fbpx
turistuli-saitis-Sheqmna

ტურისტული საიტის შექმნა – გზები და მეთოდები

ყველა ტურისტული ბიზნესის მფლობელისთვის მთავარი მიზანია, შექმნას ხარისხიანი ონლაინ სივრცე საკუთარი მნახველებისა და მომხმარებლებისთვის. ამისთვის აუცილებელია ტურისტული საიტის შექმნა.

ნებისმიერი სახის ვებ საიტის დამზადება საუკეთესო პირობებით შეგიძლიათ მხოლოდ ჩვენთან, კომპანია „აიემსიში“ 593 26 26 12

Think with Google Travel insights”-ის თანახმად, მგზავრების 68% იმის გადაწყვეტამდე, სად და როგორ უნდა გაემგზავრონ, იწყებენ კვლევას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს სურთ შეიძინონ შესაბამისი გამოცდილება და ცდილობენ, მიეყრდნონ მხოლოდ სანდო წყაროებს (ბრენდირებული ვებგვერდები, მომხმარებლებისა და ოჯახის ან მეგობრების მოსაზრებები და განხილვები), რათა მოახდინონ გავლენა თავიანთ და სხვა ადამიანების არჩევანზე.

ეს კი ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ვინაიდან რაც უფრო კარგი და საინტერესო კონტენტის შექმნა და დამზადება შეგიძლიათ თქვენს საიტზე, რომელიც მიზნად ისახავს თქვენი მომხმარებლების ჩართვას, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ მათი სტუმრად ან მომხმარებლად გადაქცევისა.

რა არის საჭირო ტურისტული საიტის შექმნისთვის?

შექმენით ან დაამზადეთ საინტერესო შინაარსი თქვენი ვიზიტორებისთვის

როდესაც საქმე ეხება შინაარსის, როგორც რეკლამის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ფორმის წარდგენას, თქვენი ტურისტული საიტი ხდება თქვენი ყველაზე ძვირადღირებული აქტივი. თუ თქვენს ტურისტულ საიტს ხშირად არ სტუმრობენ მნახველები (რომლებიც გულმოდგინედ მოიზიდეთ SEO-ს, სოციალური მედიისა და ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის საშუალებით), მაშინ ისინი დიდხანსაც არ გაჩერდებიან თქვენს ვებგვერდზე.

გამომდინარე აქედან, თქვენი მიზანია არა მხოლოდ ტურისტული საიტის შექმნა, არამედ ხარისხიანი კონტენტის შექმნა თქვენს საიტზე. ერთ-ერთი გზაა ბლოგ პოსტების წერა, რაც არა მარტო მოგიზიდავთ ხალხს, არამედ უზრუნველყოფს მათი ჩართულობის ზრდას.

ვიდეო შეიძლება იყოს საკმაოდ მიმზიდველი თქვენი მომხმარებლებისთვის

იცოდით თუ არა იმის შესახებ, რომ ტურისტთა 46% და ბიზნეს ტურისტთა 68% დანიშნულების ადგილს ირჩევს ინტერნეტში ნანახი ვიდეოების საფუძველზე? ამიტომ, სანამ გადაწყვეტთ, შექმნათ კონტენტი თქვენი ტურისტული საიტისთვის, პირველ ყოვლისა იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ეს შინაარსი აქციოთ არა მხოლოდ ტექსტად და სურათებად, არამედ საინტერესო ვიდეოდ თქვენი მომხმარებლებისთვის.

ტურისტული საიტის შექმნა აუცილებელია „Responsive“ დიზაინით

დღესდღეობით, სმარტფონებისა და ტაბლეტების დახმარებით ინტერნეტის მოხმარების მატებასთან ერთად, თქვენ უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი ტურისტული საიტის შექმნა მოხდება ე.წ. „Responsive“ დიზაინით. ყველა მოწყობილობაზე მორგებული ვებ დიზაინი არის ერთ-ერთი ეფექტური ხერხი, რომელიც მიზნად ისახავს მნახველების მატებასა და გაზრდას, რაც მოიცავს მარტივ კითხვადობას და ნავიგაციას ზომის მინიმალური შეცვლით, გადაღებით და გადახვევით – მოწყობილობების ფართო სპექტრში (დესკტოპის კომპიუტერის მონიტორებიდან დაწყებული სმარტფონებით დამთავრებული).

