისწინონ მომხმარებლების მოთხოვნილებები. ამის საპირისპიროდ კი, ბაზრის კვლევა ნაკლებად ორიენტირებულია მხოლოდ ერთ “p”-ზე, რომელიც მოიცავს ადგილსამყოფელს ან მომხმარებლების ყოფაქცევას.
მაგალითად, იმის დასადგენად, არის თუ არა მოთხოვნა ბრენდზე, პროდუქტსა ან მომსახურებაზე, ფირმამ შესაძლოა ჩაატაროს ბაზრის კვლევა. მარკეტინგული ან სარეკლამო კამპანიის დახვეწის მიზნით, მას შეუძლია ჩაატაროს მარკეტინგული კვლევა და განსაზღვროს სტრატეგიები კონკრეტული მარკეტინგული მდგომარეობისთვის, რომელსაც შემდგომ ბიზნესი აკონტროლებს.
ბაზრის კვლევა | მარკეტინგული კვლევა |
ორიენტირებულია ერთ კონკრეტულ ბაზარზე | ორიენტირებულია მარკეტინგული შესაძლებლობების ამოცნობასა და პრობლემების გადაჭრაზე |
ნაკლებად მოიცავს ოთხივე “P”-ის | ფართოდ მოიცავს მარკეტინგის ოთხივე “P”-ის |
ცდილობს ამოიცნოს და დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნილებები | ცდილობს ამოიცნოს ბაზრის მოთხოვნილებები |
ძირითადი დასკვნები
- ბაზრის კვლევა არის ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი მყიდველთა ჯგუფების შესახებ, რომლებსაც ბაზრები ეწოდება.
- იგი მოიცავს მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს და შემდეგ ბაზრის პოტენციალის შეფასებას.
- ბაზრის კვლევის ორი ძირითადი სახეობაა თვისებრივი ან დახურული და რაოდენობრივი მეთოდი, რომელიც იძლევა რაოდენობრივ მონაცემებს.
- ბაზრის კვლევა არის ნაკლებად ორიენტირებული ბაზრის კეთილდღეობაზე, მაშინ როდესაც მარკეტინგული კვლევა არის ფართოდ ორიენტირებული მარკეტინგული შესაძლებლობების ამოცნობასა და პრობლემების გადაჭრაზე.
სტატიის ავტორი: მარიამ ტატულაშვილი
იხილეთ ჩვენი სერვისები:
- საიტების დამზადება
- ლოგოს დამზადება
- SEO ოპტიმიზაცია
- მობილური აპლიკაციის დამზადება
- ელექტრონული კომერცია – ინტერნეტ მაღაზიის შექმნა
- გრაფიკული დიზაინი
- სავიზიტო ბარათების დამზადება
- სარეკლამო ბანერის დიზაინის დამზადება
- FACEBOOK გვერდის მართვა
- ლაიქების მომატება
- Google Ads (AdWords): გუგლის რეკლამა
- ბრენდბუქი
- სივის დამზადება
- ტექსტის თარგმნა
იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:
- თქვენი სარეკლამო ბიუჯეტის რა ნაწილი უნდა დახარჯოთ Facebook რეკლამაზე?
- ვებ დეველოპმენტი – სხვადასხვა სახეობა დამწყებთათვის
- კონტენტ მენეჯმენტი თუ კოპირაითინგი
- როგორ დავწეროთ სწორი meta description (მეტა აღწერა)?
- როგორ ვმართოთ მრავალი SEO პროექტი: 4 ექსპერტული რჩევა
- ძველი კონტენტი საიტზე – წავშალოთ თუ განვაახლოთ?
- Facebook 4 ახალ ელ. კომერციულ ფუნქციას ამატებს
- 4 რჩევა, როგორ შევქმნათ იდეალური მთავარი გვერდი
- ციფრული მარკეტინგის მენეჯერი – რას აკეთებს? რა სხვაობაა SEO-სთან
- SEO vs PPC: როდის და რომელი მეთოდი გამოვიყენოთ საძიებო მარკეტინგში მაქსიმალური მოგებისთვის?
- SEO VS SEM – რას ნიშნავს ისინი? რომელია უკეთესი?
- ტურისტული საიტის შექმნა – გზები და მეთოდები