fbpx
socialuri-media-menejmenti

სოციალური მედია მენეჯმენტი

როგორც არ უნდა უდგებოდეთ სოციალური მედია მენეჯმენტს, სააგენტოს დახმარებით თუ ინსტრუმენტთა ნაკრებით, აუცილებელია უფრო მეტი გესმოდეთ, ვიდრე მხოლოდ სოციალური მედია მენეჯმენტის განმარტება. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რას მოიცავს ის და როგორ გამოიყენოთ იგი თქვენი კომპანიის წარმატებისთვის. გამომდინარე აქედან, ეს სახელმძღვანელო მოიცავს ყველაფერს, იმისთვის, რათა გაერკვეთ, რას წარმოადგენს სოციალური მედია მენეჯმენტი და რას საქმიანობს სოციალური მედიის მენეჯერი. მეტის გასაგებად განაგრძეთ კითხვა ან სტატიის წაკითხვამდევე დაიწყეთ თქვენი სოციალური მედია მენეჯმენტი დღესვე ჩვენი სოციალური მედიის მართვის სერვისებით.

 დაგვიკავშირდით Facebook გვერდზე ან დაგვირეკეთ ნომერზე – 593262612!

რა არის სოციალური მედია მენეჯმენტი?

სოციალური მედია მენეჯმენტი არის კონტენტის შექმნის, გამოქვეყნების და ანალიზის პროცესი, რომელსაც თქვენ განათავსებთ სოციალურ მედიის პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook, Instagram და Twitter, ასევე ამ პლატფორმებზე მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცესი. შეგიძლიათ გაიმარტივოთ სოციალური მედია მენეჯმენტი უფასო და ფასიანი ხელსაწყოებით ან სოციალური მედია მენეჯმენტის პროფესიონალური სერვისებით.

ვინ არის სოციალური მედიის მენეჯერი

სოციალური მედიის მენეჯერი მუშაობს კონსულტანტად, როგორც დისტანციურად (ფრილანსერი), ისე სოციალური მედიის სააგენტოს გუნდის წევრად. იგი გამოცდილი პროფესიონალია სოციალური მედია მარკეტინგში, რეკლამასა და მენეჯმენტში. ისინი ხელს შეუწყობენ თქვენი მიზნების მიღწევას სოციალურ მედიაში, მაგალითად, მიმდევართა (ფოლოვერების) რაოდენობის ან სოციალური მედიიდან შემოსავლების ზრდას.

რატომ გვჭირდება სოციალური მედია მენეჯმენტი?

სოციალური მედია მენეჯმენტი გთავაზობთ რამდენიმე სარგებელს, მათ შორის:

  • ღირებულება: არ აქვს მნიშვნელობა თქვენი მარკეტინგის ბიუჯეტს, სოციალური მედია ხარჯების ეფექტური განაწილების საშუალებაა. უფასოა სოციალური მედიის ქსელებში გაწევრიანება, შინაარსის განთავსება, მომხმარებლის კომენტარებზე პასუხის გაცემა და სხვა. რეკლამაც კი გთავაზობთ მომგებიან არხს თქვენი აუდიტორიის მისაღწევად და ინტერნეტ მიმდევრების შესაქმნელად.
  • მიღწევა: სოციალური მედიის ქსელების საშუალებით, როგორებიცაა Facebook და LinkedIn, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სოციალური მედიის პლატფორმები, როგორიცაა Pinterest, რათა გაეცნოთ ნიშის აუდიტორიას. ტრადიციული მარკეტინგი და რეკლამა ვერ ემთხვევა მიღწევას – ან ფასს – ან საზოგადოებას. ამიტომ ბიზნესისთვის აუცილებელია სოციალური მედია მენეჯმენტი.
  • მომხმარებლები: თქვენი სოციალური მედიის მარკეტინგულ სტრატეგიაში ჩართვა საშუალებას გაძლევთ, მარკეტინგული ინიციატივები მომხმარებლის ქცევას მოარგოთ. მაგალითად, ადამიანების 74% ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს სოციალურ ქსელს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ადამიანების 80% რჩევას იღებს სწორედ სოციალური ქსელის საშუალებით.
  • შესრულება: მარკეტერები და ბიზნესის მფლობელები ერთმანეთში ათანხმებენ სოციალური მედიის მარკეტინგისა და რეკლამირების შესრულებას (პერფორმანსს). სოციალური ქსელის საშუალებით, კომპანიებს შეუძლიათ შექმნან თავიანთი ბრენდი და შექმნან სამიზნე აუდიტორია და გაყიდვებიც. მაგალითად, ბიზნესიდან ბიზნესში (B2B) მარკეტერთა თითქმის 45%-მა მომხმარებელი შეიძინა Facebook-ის საშუალებით.

შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადამიანების 74% იყენებს სოციალურ მედიას

გაუმარტივეთ მათ გადაწყვეტილების მიღება სოციალური მედიის თვალისმომჭრელი მარკეტინგით. ნახეთ, როგორ შეუძლია თქვენს ბრენდს ამის განხორციელება, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მომსახურება ან მომსახურების პაკეტი ჩვენი სერვისებიდან.

რა პლატფორმებს მოიცავს სოციალური მედია მენეჯმენტი?

კითხვა – ”რა არის სოციალური მედიის მენეჯმენტი?” თავის თავში მოიცავს პლატფორმებსაც. ეს ჭკვიანური კითხვაა, რადგან საჭიროა, ფოკუსირდეთ იმ დროსა და რესურსებზე, რომელსაც სოციალურ ქსელებს უთმობთ. ეს იმიტომ, რომ ისინი ერთერთ ყველაზე დიდ ღირებულებას გვთავაზობენ ჩვენი ბიზნესისთვის. აქ მოცემულია სოციალური მედია მენეჯმენტის ყველაზე გავრცელებული პლატფორმები:

სოციალური მედია პლატფორმები

Facebook – ფეისბუქი

Facebook ყოველდღიურად ერთ მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებლით, Facebook არის მასიური სოციალური მედიის ქსელი. ამიტომ სააგენტოები, რომლებიც გვთავაზობენ სოციალური მედია მენეჯმენტის სერვისებს, არა მხოლოდ სპეციალიზდებიან Facebook-ში, არამედ მას რეკომენდაციას უწევენ აუდიტორიის მრავალფეროვნების გამო.

  • დემოგრაფია: Facebook გთავაზობთ რამდენიმე განსხვავებულ დემოგრაფიულ მონაცემს, ზრდასრულებიდან და ახალგაზრდებიდან დაწყებული, ქალებამდე და მამაკაცებით დასრულებული. გარდა ამისა, აშშ-ში ზრდასრულთა 50 პროცენტზე მეტი დღეში რამდენჯერმე იყენებს Facebook-ს, რაც სამიზნე აუდიტორიის სხვადასხვა სეგმენტთან დაკავშირების საშუალებას იძლევა.
  • გამოყენება: სოციალური მედია მენეჯმენტის თვალსაზრისით, Facebook სასარგებლოა არსებულ და მომავალ მომხმარებლებთან ურთიერთობის დასამყარებლად. მას ასევე შეუძლია დაეხმაროს ბრენდის ერთგულებას, რაც ხელს შეუწყობს სამომავლო შესყიდვებს.
  • ბონუსები: Facebook-თან დაკავშირებით მასიური ბონუსია ის, რომ მასში წარმოდგენილია რეკლამებისა და კონტენტის ფორმატის მრავალფეროვანი ვარიაცია, ფოტოებიდან დაწყებული ვიდეოებითა და ტექსტებით დამთავრებული. უფრო მეტიც, ბიზნესიდან ბიზნესში (B2B) მარკეტერების 40 პროცენტზე მეტმა, ახალი მომხმარებლები სწორედ აქ შეიძინა.

თქვენს ინდუსტრიას და მიზნებს არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ Facebook პლატფორმა თქვენს სოციალურ მედია სტრატეგიაში.

Twitter – ტვიტერი

twitter-თვითერი 330 მილიონი მომხმარებლით, Twitter არ გვთავაზობს იგივე მიღწევას, როგორც Facebook, თუმცა ის უზრუნველყოფს თქვენს წვდომას ბიზნესს მომხმარებელთა ჯგუფთან, რომლებიც ყოველდღიურად ურთიერთობენ ბრენდებთან. თქვენი სამიზნე აუდიტორიიდან გამომდინარე, ეს უპირატესობას ქმნის. შეიტყვეთ მეტი Twitter-ის სოციალური მედია მარკეტინგის შესახებ:

  • დემოგრაფია: აშშ-ს ზრდასრულების 25 პროცენტზე ნაკლებს აქვს Twitter ანგარიში, თუმცა სოციალური მედიის ეს პლატფორმა უზრუნველყოფს კონკურენტულ წვდომას 18-დან 29 წლამდე მომხმარებლებისთვის – Twitter-ის მომხმარებლების 40 პროცენტი ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან. ისინი ამავე დროს აქტიურად მუშაობენ დღეში რამდენჯერმე ამ პლატფორმაზე.
  • გამოყენება: Facebook-ისგან განსხვავებით, Twitter უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს ახალ ამბებზე. იგი ასევე ხაზს უსვამს ორმხრივ საუბრებს მომხმარებლებს შორის, იქნება ეს ბრენდი თუ მომხმარებელი. თუ თქვენ აპირებთ თქვენს სამიზნე აუდიტორიასთან ურთიერთობას, Twitter ძალიან კარგი ვარიანტია.
  • ბონუსები: Twitter-ის ერთ-ერთი უპირატესობა მისი მომხმარებლებია – ისინი აქტიურად და სიამოვნებით ურთიერთობენ სხვა მომხმარებლებთან. Twitter-ს ასევე აქვს სპეციფიური აუდიტორია, რაც გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ 18-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანები თქვენს სამიზნე ბაზარზე იმყოფებიან.

