დასაწყისშივე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში არსებული ვებ საიტების უმეტესობა ხელიდან უშვებს უდიდეს შესაძლებლობას, რომ მიიღოს უფასო ტრეფიკის დიდი ნაწილი, რომელიც გუგლიდან მოდის. ამ ყველაფრისთვის ვებ საიტს, პირველ ყოვლისა, სჭირდება სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე SEO პეციალისტი, რომელიც თავისი ძალისხმევით თქვენს ვებ გვერდებს მიიყვანს ისეთ კონდიციებამდე, რომ დააკმაყოფილოს მსოფლიოს წამყვანი საძიებო სისტემების მოთხოვნები. ყველაფრის დასაწყისი არის ვებ საიტების დამზადება, რომელსაც შემდგომი განვითარება სჭირდება. რა თქმა უნდა, საძიებო სისტემებს შორის წამყვანი პოზიციები უჭირავს Gooogle-ს, რომელზეც მოდის ქართული ინტერნეტ სივრცეში მაძიებლების დაახლოებით 90%. მას კი სურს, რომმომხმარებლებს მიაწოდოს მაქსიმალურად შესაბამისი, ადეკვატური და მაღალი ხარისხის კონტენტი, რათა შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გაზარდოს ბაზარზე საკუთარი წილი. თუ თქვენი ვებ საიტი ვერ დააკმაყოფილებს სათანადო პირობებს, არ ექნება გამართული SEO ოპტიმიზაცია, ცხადია, ვერ გადავა ტოპ პოზიციებზე და დაკარგავს შესაბამისი მაძიებლების უფასო ტრეფიკს.
თუ გჭირდებათ გამოცდილი და კვალიფიციური სეო სპეციალისტი, დაგვიკავშირდით: 593 26 26 12
დამატებითი ინფორმაცია სეოს შესახებ შეგიძლიათ, მიიღოთ ჩვენი ბლოგის სტატიებში, ან ჩვენი ვებსაიტის ძიების ველში მოძებნოთ ტერმინი „SEO”, რათა ინფორმაციულად მოემზადოთ იმისთვის, თუ რას უნდა ელოდეთ ამ მომსახურების შემდეგ. დამერწმუნეთ, არც ისე ცოტაა…
რას აკეთებს Seo სპეციალისტი?
ეს როლი მარკეტინგული სტრატეგიისა და გუნდის განუყოფელი ნაწილია.
თუ თქვენ არ გყავთ ბევრი ვიზიტორი თქვენს ვებსაიტზე, შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციია (SEO). სეო სპეციალისტი კი დაგეხმარებათ სწორედ ამაში.
ამ საკვანძო სიტყვების მეფეებს შეუძლიათ უფრო მეტი ღირებული ტრეფიკის შექმნა, ვიდრე თქვენს ყოველთვიურ სარეკლამო ბიუჯეტს.
კონკრეტულად რას აკეთებს SEO სპეციალისტი?
საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) სპეციალისტი აუმჯობესებს ვებსაიტების რეიტინგს ძირითად საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google, Bing და სხვა.
სპეციალისტი უზრუნველყოფს გვერდის ოპტიმიზაციას შესაბამისი ძიების შედეგების და მომხმარებლის პოზიტიური გამოცდილების მისაღებად, საიტის მზარდი ტრაფიკის, ლიდერობის მოცულობის და ბრენდის ცნობადობის მისაღებად.
“SEO სპეციალისტის მთავარი მიზანი იგივეა, რაც ნებისმიერი მარკეტერის: შექმნას მეტი გაყიდვები კომპანიისთვის”, – ამბობს ბრეტ ბასტელო, SEO მენეჯერი Inseev Interactive-ში, სან დიეგოს ციფრული მარკეტინგის სააგენტოში.
გვერდის ჭკვიანური ტაქტიკის გამოყენებით – საკვანძო სიტყვების ტეგებით, შიდა ბმულებით, სუფთა URL-ები და ა.შ. – “SEO-ს სპეციალისტს შეუძლია, გაზარდოს ვებსაიტის ხილვადობა საძიებო სისტემებში, რაც საბოლოოდ იწვევს ტრაფიკის გაზრდას და მეტ გაყიდვებს.”
