თანამედროვე სამყაროში გარდაუვალ აუცილებლობად ჩამოყალიბდა ბიზნესის საქმიანობა ინტერნეტში და ამით უფრო მეტი სარგებლის მიღება. ინტერნეტ სივრცე იმდენად ფართოა შესაძლებლობებით, რომ არაერთ გზას გვთავაზობთ მარკეტინგული სტრატეგიების განსახორციელებლად. სოციალური მედია მარკეტინგი, SEO ოპტიმიზაცია, საძიებო სისტემების მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი თუ სხვა სხვა არხები დღითიდღე განუყოფელ ნაწილებად ყალიბდება ჩვენს ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებში.
თუმცა ამ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად აუცილებელი წინაპირობაა საიტის დამზადება, რადგან ჩვენი ბიზნესის სახე ინტერნეტ სივრცეში სწორედ კომპანიის ვებსაიტია. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში ვისაუბრებთ ვებსაიტის მნიშვნელობაზე ინტერნეტში წარმოჩენის გასაზრდელად.
როგორ განსაზღვრავთ ონლაინ წარმოჩენას?
ონლაინ წარმოჩენა არის, და ზოგჯერ არ არის, ზუსტად ის, რასაც ფიქრობთ. თქვენ, შესაძლოა იყოთ ინტერნეტში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კარგი წარმოჩენა გექნებათ. თქვენი წარმოჩენა უფრო ღრმა საკითხია, რომელიც ასახავს თქვენი ბიზნესის სრულ სურათს, შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით:
- თქვენ: თქვენს მიერ განხორციელებული მოქმედებები და წარმოებული კონტენტი.
- ინტერნეტი: სად დგახართ საძიებო სისტემისა და სოციალური მედიის ალგორითმების გათვალისწინებით.
- საზოგადოება: როგორ აღიქვამენ ადამიანები თქვენს ბიზნესს ინტერნეტში, რას ამბობენ თქვენზე, როგორ ურთიერთობენ თქვენთან.
ასე რომ, ინტენრტში ყოფნამ შეიძლება გამოგაჩინოთ რუკაზე, ონლაინ წარმოჩენა კი თქვენს ხილვადობას, სანდოობასა და რეპუტაციას უკავშირდება. ძლიერი ონლაინ წარმოჩენის გარეშე, თქვენ ის, ფაქტობრივად, საერთოდ არ გაქვთ. ეს არის ყველაფერი ან არაფერი კიბერ სივრცის ხმაურიან სამყაროში.
თუმცა სანამ ტაქტიკასა და სტრატეგიაში გადავეშვებით, მოდით, ჯერ ამ თამამი განაცხადის საფუძვლებზე ვისაუბროთ.
რატომ გვჭირდება ძლიერი ონლაინ წარმოჩენა?
რაც უფრო მეტი გზით შეგიძლიათ, განათავსოთ თქვენი ბიზნესი თქვენი სამიზნე აუდიტორიის წინაშე ხარისხიანი გამოცდილებით, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად და თქვენი რეპუტაციის გასაუმჯობესებლად. თუმცა არსებობს სხვა გზები, რათა ძლიერმა ონლაინ წარმოჩენამ სარგებელი მოუტანოს თქვენს ბიზნესს.
- გახდით აღმოჩენადი: ძლიერი ონლაინ წარმოჩენა საშუალებას გაძლევთ, აღმოგაჩინონ იდეალურმა მომხმარებლებმა, რომლებმაც თქვენს შესახებ არაფერი იციან. ისინი შესაძლოა ეძებდნენ არ არც ეძებდნენ იმას, რასაც თქვენ სთავაზობთ.
- გახდით ლეგიტიმური ბიზნესი: მომხმარებლები ყიდვის გადაწყვეტამდე ეყრდნობიან ინფორმაციის მრავალ წყაროს. თუ ინფორმაციას თქვენი ბიზნესის შესახებ ყველა ამ წყაროში არ წარმოაჩენთ, თქვენ გამოგტოვებთ ბევრი მომხარებელი და საძიებო სისტემა.