Twitter ყველა კომპანიისთვის არ არის, მაგრამ ის გარკვეულ სექტორებში მყოფებისთვის საკმაოდ ღირებულია.

Instagram – ინსტაგრამი

instagram-ინსტაგრამი თვეში მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებლით, Instagram ხდება ახალი სტანდარტი სოციალური მედიის მართვის სერვისებისთვის. მისი ფოკუსირება ფოტოებზე, ისევე როგორც ვიდეოებზე, ხელს უწყობს კომპანიებს, თავი გამოიჩინონ შემოქმედებითი კონტენტით თავიანთი აუდიტორიამდე მისასვლელად და მათი ჩართვისთვის.

  • დემოგრაფია: Instagram არის წამყვანი პლატფორმა 18-დან 29 წლამდე, და ასევე 30-დან 49 წლამდე მომხმარებლებთან დასაკავშირებლად. 18-დან 29 წლამდე ამერიკელების თითქმის 65 პროცენტი იყენებს Instagram-ს 30-დან 49 წლამდე მომხმარებლებისთვის, ეს რიცხვი დაახლოებით 40-პროცენტია.
  • გამოყენება: Facebook-ის მსგავსად, ინსტაგრამი სასარგებლოა მომხმარებლებთან ურთიერთობის დამყარებისა და მათი ჩართვისთვის. თქვენი ინდუსტრიიდან გამომდინარე, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ Instagram ახალი სამიზნეების (ლიდების) შესაქმნელად. ამიტომ საცალო, გასართობი და სილამაზის ბიზნესები ხშირად იყენებენ ამ პლატფორმას.
  • ბონუსები: Instagram-ის სარგებელი არის ის, რომ მომხმარებლებს უყვართ პლატფორმის გამოყენება. ამიტომ 60 პროცენტიანი შესვლა დღეში რამდენჯერმე, ზრდის შანსს, რომ მომხმარებლები არა მხოლოდ ნახავენ თქვენს შეტყობინებებს, არამედ გამოეხმაურებიან მათ.

გარკვეული ბაზრებისთვის, Instagram აუცილებელი პლატფორმაა თქვენს სოციალური მედია სტრატეგიაში.

LinkedIn – ლინკდინი

linked-in-ლინკდინი როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი პროფესიონალური სოციალური ქსელი, LinkedIn გთავაზობთ 550 მილიონზე მეტ მომხმარებელს. სწორედ ამიტომ, ეს იდეალური პლატფორმაა ბიზნესისთვის, რომელსაც სურს კანდიდატების შერჩევა, ასევე ინდუსტრიის ლიდერად თავის დამკვიდრება.

  • დემოგრაფია: LinkedIn არის პოპულარული პლატფორმა უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებში, რის გამოც კურსდამთავრებულთა 50 პროცენტი იყენებს LinkedIn პროფილს. კიდევ უკეთესი, LinkedIn მომხმარებელთა 90 პროცენტი ასევე Facebook-ზეა, რაც გამოსადეგია, თუ თქვენი სტრატეგია ორიენტირებულია ორივე პლატფორმაზე.
  • გამოყენება: Twitter-ის მსგავსად, LinkedIn სასარგებლოა ახალი ამბების მსგავსი მასალების, მაგალითად, კომპანიის განცხადებების ან ინდუსტრიის სპეციფიკური სიახლეების გასაზიარებლად. მას ასევე შეუძლია სხვა კომპანიებთან ურთიერთობების განვითარებაში დახმარება, ასევე თქვენი რეპუტაციის შექმნა კონტენტ მარკეტინგის საშუალებით.
  • ბონუსები: LinkedIn გთავაზობთ რამდენიმე სარგებელს ბიზნესისთვის, განსაკუთრებით B2B ოპერაციებისთვის. B2B ლიდების (სამიზნეების) სოციალური მედიიდან, 80 პროცენტი მოდის LinkedIn-ზე. ამიტომ მარკეტერების 60 პროცენტზე მეტი თვლის, რომ ეს მათი ბიზნესისთვის ყველაზე ეფექტური პლატფორმაა.