თუ თქვენ არ გინდათ, ჩადოთ ფული მორგებული დიზაინის აწყობაში, თქვენ შესაძლოა შეგექმნათ საფრთხე, თქვენი ტურისტული საიტის ცუდი შედეგებიდან გამომდინარე. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი დიდხანს არ დარჩება თქვენს ვებგვერდზე, შესაბამისად, ეს არ მოგცემთ დიდ წარმატებას, რის შემდეგაც მოგიწევთ, შეიტანოთ რაიმე სახის ცვლილება თქვენს საიტზე.

იმის დასადგენად, აქვს თუ არა თქვენს ტურისტულ საიტს საპასუხო დიზაინი, ეწვიეთ quirktools.com-ის ან responsivedesign-ის გვერდებს და შემდეგ ჩაწერეთ თქვენი ვებგვერდის URL, რის შემდეგაც თქვენ მალევე გაიგებთ, აქვს თუ არა თქვენს საიტს მორგებული (Responsive) დიზაინი!

ხელი შეუწყეთ პოსტების გაზიარებას და კომენტარების წერას სოციალურ მედიაში

თუ თქვენ აწარმოებთ ბლოგს (რასაც აუცილებლად უნდა აკეთებდეთ!), მაშინ უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი მომხმარებლები აზიარებენ თქვენს პოსტებს. ეს კი მოგცემთ შესანიშნავ საშუალებას, თქვენმა პოსტმა მოიპოვოს მეტი მნახველი და გააძლიეროს თქვენი ბრენდი! (იხილეთ სტატია: რა არის ბრენდი)

ამასთანავე, როდესაც თქვენ ქმნით ბლოგ-პოსტებს, დარწმუნდით, რომ სტატიის ბოლოს თქვენ უსვამთ თქვენს მკითხველებს კითხვას, და აიძულებთ პირველებმა დაიწყონ თქვენთან საუბარი (ეს არა მხოლოდ ეხმარება მომხმარებლების ჩართულობას, არამედ აჩვენებს Google-ს, რომ თქვენი შინაარსი საკმაოდ გავლენიანია და დაეხმარება თქვენს საიტს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაში – დიახ, Google-ი ამჩნევს ყველაფერს!).

ტურისტული საიტის შექმნისას წარმოაჩინეთ თქვენი ნამდვილი სახე!

ადამიანებს უყვართ სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობა და მათთან კომუნიკაცია, ასე რომ რაც უფრო მეტი ადამიანის ჩართვას შეძლებთ თქვენს ბრენდში, მით უკეთესი. ამის შესანიშნავი გზაა ტურისტული საიტის შექმნა და იქ პირველ პირში საუბარი (განსაკუთრებით ბლოგის სტატიების წერისას). „About Us“ გვერდი დაგეხმარებათ, მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ისტორიის შესახებ და აცნობებს მნახველს იმის შესახებ, თუ რატომ „ზრუნავთ“ თქვენი მნახველების გამოცდილებაზე.

ტურისტული საიტის შექმნაზე უფრო ეფექტური გზები იცით?

გაგვიზიარეთ თქვენი საიდუმლოებები … რას აკეთებთ, იმისთვის რომ თქვენმა ტურისტულმა საიტმა შეინარჩუნოს მნახველების შთაგონება და აქტიური ჩართულობა? ა, ამჩნევთ თუ არა თქვენი შრომის ნაყოფს თქვენს გვერდზე, რაც შეიძლება იყოს გაყიდვების გაზრდის დამსახურება? ჩვენ გვსურს, მოვისმინოთ თქვენი ამბავი ჩვენს სოციალური მედიის გვერდებზე! Facebook.com/imc.ge Instagram.com/imc.ge

იხილეთ ჩვენი სერვისები:

იხილეთ რეკომენდირებული სტატიები:

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში:

სტატიის ავტორი: მარიამ ტატულაშვილი

Skip to content