სხვა მოვალეობები მოიცავს სათაურის და მეტა თეგების გაწერას და შენარჩუნებას, URL გადამისამართებებს და 404 შეცდომების კონტროლს; კონკურენტების ინტერნეტ აქტივობის ანალიზს; Google Search Console და მსგავსი ვებმასტერების ინსტრუმენტების მონიტორინგს; „Link building“ შესაძლებლობების იდენტიფიცირებას; და სააგენტოებთან და გაყიდვების მენეჯერებთან კონტრაქტების მოლაპარაკებას.
ზოგიერთი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს მარკეტინგისა და კრეატიული გუნდების წევრებთან, რათა განავითაროს ახალი ინიციატივები და მონიტორინგი გაუწიოს სოციალური მედიის ანგარიშების მუშაობას, მომხმარებლის ჩართულობის გაზრდის მიზნით.
SEO არის საძიებო სისტემის მარკეტინგის (SEM) განუყოფელი ნაწილი. რა თქმა უნდა, SEM-ის ცოდნა აუცილებელია SEO-ს სპეციალისტებისთვის, მაგრამ ის ასევე სასარგებლოა ყველასთვის, მარკეტერიდან დაწყებული, ფრილანსერი კოპირაითერით დამთავრებული.
რა უნარები სჭირდება SEO სპეციალისტს?
კომუნიკაციის უნარი ყველაფერია. თუ კლიენტი დაგიქირავებს მისი საიტის ოპტიმიზაციისთვის, თქვენ უნდა შეძლოთ მოქმედების საუკეთესო კურსის ჩამოყალიბება და ახსნა, თუ რატომ არის ეს მისთვის საუკეთესო გზა.
„მათ უნდა გააცნობიერონ, რას აკეთებთ, რათა გაიაზრონ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თქვენ იღებთ ბრძნულ გადაწყვეტილებებს მათი კომპანიისთვის“, – თავის აზრს გვიზიარებს კრის ჰორტონი, მთავარი კონსულტანტი Dr. Rankwell-ში, SEO საკონსულტაციო კომპანია ლოურენსვილში.
ასევე მნიშვნელოვანია რისკების შეფასება – „განსხვავების ცოდნა ცვლილებებს შორის, რომლებმაც შეიძლება, მნიშვნელოვნად დააზიანოს ვებსაიტის პროგრესი და ცვლილებებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ წინსვლის მოტანა“ – ასევე მნიშვნელოვანია ტენდენციების და იმის პროგნოზირება, თუ როგორ იმოქმედებს ისინი მომავალ ტრაფიკზე, ამბობს ჰორტონი.
თქვენ უნდა იცოდეთ Google Analytics (ან სხვა ვებ ანალიტიკის ინსტრუმენტი), რა თქმა უნდა, ასევე SEO ინსტრუმენტები, როგორიცაა SEMrush, Moz, ან Ahrefs.
ვინ არის SEO სპეციალისტის ხელმძღვანელი?
ეს დამოკიდებულია კომპანიაზე და მის სტრუქტურაზე. როგორც კომპანია „აიემსის“ თანამფლობელი და ციფრული მარკეტინგის მთავარი სპეციალისტი, ედიკა ელბაქიძე ანგარიშს უწევს თავის კლიენტებს. სხვებმა შეიძლება, შეატყობინონ მთავარ SEO-ს ან მარკეტინგის დირექტორს.
არის რამე ამ სამუშაოს მსგავსი?
არა, ამბობს ჰორტონი. „ეს არის ძალიან სპეციფიკური უნარების ნაკრები, რომელიც მოითხოვს დიდ დეტალურ ყურადღებას.”
„ეს სამუშაო ნამდვილად რთულად აღსაწერია,” დასძენს ბასტელო. „ხშირად, როდესაც ვცდილობ სხვებს ავუხსნა ჩემი საქმე, უბრალოდ ვამბობ „ციფრულ პიარს”.
როგორ შეიძლება ვინმემ შეაღწიოს ამ სფეროში?
მარკეტინგის განთლება სასარგებლოა, მაგრამ იმის გამო, რომ SEO ძალიან სპეციფიკურია, არ არსებობს ბევრი სასწავლებლის კურსი, რომელიც მოგცემთ თქვენთვის საჭირო უნარებს, განმარტავს ჰორტონი. გირჩევთ ინტერნეტში მრავლად არსებული მასალის შესწავლას.