თქვენი მიზნებიდან, ბაზარიდან და ოპერაციებიდან გამომდინარე, LinkedIn-ს შეუძლია რამდენიმე უპირატესობის შეთავაზება.

YouTube – იუთუბი

youtube-იუთუბი ერთ მილიარდზე მეტი მომხმარებლით, YouTube გთავაზობთ წვდომას ას მსოფლიოში ზრდასრულთა 60 პროცენტზე მეტთან. აქედან გამომდინარე, ბიზნესი უფრო მეტს აკეთებს მათი YouTube ანგარიშებით, დაწყებული სასწავლო ვიდეო გაკვეთილების შექმნით დამთავრებული კულისებს მიღმა მასალის ჩვენებით.

  • დემოგრაფია: Facebook-ის მსგავსად, YouTube-ში მომხმარებლების ფართო სპექტრია, 18-დან 65 წლამდე და ზემოთ. 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანების 40 პროცენტიც კი უყურებს YouTube-ს, ხოლო 50-დან 64 წლის ასაკის თითქმის 68 პროცენტი სტუმრობს ამ პლატფორმას.
  • გამოყენება: YouTube-ით თქვენს კომპანიას შეუძლია მომხმარებლებს მიაწოდოს ინფორმაციული კონტენტი. ამის რამდენიმე მაგალითია, ვიდეო გაკვეთილები თქვენი პროდუქტის შესახებ, ასევე თქვენს ინდუსტრიასთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული ვიდეო განხილვები. ამან შეიძლება გაზარდოს მომხმარებლის ბრენდის ცნობადობა, ასევე გამოიწვიოს კონვერტაცია.
  • ბონუსები: YouTube-ის მნიშვნელოვანი სარგებელი არის ის, რომ ის უფრო მეტად კონვერტირებადია ვიდრე სხვა სოციალური მედია პლატფორმა – თუნდაც Facebook. ამან შეიძლება დიდი სარგებელი მოიტანოს თქვენი კომპანიისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ სთავაზობთ მაღალფასიან პროდუქტს.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა სოციალურ მედიასაშუალებებზე უფრო დროის ინვესტირებაა საჭირო, YouTube-ის გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის ნამდვილად ღირს.

Pinterest – პინტერესტი

pinterest-პინტერესტი Pinterest-ს 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს, რაც კომპანიებს ძლიერი ვიზუალური აქცენტით, როგორიცაა კაბინეტის მწარმოებლები, ტანსაცმლის მაღაზიები და ყვავილების მაღაზიები, საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ თავიანთ სამიზნე აუდიტორიაში მყოფ ხალხს.

  • დემოგრაფია: ამ სოციალური მედიის პლატფორმას ყავს ძლიერი ქალი აუდიტორია, ქალების 40 პროცენტზე მეტი და მამაკაცების მხოლოდ 16 პროცენტი იყენებს Pinterest-ს. ასევე პლატფორმაზე დომინირებენ 18-დან 49 წლამდე მომხმარებლები.
  • გამოყენება: Pinterest შესანიშნავია თქვენი პროდუქტის წარმოსაჩენად, რეკლამირების გარეშე. მაგალითად, აქ თქვენ შეგიძლიათ გამოარჩიოთ თქვენი საქონლის სარგებლიანობა და მახასიათებლები. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინფლუენსერებს თქვენი პროდუქციის შემდგომი პოპულარიზაციისთვის.
  • ბონუსები: Pinterest-ის ერთი ბონუსი ის არის, რომ მომხმარებლები მას ეყრდნობიან სამომავლო შესყიდვების დაგეგმვისას. ერთ-ერთმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ მრავალმილიონიანი აუდიტორიის 85 პროცენტზე მეტი იყენებს მას ამ მიზნით. შედეგად, თქვენ უკავშირდებით მომხმარებლებს, რომლებიც უკვე გეგმავენ ყიდვას.

თქვენი აუდიტორიიდან გამომდინარე, Pinterest სოციალური მედია მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი აქტივია. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოები განსხვავდებიან პლატფორმებში სპეციალიზირებით, კომპანია IMC აიემსი ფოკუსირებულია რამდენიმე სოციალური მედიის პლატფორმაზე. ჩვენი სოციალური მედია მენეჯმენტის სერვისები ამ ეტაპზე მოიცავს Facebook და Instagram გვერდების ადმინისტრირებას, აგრეთვე ნაწილობრივ მომსახურებას Youtube, LinkedIn და Pinterest პლატფორმებზე.

იხილეთ ჩვენი სერვისები:

   რეკომენდებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

იმედია, საინტერესო სტატია გამოგვივიდა. დასტურად, გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელებში

Skip to content