როგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ პროდუქტიულობას და შედეგს ერთდროულად მრავალი SEO პროექტის მართვის დროს? გაეცანით ამ SEO ექსპერტულ რჩევებს.
ინტერნეტ სივრცეშიც არაერთხელ დასმულა მსგავსი კითხვა:
„გაქვთ რაიმე რჩევა ყოველდღიურად მრავალი SEO პროექტის მართვისთვის? დასაფასებელი იქნება ნებისმიერი რჩევა ან რაიმე სახის მითითებას, რომელიც SEO-ს პროფესიონალებს დაეხმარება.“
პირველი, რაც ამ კითხვის მოსმენისას გამიელვებს თავში არის ის, რომ მას აქვს უფრო ღრმა კონტექსტი: როგორ დარჩებით გზაზე თქვენი პროექტების კონკურენციისას თქვენს ინტერესებთან?
თუ გჭირდებათ SEO ოპტიმიზაცია, დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 26 26 12 – ჩვენი SEO სპეციალისტი თქვენს ვებ საიტს მოწინავე პოზიციებზე წარმოაჩენს.
ჩვენ ვაპირებთ განვიხილოთ, თუ როგორ დავაორგანიზოთ მრავალი SEO პროექტი და როგორ ვიყოთ კონცენტრირებულები, რადგან ეს ორივე მიზანი აუცილებელია.
1. შექმენით ყოველთვიურად ხელმისაწვდომი გრაფიკები და მიჰყევით მათ
ბევრი კლიენტისთვის SEO და მისთვის შესრულებული სამუშაო შეიძლება რთული გასაგები იყოს. ზოგიერთი დეტალი ხელშესახებია (რისი გაგებაც კლიენტებსაც შეუძლიათ), მაგალითად, სათაურების და შიდა ბმულების განახლება.
მაგრამ SEO-ს სხვა მნიშვნელოვანი ამოცანები – მაგალითად, კანონიკური თეგების განახლება, ბმულების აგება და 404 შეცდომის დაფიქსირება, ხშირად გაუგებარია.
ამიტომ უაღრესად სასარგებლოა, თქვენს კლიენტებს ვადაზე ადრე მიაწოდოთ შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი. მე მიყვარს მიზნების დაგეგმვა ერთი თვით ადრე (დასრულების თარიღებით) და ჩემი კლიენტებისთვის გრაფიკის მიწოდება.
ერთი თვის შემდეგ კი ვაწვდით შესრულებული სამუშაოს რეპორტს.
ეს მოიცავს სამ რამეს:
- ეს ჩვენს SEO მუშაობას უფრო ხელშესახებს ხდის.
- ეს კლიენტებს აჩვენებს, რომ ვეტევით ვადებში.
- ეს ხელს უწყობს ყოველდღიური ამოცანების პრიორიტეტულობას, რასაც შემდეგ ნაბიჯამდე მივყავართ.
2. გახადეთ პროექტის მართვის პროგრამა თქვენი საუკეთესო მეგობარი
არსებობს არაჩვეულებრივი SEO მენეჯმენტის პლატფორმები, რომლებიც გვეხმარება პროექტების ორგანიზებასა და მართვაში. მათგან რამდენიმე გამორჩეულია: Asana, FreedCamp და Trello (რჩევა: Trello სინქრონიზირდება Semrush-თან).
როგორც კი წინასწარ შეადგენთ გრაფიკს, შეგიძლიათ ამ პროექტის მართვის პლატფორმაზე მისი შეტანა.
აქ უპრიანი იქნება, შესრულების ვადად 2-3 დღით ადრე თუ მივუთითებთ, ვიდრე კლიენტთან მისაწოდებელი დროა. ეს გვეხმარება, რომ არ დაგვაგვიანდეს შესრულებული სამუშაოს მონაცემების დათქმულ დროს მიწოდება დამკვეთისთვის.
ზოგიერთი პლატფორმა ცალკეული დავალებებისთვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობას გვაძლევს, რაც თავის მხრივ ძალიან სასარგებლოა.
3. დაიწყეთ ყოველი დღე თქვენი ამოცანების გადახედვით
რაკი სამართავ პლატფორმებზე დავალებები შეტანილი გაქვთ, შეგიძლიათ, შესასრულებელ სამუშაოს ყოველი დღის დასაწყისში მარტივად გადახედოთ.
ყოველ დილას განიხილეთ, რა საქმე გაქვთ გასაკეთებელი დღის განმავლობაში, ხოლო სამუშაოს დასრულების შემდეგ მომდევნო დღის დავალებებსაც გადაავლეთ თვალი, რათა გონებრივად მომზადებული შეხვდეთ.