Რას უნდა ელოდოთ SEO სპეციალისტად მუშაობისას ?
- SEO სპეციალისტად მუშაობა თქვენგან მოითხოვს, რომ მუდმივად გადახედოთ თქვენს უნარებს და იყოთ განახლებული მუდმივად ცვალებად ტექნოლოგიურ განვითარებასა და ტენდენციებთან. ამის გაკეთება შეგიძლიათ SEO და ინტერნეტ მარკეტინგის ბლოგების წაკითხვით და საძიებო სისტემის ალგორითმებში ცვლილებების თვალყურით – განსაკუთრებით Google-ის. თქვენ ასევე დაგჭირდებათ დროისა და ძალისხმევის ინვესტიცია Link Building-ის სტრატეგიების შესაქმნელად.
- თქვენ უნდა იყოთ მოქნილი, რადგან სავარაუდოდ, თქვენი დატვირთვა იქნება მრავალფეროვანი, შესაძლოა ერთ დღეს ვებ საიტის სტრუქტურაში შეიტანოთ ცვლილება და მეორე დღეს დაწეროთ ორიგინალური კონტენტი ვებგვერდებისთვის. თუმცა, თქვენ ხშირად გექნებათ დიდი კონტროლი იმაზე, თუ როგორ გაანაწილოთ თქვენი დატვირთვა.
- საზღვარგარეთ SEO-ს ბაზარზე დიდი კონკურენციაა, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით ახლა იკიდებს ფეხს და ნელნელა იზრდება. სავარაუდოდ, SEO სპეციალისტები ყოველთვის მოთხოვნადი იქნებიან.
დასკვნა
Seo სპეციალისტის სამუშაოს მნიშვნელობის შესახებ, უამრავი მასალის გაცნობა შეგიძლიათ, როგორც ჩვენს ბლოგზე, ისე ინტერნეტ სივრცეში არსებულ ზღვა მასალაში. გაეცანით მეტ ინფორმაციას და ანდეთ თქვენი კომპანიის ციფრული მარკეტინგი გამოცდილ და კვალიფიციურ გუნდს.
თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, ვის ანდოთ საკუთარი კომპანიის მრავალწლიანი მარკეტინგული განვითარება ციფრული მიმართულებით, კომანია IMC აიემსი, SEO მომსახურების გარდა, ასევე გთავაზობთ ბრენდინგს, ბრენდბუქის შექმნას, სოციალური გვერდების მართვას/ედვერთაიზინგს, მარკეტინგს, გრაფიკული დიზაინის მომსახურებას, ფოტოგრაფის მომსახურებას, ვიდეო გადაღებას, კოპირაითინგს და სხვა… დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 26 26 12 ან მოგვწერეთ Facebook გვერდზე IMC აიემსი
რეკომენდებული სტატიები:
- SEO-ს საფუძვლები: რა არის on-page SEO?
- როგორ გამოვთვალოთ აუდიტი და გავაუმჯობესოთ Bounce Rate SEO წარმატებისთვის
- 12 მნიშვნელოვანი SEO რჩევა Shopify ელ. კომერციის პლატფორმისთვის
- YouTube SEO იუთუბის სეო – როგორ დავირანკოთ ტოპში?
- საუკეთესო პრაქტიკა SEO-მეგობრული URL-ებისთვის
- SEO Freelancing: 10 რამ, რაც უნდა იცოდეთ, რომ იყოთ წარმატებული
- Internal Link სტრუქტურის საუკეთესო პრაქტიკა SEO-ს ასამაღლებლად
- 8 SEO რჩევა Google-ს პირველ გვერდზე მოსახვედრად
- როგორ ვმართოთ მრავალი SEO პროექტი: 4 ექსპერტული რჩევა
- ციფრული მარკეტინგის მენეჯერი – რას აკეთებს? რა სხვაობაა SEO-სთან
- SEO VS SEM – რას ნიშნავს ისინი? რომელია უკეთესი?
- ელექტრონული კომერციის SEO: 26 რჩევა ელ. კომერციისთვის
- 9 რჩევა SEO მეგობრული და გამორჩეული ბლოგისთვის