- გახსენით თქვენი ბიზნესი 24/7-ზე: თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ონლაინ წარმოჩენა, ხალხს შეუძლია, აღმოგაჩინოთ, შეგისწავლოთ, გამოგეხმაუროთ და დაგიკავშირდეთ, მათთვის საუკეთესო დროს. არ აქვს მნიშვნელობა, სად იმყოფებიან ან რა მოწყობილობას იყენებენ.
- დაზოგე ფული: ციფრული მარკეტინგის პლატფორმებს მოყვება მონაცემები იმისთვის, რომ გითხრათ, რა მუშაობს და რა არა. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შესაბამისად გამოყოთ ბიუჯეტი.
- მიიღეთ მეტი კონვერტაცია: საშუალოდ შვიდი შეხვედრაა საჭირო ბიზნესთან, სანამ სამიზნე მომხმარებელი გახდება. მრავალ არხზე წარმოჩენა ქმნის შესაძლებლობებს, რომ ეს საქმე უფრო სწრაფად მოხდეს.
- დაიმსახურე Google-ის ნდობა: რეიტინგის შედგენისას Google გაითვალისწინებს მხოლოდ თქვენს ვებ-გვერდს. ეს რეალურად უყურებს თქვენს აქტივებს ინტერნეტში და იმას, თუ რამდენად თანმიმდევრულია ისინი.
- გახადეთ ყიდვის პროცესი იდეალური: ვაჭრობის 63% იწყება ინტერნეტით. ძლიერი ონლაინ წარმოჩენით, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოთ ვაჭრობის სხვადასხვა ეტაპზე, რაც მოიცავს სხვადასხვა მოწყობილობას.
წყარო: Forbes
დაბოლოს, კრებითი მენტალიტეტი. თქვენი თითოეული ონლაინ აქტივი და იდენტობა ერთმანეთს აძლიერებს. თითოეული არხი სხვებთან ერთად უკეთ წარმოჩინდება, ვიდრე ცალკეულად.
როგორ გავზარდოთ ჩვენი ონლაინ წარმოჩენა ვებსაიტით?
არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ შეიტყობს ვინმე თქვენი ბიზნესის შესახებ – იქნება ეს სოციალური მედიით, რეკლამით, ჩამონათვალით, პირდაპირი ელ. ფოსტის, მეგობრის მეშვეობით ან თუნდაც მოგზაურობის დროს მისი ნახვისას – მათი პირველი ნაბიჯი თქვენს ვებ-საიტზე შესვლაა. ოფისში მოსვლა ან დარეკვა ნაკლებად მიმზიდველია, ვიდრე თქვენი საიტის დათვალიერება საკუთარი პირობებით და მათთვის სასურველი ინფორმაციის სწრაფად შეგროვება. სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა 30% არ მიგიჩნევთ ბიზნესად ვებ-გვერდის გარეშე.
მომხმარებელთა 30% არ განიხილავს ბიზნესს ვებსაიტის გარეშე.
ეს არის 2017 წლის სტატისტიკა, ამიტომ პროცენტული მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაიზარდა და პანდემიამ კიდევ უფრო „წაახალისა“.
ასე რომ, აქ აროს გზები, თუ როგორ გავზარდოთ ბიზნესი ონლაინ წარმოჩენა ვებსაიტის დახმარებით.
1. შექმენით თანამედროვე, მიმზიდველი საიტი
დღეისათვის მომხმარებლებს დიდი მოლოდინი აქვთ – იმდენად დიდი, რომ თუ კარგი ვებსაიტი არ გაქვთ, სჯობია, საერთოდ არ გქონდეთ. ფაქტობრივად, მომხმარებელთა 75% აღიარებს კომპანიის სანდოობას მათი ვებსაიტის დიზაინის საფუძველზე.
კომპანია IMC აიემსი გთავაზობთ დახვეწილი და თქვენი კომპანიის მიზნებზე მორგებული საიტის დამზადებას. ხშირ შემთხვვაში ხალხი არასწორ გადწყვეტილებას იღებს საიტის დამზადებასთან დაკავშირებით და უამრავ ფულს იხდის შეუფერებელი საიტის დამზადებაში. მაშინ, როცა ჩვენი დამკვეთების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილი დარჩა ჩვენი მომსახურებით და მიღებული შედეგებით.