პირადად მე მირჩევნია, ერთ დღეს ერთ კონკრეტულ კლიენტზე ვიყო კონცენტრირებული, თუკი ეს შესაძლებელია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მოცემულ დღეს ერთი კლიენტის რამდენიმე დავალება მაქვს, ერთად დავაჯგუფებ და მათზე მუშაობას გავაგრძელებ. შემდეგ, გადავდივარ შემდეგი კლიენტის დავალებებზე.
4. მოერიდეთ მულტი-დავალების შესრულებას, რათა კონცენტრირებული იყოთ
ბევრი ჩვენგანისთვის რთულია კონცენტრირება, რადგან მთელი დღის განმავლობაში თქვენ გაქვთ ყველა სახის შეტყობინება, ზარი, მესიჯები და სხვა სახის შემაფერხებელი გარემოებები.
როდესაც მეილის შეტყობინება ან სხვა რაიმე მესიჯი მოდის, მარტივია საქმიდან წუთიერად მოწყეტა.
იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ეს შეტყობინება ვნახოთ, ჩვენ ვხსნით მას, შემდეგ პასუხს ვწერთ, შევდივართ ინტერნეტში რაიმეს სანახავად და სულ მალე აღმოვაჩენთ, რომ ერთი საათი გავიდა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ ერთ იმეილ შეტყობინებას შევამოწმებთ, კონცენტრაციის დაბრუნება და გაფანტული აზრის აღდგენას მინიმუმ 64 წამი სჭირდება.
ეს შეიძლება, ბევრი არ ჩანს, მაგრამ როცა ხშირად მეორდება, უკვე ძალიან დიდი დროის დაკარგვა გამოდის.
ეს ყველაფერი არ ეხება მხოლოდ ელ ფოსტის ან მესიჯის შემოწმებას, არამედ თუნდაც ზარს ან მოულოდნელ შეხვედრას.
არსებობს რამდენიმე გზა კონცენტრაციის შესანარჩუნებლად. პირველ რიგში, მთლიანად გათიშეთ თქვენი ელ. ფოსტა, ფეისბუქი და ყველა საკომუნიკაციო საშუალება, როდესაც კლიენტის ამოცანებზე მუშაობთ.
ასევე ეცადეთ გათიშოთ კალენდრის შეტყობინებებიც. სატელეფონო ზარები და შეხვედრები აუცილებელია SEO ბიზნესისთვის, მაგრამ შეეცადეთ დანიშნოთ ისინი ისე, რომ დროის დიდი ნაწილი დაუთმოთ კლიენტის სამუშაოს.
მესამე, იპოვნე ის, რაც დაგეხმარებათ ფოკუსირებაში, იქნება ეს საკუთარი ოთახი, მუსიკა თუ სხვა რამ.
ეს ყველაფერი დაგეხმარა მრავალი SEO პროექტის ერთდოროულად წარმატებით წარმართვაში. იმედი მაქვს, ეს რჩევები დაგეხმარებათ!
იხილეთ ჩვენი სერვისები:
- საიტების დამზადება
- ლოგოს დამზადება
- SEO ოპტიმიზაცია
- ელექტრონული კომერცია – ინტერნეტ მაღაზიის შექმნა
- გრაფიკული დიზაინი
- სავიზიტო ბარათების დამზადება
- სარეკლამო ბანერის დიზაინის დამზადება
- FACEBOOK გვერდის მართვა
- Google Ads (AdWords): გუგლის რეკლამა
- ბრენდბუქი
- სივის დამზადება
იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:
- ვებ დიზაინი – რატომ არის მნიშვნელოვანი?
- 4 რჩევა, როგორ შევქმნათ იდეალური მთავარი გვერდი
- Facebook 4 ახალ ელ. კომერციულ ფუნქციას ამატებს
- რა არის PPC (Pay-Per-Click) და როგორ მუშაობს ფასიანი ძებნა
- SEO vs PPC: როდის და რომელი მეთოდი გამოვიყენოთ საძიებო მარკეტინგში მაქსიმალური მოგებისთვის?
- Facebook Ads vs. Google AdWords – ფეისბუქის თუ გუგლის რეკლამა?
- SEO VS SEM – რას ნიშნავს ისინი? რომელია უკეთესი?
- 6 გზა ორგანული საძიებო ტრეფიკის Facebook-თან დასაკავშირებლად
- სოციალური მედია მენეჯმენტი
- ინტერნეტ (ონლაინ) მარკეტინგი
- რა არის ციფრული მარკეტინგი?
- ინტერნეტ რეკლამა: როგორ გავაკეთოთ რეკლამა ინტერნეტში
- სოციალური მედია – განმარტება და მაგალითები
- სოციალური მედია მარკეტინგი – განმარტება და მაგალითები
- ტრადიციული მედია VS ახალი მედია: რომელია უფრო სასარგებლო