დაგვიკავშირდით, თუ საიტის დამზადება გჭირდებათ! 593262612
2. გამოიყენეთ SEO ოპტიმიზაცია უახლესი განახლებების გათვალისწინებით
იცოდით, რომ მცირე ბიზნესის მხოლოდ 49% ინვესტირებს SEO-ში? (ეს ციფრები საზღვარგარეთ, საქართველოში კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელია)
SEO ოპტიმიზაცია ეხმარება ბიზნესს საძიებო სისტემებიდან (მაგ. Google) უფასო ტრეფიკის მიღებაში. მართალია, ეს ხანგრძლივი პროცესია, თუმცა როდესაც წამყვან პოზიციებს დაიკავებთ, მუდმივი უფასოდ მიღებული მომხმარებლები გარანტირებულია.
როგორ გამოგვადგება SEO ონლაინ წარმოჩენის ზრდაში:
- გამოიყენეთ გამოცდილი და საუკეთესო პრაქტიკა, როგორიცაა ხარისხიანი, საკვანძო სიტყვებზე ორიენტირებული კონტენტის შექმნა, სურათების ოპტიმიზაცია და ბმულების შენება.
- გააუმჯობესეთ თქვენი Core Web Vital გვერდების გამოცდილების განახლებასთან ერთად (ვებსაიტის ტექნიკური მაჩვენებლები).
- გამოასწორეთ მობილური ვერსიის შეცდომები.
- გამოიყენეთ schema markup-ი ისე, რომ თქვენი საიტი მდიდარი ფრაგმენტებით გამოჩნდეს SERP-ში. გამოაჩინეთ მაგალითად, რეიტინგები ან თუნდაც თქვენი მთავარი ნავიგაციის გვერდები.
- უპირატესობა მიანიჭეთ ადგილობრივ SEO-ს. პანდემიამ გააძლიერა სამომხმარებლო მხარდაჭერა ადგილობრივი ბიზნესის მიმართ, რაც გაგრძელდება კოვიდის შემდგომ პერიოდში.
3. გამოიყენეთ მეტი საკვანძო სიტყვა ბიზნეს ბლოგში
თქვენი ვებსაიტის ძირითადი გვერდები (საწყისი გვერდი, ფასები, პროდუქტები / მომსახურება, კონტაქტი) შედარებით შეზღუდულია თქვენი სერვისისა და მდებარეობის გარდა სხვა საკვანძო სიტყვების ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. თქვენ არ გაქვთ ბევრი ტექსტი ამ გვერდებზე დასატანი, ხოლო მომხმარებლები, შეიძლება მრავალი საკვანძო სიტყვით ეძებდნენ თქვენს შეთავაზებებს. ამიტომ, ბლოგის წარმოება და ამ საძიებო ტერმინების გამოყენება ცალკეულ სტატიებში, ნამდვილად კარგი საშუალებაა Google-დან ხალხის მოსაზიდად.
ბლოგის საშუალებით, თქვენს მიერ გამოქვეყნებულ თითოეულ პოსტს შეუძლია ჩართოს შესაბამისი საკვანძო სიტყვა და ინდივიდუალურად ოპტიმიზირდეს ამ საკვანძო სიტყვაზე, რაც საშუალებას მოგცემთ გამოჩნდეთ ძიების შედეგებში. პირველ გვერდზე მეტი გამოჩენა არ ნიშნავს მხოლოდ ვებ-გვერდის უფრო ძლიერ წარმოჩენას; ეს ასევე ნიშნავს მეტ ტრეფიკს და სანდოობას. სინამდვილეში, ბიზნესები, რომლებიც ბლოგს იყენებენ, 55%-ით მეტ ვიზიტორს იღებენ საიტზე, ვიდრე ისინი, რომელიც არა.
მცირე ბიზნესის ბლოგპოსტი საძიებო სისტემის წამყვან პოზიციაზე
გარდა ამისა, აქ თქვენ შეგიძლიათ, გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და თქვენი ბრენდიც უკეთ წარმოაჩინოთ – ორივე დეტალი მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ონლაინ წარმოჩენის რეპუტაციის კომპონენტში.
ბლოგის წარმოებისას, დარწმუნდით, რომ:
- თითო პოსტზე გამოიყენებთ ერთი საკვანძო სიტყვა (ან საკვანძო სიტყვის თემა) და შეიტანთ მას თქვენს სათაურში, ქვესათაურებში, ფაილების სახელებში (მაგ. ფოტოსურათის ALT სათაურში), ალტერნატიულ ტექსტსა და მეტა აღწერაში.
- შეიტანეთ შეკითხვის საკვანძო სიტყვები H2-ებში, რათა გაზარდოთ შანსი, გამოჩნდეთ “ხალხი ასევე კითხულობს”-ში.
- გამოიყენეთ დანომრვა და ბულტები სიებში, რათა შესაძლებლობის შემთხვევაში გამოჩნდეს რჩეული ფრაგმენტებში (Featured Snippets).
- გააზიარეთ თქვენი სტატიები სოც ქსელებსა და ელ. ფოსტაში.
ფიზიკურ სამყაროში შეგიძლიათ მხოლოდ ერთ ადგილას იყოთ, მაგრამ ინტერნეტით შეგიძლიათ ერთდროულად მრავალ ადგილას გამოჩნდეთ, იმ ადგილებზე, სადაც თქვენი ამჟამინდელი და პოტენციური მომხმარებლები უმეტეს დროს ხარჯავენ. ძლიერი ონლაინ წარმოჩენა საშუალებას აძლევს თქვენს ბიზნესს ახალი მომხმარებლები აღმოაჩინოს. ხოლო, რაც მეტი შეხება გაქვთ თქვენს აუდიტორიასთან, მით უფრო შეძლებთ შექმნათ თქვენი რეპუტაცია, გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა, გააკეთოთ მონაცემთა საფუძველზე ოპტიმიზაცია და საბოლოოდ გაზარდოთ შემოსავალი.
იხილეთ ჩვენი სერვისები:
- საიტების დამზადება
- ლოგოს დამზადება
- SEO ოპტიმიზაცია
- ელექტრონული კომერცია – ინტერნეტ მაღაზიის შექმნა
- გრაფიკული დიზაინი
- სავიზიტო ბარათების დამზადება
- სარეკლამო ბანერის დიზაინის დამზადება
- FACEBOOK გვერდის მართვა
- Google Ads (AdWords): გუგლის რეკლამა
- ბრენდბუქი
- სივის დამზადება
იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:
- ციფრული მარკეტინგის მენეჯერი – რას აკეთებს? რა სხვაობაა SEO-სთან
- რა არის PPC (Pay-Per-Click) და როგორ მუშაობს ფასიანი ძებნა
- SEO vs PPC: როდის და რომელი მეთოდი გამოვიყენოთ საძიებო მარკეტინგში მაქსიმალური მოგებისთვის?
- Facebook Ads vs. Google AdWords – ფეისბუქის თუ გუგლის რეკლამა?
- SEO VS SEM – რას ნიშნავს ისინი? რომელია უკეთესი?
- 10 მარკეტინგული სტრატეგია ჩვენი ბიზნესის ზრდისთვის
- სოციალური მედია მენეჯმენტი
- ინტერნეტ (ონლაინ) მარკეტინგი
- რა არის ციფრული მარკეტინგი?
- რა არის კონტენტ მარკეტინგი?
- ინტერნეტ რეკლამა: როგორ გავაკეთოთ რეკლამა ინტერნეტში
- სოციალური მედია – განმარტება და მაგალითები
- სოციალური მედია მარკეტინგი – განმარტება და მაგალითები
- ტრადიციული მედია VS ახალი მედია: რომელია უფრო სასარგებლო
- გრაფიკული დიზაინი – 8 მიმართულება